ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2011 ძალადაკარგული 29.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.112.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110405003, 11/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №10

2011 წლის 31 მარტი

  ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 05.01.2012წ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №32 დადგენილების შესაბამისად

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 05.01.2012წ.

1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი (დანართის შესაბამისად).

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 05.01.2012წ.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           რ . ჩიტიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 05.01.2012წ.

დანართი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 05.01.2012წ.

წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან „სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსების“ მუხლში გათვალისწინებული თანხებიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 05.01.2012წ.

თავი I. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები

 მუხლი 1 . სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებია:

ა) საჩუქრებისა და პრიზების შეძენის პროგრამა;

ბ) ტურნირებისათვის ბურთების შეძენის პროგრამა;

გ) პატრიოტთა ბანაკებში ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა;

 დ) სხვადასხვა ღონისძიებებზე მოსწავლეთა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა;

 ე) მოსწავლეთა ექსკურსიებზე ტრანსპორტირების პროგრამა; 

 ვ) ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებული მომსახურების პროგრამა;

 ზ) საბავშვო ბანაკების მომსახურების პროგრამა;

 თ) სოც-კულტურული ღონისძიებების ორგანიზების პროგრამა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 05.01.2012წ.

თავი II. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზება და ადმინისტრირება

    მუხლი 2. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური .

    მუხლი 3. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა

1. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამიდან დაფინანსების მისაღებად დაინტერესებული პირი (კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი ან სამსახური, ვის მიერაც ხდება სამიზნე ჯგუფის შერჩევა), წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ღონისძიების დაფინანსების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ .

2. (ამოღებულია - 28.12.2011, №37).

3. კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებას საჩუქრებისა და პრიზების შეძენის თხოვნის შესახებ, თან უნდა ახლდეს ჩასატარებელი ღონისძიებების პროგრამა.

4. სამიზნე ჯგუფის შერჩევა და დაფინანსების მოთხოვნა პროგრამებიდან ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ (ან შუამდგომლობით) .

5. შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებიდან დაფინანსების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 05.01.2012წ.

    მუხლი 4. განცხადებების განხილვა

შემოსულ განცხადებებს განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

    მუხლი 5. სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება

სამსახური სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

    მუხლი 6. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 33 -ე მუხლის მე -2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტს.

    მუხლი 7. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსება

სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით , უნაღდო ანგარიშსწორების გზით ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური .

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“, №10, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1270258-1/