ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2011 ძალადაკარგული 19.03.2012
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.117.016049
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401016, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №16

2011 წლის 31 მარტი

 ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :

მუხლი 1. განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური განაკვეთები (ლარი/ჰა):

ა) სათიბებისათვის (გარდა გაკულტურებულისა) – 1 ჰა -ზე 3.75 ლარი;

ბ) გაკულტურებული სათიბებისათვის – 1 ჰა -ზე 16 ლარი;

გ) საძოვრებისათვის (გარდა გაკულტურებულისა) – 1 ჰა -ზე 2.25 ლარი;

დ) გაკულტურებული საძოვრებისათვის – 1 ჰა -ზე 15 ლარი;

ე) საკარმიდამო მიწებისათვის (კარგი და მწირი) – 1 ჰა -ზე 61 ლარი;

ვ) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული და სხვა მიწებისათვის (კარგი და მწირი) – 1 ჰა -ზე 61 ლარი;

ზ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის – 1 ჰა -ზე 3 ლარი;

თ) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებისათვის – 1 ჰა -ზე 20 ლარი.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 06 მაისის დადგენილება №22- ვებგვერდი, 17.05.2011წ.

მუხლი 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 3. გადასახადის გადამხდელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 იანვრის №2 დადგენილება.

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 06 მაისის დადგენილება №22- ვებგვერდი, 17.05.2011წ.

საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე

შეტანილი ცვლილებები:

1 . ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 06 მაისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, №16, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.117.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1264218-1/