მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება№46/ნ
2011 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი ს და პირობების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჭ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წეს ი და პირობებ ი” დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე
დანართი
მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობები
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების (შემდგომში – ტესტირება) ჩატარების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. გამოცდის სამართლებრივი შედეგები
ტესტირების შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ის პირები, რომლებიც მიიღებენ მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის– ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
თავი II. ტესტირება
მუხლი 3. ტესტირებაზე გასვლის უფლების მქონე პირები
ტესტირებაზე გასვლის უფლება აქვს მასწავლებელს, რომელსაც მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი.
მუხლი 4. ტესტირების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები
სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ტესტირების ჩატარებას მასწავლებლებისთვის უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი).
მუხლი 5. ტესტირების ჩატარების ფორმა და შეფასება
1. ტესტირება ტარდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. ინგლისური ენისა და კომპიუტერის ტესტი ინტეგრირებულია – ერთდროულად მოწმდება ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტესტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ტესტის მაქსიმალური ქულის70%-ს. ტესტის მაქსიმალური ქულას ტესტირებამდე ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.
3. მასწავლებელს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.
თავი III. ტესტირების დაგეგმვისა და ორგანიზებ ის პროცესი
მუხლი 6. ტესტირების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები
1. ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ტესტირებაზე მასწავლებელთა რეგისტრაციას და ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, ტესტირების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ დაქვემდებარებაში მყოფი შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.
მუხლი 7. რეგისტრაცია
1. ტესტირებაზე რეგისტრაცია ხორციელდება ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
2. მასწავლებელი ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ავსებს სარეგისტრაციო განაცხადის ფორმას.
3. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ტესტირების დაწყებამდე, თითოეულ მასწავლებელზე, რომელმაც სურვილი გამოთქვა ტესტირებაში მონაწილეობაზე, გაიცემა სპეციალური მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:
ა) ტესტირების ჩატარების თარიღი და უშუალოდ ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;
ბ) საგამოცდო ცენტრის მისამართი, სადაც ტარდება ტესტირება.
მუხლი 8. ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი
1. ტესტირება ტარდება ცენტრის მიერ დადგენილი განრიგის შესაბამისად.
2. ტესტირება ტარდება ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო ცენტრში.
3. ფორს-მაჟორის ან ტესტირების დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით, ცენტრის დირექტორი ს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ტესტირების ჩატარების ახალი ვადა.
თავი IV. ტესტირების პროცესი
მუხლი 9. ტესტირების მიმდინარეობა
1. ტესტირებაზე გასვლის მიზნით მასწავლებელმა მოსაწვევში მითითებულ ადგ ი ლზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისას მასწავლებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი.
3. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.
4. ტესტირები სთვის გამოყოფილ დროს ადგენს ცენტრი.
მუხლი 10. მონაწილის მოვალეობები
1. ტესტირების ჩაბარების მიზნით, მასწავლებელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში რეგისტრაციაზე და თან იქონიოს ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. ტესტირებაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ტესტირებაზე არ დაიშვება.
3. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მასწავლებელი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ.
4. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა მასწავლებელს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
5. ტესტირების დროს მასწავლებელს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი (პოლიეთილენის ბოთლი);
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტ ით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით.
6. ტესტირების დროს მასწავლებელს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მასწავლებლისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;
ე) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე.
7. ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
მუხლი 11. ტესტირების დროს წესის დარღვევა
1. ტესტირების დროს მასწავლებელი მიიღებს გაფრთხილებას ამ წესის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტ ებ ით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ წესის მე-10მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტ ებ ით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მასწავლებელი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლი ს ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ წესის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
4. გაფრთხილების გარეშე მასწავლებელი ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ოქმით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 12. ტესტირების პროცესზე დასწრება
1. ტესტირების დროს დაშვებელია მხოლოდ იმ პირ ების ყოფნა, რომლებსაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის ტესტირებაზე ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას, მას ეკრძალება გამოცდის შინაარსთან დაკავშირებით მასწავლებლის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
მუხლი 13. ტესტირების შედეგების გასწორება
1. მასწავლებლის ნამუშევრები სწორდება ტესტირების დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში.
2. ტესტირების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
თავი V. ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა
მუხლი 14. ტესტირების პროცედურული დარღვევების გასაჩივრება
1. ტესტირების პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებელი უფლებამოსილია ტესტირების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო კომისიის სახელზე, ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შენობაში.
3. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) ტესტირების სხვა მონაწილის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მასწავლებლისთვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ).
4. საპრეტენზიო კომისია 3 დღის განმავლობაში განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს და გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს მასწავლებელს.
5. თუ ამ მუხლის მე–3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლის უფლებების დარღვევა ტესტირების მონაწილე მასწავლებლის მიერ, საპრეტენზიო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.
6. თუ ამ მუხლის მე–3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა მასწავლებლის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა ტესტირების პროცესში მონაწილე მასწავლებლებისა და სხვა პირების მხრიდან (მასწავლებლისთვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ), საპრეტენზიო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება იმ მასწავლებლის ნაშრომების ნული ქულით შეფასების შესახებ, რომელმაც დაარღვია ტესტირების პროცედურა.
მუხლის 15. ტესტირების შედეგების გასაჩივრება
1. ტესტირების შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. მასწავლებელს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში. მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადში დავალების ნომრის მითითების არ არსებობის შემთხვევაში, განიხილება ტესტში შემავალი ყველა დავალების შეფასების სისწორე.
3. საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს განაცხადის შეტანიდან 3 დღის ვადაში.
თავი VI. საბოლოო შედეგები
მუხლის 16. საბოლოო შედეგები
საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შემდეგ ცენტრი სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად შეიმუშავებს და სამინისტროში წარადგენს ტესტირების შედეგებს.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 17. გარდამავალი დებულებები
ამ წესის ძალაში შესვლამდე ცენტრის მიერ 2011 წლის ტესტირების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განხორციელებულად.
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №46/ნ
2011 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჭ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჭ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობები” დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №191/ნ - ვებგვერდი, 22.11.2011 წ.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 20.02.2012წ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 თებერვლის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 01.03.2012წ.
დანართი
მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობები
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო🔗
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების (შემდგომში – ტესტირება) ჩატარების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. გამოცდის სამართლებრივი შედეგები
ტესტირების შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ის პირები, რომლებიც მიიღებენ მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის – ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
თავი II. ტესტირება
მუხლი 3. ტესტირებაზე გასვლის უფლების მქონე პირები🔗
1. ტესტირებაზე გასვლის უფლება აქვს მასწავლებელს, რომელსაც მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი. აგრეთვე იმ პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი.
2. იმ პირებისთვის, რომელსაც მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი, ტესტირებაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ტესტირების შედეგების გასაჩივრება, აგრეთვე სხვა პროცედურები ხორციელდება ამ წესით დადგენილი წესითა და პირობებით, გარდა ამ წესის 51 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 თებერვლის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 01.03.2012წ.
მუხლი 3. ტესტირებაზე გასვლის უფლების მქონე პირები
ტესტირებაზე გასვლის უფლება აქვს მასწავლებელს, რომელსაც მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი.
მუხლი 4. ტესტირების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები
სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ტესტირების ჩატარებას მასწავლებლებისთვის უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი).
მუხლი 5. ტესტირების ჩატარების ფორმა და შეფასება
1. ტესტირება ტარდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. ინგლისური ენისა და კომპიუტერის ტესტი ინტეგრირებულია – ერთდროულად მოწმდება ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტესტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ტესტის მაქსიმალური ქულის 70%-ს. ტესტის მაქსიმალური ქულას ტესტირებამდე ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.
3. მასწავლებელს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.
მუხლი 51. ტესტირების საფასური🔗
1. ტესტირებაში მონაწილეობის საფასური მოიცავს:
ა) ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს;
ბ) მასწავლებლის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს.
2. მასწავლებელი არ იხდის ტესტირებაში პირველად მონაწილეობის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
4. მასწავლებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ტესტირების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, მასწავლებელს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 20.02.2012წ.
მუხლი 6. ტესტირების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები🔗
მუხლი 6. ტესტირების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები
1. ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ტესტირებაზე მასწავლებელთა რეგისტრაციას და ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.
3. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 თებერვლის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 01.03.2012წ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, ტესტირების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ დაქვემდებარებაში მყოფი შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.
მუხლი 7. რეგისტრაცია
1. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების საფუძველია მასწავლებლის მიერ შევსებული განცხადება ტესტირებაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
2. ტესტირების ჩატარების მიზნით, დაინტერესებული მასწავლებლის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება მასწავლებლის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, მასწავლებელი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტ ნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.
5. მასწავლებელს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის 51 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირების მონაწილეობის საფასური.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ ცენტრი მასწავლებელს შეტყობინებას გაუგზავნის ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.
7. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონული მისამართის მეშვეობით.
8. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
9. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ტესტირების დაწყებამდე, თითოეულ მასწავლებელზე, რომელმაც სურვილი გამოთქვა ტესტირებაში მონაწილეობაზე, გაიცემა სპეციალური მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:
1. ტესტირებაზე რეგისტრაცია ხორციელდება ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
2. მასწავლებელი ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ავსებს სარეგისტრაციო განაცხადის ფორმას.
3. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ტესტირების დაწყებამდე, თითოეულ მასწავლებელზე, რომელმაც სურვილი გამოთქვა ტესტირებაში მონაწილეობაზე, გაიცემა სპეციალური მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:
ა) ტესტირების ჩატარების თარიღი და უშუალოდ ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;
ბ) საგამოცდო ცენტრის მისამართი, სადაც ტარდება ტესტირება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 20.02.2012წ.
მუხლი 8. ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი
1. ტესტირება ტარდება ცენტრის მიერ დადგენილი განრიგის შესაბამისად.
2. ტესტირება ტარდება ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო ცენტრში.
3. ფორს-მაჟორის ან ტესტირების დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ტესტირების ჩატარების ახალი ვადა.
თავი IV. ტესტირების პროცესი
მუხლი 9. ტესტირების მიმდინარეობა🔗
მუხლი 9. ტესტირების მიმდინარეობა
1. ტესტირებაზე გასვლის მიზნით მასწავლებელმა მოსაწვევში მითითებულ ადგილზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისას მასწავლებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი.
3. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.
4. ტესტირებისთვის გამოყოფილ დროს ადგენს ცენტრი.
მუხლი 10. მონაწილის მოვალეობები
1. ტესტირების ჩაბარების მიზნით, მასწავლებელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში რეგისტრაციაზე და თან იქონიოს ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. ტესტირებაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ტესტირებაზე არ დაიშვება.
3. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მასწავლებელი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ.
4. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა მასწავლებელს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
5. ტესტირების დროს მასწავლებელს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი (პოლიეთილენის ბოთლი);
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით.
6. ტესტირების დროს მასწავლებელს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მასწავლებლისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;
ე) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე.
7. ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
მუხლი 11. ტესტირების დროს წესის დარღვევა
1. ტესტირების დროს მასწავლებელი მიიღებს გაფრთხილებას ამ წესის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ წესის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მასწავლებელი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლის ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ წესის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
4. გაფრთხილების გარეშე მასწავლებელი ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ოქმით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 12. ტესტირების პროცესზე დასწრება
1. ტესტირების დროს დაშვებელია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომლებსაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის ტესტირებაზე ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას, მას ეკრძალება გამოცდის შინაარსთან დაკავშირებით მასწავლებლის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
მუხლი 13. ტესტირების შედეგების გასწორება
1. მასწავლებლის ნამუშევრები სწორდება ტესტირების დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში.
2. ტესტირების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
თავი V. ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა
მუხლი 14. ტესტირების პროცედურული დარღვევების გასაჩივრება🔗
მუხლი 14. ტესტირების პროცედურული დარღვევების გასაჩივრება
1. ტესტირების პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებელი უფლებამოსილია ტესტირების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო კომისიის სახელზე, ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შენობაში.
3. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) ტესტირების სხვა მონაწილის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მასწავლებლისთვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ).
4. საპრეტენზიო კომისია 3 დღის განმავლობაში განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს და გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს მასწავლებელს.
5. თუ ამ მუხლის მე–3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლის უფლებების დარღვევა ტესტირების მონაწილე მასწავლებლის მიერ, საპრეტენზიო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.
6. თუ ამ მუხლის მე–3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა მასწავლებლის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა ტესტირების პროცესში მონაწილე მასწავლებლებისა და სხვა პირების მხრიდან (მასწავლებლისთვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ), საპრეტენზიო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება იმ მასწავლებლის ნაშრომების ნული ქულით შეფასების შესახებ, რომელმაც დაარღვია ტესტირების პროცედურა.
მუხლის 15. ტესტირების შედეგების გასაჩივრება
მუხლის 15. ტესტირების შედეგების გასაჩივრება
1. ტესტირების შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. მასწავლებელს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე ელექტრონული ფორმით წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში. მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადში დავალების ნომრის მითითების არ არსებობის შემთხვევაში, განიხილება ტესტში შემავალი ყველა დავალების შეფასების სისწორე.
21. საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა ხორციელდება ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი პროცედურებით ამ წესის 51 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის შემდეგ.
2. მასწავლებელს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში. მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადში დავალების ნომრის მითითების არ არსებობის შემთხვევაში, განიხილება ტესტში შემავალი ყველა დავალების შეფასების სისწორე.
3. საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს განაცხადის შეტანიდან 3 დღის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 20.02.2012წ.
თავი VI. საბოლოო შედეგები
მუხლის 16. საბოლოო შედეგები
1. საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ტესტირება.
2. ცენტრის მიერ მიწოდებულ მასწავლებელთა შესაბამისი სიის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მასწავლებელთა შესაბამისი სიის მიღებიდან 10 დღის ვადაში მტკიცდება და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეიყვანება იმ პირთა მონაცემები:
ა) რომლებმაც მოიპოვეს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის - ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) რომლებიც განეკუთვნებიან შესაბამის მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის – ცოდნის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო გამოცდის საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და 3 დღის ვადაში იგზავნება სამინისტროში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №191/ნ - ვებგვერდი, 22.11.2011 წ.
მუხლის 16. საბოლოო შედეგები
საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შემდეგ ცენტრი სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად შეიმუშავებს და სამინისტროში წარადგენს ტესტირების შედეგებს.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 17. გარდამავალი დებულებები🔗
მუხლი 17. გარდამავალი დებულებები
ამ წესის ძალაში შესვლამდე ცენტრის მიერ 2011 წლის ტესტირების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განხორციელებულად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.04.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №46/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430190000.22.022.016085.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.05.2015.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“, №46/ნ, 07.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016085 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1278244/