ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2011 ძალადაკარგული 21.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.127.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401005, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2011 წ ლის 31 მარტი

ქ. ზესტაფონი   

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 29 აპრილის დადგენილება №1 8 – ვებგვერდი, 13 .0 5 .2011წ.

 

მუხლი 1

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ​2-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის ოდენობა განისაზღვროს:

ა) ქ. ზესტაფონის ტერიტორიაზე – 1.5;

ბ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებისა და თემების ტერიტორიაზე – 1,0.

    მუხლი 2

დადგინდეს ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ​2-ზე:

ა) ქ. ზესტაფონის ტერიტორიაზე – 0,36 ლარი;

ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებისა და თემების ტერიტორიაზე – 0,24 ლარი;

    მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილება.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

  საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №1 8 – ვებგვერდი, 13.05.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, №14, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.127.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1263898-1/