ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.04.2011 ძალადაკარგული 31.12.2013
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
410080000.22.025.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110406013, 07/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №07

2011 წ ლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

 „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 11.05.2011წ.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №74 - ვებგვერდი, 13.06.2011წ.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისი ს ბრძანება №114 - ვებგვერდი, 08.07.2011წ.

4. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრი ს ბრძანება №216 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

5. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 დეკემბრი ს ბრძანება №275 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

6. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

7. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.

8. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

დებულება

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი

წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.

    მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი

1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები.

2. სამრეწველო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო მიზნით შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმცირეს სამასი მეტრის დაშორებით თევზის მოპოვებას შემდგომი გადამუშავების (საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილ შემთხვევებში ყოველთვიურად მოპოვებული რესურსის 2/3- ის) და/ ან რეალიზციის მიზნით.

3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადით, ჩოგანბადით და ეკრანით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება.

4. სანაპირო თევზჭერა _ წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით. სანაპირო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ.

5. შიდა წყალსატევებში თევზჭერა _ წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და გამავალ მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებში.

6. თანჭერილი – თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებულ თევზის სახეობებთან ერთად თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი არასარეწი ზომის და სხვა სახეობის თევზები ( სხვა ჰიდრობიონტები).

7. ქისა ბადე – ბადისერბური წყალგამწურავი იარაღი, რომელის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღებს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება- შეგროვება წარმოებს თევზსარეწ სატრანსპორტო საშუალებაზე ქვემო კიდიდან ,,ქისისებური ფორმით.”

8. მოსასმელი ბადე – ბადისებური წყალგამწურავი სარეწი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობებიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება- შეგროვება წარმოებს წყალსატევის ნაპირზე ზემო და ქვემო კიდეებიდან თანაბრად.

9. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით ( ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს:

ა) პ ე ლაგიურ ი –  რომ ე ლიც შეესაბამება შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) ტრალის ტომარა უნდა შედგებოდეს 4 ან მეტი პლასტისგან;

ა.ბ) ტრალს არ უნდა გააჩნდეს სკვერი, გრუნტროპი, ტრალის ტომრის ქვედა პლასტი და შემკრები არ უნდა იყოს აღჭურვილი საფარველით (ფართუკით);

ა.გ) ტრალის ქვედა კიდე შესაძლებელია იყოს აღჭურვილი დამატებითი კიდით ან საძირავებით (მაგალითად, ლითონის ჯაჭვით), თუმცა ასეთ შემთხვევაში დამატებითი კიდე უნდა იყოს წარმოდგენილი ლითონის (დიამეტრით არა უმეტეს 22 მმ-ი სა) ან კომბინირებული (დიამეტრით არა უმეტეს 65 მმ-ი სა) ბაგირით, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს მიბმული ტრალის ქვედა კიდესთან და მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ქვედა კიდის აღჭურვილი (ტრალის ქსოვილით დატვირთული) ნაწილის სიგრძეს; საძირავების საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 60 კგ-ს;

ა.დ) ტრალის ტომარის წინა ნაწილის (შემკრების გამოკლებით) ნახევარზე მეტი (ტოპენანტზე სიგრძით) უნდა იყოს წარმოდგენილი თოკისა და ბაგირის ელემენტებით შედგენილი ქსოვილით, სადაც თვლის ზომა 79 სმ-ზე მეტია;

ბ) ფსკერული  – რომელიც არაა პელაგიური.

9​1. პლასტი – ტრალის ტომრის (შემკრების გამოკლებით)  ნაწილი. პლასტების სიგანე თანაბარია ან განსხვავდება ერთმანეთისგან მაქსიმუმ 20%-ით. პლასტები ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთგვარი ნაკერებით.

9​2. ტოპენანტი  – პლასტების შეერთების  (ნაკერების) ადგილზე გამავალი გვარლი ან ბაგირი.

9​3. სკვერი – ტრალის ტომრის ზედა პლასტის (პლასტების) წინაფრა, რის გამოც ზედა პლასტი (პლასტები) ფრთების გამოკლებით უფრო გრძელია, ვიდრე ქვედა.

9​4. საფარველი (ფართუკი) – ტრალი შემკრების ქვედა ნაწილის მე-3 ან უფრო მეტი ფენა.

9​5. გრუნტროპი – ტრალის ქვედა კიდეზე სპეციალური სამაგრებით (ჯაჭვებით, გვარლით და სხვა) 0.2 მეტრზე მეტი დაშორებით ჩამოკიდებული ლითონის გვარლი, რომელზეც შესაძლოა დახვეული იყოს ლითონის მავთული ან ბაგირი, გრუნტროპი ასევე შესაძლებელია აღჭურვილი იყოს ლითონის ან რეზინის კოჭებით,  ბურთულებით და სხვა საგნებით.

10. კონუსური ბადეები – აქტიური ბადისებური ან სხვა მასალისაგან დამზადებული თევზსარეწი იარაღები, რომელთაც აქვთ კონუსისებური ფორმა და გამოიყენება თევზსაჭერად სარეწაო გემიდან ვერტიკალური წყალგაწურვის პრინციპით.

11. სახლართი ტიპის ბადეები – ბადისებური თევზსარეწი იარაღები, რომელთა მეკშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა წყლის ჰიდრობიონიტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.

12. თევზმახეები – ბადისებური ან სხვა მასალისაგან კონსტრუირებული სტაციონარული თევზსაჭერი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება, იარაღის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, თევზების მასში მოხვედრასა და დაგროვებას; აღჭურვილია „ძაბრისებური”, „კონუსისებური” ან სხვა ტიპის შესასვლელებითა და თევზის სამიგრაციო გზების გადამკეტი და მიმმართველი ბადისებუროი კედლებით.

13. ჩასადგმელი იარუსები – სტაციონარული ტიპის სხვადასხვა ზომის ნემსკავებით აღჭურვილი თევზსარეწი იარაღები.

14. პარაშუტისებრი ( გუმბათის ტიპის) ბადეები – აქტიური მოქმედების თევსაჭერი იარაღები, რომლებითაც თევზჭერა ემყარება წყლის სივრცეში ვერტიკალური დაფარვის წყალგაწურვის პრინციპებს.

15. ფაცერი ( ე. წ. ობობა ბადე) – სტაციონარული თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება გარკვეული მოცულობის ვერტიკალურ წყალგაწურვას ზემო მიმართულებით ( სპეციალური ბადის ამწევი მექანიზმით).

16. ნემსკავები – რკინის ან სხვა მასალისაგან დამზადებული, მომრგვალებული ფორმის წამახვილებული დაბოლოებებით, თევზსაჭერი იარაღის კონსტრუქციული ელემენტი.

17. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე, დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა ( სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე).

18. სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი.

19. ხოლიხი – მცირე ზომის თევზმახე, რომლის ჭერის პრინციპი ემყარება „ჩიხის პრინციპს.

20. ეკრანი – 5 მეტრამდე სიგრძის ერთკედლიანი სახლართი ტიპის ბადე, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა ჰიდრობიონტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.

21. სასროლი ბადე _ სასროლი ბაგირით აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;

22. ჩოგანბადე _ სათანადო ჩარჩოთი აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;

23. სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;

24. სააგენტო  – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს _ სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 08.07.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

თავი II

ნადირობის საშუალებები და წესები

    მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ( დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.

3 . ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.

4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები განისაზღვრება ამ დებულების მე-4 დანართით.

5. სანიტარიულ- ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო- სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

6. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500 -მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში:

ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ბელი;

ბ) ამ დებულების 3​1 მუხლის „ბ“, „დ“, „რ“, „ტ“, „უ“, „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე;

გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 80 სმ-ზე ნაკლებია;

დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია;

ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი.

9. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:

ა) მცენარეული საფარის დაწვა;

ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;

დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების გარემოდან ამოღება ხორციელდება ტყვეობაში გამრავლების მიზნით; ცხოველების მოპოვება ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ან ხორციელდება გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულებით დადგენილი ქმედებები), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ე) ნადირობა და/ ან ცხოველთა მოპოვება ( დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან ( მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

ვ) სტიქიური უბედურებების ( წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;

ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;

თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.

10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება.

11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ( დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.

12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.

13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს, აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტითა და ამ დებულების 3​1 მუხლით დადგენილი აკრძალვები.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №275 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

    მუხლი 3​1. ნადირობისათვის აკრძალული ვადები

1. ნადირობა აკრძალულია:

ა) არჩვზე - 1მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე ;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე;

დ ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე ;

ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;

ვ) ნუტრია ზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

ზ) კურდღელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე ;

თ) მაჩვზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

ლ) მგელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

მ) ტურაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ნ) მელაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე  - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე;

რ) შველზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე;

ს) ენოტზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

ტ) კავკასიური როჭოზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;

ქ) კაკაბზე  - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;

ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;

ყ) გნოლზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, ნადირობა აკრძალულია:

ა) არჩვზე - 1მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე ;

ბ) კეთილშობილი ირემზე - 1 თებერვლიდან - 1 ნოემბრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან - 15 ოქტომბრამდე;

დ ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 1 ივლისამდე და 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე ;

ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;

ვ) ნუტრია ზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

ზ) კურდღელზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე ;

თ) მაჩვზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;

ლ) მგელზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

მ) ტურაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

ნ) მელაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე  - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 15 თებერვლიდან - 1 დეკემბრამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;

რ) შველზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;

ს) ენოტზე -  1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

ტ) კავკასიურ როჭოზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;

ქ) კაკაბზე  - - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;

ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე;

ყ) გნოლზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №275 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

    მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი

აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.

    მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა

ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობის დარღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №275 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

თავი III

თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესები

    მუხლი 6. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების მოქმედების სფერო

1. ამ თავით განსაზღვრული წესების მოქმედება ვრცელდება საქართველოს შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე და საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევზე ( ტერიტორიული წყლები, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი ტბორები და წყალსაცავები), რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნენ თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვისათვის, ან/ და აქვთ მნიშვნელობა სარეწაო თევზის მარაგის აღდგენისათვის.

2. იმ წყალსატევებზე და წყალსატევების უბნებზე, რომლებიც სპეციალური წყალთსარგებლობის ობიექტია, თევზჭერა წარმოებს ამ ობიექტის მფლობელის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 7. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები

1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. აკრძალულია თევზჭერა:

ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში;

ბ) კაშხლებთან და რაბებთან არა უხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა;

გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ ( თევზსავალ) არხებში;

3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა:

ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძ ო დ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა ( შავწყალა), ხიფსთა ( თეთრწყალა), ააფსთა ( ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური ( ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, ( რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;

ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესართავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე;

გ) მდ. ხრამში – სოფ. ლეჟბადინიდან წითელ ხიდამდე;

დ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

ე) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

ვ) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60- მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე – 120- მეტრიანი იზობათის ფარგლებში;

ზ) რიწის ტბაში;

თ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მომსასმელი ბადით კეფალ- პილენგასის ჭერა;

ი) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე;

ი​1) სანტას ტბაზე– 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;

კ) ტაბაწყური – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;

ლ) ხრამის ( წალკის) წყალსაცავი – 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე;

მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

ნ) სპეციალურ განკარგულებამდე ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე;

ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში.

პ) პალიასტომის ტბაში:

პ.ა) კეფალი (ლობანი) – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;

პ.ბ) კეფალი-პილენგასი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;

პ.გ) ოქროსფერი კეფალი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;

პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ვ) შემაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ზ) მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.თ) კარჩხანა – 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ი) კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.კ) ლოქო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე და 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე;

პ.ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.მ) მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

პ.ნ) შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

ჟ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში ( ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც სამინისტროს მიერ მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

3​1. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ზუთხისებრთა ჭერა ხორციელდება დადგენილი კვოტის ფარგლებში თევზჭერის ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უდგენს ამ სახეობის ტყვეობაში გამრავლებისა და ტყვეობაში გამრავლებული თევზის სახეობის ნამატის ლიცენზიით დადგენილი ოდენობით ბუნებრივ გარემოში დაბრუნების ვალდებულებას.

4. ყველა სხვა შემთხ ვ ევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს ადგენს სამინისტრო.

5. თევზჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით შეიძლება გადატანილ იქნეს არა უმეტეს 15- დღიანი განსხვავებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 11.05.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №74 - ვებგვერდი, 13.06.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 08.07.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

    მუხლი 8. ჭერააკრძალული თევზის სახეობები

1. აკრძალულია ჭერა ( მათ შორის თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულო შ იც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:

ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;

ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;

გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;

დ) კალმახის ( მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში;

ე) ქამბალა-კალკანის – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;

ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები ( ქამბალა- კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თევზის სახეობის ჭერა ხორციელდება დადგენილი კვოტის ფარგლებში თევზჭერის ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უდგენს ამ სახეობის ტყვეობაში გამრავლებისა და ტყვეობაში გამრავლებული თევზის სახეობის ნამატის ლიცენზიით დადგენილი ოდენობით ბუნებრივ გარემოში დაბრუნების ვალდებულებას.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 08.07.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

    მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები

1. აკრძალულია თევზჭერა:

ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;

ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;

გ) ცეცხლსასროლი იარაღებით;

დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;

ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;

ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:

ზ) (ამოღებულია - 06.07.2011, №114);

თ) (ამოღებულია - 06.07.2011, №114);

ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.

2. (ამოღებულია - 06.07.2011, №114).

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 08.07.2011წ.

    მუხლი 10. თევზჭერასთან და თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა აკრძალვები

1. აკრძალულია:

ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით 1 ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე;

ბ) სარეწი იარაღით მდინარის ან მისი ტოტის 2/3- ზე მეტის დაკავება, აგრეთვე ბადის ჩამკეტი მოსმა მდინარის მოპირდაპირე ნაპირებიდან;

გ) ყოველგვარი სარეწი იარაღის სამუშაო მდგომარეობაში ქონა თევჭერისათვის აკრძალულ ვადებში და ადგილებში მცურავ საშუალებებზე;

დ) (ამოღებულია - 06.07.2011, №114);

ე) ჩასადგმელი სარეწი ბადეების ჭადრაკულ რიგზე დაყენება;

ვ) ტრალის პელაგიური ვარიანტის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ზუთხისნაირების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, ნემსთევზასებრთა, ზღვის მამლისებრთა, თაგვთევზასებრთა, ზღვის ფინიასებრთა, გველთევზასებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველის), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ცხენთევზას, ზღვის ღლაბუტას,  კიბოსნაირებისა და მოლუსკების საერთო წილი აღემატებოდეს 5%-ს  (დათვლით);

ზ) ქისა ბადეების გამოყენება, რომელთა სიმაღლე (სიღრმე) აღემატება 300 მეტრს;

თ) თევზის რეწვა პალიასტომის ტბაზე მოსასმელი ბადის გამოყენებით, რომლის სიგრძე 200 მეტრზე მეტია, სიმაღლე 1,5 მ- ზე მეტი, თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ;

ი) მოსაყრელი ბადით კეფალის ( ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბაზე 350 მეტრზე მეტია და თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ;

2. შიდა წყალსატევებში ერთ სტაციონარში ( ჩადგმაში) ბადის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 500 მეტრზე ნაკლები.

3. ერთ სტაციონარში ( ჩადგმაში) იარუსის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, იარუსში ნემსკავების რაოდენობა 100- ს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 1000 მეტრზე ნაკლები.

4. აკრძალულია სარეწი გემებიდან ჭარბად მოპოვებული ან წუნდებული თევზის ზღვაში ჩაყრა.

5. აკრძალულია თევზჭერა ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგი ს, მათ შორის, ხიჟნიაკის კონსტრუქციი ს და ტრალის ფსკერული ვარიანტი ს გამოყენებით შემდეგი კოორდინატებით განსაზღვრული ზონების ფარგლებს გარეთ:

ა) I ზონა

№

X

Y

1

719019.2442

4670904.9309

2

697037.7754

4670877.8887

3

729921.4741

4641179.4795

4

707740.4720

4641915.7101

WGS = 1984.

 

ბ) II ზონა

№

X

Y

1

727742.0535

4625744.9823

2

707216.0765

4634329.8567

3

726175.5805

4620758.1139

4

706497.6148

4631045.9888

WGS = 1984.

 

გ) III ზონა

№

X

Y

1

719634.3215

4615174.0879

2

701907.4086

4628351.9638

3

714788.7771

4609603.5223

4

695919.6695

4621317.3775

WGS = 1984.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 08.07.2011წ.

    მუხლი 11. ბადის თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში

1. ბადის თვლის ზომად მიიჩნევა ბადის თვლის ერთი გვერდის სიგრძე ანუ მანძილი მილიმეტრებში კვანძის შუა წერტილიდან – მეზობელი კვანძის შუა წერტილამდე. ბადის თვლის ზომას განსაზღვრავს მისი გაჭიმვის სიგრძე და 11 კვანძს შორის დადგენილი მანძილის 10- ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ- ზე ნაკლებია; 6 კვანძს შორის მანძილის 5- ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ- ზე მეტია.

2. თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში განისაზღვრება ამ დებულების დანართი 1- ის შესაბამისად.

    მუხლი 12. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე

1. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა უკუდისფარფლოდ, ანუ მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან ( დახურული პირის დროს) კუდის ფარფლამდე, ხოლო ქაფშიისათვის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან ( დახურული პირის დროს) კუდის ფარფლ ის ჩათვლით. დამუშავებული, დამარილებული, გამხმარი, შებოლილი და გამოყვანილი თევზის გაზომვისას სიგრძე 4 %- ით იზრდება.

2. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე განისაზღვრება ამ დებულების დანართი 2- ის შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 08.07.2011წ.

    მუხლი 13. ჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილი.

1. თევზჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს როგორც სამრეწველო, ასევე სანაპირო და შიდა წყალსატევებში თევზჭერისას.

2. თევზმომპოვებელი ვალდებულია იმგვარად აწარმოოს თევზჭერა, რომ ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ აღემატებოდეს 20%-ს (დათვლით). ხოლო ქაფშიის მოპოვების შემთხვევაში მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ უნდა აღემტებოდეს 40%-ს (დათვლით). ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილის გადამეტება ითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 08.07.2011წ.

    მუხლი 14. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი

1. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს მხოლოდ სარეწაო თევზჭერისას.

2. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი შეადგენს ქისა ბადისათვის და კონუსური ბადისათვის – 2%, ტრალის პელაგიური ვარიანტისათვის – 6%. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის ( შესაბასისად 2% ან 6%) გადამეტება ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.

    მუხლი 15. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესი

1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც როგორც მინიმუმ უნდა აფიქსირებდნენ ბადეი- არაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზედაც გარკვევით უნდა იყოს წარწერილი ლიცენზიის / ნებართვის სერია და ნომერი.

2. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.

    მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა

1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება.

3. აკრძალულია:

ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12- ზე მეტია და სატყუარათი 6- ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6- ზე მეტი და სატყუარათი 3- ზე მეტი ( ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);

ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება;

გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე/ სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.

დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;

ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;

ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

    მუხლი 17. თევზდაცვის მოთხოვნები წყალამღებ ნაგებობებზე

წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5000 კუბ.მ. დღე-ღამეში აუცილებელი აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.

    მუხლი 18. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნები

1. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის შესახებ.

3 . თევზჭერის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემოწმების პროცესში სააგენტოს კანონიერი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის, ჭერილის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ამოიღოს წყალსატევიდან ის ბადე-იარაღები, რომლითაც ახორციელებს თევზჭერას.

4 . თევზჭერის ლიცენზია ნ ტი თევზჭერის განხორციელებამდე ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში როგორც თევზჭერის განმახორციელებელი, ასევე გადამზიდი (სატრანსპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიანტსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და ცვლილებების თაობაზე).”.

5 . ლიცენზირებადი თევზჭერის განხორციელებისას თითოეული თევზმჭერი სატრანსპორტო საშუალების მიხედვით სავალდებულოა ამ დებულებით დამტკიცებული №3 დანართით გათვალისწინებული შესაბამისი სარეწაო ჟურნალის თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოება, ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით.

6 . სარეწაო ჟურნალი წარმოადგენს თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული თევზჭერის განხორციელების ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად სააგენტოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ.

7 . სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ დებულების დანართი №3-ის შესაბამისად.

8 . სარეწაო ჟურნალი უნდა შეივსოს შემდეგი წესით:

ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა;

ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე;

გ) მე-5, მე-6 და მე-9 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე (მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში);

დ) 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის თევზმჭერი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის გადატვირთვამდე ან ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე;

ე) 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის თევზმჭერი მცურავი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არა უმეტეს 48 საათისა;

ვ) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება შიდა წყალსატევებში თევზჭერისას წარმოებს მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა-ამოყვანისთანავე;

ზ) ქისა ბადით სამრეწველო თევზჭერისას, მცურავი საშუალების საერთო ტევადობის მიუხედავად, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არა უმეტეს 48 საათისა.

9 . ყველა ჩანაწერი სარეწაო ჟურნალში წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამის მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია” და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ.

10 . სარეწაო ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე.

11 . სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი.

12 . სარეწაო ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში თევზჭერაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.

13 . სარეწაო ჟურნალის დაკარგვა თევზჭერაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.

14 . ახალი სარეწაო ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სარეწაო ჟურნალი, ასევე დადგენილი წესით თევზმჭერი საშუალების შეცვლისას ან ლიცენზიის ვადის გასვლისას სარეწაო ჟურნალი წარედგინება სააგენტოს ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

    მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 08.07.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

    მუხლი 20. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა

1 . სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2 . ამ დებულებით თევზჭერისათვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, გარდა ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ბ”, ,,გ” და „ვ” ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე.

    მუხლი 21. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის

ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 22. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

 

დანართი №1

თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი თევზის სახეობების მიხედვით

თევზსაჭერი იარაღები

თვლის მინიმალური ზომები მმ-ში

თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში

მოსასმელი ბადე

12

–

თევზმახეები

12

–

ქისა ბადე

6,5

–

ტრალი

6,5

–

კონუსური ბადე

12

–

პარაშუტისებრი ბადე

12

–

მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი)

20

–

ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე)

20

–

სახლართი ბადე

18

–

სხვა თევზსარეწი იარაღები

12

–

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 08.07.2011წ.

დანართი 2

 ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე

N

თევზის სახეობა

 

ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური

სიგრძე (მმ-ში)

1

ქაფშია

70

2

ქარსალა

60

3

მერლანგი

120

4

კეფალისებრნი

200

5

კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი)

850

6

სტავრიდა

100

7

ხონთქარა (ბარაბული)

85

8

ღიპა ქაშაყი

110

9

შავი ზღვის ქაშაყი

170

10

სარღანი

320

11

ლუფარი

220

12

პელამიდა

250

13

სკუმბრია

150

14

ღორჯოსებრნი

110

15

ქამბალა-კალკანი

350

16

მიდია

50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე)

17

გარნელი(კრევეტი)

35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე)

18

ღლავი (ლოქო)

500

19

ფარგა

380

20

წერი (ქარიყლაპია)

320

21

სიგისებრნი

180

22

ჭერეხი

400

23

კობრი

320

24

კაპარჭინა

260

25

ჭანარი

320

26

შამაია

250

27

ხრამული ტბის

250

28

ხრამული მდინარის

220

29

ვიმბა

120

30

სხვა თევზები

200

 

დანართი 3

სარეწაო ჟურნალი

თევზ -ჭერის

(ცდის)

რიგითი

ნომერი

თევზსა -ჭერი ბადე

იარაღის და

სახელება

თევზაჭერის ყოველი ცდის ადგილი (აკვატორია სახმელეთო ორიენტირ -ებით ან გეოგ -რაფიული კოორდი -ნატებით)

თევზჭერის ყოველი ცდის დაწყების დრო (წუთი, საათი, დღე,თვე, წელი)

თევზჭერის ყოველი ცდის დამ -თავრების დრო (წუთი, საათი, დღე,თვე, წელი)

ჭერილისა და თანჭერილის ვიზუალური შეფასება (რაოდ. სახეობე -

ბის მიხედ -

ვით კგ -ში)

ჭერილის რაოდენობა სახეობების მიხედვით (კგ)

თანჭერი -ლის რაოდენობა სახეობების მიხედვით, კგ -ში

შენიშვნა (თევზჭე -რისას ტექნიკური შეფერხე -ბები, ფორსმაჟო -რული ვითარება და სხვა)

თევზჭერის განმახორ -ციელებე -ლი პირის ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები

 

 

ლათინური დასახელება

ქართული დასახელება

ვადები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები

სახეობები, რომლებზე ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ

წყალმცურავი ფრინველები

1

Anser anser

რუხი ბატი

 

01.11 – 01.03

საერთო დღიური რაოდენობა 8 ცალი

2

Anas strepera

რუხი იხვი

 

01.11 – 01.03

 

3

Anas crecca

ჭიკვარა

 

01.11 – 01.03

 

4

Anas platyrhynchos

გარეული იხვი

 

01.11 – 01.03

 

5

Anas querquedula

იხვინჯა

 

01.11 – 01.03

 

6

Anas clypeata

ფართოცხვირა იხვი

 

01.11 – 01.03

 

7

Fulica atra

მელოტა

01.11 – 01.03

 

სხვა ფრინველები

8

Scolopax rusticola

ტყის ქათამი

15.10 – 15.12

7 ცალი

9

Gallinago gallinago

ჩიბუხა

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

5 ცალი

10

Coturnix coturnix

მწყერი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

20 ცალი

11

Columba palumbus

ქედანი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

12

Columba livia

გარეული მტრედი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

13

Columba oenas

გულიო (გვიძინი)

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

14

Streptopelia turtur

ჩვეულებრივი გვრიტი

აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

10 ცალი

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №07, 06.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 410080000.22.025.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1275030-8/