საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №483
2004 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო (საქსტანდარტი).
2. საქსტანდარტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე).
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) 2005 წლის 21 თებერვლამდე საქსტანდარტის დებულების დამტკიცება და მასში ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ფუნქციათა ასახვა.
ბ) საქსტანდარტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატურის წარმოდგენა;
გ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქსტანდარტისათვის გადაცემა.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულება №563-სსმIII, №144,08.12.2004წ., მუხ.1293
4. 2005 წლის 21 თებერვლამდე ლიკვიდირებულ იქნეს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიის ცენტრი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ეროვნული ორგანო;
გ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტი.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 25 ოქტომბრის №445 ბრძანებულება;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №374 ბრძანებულება;
გ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულების პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №375 ბრძანებულება;
დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №376 ბრძანებულება.
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
7. ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტი ამოქმედდეს საქსტანდარტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულება №563-სსმIII, №144,08.12.2004წ., მუხ.1293
+

ა) ერთ თვეში საქსტანდარტის დებულების დამტკიცება და მასში ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ფუნქციათა ასახვა;
ბ) საქსტანდარტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატურის წარმოდგენა;
გ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქსტანდარტისათვის გადაცემა.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულება №563-სსმIII, №144,08.12.2004წ., მუხ.1293
4. 2005 წლის 21 თებერვლამდე ლიკვიდირებულ იქნეს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიის ცენტრი;
4. 2004 წლის 10 დეკემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიის ცენტი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ეროვნული ორგანო;
გ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულება №563-სსმIII, №144,08.12.2004წ., მუხ.1293
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 25 ოქტომბრის №445 ბრძანებულება;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №374 ბრძანებულება;
გ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულების პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №375 ბრძანებულება;
დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №376 ბრძანებულება.
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
7. ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტი ამოქმედდეს საქსტანდარტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულება №563-სსმIII, №144,08.12.2004წ., მუხ.1293
მ. სააკაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“, №483, 04.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1272484-1/