სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.04.2011 ძალადაკარგული 08.05.2019
ნომერი
№48/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430190000.22.022.016087
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110407029, 07/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (25)

შემდგომი ცვლილებები (17)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №48/ნ

2011 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ​3” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესი და პირობები”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ა. სეფერთელაძე

შეტანილია ცვლილებები :

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 17.05.2011 წ.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 თებერვლის ბრძანება №57/ნ - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 15 მაისის ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 16.05.2012წ.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №98/ნ - ვებგვერდი, 17.05.2012წ.

7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 05.02.2013წ.

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აპრილის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 25.04.2013წ.

სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესი და პირობები

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს სკოლის გამოსაშვები გამოცდების (შემდგომში – გამოცდების) ჩატარების წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. გამოცდის სამართლებრივი შედეგები

გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, გამოვლინდებიან ის პირები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტის დადასტურებისას მიიღებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.

თავი II

გამოცდა

    მუხლი 3. გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირები

1. გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ექსტერნის ფორმით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და რომელიც ამ წესით დადგენილი პროცედურებით გამოთქვამს სურვილს გამოცდებში მონაწილეობის შესახებ.

2. გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის მოსწავლე/ექსტერნი, რომელიც გამოცდებზე გასვლის მიზნით დარეგისტრირდება ამ წესით დადგენილი ფორმით და შესაბამის წელს ვერ დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.

    მუხლი 4. გამოცდის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობენ განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებულ სკოლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფს გამოცდის ჩაბარებას მათ მიერ დადგენილი პროცედურების მიხედვით.

2​1. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, ამ მუხლით დადგენილი წესით  გამოცდებს აბარებენ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შერჩეულ განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებულ სკოლებში ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში , რომლის მოსწავლეებიც არიან .

3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებისა და მე-6-მე-16 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სკოლების მიერ ჩატარებულ გამოცდებზე.

4. საჯარო სკოლა, რომელიც სპეციალიზდება განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით , ვალდებულია მოამზადოს საგამოცდო პროგრამა შესაბამისი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის და შეიმუშაოს გამოცდის ჩაბარების პროცედურა, რომელიც დამტკიცდება დირექტორის სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 15 მაისის ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 16.05.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №98/ნ - ვებგვერდი, 17.05.2012წ.

    მუხლი 5. საგამოცდო საგნები და საგამოცდო ენა

1. გამოცდები ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) სახელმწიფო ენა:

ა.ა) ქართული ენა და ლიტერატურა;

ა.ბ) ქართული, როგორც მეორე ენა იმ პირებისთვის, რომლებიც სწავლობენ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომლებმაც ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლი ეს რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე;

ბ) მათემატიკა;

გ) შემდეგი უცხოური ენებიდან ერთ-ერთში:

გ.ა) ინგლისური ენა;

გ.ბ) გერმანული ენა;

გ.გ) რუსული ენა;

გ.დ) ფრანგული ენა;

დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები:

დ.ა) ისტორია;

დ.ბ) გეოგრაფია;

ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ე.ა) ფიზიკა;

ე.ბ) ქიმია;

ე.გ) ბიოლოგია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოური ენებიდან გამოცდაზე გასვლის მსურველი პირი (შემდგომში – პირი) ირჩევს იმ უცხოურ ენას, რომლის საფუძველზეც მას სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური/ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ჩაეთვალა/ჩაეთვლება დაძლეულად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებში გამოცდები ტარდება ქართულ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

4. პირი, რომელიც სწავლობს არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რომელმაც ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლია რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, ,,დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნები ჩააბაროს ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, რის თაობაზეც მან უნდა მიუთითონ რეგისტრაციის დროს.

4​1. იმ შემთხვევაში, თუ პირი სარეგისტრაციო განაცხადში საგამოცდო ენად მიუთითებს რუსულ ენას, მას უფლება არ აქვს უცხო ენად ჩააბაროს რუსული ენა.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირი საგამოცდო ენად აირჩევს ქართულ ენას, ის ვალდებულია გამოცდაზე სახელმწიფო ენად ჩააბაროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენა და ლიტერატურა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნები ქართულ ენაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 თებერვლის ბრძანება №57/ნ - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

თავი III

გამოცდის დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესი

    მუხლი 6. გამოცდის დაგეგმვასა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები

1. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით სამინისტრო:

ა) შესაბამისი წლის 10 მარტამდე ცენტრს ელექტრონული ფორმით გადასცემს იმ პირთა თაობაზე ინფორმაციას, რომლებიც სწავლობენ დამამთავრებელ კლასში და დარეგისტრირებულნი არიან ექსტერნად, აგრეთვე ინფორმაციას იმ პირების თაობაზე, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარეს გამოცდები. ინფორმაცია მოიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს;

ა.ბ) კონკრეტული პირის მიხედვით იმ უცხოური ენების ჩამონათვალს, რომლის საფუძველზეც პირი მოიპოვებს ან პირს მოპოვებული აქვს გამოცდებში მონაწილეობის მიღების უფლება;

ბ) გადასცემს ცენტრს ინფორმაციას იმ მო ს წავლეების შესახებ, რომელთაც აღენიშნებათ ფიზიკური შეზღუდვა და ესაჭიროებათ გარემოს ადაპტაცია.

გ) შესაბამისი წლის 10 მაისამდე ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად , ცენტრს ელექტრონული და წერილობითი ფორმით გადასცემს იმ პირთა თაობაზე ინფორმაციას, რომლებსაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური/ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის გამოცდა ჩაეთვლება დაძლეულად;

დ) შესაბამისი წლის 10 აპრილამდე უზრუნველყოფს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევას, რომელშიც ჩატარდება გამოცდები. აგრეთვე დარეგისტრირებული პირების მონაცემებზე დაყრდნობით, ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს შერჩეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირების გადანაწილებას;

ე) გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგს;

ვ) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ წარდგენილი საგამოცდო პროგრამის დამტკიცებას;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო:

ა) ახორციელებს კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფას;

ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით ცენტრი:

ა) უზრუნველყოფს გამოცდებში მონაწილე პირთა ბაზების ფორმირებას;

ბ) უზრუნველყოფს გამოცდებისთვის თითოეული საგნის შესაბამისად სხვადასხვა სირთულის დავალებებს შემუშავებას;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე უზრუნველყოფს საგამოცდო პროგრამის შემუშავებასა და სამინისტროში წარდგენას;

დ) უზრუნველყოფს საცდელი გამოცდების ჩატარებას, რომლის ს ა ფუძველზეც დგინდება დავალებების საბოლოო ფორმატი და დავალებებზე სამუშაო დრო;

ე) უზრუნველყოფს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციისთვის სპეციალური პროგრამის შემუშავებას;

ვ) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემოწმებასა და მონიტორინგს;

ზ) უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;

თ) უზრუნველყოფს შესაბამისი გარემოს შექმნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები ს თვის, რომელთაც აღენიშნებათ გარკვეული ფიზიკური შეზღუდვა (სარგებლობს ეტლით, დარღვეული მოტორიკის გამო უჭირს ხელების გამოყენება და სხვა).

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით რესურსცენტრი:

ა) (ამოღებულია - 03.02.2012; №27/ნ);

ბ) ხელს უწყობს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და ცენტრს გამოცდების ჩატარებაში;

გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება:

ა) ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყოფს მოსწავლეების/ექსტერნების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას, აგრეთვე იმ პირთა რეგისტრაციას, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარეს გამოცდები;

ბ) გადასცემს სამინისტროს ინფორმაციას იმ მოსწავლეების შესახებ, რომელთაც აღენიშნებათ ფიზიკური შეზღუდვა და ესაჭიროებათ გარემოს ადაპტაცია.

გ) ვალდებულია სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში გამოყოს შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი;

დ) ვალდებულია გამოცდების დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს შეასრულოს ცენტრის თანამშრომლების მითითებები;

ე) გამოცდების პერიოდში ვალდებულია დაიცვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წესრიგი და არ დაუშვას გამოცდებისთვის გამოყოფილ შენობაში/მის ნაწილში სხვა პირების დაშვება, გარდა ცენტრის მიერ მივლენილი პირებისა;

ვ) ვალდებულია დაიცვას და არ დააზიანოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული ცენტრის ქონება;

 ზ) მატერიალურად არის პასუხისმგებელი სამინისტროს და ცენტრის იმ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე, რომელიც ინახება და გამოიყენება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

თ) ვალდებულია ხელი შეუწყოს ცენტრის მიერ საცდელი გამოცდების ჩატარებას, მათ შორის , ცენტრის მიმართვის შემთხვევაში ცენტრს გამოუყოს შენობის ნაწილი;

ი) ვალდებულია შეასრულოს სამინისტროს/ცენტრის/რესურსცენტრის კონკრეტული მითითებები გამოცდების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პერიოდში;

 კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს გამოცდების ჩატარებას;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა:

ა) ცენტრს მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული და წერილობითი ფორმით წარუდგენს მოსწავლეთა მონაცემებს მოთხოვნილი ფორმის შესაბამისად;

ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.

    მუხლი 7. რეგისტრაცია

1. ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებზე:

ა) მოსწავლე რეგისტრირდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) ექსტერნი რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც ჩააბარა ექსტერნის გამოცდები;

გ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები, რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც დაძლია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, ამ პუნქტის ,,გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი მიმართავს იმ რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობდა ლიკვიდირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. რესურსცენტრი განსაზღვრავს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც პირი უნდა დარეგისტრირდეს.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. სპეციალურ პროგრამაში ცენტრის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე, შეტანილია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, პირის მიმართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზებში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) პირის ტელეფონის ნომერი;

ბ) (ამოღებულია - 29.02.2012, №57/ნ);

გ) საგამოცდო საგნის ენა.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის:

ა) დასრულებამდე 5 დღით ადრე ამოწმებს სპეციალურ პროგრამაში პირის თაობაზე არსებული ინფორმაციის სისწორეს;

ბ) დასრულებისთანავე ამობეჭდავს მონაცემებს, რომელსაც დაამოწმებინებს პირს და რეგისტრაციის დასრულებიდან 3 დღის ვადაში აგზავნის ცენტრში.”.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სპეციალურ პროგრამაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.

7. თუ პირი არ დაამოწმებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ამონაბეჭდში მის თაობაზე არსებულ მონაცემებს იმ მიზეზით, რომ:

ა) მას სურს უცხოური ენის ან/და საგამოცდო ენის შეცვლა – პირს რეგისტრაცია გაუუქმდება;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შეცდომით აქვს მითითებული უცხოური ენა ან/და საგამოცდო ენა – ცენტრი უზრუნველყოფს პირისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში სპეციალურ პროგრამაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 თებერვლის ბრძანება №57/ნ - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აპრილის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 25.04.2013წ.

    მუხლი 8. მონაცემთა ბაზა და მოსაწვევები

1. გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრი სამინისტროდან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და რესურცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების შექმნას, რომლის საფუძველზე ხდება გამოცდების დაგეგმვა.

2. პირის თაობაზე საბოლოო მონაცემების შეგროვების შემდეგ, თითოეულ პირზე, რომელმაც ამ წესით დადგენილი პროცედურებით გაიარა რეგისტრაცია, გაიცემა მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც გამოცდებს აბარებს პირი, გამოცდების ჩატარების თარიღები და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

    მუხლი 9. გამოცდის ჩატარების დრო

1. გამოცდები ტარდება ცენტრის წარდგინებით , სამინისტროს მიერ დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.

2. ფორს-მაჟორის, გამოცდის დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით ან სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში , ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ახალი ვადა და ადგილი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.

თავი IV

გამოცდის პროცესი

    მუხლი 10. გამოცდის მიმდინარეობა

1. პირმა მოსაწვევში მითითებულ დაწესებულებაში გამოცდაზე გასვლის მიზნით უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისას პირი ვალდებულია წარადგინოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი.

3. გამოცდა მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით.

4. გამოცდისთვის გამოყოფილ დროს საგნის შესაბამისად, აგრეთვე სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს ცენტრი.

    მუხლი 11. მონაწილის მოვალეობები

1. გამოცდების ჩაბარების მიზნით, პირი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში რეგისტრაციაზე და თან იქონიოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პირი გამოცდაზე არ დაიშვება.

3. ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ან/და შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ.

4. გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება.

4​1. ობიექტური მიზეზით პირის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის დამატებითი  გამოცდის დანიშვნის შესახებ.

5. გამოცდის დროს მოსწავლეს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ნივთები, ცენტრის წინასწარი თანხმობით.

6. გამოცდის დროს პირს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა პირისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ე) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე.

7. ცენტრი უზრუნველყოფს გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 13 მაისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 17.05.2011 წ.

    მუხლი 12. გამოცდის დროს წესის დარღვევა

1. გამოცდის დროს პირი მიიღებს გაფრთხილებას ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში პირი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3. (ამოღებულია - 03.02.2012; №27/ნ).

4. (ამოღებულია - 03.02.2012; №27/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.

    მუხლი 13. საგამოცდო პროცესზე დასწრება

1. გამოცდის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებ უ ლია მხოლოდ ცენტრის თანამშრომელთა და იმ პირთა ყოფნა, რომლებსაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს გამოცდის მიმდინარეობას, მათ ეკრძალება გამოცდის შინაარსთან დაკავშირებით გამოცდაში მონაწილე პირთა დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

თავი V

გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა

    მუხლი 14. საპრეტენზიო კომისია

1. გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. საპრეტენზიო კომისია იხილავს გამოცდის მხოლოდ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

    მუხლი 15. საპრეტენზიო კომისიის რეგლამენტი

1. საპრეტენზიო კომისია სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

3. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში .

4. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო კომისიის გადაწვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრეთა უმრავლესობით.

5. საპრეტენზიო კომისიის სხდომის საფუძველზე მიიღება საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

6. საპრეტენზიო კომისიის მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს , საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზიო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

    მუხლი 16. გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება

1. გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პირი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო კომისიას.

 2. პრეტენზიის წარდგენისას პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი.

3. გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი პირის უფლებების დარღვევას სხვა პირების მიერ;

ბ) სხვა პირის მიმართ გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას სხვა პირების მიერ (პირისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

4. ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს პირს.

5. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები ;

ა) პირის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;

ბ) პირის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე/ახალი გამოცდის ჩატარების თაობაზე.

თავი VI

საბოლოო შედეგები

მუხლის 17. საბოლოო შედეგები

1. გამოცდების ჩატარებიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 20 ივნისისა:

ა) ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ერთიანი სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში:

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, რომელიც სპეციალიზირდება განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით, დირექტორის სამართლებრივი აქტით მტკიცდება გამოცდაში მონაწილე მოსწავლეების/ექსტერნების სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში.

2. გამოცდების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს მინისტრის მიერ დადგენილი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასების მიღებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა გამოცდების ჩატარების შემდგომ.

4. პირს უფლება აქვს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცალკეულ საგანში ამ მუხლის შესაბამისად მიღებული დადებითი შეფასება გამოიყენოს უვადოდ.

თავი VII

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 18. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესის ძალაში შესვლამდე სამინისტროს, ცენტრის, რესურსცენტრისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2011 წლის გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განხორციელებულად.

2. სამინისტროს და ცენტრს უფლება აქვს 2011 წლის გამოცდებისთვის დაადგინოს ამ წესიდან განსხვავებული ვადები.

 3. ის ექსტერნები, რომლებიც ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანების საფუძველზე სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი ცალკეული საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე დარეგისტრირდნენ ექსტერნად და ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, 2011 წლის გამოცდაზე გადიან მხოლოდ ამ წესით გათვალისწინებულ იმ საგნებში, რომლებშიც ვერ დააგროვეს სათანადო ქულები.

4. პირი, რომელიც სწავლობს ქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2012 წელს უფლებამოსილია ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნები ჩააბაროს რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, რის თაობაზეც მან უნდა მიუთითოს რეგისტრაციის დროს. იმ შემთხვევაში, თუ პირი საგამოცდო ენად აირჩევს რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენას, მან უნდა ჩააბაროს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანი და ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ი საგნები შესაბამის საგამოცდო ენაზე.

5. 2012-2013 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდეს ამ წესის პირველი, მეორე და მე-5 მუხლების და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც ამ მუხლითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ დადგენილი პროცედურებით გამოთქვამს სურვილს გამოცდებში მონაწილეობის შესახებ და რომელსაც ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საგანი დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში;

ბ) გამოცდები ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შემდეგი წესის შესაბამისად:

ბ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით დანიშნოს გამოცდები 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ოთხ საგანში: ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში;

ბ.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით თებერვალში დანიშნოს გამოცდები იმ პირებისათვის, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ/არ ჩააბარეს გამოცდები ან იმ პირებისათვის, რომლებმაც ექსტერნატის ფორმით დაძლიეს საშუალო საფეხური ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა  საგანში ან მხოლოდ ამ პუნქტის  ,,ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწილებულ ოთხ საგანში;

ბ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გადაწყვეტილებას თებერვალში გამოცდების დანიშვნის შესახებ იღებს პირველი გამოცდის ჩატარებამდე 10 დღით ადრე და უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებასა და საჯაროდ გამოცხადებას;

ბ.დ) პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ ბრძანების შესაბამისად თებერვლის თვეში ჩატარებულ გამოცდებში და ვერ ჩააბარებს გამოცდას კონკრეტულ საგანში/საგნებში, უფლებამოსილია აღნიშნულ საგანში/საგნებში გამოცდების ჩაბარების მიზნით გავიდეს ნებისმიერ მომავალში გამოცხადებულ გამოცდებზე;

ბ.ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ჩაატაროს გამოცდები 2013 წლის 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მოამზადოს ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისათვის და მისთვის შეიმუშაოს გამოცდის ჩაბარების სპეციალური პროცედურა და  საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ადაპტური ფიზიკური გარემო და ადაპტირებული საგამოცდო მასალის მომზადება.

დ) გამოცდების ჩატარების მიზნით:

დ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა გამოცდების ჩატარების განრიგს უგზავნის რესურსცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს განრიგის მიწოდებას სამინისტროსათვის;

დ.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლეების/ექსტერნების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას, აგრეთვე იმ პირთა რეგისტრაციას, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; რეგისტრაცია იწყება პირველი გამოცდის ჩატარებამდე 10 დღით ადრე და სრულდება პირველი გამოცდის ჩატარებამდე 2 დღით ადრე.

დ.გ) რეგისტრაციის დროს:

დ.გ.ა) მოსწავლე/ექსტერნი რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც სწავლობს  ან  დაძლია,  ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საგანი  საშუალო საფეხურში  შემავალ ყველა კლასში;

დ.გ.ბ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად  ვერ/არ ჩააბარა გამოცდები, რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც დაძლია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური;

დ.გ.გ) იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, ამ პუნქტის ,,დ.გ.ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი მიმართავს იმ რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობდა ლიკვიდირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. რესურსცენტრი განსაზღვრავს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც პირი უნდა დარეგისტრირდეს;

დ.დ) იმ პირთა თაობაზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რომლებმაც 2011 და 2012 წლებში სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გამოცდაზე რეგისტრაციის დროს ეყრდნობა ცენტრის მონაცემთა ბაზებს;

დ.ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს გამოცდის ჩატარების პროცედურებს,  გამოცდების ჩატარების განრიგს და ქმნის საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიებს; მოსწავლის მიერ 2013 წლის 21 მაისის ჩათვლით ნიშნის გამოსწორების მიზნით სემესტრულ გამოცდაზე დაშვების თაობაზე სკოლისათვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის  საგანში/საგნებში მოსწავლისთვის დამატებით დანიშნოს სკოლის გამოსაშვები გამოცდა 2013 წლის 29 მაისის ჩათვლით;

ე) საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად. გამოცდის ჩატარების პროცედურების დადგენის დროს განსაზღვრული უნდა იქნეს:

ე.ა) საგნის შესაბამისად ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით გამოცდის  ჩატარების ფორმა და  გამოცდისთვის გამოყოფილი დრო;

ე.ბ) გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები;

ე.გ) გამოცდის მიმდინარეობის დროს არსებული შეზღუდვები;

ვ) გამოცდის ჩატარების პროცესზე მეთვალყურეობის გაწევის მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ნიშნავს მეთვალყურეს, ხოლო გამოცდებზე დაკვირვების მიზნით სამინისტრო და რესურსცენტრი უფლებამოსილი არიან დანიშნონ დამკვირვებლები;

ზ) გამოცდების საფუძველზე პირი ფასდება 10-ქულიანი სისტემით და გამოცდა წარმატებით  ჩაბარებულად ეთვლება, თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თითოეულ საგანში მიიღებს არანაკლებ 5.0 ქულას;

თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გამოცდის შედეგებს პირს აცნობებს  შესაბამისი გამოცდის დასრულებიდან არა უგვიანეს 48 საათისა;

ი) გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა განხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:

ი.ა) გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიები განიხილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანოს – საპრეტენზიო კომისიის მიერ, რომელშიც უნდა იყოს თითოეული საგნის არანაკლებ ერთი პედაგოგი; კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საგამოცდო პროცესში ან პირის შეფასებაში;

ი.ბ) გამოცდაში მონაწილე პირი უფლებამოსილია შესაბამისი გამოცდის შედეგის გამოცხადების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 საათისა შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ი.გ) საპრეტენზიო კომისია პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს  24 საათისა;

ი.დ) საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ქვემოთ მოყვანილი  გადაწყვეტილება:

ი.დ.ა) პირის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ი.დ.ბ) პირის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის არშეფასების თაობაზე;

ი.ე) გამოცდის შედეგების გასაჩივრების დროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია პირს მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააცნოს მისი საგამოცდო ნაშრომი. გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული  საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ საკითხის/დავალების შესახებ, რომლის თაობაზეც წარდგენილია საპრეტენზიო განაცხადი. კომისია იხილავს მხოლოდ იმ საკითხის/დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში საკითხზე/დავალებაზე მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება პირის ნამუშევარში შემავალი ყველა საკითხის/დავალების შეფასების სისწორე;

ი.ვ) გამოცდის შედეგთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვის შემდეგ  საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ი.ვ.ა) პირის მიერ მიღებული შეფასების შეცვლის თაობაზე;

ი.ვ.ბ) პირის მიერ მიღებული შეფასების უცვლელად დატოვების თაობაზე;

კ) ბოლო გამოცდასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადებზე გადაწყვეტილებების მიღებიდან ერთი დღის ვადაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გამოცდების საბოლოო შედეგებს:

კ.ა) იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები;

კ. ბ) იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც ვერ ჩააბარეს გამოცდები;

ლ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია თებერვლის გამოცდების შედეგები ბოლო გამოცდის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს რესურსცენტრს, რომელიც უზურნველყოფს აღნიშნული მონაცემების სამინისტროსთვის მიწოდებას;

მ)  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გამოცდების საბოლოო შედეგებს, აგრეთვე ჩატარების შემთხვევაში თებერვლის გამოცდების შედეგებს უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას არა უგვიანეს 2013 წლის 20 ივნისისა;

ნ) ამ პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების:

ნ.ა) ელექტრონული ფორმით, ცენტრის მიერ განსაზღვრული სპეციალური პროგრამის გამოყენებით, შევსებას (თითოეული საგნის შესაბამისად) 2013 წლის 5 ივნისამდე უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ნ.ბ) სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდის გაკეთებას, ამონაბეჭდის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაგზავნას 2013 წლის 10 ივნისამდე უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ნ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაგზავნილი დოკუმენტების ცენტრისთვის გადაგზავნას 2013 წლის 15 ივნისამდე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

ო)  პირს უფლება აქვს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცალკეულ საგანში ამ მუხლის შესაბამისად მიღებული დადებითი შეფასება გამოიყენოს უვადოდ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 05.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აპრილის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 25.04.2013წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“, №48/ნ, 07.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016087 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1278288-8/