ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2011 ძალადაკარგული 04.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.113.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110404020, 05/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №13

2011 წლის 31 მარტი

ქ. ოზურგეთი

ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსი ს მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:

1. შემოღებულ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი  გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 11 წლის 9 თებერვლის № 4 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       

ა. მამეშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2012 წ.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 18 ივნის ის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.06.2012 წ.

დანართი

ადგილობრივი  გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2012 წ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 18 ივნისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.06.2012 წ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2012 წ.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 40 000 -დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1.0 პროცენტი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2012 წ.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

 73

 

საკარმიდამო

73

2

სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

 20

3

საძოვარ ი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

 16

4

ტყის მიწაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)

 36

5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ები

 3

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2012 წ.

    მუხლი 5

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:

 

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქ. ოზურგეთი

0,24

1,0

0,24

2

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემებს, დაბებსა და სოფლებ ში

0.24

0.9

0.216

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2012 წ.

    მუხლი 6

1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვადრატულ მეტრს;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 24 კვადრატულ მეტრს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2012 წ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 18 ივნისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.06.2012 წ.

    მუხლი 7

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.05.2012 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“, №13, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.113.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1267689-2/