ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 31 მარტი
დ. მესტია
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად
1. შემოღებულ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 თებერვლის №2 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი
შეტანილი ცვლილებები:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
დანართი №1
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს;
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 1 პროცენტს.
მუხლი 3.
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
1. ა) სახნავი და სხვა მიწებისათვის კარგი – 56 ლარი და მწირი – 51 ლარი;
ბ) სათიბებისათვის – 2,5 ლარი;
გ) საძოვრებისათვის –1,5 ლარი.
2. გაკულტურებული: ა) სათიბები –16 ლარი;
ბ) საძოვრები - 10 ლარი;
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
მუხლი 5
ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 10 ლარი (საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

მუხლი 6.
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 7.
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:
| № | მესტიის მუნიციპალიტეტი | ტერიტორიული კოეფიციენტი | საბაზისო განაკვეთი 1 მ2-ზე (ლარებში) | წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2-ზე (3 X 4) |
| 1 | დაბა მესტია | 0,22 | 0,24 | 0,053 |
| 2. | მესტიის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში | 0,15 | 0,24 | 0,035 |
მუხლი 8.
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
+
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 31 მარტი
დ. მესტია
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად
1. შემოღებულ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 თებერვლის №2 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი
შეტანილი ცვლილებები:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
დანართი №1
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
მუხლი 1🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს;
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2.
მუხლი 2.🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 1 პროცენტს.
მუხლი 3.
მუხლი 3.🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4
მუხლი 4🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
1. ა) სახნავი და სხვა მიწებისათვის კარგი – 56 ლარი და მწირი – 51 ლარი;
ბ) სათიბებისათვის – 2,5 ლარი;
გ) საძოვრებისათვის –1,5 ლარი.
ბ) სათიბებისათვის – 2,5 ლარი;
გ) საძოვრებისათვის –1,5 ლარი.
2. გაკულტურებული: ა) სათიბები –16 ლარი;
ბ) საძოვრები - 10 ლარი;
ბ) საძოვრები - 10 ლარი;
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
მუხლი 5
მუხლი 5🔗
ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 10 ლარი (საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
მუხლი 6.
მუხლი 6.🔗
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 7.
მუხლი 7.🔗
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:
№
მესტიის მუნიციპალიტეტი
ტერიტორიული კოეფიციენტი
საბაზისო
განაკვეთი
1 მ2-ზე
1 მ2-ზე
(ლარებში)
წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2-ზე
წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2-ზე
(3 X 4)
1
დაბა მესტია
დაბა მესტია
0,22
0,24
0,053
2.
2.
მესტიის მუნიციპალიტეტის თემებსა
და სოფლებში
0,15
0,24
0,24
0,035
მუხლი 8.
მუხლი 8.🔗
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 23.06.2011წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“, №6, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.103.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1266276-1/