საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.02.2005 ძალადაკარგული 23.12.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№82
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 21/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №82

2005 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 85-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 730 ლარი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 710 ლარი;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 685 ლარი;

დ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 675 ლარი;

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 660 ლარი;

ვ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 650 ლარი;

ზ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 635 ლარი;

თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 625 ლარი;

ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 625 ლარი;

კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე – 600 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №1011-სსმIII,№140,01.12.2005წ., მუხ.1546

2. ყოველთვიური პროცენტული დანამატი წელთა ნამსახურობისათვის სპეციალობით მუშაობის სტაჟის შესაბამისად განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:

ა) 5-დან 10 წლამდე – 10%;

ბ) 10-დან 15 წლამდე – 15%;

გ) 15-დან 20 წლამდე – 20%;

დ) 20-დან 25 წლამდე – 25%;

ე) 25 წელი და მეტი – 30%.

3. ადგილის მიხედვით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების თანამდებობრივი სარგოს დანამატი ადიგენის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, მესტიის, ლენტეხის, წალკის, ცაგერის, შუახევის რაიონებში განისაზღვროს 10 პროცენტით.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების მოსამართლეებს შესაძლებელია დაუწესდეთ დანამატი თანამდებობრივ სარგოზე არა უმეტეს თანამდებობრივი სარგოს ერთმაგი ოდენობისა.

5. საერთო სასამართლოების მოსამართლეებს შვებულებაში გასვლისას მიეცეთ საშვებულებო დახმარება ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

6. საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, რომლებსაც შესაბამის ქალაქში ან რაიონში არ აქვთ საცხოვრებელი ბინა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის თვეში გამოეყოთ:

ა) ქ. თბილისში – 250 ლარამდე;

ბ) საქართველოს სხვა რაიონებსა და ქალაქებში – 150 ლარამდე.

7. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე გამწესებულ მოსამართლეებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ საპენსიო ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით, 2005 წლის განმავლობაში მიეცეთ ყოველთვიური დახმარება 600 ლარის ოდენობით.

8. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოები, დანამატები და დახმარებები ანაზღაურდეს საქართველოს 2005 წლის ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.

9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს ხარჯების დანამატების განსაზღვრისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის №373 ბრძანებულება.

10. ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

 მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №1011-სსმIII,№140,01.12.2005წ., მუხ.1546

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“, №82, 15.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1278785-1/