საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.01.2006 ძალადაკარგული 04.10.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 26/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №78

2006 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

1. „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის შესაბამისად:

ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეებს მათი დატვირთულობის გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია თანამდებობრივ სარგოზე დაუწესდეთ დანამატი არა უმეტეს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობისა;

ბ) გადაწყვეტილებას იმ მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის ან საამისოდ საჭირო ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელთაც სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ადგილას არ აქვთ საცხოვრებელი ბინა, იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრი ს ბრძანებულება №530 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ., მუხ.1597

2. ამ ბრძანებულების პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული დანამატის და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საერთო სასამართლოებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრი ს ბრძანებულება №530 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ., მუხ.1597

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის   1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრი ს ბრძანებულება №530 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ., მუხ.1597

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“, №78, 25.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1263557-1/