საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.01.2005 ძალადაკარგული 04.02.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 17/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №16

2005 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა და ქვედა ზღვარი საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირების მიხედვით (დანართი №1).

2. დამტკიცდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა და ქვედა ზღვარი საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირების მიხედვით (დანართი №2).

3. ამ ბრძანებულებით დადგენილი თანამდებობრივი სარგოების ზედა და ქვედა ზღვრის ფარგლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შესაბამისი სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კ. ბენდუქიძემ და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა პ. მამრაძემ.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანებულება№654-სსმIII,№150,08.11.2006წ.,

მუხ.2077

დანართი №1

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა და ქვედა ზღვარი რანგების მიხედვით

თანამდებობრივი რანგი

თანამდებობრივი სარგოს ქვედა ზღვარი (ლარი)

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარი)

მთავარი საჯარო თანამდებობა

900

2800

წამყვანი საჯარო თანამდებობა

750

900

უფროსი საჯარო თანამდებობა

300

750

უმცროსი საჯარო თანამდებობა

150

300

დანართი №2

საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა და ქვედა ზღვარი რანგების მიხედვით

თანამდებობრივი რანგი

თანამდებობრივი სარგოს ქვედა ზღვარი (ლარი)

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარი)

მთავარი საჯარო თანამდებობა (გარდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა)

 

900

 

2000

წამყვანი საჯარო თანამდებობა

500

1200

უფროსი საჯარო თანამდებობა

300

650

უმცროსი საჯარო თანამდებობა

150

300

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანებულება№654-სსმIII,№150,08.11.2006წ.,

მუხ.2077

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“, №16, 14.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1276976-1/