გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (39)
შემდგომი ცვლილებები (18)
წინა ცვლილებები (21)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №9
2011 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“;
ბ) მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი (დანართი №1);
გ) აფიდავიტის ფორმა (დანართი №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება.
3. ბრძანება, გარდა ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა” და „ა.ბ” ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის და მე-8 მუხლის მე-12 პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 მაისიდან.
4. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივნისიდან.
5. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა” და „ა.ბ” ქვეპუნქტები და მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ამოქმედდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ” „მ”, „ჟ”-„ს”, „ღ”, „ჩ” ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 მუხლის 11 პუნქტის, 121, 151, 161, 191, 21-ე მუხლებისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი.
3. წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.
4. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მიმართ გამოიყენება ელექტრონული ტენდერისათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა (შემდგომში – კანონი) და ამ წესით დადგენილი ნორმები, თუ კანონით ან/და წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ამ წესით განსაზღვრულ პროცედურებსა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ პროცედურებს შორის შეუსაბამობის წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისტემაში არსებულ პროცედურებს. ასეთი შეუსაბამობის წარმოქმნიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უნდა უზრუნველყოს წესში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების მომზადება და წესში ცვლილებების ან/და დამატებების შესატანად კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაწყება.
6. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელებისათვის სავალდებულოა შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენება.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.procurement.gov.ge განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების პორტალი , რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია , გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში (შემდგომში – სისტემა);
ბ) ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა – სისტემის მეშვეობით გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუალებით ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვა;
გ) სისტემაში რეგისტრაცია – შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსების შედეგად შესაბამისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღება;
დ) სტუმარი – პირი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს სისტემაში რეგისტრაციის გარეშე გაეცნოს სისტემაში არსებულ ინფორმაციას რეგისტრირებული მომხმარებლების შესახებ, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურას;
ე) სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა სისტემაში რეგისტრაცია და ამით მიიღო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების უფლება, ან მიმწოდებელი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა სისტემაში რეგისტრაცია და ამით მიიღო გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ან/და ელექტრონული ტენდერში მონაწილეობის უფლება (შემდგომში – რეგისტრირებული მომხმარებელი);
ვ) მიმწოდებელი – პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი ან რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
ზ) სატენდერო განცხადება – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ;
თ) ტენდერის ჩატარება – გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის (შემდგომში – ტენდერი) საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ქმედებათა ერთობლიობა;
ი) ტენდერის მიმდინარეობის სტატუსი – რეგისტრირებული მომხმარებლის ქმედების შედეგად სისტემის მეშვეობით ტენდერისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „კ“ – „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსი, რომელიც ასახავს ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს (შემდგომში – სტატუსი);
კ) ტენდერი გამოცხადებულია – სტატუსი, რომელიც მოიცავს სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებიდან სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს. მხოლოდ აღნიშნულ ეტაპზე აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება შეიტანოს ცვლილება სატენდერო განცხადებაში (გარდა ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტისა) და შეცვალოს სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში უკვე ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით;
ლ) წინადადებების მიღება დაწყებულია – სტატუსი, რომელიც მოიცავს ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რომლის დროსაც მიმწოდებელს უფლება აქვს წარადგინოს თავისი სატენდერო წინადადება და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ ვაჭრობაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი;
მ) წინადადებების მიღება დასრულებულია – სტატუსი, რომელიც მოიცავს ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების დასრულებიდან ტენდერისთვის შერჩევა/შეფასების სტატუსის მინიჭებამდე. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსები ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
ნ) შერჩევა/შეფასება – სტატუსი, რომელიც მოიცავს ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რომლის დროსაც ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება და შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის (შემდგომში – სატენდერო კომისია) სხდომის ოქმის და შესაბამისი დოკუმენტაციის (ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ ოქმის დადგენილი წესით შედგენისთანავე, არა უგვიანეს იმავე დღისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
ო) გამარჯვებული გამოვლენილია – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით აიტვირთება სისტემაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა და ამ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
პ) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომლითაც დასტურდება ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ამ წესის მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესაბამისობა სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებთან და მიმწოდებლის მიერ ამ წესის მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები აიტვირთება სისტემაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა და ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
ჟ) ხელშეკრულება დადებულია – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება დადგენილი წესით მიმწოდებელთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) და სისტემის შესაბამის ველში მიეთითება აღნიშნული მიმწოდებლის სახელწოდება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა და ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
რ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამისი ოქმი და სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არებობის შემთხვევაში), რითაც დასტურდება, რომ ტენდერში მონაწილე ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა;
ს) ტენდერი არ შედგა – სტატუსი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ტენდერს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტენდერს მიენიჭება ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში; ამ სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამისი ოქმის ატვირთვის შემდეგ, რითიც დასტურდება, რომ არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში;
ტ) ტენდერი შეწყვეტილია – სტატუსი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ტენდერს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამის ოქმს, რომელშიც მოცემული იქნება ტენდერის შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება შესაძლებელია ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა ტენდერისთვის ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების შემთხვევისა;
უ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით რეგისტრირებული და მოქმედი ფიზიკური პირი. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სისტემაში მოქმედებს სატენდერო კომისიის სახელით;
ფ) CPV კოდი – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის 8-ნიშნა კოდი;
ქ) შესყიდვის ობიექტი – შესყიდვის ერთი ან რამდენიმე ერთგვაროვანი ობიექტი, რომლის შესყიდვის მიზნითაც ტარდება კონკრეტული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ან ელექტრონული ტენდერი;
ღ) კლასიფიკატორის დანაყოფი – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის დანაყოფი;
ყ) სატენდერო დოკუმენტაცია – შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტების საკავალიფიკაციო მოთხოვნების აღწერის მიზნით სატენდერო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონის 12 1 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს და შედგენილი უნდა იქნეს კანონის 12 1 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით;
შ) სატენდერო წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო განცხადებაში მითითებული თანხა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);
ჩ) სატენდერო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითითებული შესყიდვის ობიექტის ფასი (შემდგომში – წინადადება);
ც) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით, გარდა ამ პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა;
ძ) ელექტრონული ვაჭრობა – მიმწოდებლის მიერ წინადადების ფასის შემცირების პროცედურა, რომელიც მოიცავს ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროსა და ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს. ელექტრონული ვაჭრობა მიმდინარეობს ტენდერის ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე;
წ) ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დრო – ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის ეტაპი, რომელიც იწყება ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დასრულებისთანავე და გრძელდება სატენდერო განცხადებაში მითითებული წინადადებების მიღების დასრულებამდე (შემდგომში – ძირითადი დრო);
ჭ) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები – ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი სამი რაუნდი (შემდგომში – დამატებითი რაუნდები), რომელიც იწყება ამ პუნქტის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძირითადი დროის დასრულებისთანავე და გრძელდება ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე. თითოეული რაუნდის დაწყებამდე მიმდინარეობს ორწუთიანი შესვენება. თითოეულ რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი;
ხ) ტენდერის ტიპი – გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ან ელექტრონული ტენდერი;
ჯ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დადასტურების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები;
ჰ) წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში – ელექტრონული გარანტია). ყოველი კონკრეტული ტენდერისთვის ელექტრონული გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ამ ქვეპუნქტისგან განსხვავებული მეთოდით, მხოლოდ ამ წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ჰ1 ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი – კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრი (შემდგომში – შავი სია);
ჰ2) სისტემის გამოყენების პირობები – სააგენტოსა და რეგისტრირებულ მომხმარებელს/სტუმარს შორის არსებული შეთანხმება სისტემის გამოყენების პირობების თაობაზე;
ჰ3) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხო ექლპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით გასაწევი მომსახურება, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალების რეცხვის მომსახურებისა;
ჰ4) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას გასაწევი მომსახურების ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;
ჰ5) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული მომსახურების ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;
ჰ6) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია სატენდერო განცხადების შესაბამის ველში.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.
მუხლი 3. გამარტივებული შესყიდვა
1. გამარტივებული შესყიდვა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება:
ა) 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას.
2. გამარტივებული შესყიდვა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს, თუ:
ა) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა:
ა.ა) თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იგივე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა, სამუშაოს შესრულება;
ა.ბ) თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იგივე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა, სამუშაოს შესრულება.
ბ) არსებობს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით და 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობა. თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერით გათვალისწინებული სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. სახელმწიფო შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების და შემსყიდველის ზემდგომი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებლის ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას;
დ) საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით;
ე) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ელექტროდანადგარის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ელექტროდანადგარით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;
ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;
ზ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;
თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა.
მუხლი 4. სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება
1. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით შესაძლებელია ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება.
2. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე იდება წერილობით ფორმით, რომელსაც ხელს აწერენენ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი შესყიდვა ხორციელდება ერთ სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი შესყიდვის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სისტემაში უნდა აიტვირთოს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) მითითებას იმ შემსყიდველი ორგანიზაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია გამოაცხადოს ტენდერი;
გ) მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პირობებს;
დ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების წესს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები ასევე უნდა აისახოს ერთობლივი შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციაში.
5. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შეთანხმებულ სხვა პირობებს.
მუხლი 5. სისტემაში რეგისტრაცია
1. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების და მასში მონაწილეობის მიღების მიზნით შემსყიდველმა ორგანიზაციამ და მიმწოდებელმა დადგენილი წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია სისტემაში.
2. სისტემაში რეგისტრაციის დროს შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეავსოს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადით (დანართი №1) გათვალისწინებული შესავსებად სავალდებულო ყველა ველი, რომელიც მონიშნულია წითელი ასტერიკით.
3. რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე. სააგენტო პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ სისტემაში შეყვანილი ან განთავსებული ინფორმაციისა თუ დოკუმენტის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე, ან აღნიშნული ინფორმაციის ან დოკუმენტის სისტემაში შეყვანის ან განთავსების შედეგად წარმოშობილ ზიანზე.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი წერილობით წარუდგენს სააგენტოს შევსებულ განაცხადს, რომელიც დაგენერირებულია სისტემის მეშვეობით. აღნიშნული განაცხადის მიღებისა და მისი სისტემაში არსებულ მონაცემებთან შედარების შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში შემსყიდველად დარეგისტრირებას ან აცნობებს შემსყიდველ ორგანიზაციას განაცხადში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოს მიერ შემსყიდველად რეგისტრაციამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას სისტემა განუსაზღვრავს სტატუსს „პრეტენდენტი შემსყიდველობაზე“. აღნიშნული სტატუსის მქონე შემსყიდველ ორგანიზაციას არ აქვს ტენდერის გამოცხადების უფლება.
6. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია მის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ასახოს აღნიშნული ცვლილებები სისტემაში.
7. სისტემაში შესვლით რეგისტრირებული მომხმარებელი/სტუმარი ეთანხმება სისტემის გამოყენების პირობებს .
მუხლი 6. რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განმარტების მიღების უფლება
ტენდერისთვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებიდან ამავე პუნქტის „მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე, მიმწოდებელს უფლება აქვს სისტემის მეშვეობით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გონივრულ ვადაში სისტემის მეშვეობით გააკეთოს შესაბამისი დაზუსტება/განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერებულმა პირმა.
მუხლი 7. ალტერნატიული შესყიდვა
1. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ღ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს შესყიდული საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვა განსხვავებული მიმწოდებლისაგან.
2. ალტერნატიული შესყიდვის მეშვეობით მიღებული საკომუნიკაციო მომსახურების მოცულობა უნდა იყოს თანაზომიერი იმ საკომუნიკაციო მომსახურებისა, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ალტერნატიული მომსახურება.
3. ალტერნატიული შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს რამდენიმე ალტერნატიული მიმწოდებლისგან.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს ამის თაობაზე მიმწოდებელს, რომელთანაც დადებულია იმ საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ალტერნატიული მომსახურება.
მუხლი 8. სატენდერო განცხადება
1. სატენდერო განცხადების შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებიდან.
2. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადების გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთ დღეს სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ორი დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით.
3. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ თხუთმეტ დღეს, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ხუთი დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით.
4. სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ტენდერის ტიპი;
ბ) სატენდერო განცხადების ნომერი;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება;
დ) ტენდერის გამოცხადების თარიღი ზუსტი დროის მითითებით;
ე) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი ზუსტი დროის მითითებით;
ვ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;
ზ) მითითება წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით თუ მის გარეშე;
თ) კლასიფიკატორის დანაყოფი და მისი შესაბამისი CPV კოდი;
ი) შესყიდვის კონკრეტული შესაძლო ყველაზე დეტალური ობიექტი და მისი შესაბამისი CPV კოდი;
კ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
ლ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;
მ) წინადადებით წარმოდგენილი ფასის კლების ბიჯის ოდენობა;
ნ) ელექტრონული გარანტიის ოდენობა;
ო) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და გვარი, რომელმაც განათავსა სატენდერო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღი და ზუსტი დრო;
პ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა;
ჟ) მითითებას პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმით გათვალისწინებულ შესაბამის ერთგვაროვან შესყიდვის ობიექტთა ჯამურ ღირებულებას.
6. სატენდერო განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგება დღგ-ს გათვალისწინებით ან მის გარეშე.
7. სატენდერო განცხადებაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და ბიჯის ოდენობა შესაძლებელია მითითებულ იქნეს მხოლოდ ლარში.
8. სატენდერო განცხადებას გააჩნია დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.
9. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ე“-„ზ“, „ი“–„მ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები სატენდერო განცხადებაში შეტანილ უნდა იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „დ“, „თ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირდება სატენდერო განცხადებაში.
10. სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.
11. შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას უფლება აქვს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე შეიტანოს ცვლილება სატენდერო განცხადებაში მითითებულ მონაცემებში, გარდა ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილებისა.
12. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სატენდერო განცხადება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში შესაძლებელია განთავსდეს ინგლისურ ენაზე. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 ლარს, სატენდერო განცხადების ყველა ველში მოცემული ინფორმაციის ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.
13. სატენდერო განცხადება, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში მითითებული ინფორმაციის გარდა, სისტემაში განთავსებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სისტემის მეშვეობით ავტომატურად ეგზავნება გამოსაქვეყნებლად გაზეთ „24 საათს”. სატენდერო განცხადების გაზეთ „24 საათში” განთავსების ხარჯებს ფარავს შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია.
მუხლი 9. სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
1. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს;
დ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში);
ე) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ვ) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას;
ზ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;
თ) მითითებას საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
მუხლი 10. წინადადების წარდგენა
1. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადება ძალაშია ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“, „რ“ ან „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპის დადგომამდე.
2. სატენდერო წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს უფლება აქვს გაეცნოს სატენდერო განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
4. წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა პირველ რიგში სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ და ხარისხობრივ აღწერას. ამის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარმოდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. წინადადების წარდგენისთანავე პრეტენდენტს სისტემის მეშვეობით ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. ძირითადი დროის განმავლობაში შესაძლებელია წინადადების ფასის შეცვლა კლებადობის პრინციპის მიხედვით. წინადადების ფასის ყოველი შემდგომი შემცირება უნდა მოხდეს პრეტენდენტის მიერ წინა შეთავაზებულ ფასთან მიმართებაში, არანაკლებ ბიჯით განსაზღვრული ოდენობისა.
7. დამატებით რაუნდებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომლებმაც ძირითად დროში წარადგინეს წინადადება დადგენილი წესით. პირველ რაუნდში პრეტენდენტის მიერ წინადადების ფასის წარდგენის რიგითობა განისაზღვრება ძირითად დროში წარდგენილი წინადადების ფასის მიხედვით, კერძოდ, პირველ რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა. წინადადების თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ბოლომ დააფიქსირა ასეთი ფასი. დამატებით რაუნდებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის.
8. ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობის ანონიმურობასა და მათ მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის დაფარვას, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ პრეტენდენტის მიერ მითითებული წინადადების ფასი.
9. ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე პრეტენდენტის/პრეტენდენტების (არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და მის/მათ მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი ხდება სტუმრისა და რეგისტრირებული მომხმარებლისთვის.
მუხლი 11. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
1. მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი და პრეტენდენტთა ტექნიკური და საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის.
2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის მოთხოვნით პრეტენდეტს მიმართავს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში. შემსყიდველ ორგანიზაციაში შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნამდე. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნამდე პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარმოუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა სატენდერო განცხადების ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე -13 მუხლის მე -2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია.
4. საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, სახელმწიფოს წინაშე არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია არ შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, ხოლო მათი რაოდენობა – შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით.
5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები შეუსაბამოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება.
7. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში:
ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „მსგავსი”, „ეკვივალენტური” და სხვა;
ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
მუხლი 12. შერჩევა/შეფასება
1. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დასრულებისთანავე. ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება ხდება ამ წესის მე -2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე, ხოლო საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასება ხდება ამ წესის მე -2 მუხლის „ო“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე.
3. ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემა ავტომატურად ახდენს პრეტენდენტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დაჯგუფებას წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი. პრეტენდენტის მიერ იგივე ფასის სისტემის შესაბამის ველში ხელმეორედ მითითება განიხილება ფასის ხელახლა წარდგენად.
4. ამ წესის მე -2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას და არ მოახდენს გავლენას წინადადების ფასზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება) შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით.
7. იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღისა. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემულ უნდა იყოს:
ა) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე არა უგვიანეს ოცდაათი დღისა;
ბ) ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.
8. პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა შემსყიდველ ორგანიზაციაში შესაძლებელია განხორციელდეს სისტემის გამოყენების გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით.
9. პრეტენდენტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები (ელექტრონული სახით) შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს სისტემის მეშვეობით, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოდგენის ვალდებულება პრეტენდენტს წარმოეშობა ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის.
10. ამ მუხლის მე -9 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობა გამოიწვევს დისკვალიფიკაცის ამ წესის მე -13 მუხლის მე -2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე -16 მუხლის მე -6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს. თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს ტენდერი.
მუხლი 13. დისკვალიფიკაცია
1. სატენდერო კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე.
2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას;
ბ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;
გ) თუ მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას;
დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;
ე) თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით;
ვ) თუ ის არის ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამარჯვებული პრეტენდენტი და უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას;
ზ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
მუხლი 14. სატენდერო კომისია
1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
3. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
4. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.
5. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის შემდეგ, სატენდერო კომისიის დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერისთანავე ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შეუძლებელია.
მუხლი 15. ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა
1. პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება, ამ საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზები, რომელთა გამოც ვერ მოხერხდა ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში.
2. ხელშეკრულება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
მუხლი 16. ელექტრონული გარანტია და საფასური
1. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის სააგენტო. ელექტრონული გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენა და საფასურის გადახდა ხორციელდება სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების მეშვეობით.
2. ელექტრონული გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს:
ა) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ ოცდაათი კალენდარული დღით ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპიდან;
ბ) ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ სამოცი კალენდარული დღით ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპიდან.
3. წინადადების წარდგენისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
4. ელექტრონული გარანტიის წარდგენა და საფასურის გადახდა ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე.
5. ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების დროებითი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ელექტრონული გარანტიის წარდგენა და საფასურის გადახდა ყოველ კონკრეტულ ტენდერში შესაძლებელია განხორციელდეს სისტემის გამოყენების გარეშე, სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით.
6. ტენდერის ჩატარებისას, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“, „რ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპის შემდეგ ელექტრონული გარანტია უბრუნდება პრეტენდენტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;
ბ) პრეტენდენტი შეყვანილია შავ სიაში შესაბამისი ტენდერის ჩატარების შედეგად;
გ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“- „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
7. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტიის პრეტენდენტისათვის დაბრუნება მოხდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პირობების დარღვევით, პრეტენდენტი ვალდებულია სააგენტოს დაუბრუნოს საგარანტიო თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ხდება ელექტრონული გარანტიის წარდგენა და საფასურის გადახდა სისტემის გამოყენების გარეშე, ელექტრონული გარანტიის დედანი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტების ასლი მიღებისთანავე წერილობით გააგზავნოს სააგენტოში. აღნიშნული ასლის გაგზავნა ასევე უნდა მოხდეს სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე info@procurement.gov.ge .
9. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფასური შეცდომით გადახდილია კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის.
10. შეცდომით ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ სააგენტოში წარმოდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შეცდომით გადახდილი ზედმეტი თანხის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას და შესაბამის დოკუმენტაციას. შეცდომით ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო ამ მოთხოვნას ათი სამუშაო დღის ვადაში უგზავნის თანხის დაბრუნებაზე შესაბამის უფლებამოსილ პირს.
11. სააგენტოში მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს შეცდომით ზედმეტად გადახდილი თანხის გადახდიდან სამი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ზედმეტად გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მუხლი 17. ინტერესთა კონფლიქტი
1. თითოეულ შემთხვევაში, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, სატენდერო კომისიის და მისი აპარატის წევრები ვალდებულნი არიან წერილობით დაადასტურონ მათ და პრეტენდენტებს შორის კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა და აღნიშნული დოკუმენტი ატვირთონ სისტემაში ასატვირთ პირველივე ოქმთან ერთად.
2. თუ საწარმო, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვებ ი ს განხორციელებაში როგორც პრეტენდენტი ან მიმწოდებელი, ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის კანონის მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირსა და პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ურთიერთობისა.
მუხლი 18. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეჩერება და შეწყვეტა
1. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არა უგვიანეს სამი დღისა აცნობებს თავის გადაწყვეტილებას და მისი მიღების საფუძველს სააგენტოს და პრეტენდენტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.
2. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პროცედურების შეჩერების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვის შესახებ, იგი ვალდებულია განახორციელოს ეს შესყიდვა (თუ ის ხორციელდება იმავე წლის ასიგნებებით) შეჩერებული პროცედურების გაგრძელების მეშვეობით. ამისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს შეჩერებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე ყველა პრეტენდენტს წინადადებით საკვალიფიკაციო მონაცემების (თუ ისინი პრეტენდენტის მიერ წარდგენილია მოცემულ ეტაპზე) ხელახალი დადასტურების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების წარდგენის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის ხელახალ წარდგენად ჩაითვლება პრეტენდენტის თანხმობა შეჩერებული ტენდერის გაგრძელების შემდეგ მასში მონაწილეობის გაგრძელების ნების წერილობით გამოხატვით.
3. პრეტენდენტს უფლება აქვს უარი თქვას ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ხელახალ დადასტურებაზე, რაც გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას და წარდგენილი ელექტრონული გარანტიის დაბრუნებას.
4. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ განაცხადა თანხმობა განახლებულ შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია აცხადებს ახალ ტენდერს.
მუხლი 19. ხელშეკრულება
1. ტენდერის შემთხვევაში ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებისა და ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადების პირობების შესაბამისად, ან გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, შესაბამის პირთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში, იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავი) შესყიდვაზე. ამ პუნქტში აღნიშნული ფასი გამოთვლილი უნდა იქნეს შემდეგი ერთ-ერთი ფორმულის მიხედვით:
T=Rx(P+Z)x(100%+18%) ან C=Rx(P+Z)x(100%+18%)x D/1000, სადაც:
ა) T = ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი ტონის ფასი (ლარში);
ბ) C = ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი ლიტრის ფასი (ლარში);
გ) R = წინადადების წარმოდგენის, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების ან ხელშეკრულების დადების შემდეგ შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდების მოთხოვნის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (ცვლადი კომპონენტი);
დ) P = წინადადების წარმოდგენის, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების ან ხელშეკრულების დადების შემდეგ შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდების მოთხოვნის დღიდან PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის წინა სამი მონაცემის საშუალო ფასი (ცვლადი კომპონენტი);
ე) Z = ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები, საწარმოს მოგება და აქციზი;
ვ) 18% = დღგ;
ზ) D = წინადადებით წარმოდგენილი ნავთობობპროდუქტის (საწვავის) სიმკვრივის მაჩვენებელი.
4. “C” -ს ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ „R” -ის ან/და „P“-ს ისეთი ცვლილების შემთხვევაში, რომელიც იწვევს „C”-ს სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ (მხარეებს შორის ბოლო შეთანხმებული) ფასთან მიმართებაში. ამასთან, „C” უნდა იყოს, შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდების მოთხოვნის დღეს შესაბამისი მიმწოდებლის ქსელში (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გაყიდვის ყველა სხვა ობიექტზე) იგივე პროდუქტის ერთ ლიტრ საწვავზე მინიმუმ სამი თეთრით (0,03 ლარით) ნაკლები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეებმა შესასყიდი ობიექტის ერთეულის ახალი ფასის დასადგენად უნდა გამოიყენონ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ფორმულა, და ამასთან, დაუშვებელია ფორმულაში მოცემული მაჩვენებლების ცვლილება, გარდა „R” -ის ან/და „P“-სა.
6. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მხარეთა ზუსტ დასახელებას და რეკვიზიტებს;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის კატეგორიის ან ქვეკატეგორიის კოდს. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის დასახელებას არ შეესაბამება კლასიფიკატორის კატეგორიის ან ქვეკატეგორიის კოდი, შესაძლებელია მითითებულ იქნეს კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდი;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას – ხელშეკრულების ღირებულებას;
დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადას;
ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში).
ვ) ხელშეკრულების კონკრეტულ მოქმედების ვადას;
ზ) გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში აგრეთვე ხელშეკრულების დადების საფუძველი – კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
8. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.
9. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისას;
ბ) ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;
გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას;
დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს სახელმწიფო შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;
ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;
გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;
დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.
11. ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-10 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
12. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული პირობები, აგრეთვე ასეთი ხელშეკრულების მიმართ ამ მუხლის, ასევე ამ წესის მე-20 და 21-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი.
მუხლი 20. ხელშეკრულებაში ცვლილების/დამატების შეტანა
1. ტენდერის ჩატარების შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება/დამატება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულებაში ცვლილების/დამატების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
2. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ამ წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
მუხლი 21. ხელშეკრულების შესრულების გარანტია და დაზღვევა
1. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10 %-მდე ოდენობით.
3. თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება 200 000 ლარზე ნაკლებია, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულო არ არის. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა (ისევე როგორც მისი ოდენობა ხელშეკრულების ღირებულებასთან მიმართებაში) შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციის შეხედულებისამებრ.
4. ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა, შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, შესაძლებელია წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში – ხელშეკრულების დადებამდე.
5. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოქმედების ვადა, გარანტიიდან ან დაზღვევიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ან ამ ვალდებულებების გაუქმების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.
6. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულების შესრულების ისეთ გარანტიაზე ან დაზღვევაზე, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება.
მუხლი 22. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს როგორც თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ასევე ნებისმიერ სხვა პირ ს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციაა მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენ ა.
3. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შ ემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის მიღება ხდება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე.
4. ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.
5. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალის და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზ ნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
6. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრასთან და კონტროლის ხელახლა განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ამ წესის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
მუხლი 23. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის დაუშვებლობა
1. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა გულისხმობს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის რაოდენობის ან მოცულობის შემცირებას ან/და დაყოფას, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ ცნობილია, რომ იმავე საბიუჯეტო წლის განმავლობაში აუცილებელი გახდება იმავე ან მისი ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა, და დამატებითი შესყიდვისთვის სახსრები წინასწარვეა გათვალისწინებული იმავე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება შემდეგი შემთხვევები:
ა) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;
ბ) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.
2. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავებამდე სააგენტო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით მოაწესრიგოს სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
3. შესყიდვის ობიექტის კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ა” და „გ”-„თ” ქვეპუნქტების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას.
მუხლი 24. შავი სიის წარმოების წესი და პირობები
1. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო ან/და იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს ეს გადაწყვეტილება და დამდგარი გარემოებები, შესაბამისი მიზეზების მითითებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დანართებს:
ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება;
ბ) გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში – შესყიდვის განხორციელების დაწყების და დასრულების დრო, ტენდერის განხორციელების შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერი;
გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება;
დ) იმ პირის რეკვიზიტები, რომელიც დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო ან/და რომელმაც ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება;
ე) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად პირის დისკვალიფიკაციის ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი.
3. სააგენტო წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე ახდენს ამ შეტყობინებაში აღნიშნული პირის დარეგისტრირებას შავ სიაში.
4. შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პირს შავ სიაში შეტანიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში.
5. სააგენტო თავის ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge ) აწარმოებს და განათავსებს შავ სიას, რომელიც ელექტრონულად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
მუხლი 25. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადების განსაკუთრებული შემთხვევა
1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი შემსყიდველის მიერ უნდა აიტვირთოს სისტემაში სატენდერო განცხადების შესაბამის ველში.
მუხლი 26. ტენდერის მეშვეობით მომსახურების შესყიდვის განსაკუთრებული შემთხვევა
1. ტენდერის მეშვეობით მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.
3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
4. პრეისკურანტის საფუძველზე ტენდერის ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებაში.
5. პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ს.
მუხლი 27. გარდამავალი დებულებები
1. 2010 წლის ასიგნებების ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისთვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონეტარული ზღვრების დაცვით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, ერთგვაროვნების დადგენის მიზნებისათვის გათვალისწინებული არ იქნება 2010 წლის განმავლობაში ერთ პირთან მოლაპარაკების, ფასთა კოტირების და ტენდერის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2010 წლის 1 დეკემბრამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების დასრულება განხორციელდება იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა ამ პროცედურების დაწყების დღისათვის.
3. ამ წესის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის ამოქმედებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სატენდერო განცხადება ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში შესაძლებელია განთავსდეს ინგლისურ ენაზე. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარს, სატენდერო განცხადების ყველა ველში მოცემული ინფორმაციის ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.
4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა” და „ა.ბ” ქვეპუნქტების ამოქმედებამდე ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა:
ა) თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს – 1 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იგივე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა, სამუშაოს შესრულება;
ბ) თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს – 1 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იგივე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა.
დანართი №1
მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი
დანართი №2
აფიდავიტის ფორმა
2
1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №9
+
2011 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
+
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“;
ბ) მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი (დანართი №1);
გ) აფიდავიტის ფორმა (დანართი №2);
გ) აფიდავიტის ფორმა (დანართი №2).
დ) რეკომენდაცია თეთრ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით (დანართი №3);
ე) იმ მომსახურების CPV კოდები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №9 - ვებგვერდი, 29.08.2012 წ .
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №15 - ვებგვერდი, 22.08.2013 წ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება.
3. ბრძანება, გარდა ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა” და „ა.ბ” ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის და მე-8 მუხლის მე-12 პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 მაისიდან.
4. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივნისიდან.
5. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა” და „ა.ბ” ქვეპუნქტები და მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ამოქმედდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 24 მაისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 25.05.2011 წ.
2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 1 ივნისის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 03.06.2011 წ.
3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 31.10.2011 წ.
5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 03.01.2012 წ.
6. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
7. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.06.2012 წ.
8. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №8 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
9. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №9 - ვებგვერდი, 29.08.2012 წ.
10. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 07.09.2012 წ.
11. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 23.10.2012 წ.
12. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
13. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 29 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 29.01.2013 წ.
14. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 01.02.2013 წ.
15. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 16 მაისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 17.05.2013 წ.
16. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 21.06.2013 წ.
17. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 ივნისის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 26.06.2013 წ.
18. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №14 - ვებგვერდი, 05.08.2013 წ.
19. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №15 - ვებგვერდი, 22.08.2013 წ.
20. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 დეკემბრის №18 - ვებგვერდი, 31.12.2013 წ.
გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
+
1. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი “ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ” „მ”, „ ჟ”-„ს”, „ღ”, „ჩ” ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 მუხლის 11 პუნქტის, 121, 151, 161, 191, 21-ე მუხლებისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
1. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ” „მ”, „ჟ”-„ს”, „ღ”, „ჩ” ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 მუხლის 11 პუნქტის, 121, 151, 161, 191, 21-ე მუხლებისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი.
3. წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.
4. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მიმართ გამოიყენება ელექტრონული ტენდერისათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა (შემდგომში – კანონი) და ამ წესით დადგენილი ნორმები, თუ კანონით ან/და წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ამ წესით განსაზღვრულ პროცედურებსა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ პროცედურებს შორის შეუსაბამობის წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისტემაში არსებულ პროცედურებს. ასეთი შეუსაბამობის წარმოქმნიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უნდა უზრუნველყოს წესში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების მომზადება და წესში ცვლილებების ან/და დამატებების შესატანად კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაწყება.
6. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელებისათვის სავალდებულოა შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენება.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
+
1. წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.procurement.gov.ge განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში (შემდგომში – სისტემა);
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.procurement.gov.ge განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების პორტალი , რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია , გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში (შემდგომში – სისტემა);
ბ) ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა – სისტემის მეშვეობით გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუალებით ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვა;
გ) სისტემაში რეგისტრაცია – შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსების შედეგად შესაბამისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღება;
დ) სტუმარი – პირი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს სისტემაში რეგისტრაციის გარეშე გაეცნოს სისტემაში არსებულ ინფორმაციას რეგისტრირებული მომხმარებლების შესახებ, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურას;
ე) სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა სისტემაში რეგისტრაცია და ამით მიიღო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების უფლება, ან მიმწოდებელი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა სისტემაში რეგისტრაცია და ამით მიიღო გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ან/და ელექტრონული ტენდერში მონაწილეობის უფლება (შემდგომში – რეგისტრირებული მომხმარებელი);
ვ) მიმწოდებელი – პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი ან რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
ზ) სატენდერო განცხადება – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ;
თ) ტენდერის ჩატარება – გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის (შემდგომში – ტენდერი) საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ქმედებათა ერთობლიობა;
ი) ტენდერის მიმდინარეობის სტატუსი – რეგისტრირებული მომხმარებლის ქმედების შედეგად სისტემის მეშვეობით ტენდერისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „კ“ – „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსი, რომელიც ასახავს ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს (შემდგომში – სტატუსი);
ი1) ხელშეკრულების სტატუსი - რეგისტრირებული მომხმარებლის ქმედების შედეგად/ავტომატურად სისტემის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებისთვის (შემდგომში – ხელშეკრულება) მინიჭებული ამ პუნქტის ,,ჟ1–ჟ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს (შემდგომში – ხელშეკრულების სტატუსი);
კ) ტენდერი გამოცხადებულია – სტატუსი, რომელიც მოიცავს სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებიდან სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს. მხოლოდ აღნიშნულ ეტაპზე აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება შეიტანოს ცვლილება სატენდერო განცხადებაში (გარდა ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტისა) და შეცვალოს სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში უკვე ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით;
ლ) წინადადებების მიღება დაწყებულია – სტატუსი, რომელიც მოიცავს ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რომლის დროსაც მიმწოდებელს უფლება აქვს წარადგინოს თავისი სატენდერო წინადადება და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ ვაჭრობაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი;
მ) წინადადებების მიღება დასრულებულია – სტატუსი, რომელიც მოიცავს ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების დასრულებიდან ტენდერისთვის შერჩევა/შეფასების სტატუსის მინიჭებამდე. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსები ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
ნ) შერჩევა/შეფასება – სტატუსი, რომელიც მოიცავს ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რომლის დროსაც ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება და შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის (შემდგომში – სატენდერო კომისია) სხდომის ოქმის და შესაბამისი დოკუმენტაციის (ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ ოქმის დადგენილი წესით შედგენისთანავე, არა უგვიანეს იმავე დღისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
ო) გამარჯვებული გამოვლენილია – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით აიტვირთება სისტემაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა და ამ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
პ) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომლითაც დასტურდება ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ამ წესის მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესაბამისობა სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებთან და მიმწოდებლის მიერ ამ წესის მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები აიტვირთება სისტემაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა და ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
ჟ) ხელშეკრულება დადებულია – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება დადგენილი წესით მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულება და სისტემის შესაბამის ველში მიეთითება აღნიშნული მიმწოდებლის სახელწოდება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა და ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
ჟ) ხელშეკრულება დადებულია – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება დადგენილი წესით მიმწოდებელთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) და სისტემის შესაბამის ველში მიეთითება აღნიშნული მიმწოდებლის სახელწოდება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა და ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;
ჟ1) მიმდინარე ხელშეკრულება - ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ეს სტატუსი სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება ხელშეკრულებას მას შემდეგ, რაც ტენდერს მიენიჭება სტატუსი ,,ხელშეკრულება დადებულია;
რ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამისი ოქმი და სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არებობის შემთხვევაში), რითაც დასტურდება, რომ ტენდერში მონაწილე ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა;
ჟ2 ) შესრულებული ხელშეკრულება - ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემის შესაბამის ველში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხელშეკრულებისათვის ამ სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემის შესაბამის ველში ატვირთვისა და საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციის ასახვის შემდეგ;
ს) ტენდერი არ შედგა – სტატუსი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ტენდერს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტენდერს მიენიჭება ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში; ამ სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამისი ოქმის ატვირთვის შემდეგ, რითიც დასტურდება, რომ არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში;
ჟ3 ) შეუსრულებული ხელშეკრულება - ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემის შესაბამის ველში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხელშეკრულებისათვის ამ სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემის შესაბამის ველში ატვირთვისა და ფაქტობრივად გადახდილი თანხების ასახვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ;
რ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – სტატუსი, რომელიც ტენდერს ენ იჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამისი ოქმი და სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არებობის შემთხვევაში), რითაც დასტურდება, რომ ტენდერში მონაწილე ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა;
ს) ტენდერი არ შედგა – სტატუსი, რომელიც ტენდერს სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მას შემდეგ, რაც ტენდერმა მიიღო ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი და არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში;
ტ) ტენდერი შეწყვეტილია – სტატუსი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ტენდერს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამის ოქმს, რომელშიც მოცემული იქნება ტენდერის შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება შესაძლებელია ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა ტენდერისთვის ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების შემთხვევისა;
უ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით რეგისტრირებული და მოქმედი ფიზიკური პირი. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სისტემაში მოქმედებს სატენდერო კომისიის სახელით;
ფ) CPV კოდი – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის 8-ნიშნა კოდი;
ქ) შესყიდვის ობიექტი – შესყიდვის ერთი ან რამდენიმე ერთგვაროვანი ობიექტი, რომლის შესყიდვის მიზნითაც ტარდება კონკრეტული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ან ელექტრონული ტენდერი;
ღ) კლასიფიკატორის დანაყოფი – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის დანაყოფი;
ყ) სატენდერო დოკუმენტაცია – შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტების საკავალიფიკაციო მოთხოვნების აღწერის მიზნით სატენდერო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს და შედგენილი უნდა იქნეს კანონის 121 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით;
შ) სატენდერო წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო განცხადებაში მითითებული თანხა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);
ჩ) სატენდერო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული სატენდერო წინადადების ფასი (შემდგომში – წინადადება);
ჩ) სატენდერო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითითებული შესყიდვის ობიექტის ფასი (შემდგომში – წინადადება);
ც) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით, გარდა ამ პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა;
ძ) ელექტრონული ვაჭრობა – მიმწოდებლის მიერ წინადადების ფასის შემცირების პროცედურა, რომელიც მოიცავს ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროსა და ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს. ელექტრონული ვაჭრობა მიმდინარეობს ტენდერის ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე;
წ) ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დრო – ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის ეტაპი, რომელიც იწყება ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დასრულებისთანავე და გრძელდება სატენდერო განცხადებაში მითითებული წინადადებების მიღების დასრულებამდე (შემდგომში – ძირითადი დრო);
ჭ) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები – ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი სამი რაუნდი (შემდგომში – დამატებითი რაუნდები), რომელიც იწყება ამ პუნქტის „ წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძირითადი დროის დასრულებისთანავე და გრძელდება ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე. პირველი დამატებითი რაუნდი იწყება ხუთწუთიანი შესვენებით, ხოლო შემდგომი თითოეული დამატებითი რაუნდის დაწყებამდე მიმდინარეობს ორწუთიანი შესვენება. თითოეულ დამატებით რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი;
ჭ) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები – ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი სამი რაუნდი (შემდგომში – დამატებითი რაუნდები), რომელიც იწყება ამ პუნქტის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძირითადი დროის დასრულებისთანავე და გრძელდება ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე. თითოეული რაუნდის დაწყებამდე მიმდინარეობს ორწუთიანი შესვენება. თითოეულ რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი;
ხ) ტენდერის ტიპი – გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ან ელექტრონული ტენდერი;
ჯ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დადასტურების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები;
ჰ) წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში – ელექტრონული გარანტია). ყოველი კონკრეტული ტენდერისთვის ელექტრონული გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ამ ქვეპუნქტისგან განსხვავებული მეთოდით, მხოლოდ ამ წესის მე-16 მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ჰ) წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში – ელექტრონული გარანტია). ყოველი კონკრეტული ტენდერისთვის ელექტრონული გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ამ ქვეპუნქტისგან განსხვავებული მეთოდით, მხოლოდ ამ წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ჰ1 ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი – კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრი (შემდგომში – შავი სია);
ჰ2) სისტემის გამოყენების პირობები – სააგენტოსა და რეგისტრირებულ მომხმარებელს/სტუმარს შორის არსებული შეთანხმება სისტემის გამოყენების პირობების თაობაზე;
ჰ3) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხო ექლპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით გასაწევი მომსახურება, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალების რეცხვის მომსახურებისა;
ჰ4) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – დანართი №4-ით გათვალისწინებული მომსახურების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულება/ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;
ჰ4) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას გასაწევი მომსახურების ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;
ჰ5) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული დანართი №4-ით გათვალისწინებული მომსახურების , აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების ერთეულის ღირებულება/ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;
ჰ5) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული მომსახურების ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;
ჰ6) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია სატენდერო განცხადების შესაბამის ველში;
ჰ6) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია სატენდერო განცხადების შესაბამის ველში.
ჰ7. შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი – კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრი (შემდგომში – თეთრი სია).
ჰ8. ელექტრონული გარანტიების რეესტრი – საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტიების მონაცემთა ბაზა.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.
3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ წესში მოცემული მინიმალური ზღვრების გათვალისწინებით დადგენილი ვადების ათვლა იწყება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი დოკუმენტის სისტემაში ატვირთვის მომდევნო დღიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 1 ივნისის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 03.06.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №8 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 29 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 29.01.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 01.02.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 16 მაისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 17.05.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 21.06.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 2 აგვიტოს ბრძანება №14 - ვებგვერდი, 05.08.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №15 - ვებგვერდი, 22.08.2013 წ.
მუხლი 3. გამარტივებული შესყიდვა
1
1. გამარტივებული შესყიდვა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება:
ა) 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას.
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას.
2. გამარტივებული შესყიდვა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს, თუ:
ა) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად . ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა:
ა) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა:
ა.ა) თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იგივე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა, სამუშაოს შესრულება;
ა.ა) თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იგივე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა, სამუშაოს შესრულება;
ა.ბ) თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იგივე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა, სამუშაოს შესრულება.
ბ) არსებობს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით და 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობა. თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ამ მუხლის მე - 3 პუნქტით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით. გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და წარმოადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი. სახელმწიფო შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების და შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებლის ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში;
ბ) არსებობს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით და 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობა. თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერით გათვალისწინებული სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. სახელმწიფო შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების და შემსყიდველის ზემდგომი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებლის ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას ;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას;
დ) საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით;
ე) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ელექტროდანადგარის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ელექტროდანადგარით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;
ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;
ზ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;
თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა;
თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა.
ი) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი –უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი ახორციელებს ლიტერატურის (ბეჭდური, ელექტრონულ ან აუდიო-ვიზუალურ მატარებელზე განთავსებული) შესყიდვას;
კ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას რეგენტთა საბჭოს თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგენტთა საბჭოს თანხმობა გაიცემა შემსყიდველი ორგანიზაციის მოტივირებული მიმართვის საფუძველზე.
3. თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერით გათვალისწინებული სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შემდეგი პრინციპებით:
ა) დაუშვებელია გამარტივებული შესყიდვისას ერთეულის ფასი აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ერთეულის ფასს ;
ბ) დაუშვებელია გამარტივებული შესყიდვისას მიმწოდებლის გამოცდილება და სხვა პერსონალური მახასიათებლები (წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვ.) უარესი/უფრო მცირე იყოს, ვიდრე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ანალოგიური მონაცემები ;
გ) დაუშვებელია გამარტივებული შესყიდვისას შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივი, თვისობრივი ან სხვაგვარი მონაცემები უარესი/უფრო მცირე იყოს, ვიდრე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ანალოგიური მონაცემები.
4. ამ მუხლის მე - 3 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაუცველობის შემთხვევაში, აღნიშნული უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ გარემოებებს, რაც უნდა დასაბუთდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და დაერთოს ხელშეკრულებას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 03.01.2012 წ.
მუხლი 4. სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება
+
1. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით შესაძლებელია ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება.
2. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე იდება წერილობით ფორმით, რომელსაც ხელს აწერენენ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი შესყიდვა ხორციელდება ერთ სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი შესყიდვის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სისტემაში უნდა აიტვირთოს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) მითითებას იმ შემსყიდველი ორგანიზაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია გამოაცხადოს ტენდერი;
გ) მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პირობებს;
დ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების წესს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები ასევე უნდა აისახოს ერთობლივი შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციაში.
5. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შეთანხმებულ სხვა პირობებს.
მუხლი 5. სისტემაში რეგისტრაცია
+
1. სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. შემსყიდველმა ორგანიზაციამ და ტენდერებში მონაწილეობის მიღების მიზნით მიმწოდებელმა დადგენილი წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია სისტემაში.
1. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების და მასში მონაწილეობის მიღების მიზნით შემსყიდველმა ორგანიზაციამ და მიმწოდებელმა დადგენილი წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია სისტემაში.
2. სისტემაში რეგისტრაციის დროს შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეავსოს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადით (დანართი №1) გათვალისწინებული შესავსებად სავალდებულო ყველა ველი, რომელიც მონიშნულია წითელი ასტერიკით.
3. რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე. სააგენტო პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ სისტემაში შეყვანილი ან განთავსებული ინფორმაციისა თუ დოკუმენტის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე, ან აღნიშნული ინფორმაციის ან დოკუმენტის სისტემაში შეყვანის ან განთავსების შედეგად წარმოშობილ ზიანზე.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი წერილობით წარუდგენს სააგენტოს შევსებულ განაცხადს, რომელიც დაგენერირებულია სისტემის მეშვეობით. შევსებული განაცხადი შესაძლებელია სააგენტოში წარდგენილ იქნას ელექტრონულ ფოსტაზე info@procurement.gov.ge. აღნიშნული განაცხადის მიღებისა და მისი სისტემაში არსებულ მონაცემებთან შედარების შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში შემსყიდველად დარეგისტრირებას ან აცნობებს შემსყიდველ ორგანიზაციას განაცხადში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი წერილობით წარუდგენს სააგენტოს შევსებულ განაცხადს, რომელიც დაგენერირებულია სისტემის მეშვეობით. აღნიშნული განაცხადის მიღებისა და მისი სისტემაში არსებულ მონაცემებთან შედარების შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში შემსყიდველად დარეგისტრირებას ან აცნობებს შემსყიდველ ორგანიზაციას განაცხადში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ.
41. არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი სისტემაში რეგისტრაციისთვის ვალდებულია ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებულ შევსებულ განაცხადთან ერთად სააგენტოში დამატებით წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა სახელმწიფო ხაზინიდან ან სხვა შესაბამისი საფინანსო ორგანოდან (ბლანკზე და ბეჭდით დამოწმებული), რომელიც ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაცია ფინანსდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ორგანიზაციის დარეგისტრირება სისტემაში არ მოხდება და ამით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება შესაბამის ორგანიზაციას.
42. საწარმო, რომლის, აქციათა ან წილის 50%–ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, სისტემაში რეგისტრაციისთვის ვალდებულია ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებულ შევსებულ განაცხადთან ერთად სააგენტოში დამატებით წარმოადგინოს ინფორმაცია სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ 50%–ზე მეტი აქციათა ან წილის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ორგანიზაციის დარეგისტრირება სისტემაში არ მოხდება და ამით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება შესაბამის ორგანიზაციას.
43. საჯარო სამართლის იურიდიული პირი სისტემაში რეგისტრაციისთვის ვალდებულია ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებულ შევსებულ განაცხადთან ერთად სააგენტოში დამატებით წარმოადგინოს მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ორგანიზაციის დარეგისტრირება სისტემაში არ მოხდება და ამით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება შესაბამის ორგანიზაციას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოს მიერ შემსყიდველად რეგისტრაციამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას სისტემა განუსაზღვრავს სტატუსს „პრეტენდენტი შემსყიდველობაზე“. აღნიშნული სტატუსის მქონე შემსყიდველ ორგანიზაციას არ აქვს ტენდერის გამოცხადების უფლება.
6. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია მის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ასახოს აღნიშნული ცვლილებები სისტემაში.
7. სისტემაში შესვლით რეგისტრირებული მომხმარებელი/სტუმარი ეთანხმება სისტემის გამოყენების პირობებს .
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
მუხლი 6. რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განმარტების მიღების უფლება
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 2 აგვიტოს ბრძანება №14 - ვებგვერდი, 05.08.2013 წ.
ტენდერისთვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებიდან ამავე პუნქტის „მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე, მიმწოდებელს უფლება აქვს სისტემის მეშვეობით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გონივრულ ვადაში სისტემის მეშვეობით გააკეთოს შესაბამისი დაზუსტება/განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერებულმა პირმა.
მუხლი 6. რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განმარტების მიღების უფლება
+
1. ტენდერისთვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებიდან ამავე პუნქტის „მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე არაუგვიანეს 24 საათისა, ნებისმიერ მიმწოდებელს უფლება აქვს სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 საათისა შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღების დასრულებამდე, სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით გააკეთოს შესაბამისი დაზუსტება/განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერებულმა პირმა.
2. ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დაზუსტება/განმარტების განხორციელების ვალდებულება შემსყიდველ ორგანიზაციას ეკისრება ასევე ტენდერისთვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებიდან ამავე პუნქტის „ჟ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დაზუსტება/განმარტება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადაში.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 23.10.2012 წ.
მუხლი 7. ალტერნატიული შესყიდვა
+
1. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ღ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს შესყიდული საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვა განსხვავებული მიმწოდებლისაგან.
2. ალტერნატიული შესყიდვის მეშვეობით მიღებული საკომუნიკაციო მომსახურების მოცულობა უნდა იყოს თანაზომიერი იმ საკომუნიკაციო მომსახურებისა, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ალტერნატიული მომსახურება.
3. ალტერნატიული შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს რამდენიმე ალტერნატიული მიმწოდებლისგან.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს ამის თაობაზე მიმწოდებელს, რომელთანაც დადებულია იმ საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ალტერნატიული მომსახურება.
მუხლი 8. სატენდერო განცხადება
+
1. სატენდერო განცხადების შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებიდან მომდევნო სამუშაო დღიდან.
1. სატენდერო განცხადების შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებიდან.
2. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთ სამუშაო დღეს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპით და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა აღემატება ერთ სამუშაო დღეს, შემდგომში დაუშვებელია ამ ვადის შემცირება.
2. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადების გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთ დღეს სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ორი დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით.
3. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ თხუთმეტ დღეს, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ხუთი დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპით და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა აღემატება თხუთმეტ დღეს, შემდგომში დაუშვებელია ამ ვადის შემცირება.
3. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ თხუთმეტ დღეს, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ხუთი დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით.
31. (ამოღებულია - 20.06.13 №12).
4. სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ტენდერის ტიპი;
ბ) სატენდერო განცხადების ნომერი;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება;
დ) ტენდერის გამოცხადების თარიღი ზუსტი დროის მითითებით;
ე) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი ზუსტი დროის მითითებით;
ვ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;
ზ) მითითება წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით თუ მის გარეშე;
თ) კლასიფიკატორის დანაყოფი და მისი შესაბამისი CPV კოდი;
ი) შესყიდვის კონკრეტული შესაძლო ყველაზე დეტალური ობიექტი და მისი შესაბამისი CPV კოდი;
კ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
ლ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;
მ) წინადადებით წარმოდგენილი ფასის კლების ბიჯის ოდენობა;
ნ) ელექტრონული გარანტიის ოდენობა;
ო) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და გვარი, რომელმაც განათავსა სატენდერო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღი და ზუსტი დრო;
პ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა;
ჟ) მითითებას პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჟ) მითითებას პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
რ) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრული საგარანტიო ვადა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმით გათვალისწინებულ შესაბამის ერთგვაროვან შესყიდვის ობიექტთა ჯამურ ღირებულებას.
6. სატენდერო განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგება დღგ-ს გათვალისწინებით ან მის გარეშე.
7. სატენდერო განცხადებაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და ბიჯის ოდენობა შესაძლებელია მითითებულ იქნეს მხოლოდ ლარში.
8. სატენდერო განცხადებას გააჩნია დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.
9. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ე“-„ზ“, „ი“–„მ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები სატენდერო განცხადებაში შეტანილ უნდა იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „დ“, „თ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირდება სატენდერო განცხადებაში.
10. სატენდერო განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.
11. შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას უფლება აქვს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე შეიტანოს ცვლილება სატენდერო განცხადებაში მითითებულ მონაცემებში, გარდა ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილებისა.
12. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სატენდერო განცხადება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში შესაძლებელია განთავსდეს ინგლისურ ენაზე. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 ლარს, სატენდერო განცხადების ყველა ველში მოცემული ინფორმაციის ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.
13. (ამოღებულია - 31.12.13, №18).
13. სატენდერო განცხადება, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში მითითებული ინფორმაციის გარდა, სისტემაში განთავსებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სისტემის მეშვეობით ავტომატურად ეგზავნება გამოსაქვეყნებლად გაზეთ „24 საათს”. სატენდერო განცხადების გაზეთ „24 საათში” განთავსების ხარჯებს ფარავს შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.06.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 21.06.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 დეკემბრის №18 - ვებგვერდი, 31.12.2013 წ.
მუხლი 9. სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
+
1. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს;
დ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში);
ე) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ვ) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას;
ზ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;
თ) მითითებას საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
2. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
მუხლი 10. წინადადების წარდგენა
+
1. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადება ძალაშია ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“, „რ“ ან „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპის დადგომამდე.
1. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადება ძალაშია ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“, „რ“ ან „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპის დადგომამდე.
2. სატენდერო წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს უფლება აქვს გაეცნოს სატენდერო განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
4. წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა პირველ რიგში სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ და ხარისხობრივ აღწერას. ამის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარმოდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. წინადადების წარდგენისთანავე პრეტენდენტს სისტემის მეშვეობით ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. ძირითადი დროის განმავლობაში შესაძლებელია წინადადების ფასის შეცვლა კლებადობის პრინციპის მიხედვით. წინადადების ფასის ყოველი შემდგომი შემცირება უნდა მოხდეს პრეტენდენტის მიერ წინა შეთავაზებულ ფასთან მიმართებაში, არანაკლებ ბიჯით განსაზღვრული ოდენობისა.
7. დამატებით რაუნდებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომლებმაც ძირითად დროში წარადგინეს წინადადება დადგენილი წესით. პირველ რაუნდში პრეტენდენტის მიერ წინადადების ფასის წარდგენის რიგითობა განისაზღვრება ძირითად დროში წარდგენილი წინადადების ფასის მიხედვით, კერძოდ, პირველ რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა. წინადადების თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ბოლომ დააფიქსირა ასეთი ფასი. დამატებით რაუნდებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის.
8. ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობის ანონიმურობას , აგრეთვე მათ მიერ მითითებული წინადადების ფასისა და ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის დაფარვას . პრეტენდენტის მიერ მითითებული წინადადების ფასი ხელმისაწვდომი ხდება დამატებითი რაუნდების დაწყებიდან .
8. ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობის ანონიმურობასა და მათ მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის დაფარვას, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ პრეტენდენტის მიერ მითითებული წინადადების ფასი.
9. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე პრეტენდენტის/პრეტენდენტების (არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და მის/მათ მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი ხდება სტუმრისა და რეგისტრირებული მომხმარებლისთვის.
9. ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე პრეტენდენტის/პრეტენდენტების (არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და მის/მათ მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი ხდება სტუმრისა და რეგისტრირებული მომხმარებლისთვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 1 ივნისის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 03.06.2011 წ.
მუხლი 11. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი🔗
+
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით.
1. მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი და პრეტენდენტთა ტექნიკური და საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის.
2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის მოთხოვნით პრეტენდეტს მიმართავს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში. შემსყიდველ ორგანიზაციაში შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნამდე. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნამდე პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარმოუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა სატენდერო განცხადების ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის მოთხოვნით პრეტენდეტს მიმართავს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში. შემსყიდველ ორგანიზაციაში შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნამდე. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნამდე პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარმოუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა სატენდერო განცხადების ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე -13 მუხლის მე -2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია.
4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია არ შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნას. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უნდა იყოს დასაბუთებული სატენდერო დოკუმენტაციაში , ხოლო მათი რაოდენობა – შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით .
4. საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, სახელმწიფოს წინაშე არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია არ შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, ხოლო მათი რაოდენობა – შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით.
5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები შეუსაბამოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები შეუსაბამოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება.
7. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში:
ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „მსგავსი”, „ეკვივალენტური” და სხვა;
ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 03.01.2012 წ.
მუხლი 12. შერჩევა/შეფასება
+
1. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დასრულებისთანავე. ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება ხდება ამ წესის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე, ხოლო საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასება ხდება ამ წესის მე-2 მუხლის „ო“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დასრულებისთანავე. ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება ხდება ამ წესის მე -2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე, ხოლო საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასება ხდება ამ წესის მე -2 მუხლის „ო“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე.
3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემა ავტომატურად ახდენს პრეტენდენტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დაჯგუფებას წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.
3. ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემა ავტომატურად ახდენს პრეტენდენტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დაჯგუფებას წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი. პრეტენდენტის მიერ იგივე ფასის სისტემის შესაბამის ველში ხელმეორედ მითითება განიხილება ფასის ხელახლა წარდგენად.
4. ამ წესის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ამ წესის მე -2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას და არ მოახდენს გავლენას წინადადების ფასზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნამდე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება) შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით.
61. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
62. თუ დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
63. იმ შემთხვევაში, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავდა პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოდგენის მოთხოვნასთან (ასეთი მოთხოვნების არსებობისას) და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად , მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღისა. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემულ უნდა იყოს:
ა) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე არა უგვიანეს ოცდაათი დღისა;
ბ) ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.
8. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარმოდგენა შემსყიდველ ორგანიზაციაში ხდება სისტემის მეშვეობოთ.
8. პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა შემსყიდველ ორგანიზაციაში შესაძლებელია განხორციელდეს სისტემის გამოყენების გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოსთხოვოს პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოდგენა ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის.
9. პრეტენდენტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები (ელექტრონული სახით) შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს სისტემის მეშვეობით, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოდგენის ვალდებულება პრეტენდენტს წარმოეშობა ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის.
10. (ამოღებულია - 07.09.2012, №10).
10. ამ მუხლის მე -9 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობა გამოიწვევს დისკვალიფიკაცის ამ წესის მე -13 მუხლის მე -2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე -16 მუხლის მე -6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს. თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს ტენდერი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 1 ივნისის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 03.06.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 31.10.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №8 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 07.09.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 21.06.2013 წ.
მუხლი 13. დისკვალიფიკაცია
+
1. სატენდერო კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე.
1. სატენდერო კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე.
2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას;
ბ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;
გ) თუ მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას;
დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;
ე) თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით ;
ე) თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით;
ვ) თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;
ვ) თუ ის არის ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამარჯვებული პრეტენდენტი და უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას;
ზ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 03.01.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 ივნისის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 26.06.2013 წ.
მუხლი 14. სატენდერო კომისია🔗
+
1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
3. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
4. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.
5. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის შემდეგ, სატენდერო კომისიის დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერისთანავე ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით. შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
6. სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის შემდეგ, სატენდერო კომისიის დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერისთანავე ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შეუძლებელია.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 07.09.2012 წ.
მუხლი 15. ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა🔗
მუხლი 15. ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა
+
1. პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება, ამ საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზები, რომელთა გამოც ვერ მოხერხდა ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში.
1. (ამოღებულია - 20.06.13 №12).
2. ხელშეკრულება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
2. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავდა პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას – სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს განუსაზღვრავს ვადას ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა არ ხდება, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს განუსაზღვრავს ვადას ხელშეკრულების დასადებად არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზები, რომელთა გამოც ვერ მოხერხდა ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში.
21. ტენდერისათვის სტატუსის ,,მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭების მომდევნო 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების დადება.
3. ხელშეკრულება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 21.06.2013 წ.
მუხლი 16. ელექტრონული გარანტია და საფასური
+
1. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის სააგენტო. ელექტრონული გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენა და საფასურის გადახდა ხორციელდება სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების მეშვეობით.
2. ელექტრონული გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად :
2. ელექტრონული გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს:
ა ) ელექტრონული გარანტიების რეესტრის მეშვეობით გაცემული ელექტრონული გარანტიისათვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ 120 კალენდარული დღით, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპიდან;
ა) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ ოცდაათი კალენდარული დღით ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპიდან;
ბ) ელექტრონული გარანტიების რეესტრის მეშვეობით გაცემული ელექტრონული გარანტიისათვის ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ 160 კალენდარული დღით, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპიდან;
ბ) ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ სამოცი კალენდარული დღით ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპიდან.
გ) იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტია წარდგენილია საბანკო პლასტიკური ბარათიდან სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, სისტემა ავტომატური საშუალებების გამოყენებით უზრუნველყოფს ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადას შესაბამისი ტენდერისათვის საბოლოო სტატუსის მინიჭებამდე.
3. წინადადების წარდგენისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
4. ელექტრონული გარანტიის წარდგენა და საფასურის გადახდა ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე.
5. ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების დროებითი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ელექტრონული გარანტიის წარდგენა და საფასურის გადახდა ყოველ კონკრეტულ ტენდერში შესაძლებელია განხორციელდეს სისტემის გამოყენების გარეშე, სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით. სააგენტოს წინასწარი თანხმობის მიღება ხდება წერილობითი ფორმით ან სააგენტოს ელექტრონული ფოსტის info@procurement.gov.ge მეშვეობით.
5. ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების დროებითი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ელექტრონული გარანტიის წარდგენა და საფასურის გადახდა ყოველ კონკრეტულ ტენდერში შესაძლებელია განხორციელდეს სისტემის გამოყენების გარეშე, სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით.
51. ტენდერისთვის საბოლოო სტატუსის მინიჭების შემდეგ სტატუსის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შერჩევა-შეფასების წესების არასათანადო გამოყენებით გამოწვეული შედეგების გამოსწორების აუცილებლობით, ახალი ელექტრონული გარანტიის წარდგენა ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადით. ასეთ შემთხვევაში, გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს სააგენტოში სისტემის გამოყენების გარეშე. ტენდერისათვის სტატუსის შეცვლა ხორციელდება მხოლოდ სააგენტოში ახალი გარანტიის წარდგენის შემდეგ.
6. ტენდერის ჩატარებისას, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“, „რ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპის შემდეგ ელექტრონული გარანტია უბრუნდება პრეტენდენტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;
ბ) პრეტენდენტი შეყვანილია შავ სიაში შესაბამისი ტენდერის ჩატარების შედეგად;
გ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“- „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
გ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“- „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
7. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტიის პრეტენდენტისათვის დაბრუნება მოხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის ან/და მე-6 პუნქტით დადგენილი პირობების დარღვევით, პრეტენდენტი ვალდებულია სააგენტოს დაუბრუნოს საგარანტიო თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე.
7. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტიის პრეტენდენტისათვის დაბრუნება მოხდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პირობების დარღვევით, პრეტენდენტი ვალდებულია სააგენტოს დაუბრუნოს საგარანტიო თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე.
71. გარანტი ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს გარანტიების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული გარანტიის შესრულების ან გარანტიით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმის შესახებ სისტემის მეშვეობით სააგენტოს მიერ ელექტრონული შეტყობინების სახით გაგზავნილი მოთხოვნის შესრულება.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ხდება ელექტრონული გარანტიის წარდგენა და საფასურის გადახდა სისტემის გამოყენების გარეშე, ელექტრონული გარანტიის დედანი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტების ასლი მიღებისთანავე წერილობით გააგზავნოს სააგენტოში. აღნიშნული ასლის გაგზავნა ასევე უნდა მოხდეს სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე info@procurement.gov.ge .
9. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფასური შეცდომით გადახდილია კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის.
10. შეცდომით ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ სააგენტოში წარმოდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შეცდომით გადახდილი ზედმეტი თანხის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას და შესაბამის დოკუმენტაციას. შეცდომით ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო ამ მოთხოვნას ათი სამუშაო დღის ვადაში უგზავნის თანხის დაბრუნებაზე შესაბამის უფლებამოსილ პირს.
11. სააგენტოში მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს შეცდომით ზედმეტად გადახდილი თანხის გადახდიდან სამი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ზედმეტად გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
მუხლი 17. ინტერესთა კონფლიქტი
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №8 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
1. თითოეულ შემთხვევაში, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, სატენდერო კომისიის და მისი აპარატის წევრები ვალდებულნი არიან წერილობით დაადასტურონ მათ და პრეტენდენტებს შორის კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა და აღნიშნული დოკუმენტი ატვირთონ სისტემაში ასატვირთ პირველივე ოქმთან ერთად.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 16 მაისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 17.05.2013 წ.
2. თუ საწარმო, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში როგორც პრეტენდენტი ან მიმწოდებელი, ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის კანონის მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირსა და პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ურთიერთობისა.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 21.06.2013 წ.
მუხლი 18. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეჩერება და შეწყვეტა🔗
მუხლი 17. ინტერესთა კონფლიქტი
+
1. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არა უგვიანეს სამი დღისა აცნობებს თავის გადაწყვეტილებას და მისი მიღების საფუძველს სააგენტოს და პრეტენდენტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირებს ამ მუხლის მე–4 პუნქტის თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პროცედურების შეჩერების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვის შესახებ, იგი ვალდებულია განახორციელოს ეს შესყიდვა (თუ ის ხორციელდება იმავე წლის ასიგნებებით) შეჩერებული პროცედურების გაგრძელების მეშვეობით. ამისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს შეჩერებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე ყველა პრეტენდენტს წინადადებით საკვალიფიკაციო მონაცემების (თუ ისინი პრეტენდენტის მიერ წარდგენილია მოცემულ ეტაპზე) ხელახალი დადასტურების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების წარდგენის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის ხელახალ წარდგენად ჩაითვლება პრეტენდენტის თანხმობა შეჩერებული ტენდერის გაგრძელების შემდეგ მასში მონაწილეობის გაგრძელების ნების წერილობით გამოხატვით.
2. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
3. პრეტენდენტს უფლება აქვს უარი თქვას ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ხელახალ დადასტურებაზე, რაც გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას და წარდგენილი ელექტრონული გარანტიის დაბრუნებას.
3. თითოეულ შემთხვევაში, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, სატენდერო კომისიის და მისი აპარატის წევრები ვალდებულნი არიან წერილობით დაადასტურონ მათ და პრეტენდენტებს შორის კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა და აღნიშნული დოკუმენტი ატვირთონ სისტემაში ასატვირთ პირველივე ოქმთან ერთად.
4. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ განაცხადა თანხმობა განახლებულ შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია აცხადებს ახალ ტენდერს.
4.თუ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტი ან მიმწოდებელი არის კანონის მე–3 მუხლით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირსა და პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა ამ ნაწილის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთობისა .
მუხლი 19. ხელშეკრულება
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
1. ტენდერის შემთხვევაში ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებისა და ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადების პირობების შესაბამისად, ან გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, შესაბამის პირთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
მუხლი 18 . სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეჩერება და შეწყვეტა
+
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში, იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.
1. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა აცნობებს თავის გადაწყვეტილებას და მისი მიღების საფუძველს სააგენტოს და პრეტენდენტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.
3. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავი) შესყიდვაზე. ამ პუნქტში აღნიშნული ფასი გამოთვლილი უნდა იქნეს შემდეგი ერთ-ერთი ფორმულის მიხედვით:
11. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ცნობებად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტის (ოქმის) ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
T=Rx(P+Z)x(100%+18%) ან C=Rx(P+Z)x(100%+18%)x D/1000, სადაც:
2. (ამოღებულია - 26.10.11 №19).
ა) T = ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი ტონის ფასი (ლარში);
3. (ამოღებულია - 26.10.11 №19).
ბ) C = ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი ლიტრის ფასი (ლარში);
4. (ამოღებულია - 26.10.11 №19).
გ) R = წინადადების წარმოდგენის, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების ან ხელშეკრულების დადების შემდეგ შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდების მოთხოვნის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (ცვლადი კომპონენტი);
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 31.10.2011 წ.
დ) P = წინადადების წარმოდგენის, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების ან ხელშეკრულების დადების შემდეგ შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდების მოთხოვნის დღიდან PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის წინა სამი მონაცემის საშუალო ფასი (ცვლადი კომპონენტი);
მუხლი 19. ხელშეკრულება
+
ე) Z = ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები, საწარმოს მოგება და აქციზი;
1. ტენდერის შემთხვევაში ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებისა და ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადების პირობების შესაბამისად, ან გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, შესაბამის პირთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
ვ) 18% = დღგ;
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში, იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.
ზ) D = წინადადებით წარმოდგენილი ნავთობობპროდუქტის (საწვავის) სიმკვრივის მაჩვენებელი.
3. (ამოღებულია - 19.12.12 №15).
4. “C” -ს ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ „R” -ის ან/და „P“ -ს ისეთი ცვლილების შემთხვევაში, რომელიც იწვევს „C”-ს სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ (მხარეებს შორის ბოლო შეთანხმებული) ფასთან მიმართებაში. ამასთან, „C” უნდა იყოს, შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდების მოთხოვნის დღეს შესაბამისი მიმწოდებლის ქსელში (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გაყიდვის ყველა სხვა ობიექტზე) იგივე პროდუქტის ერთ ლიტრ საწვავზე მინიმუმ სამი თეთრით (0,03 ლარით) ნაკლები.
4. (ამოღებულია - 19.12.12 №15).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეებმა შესასყიდი ობიექტის ერთეულის ახალი ფასის დასადგენად უნდა გამოიყენონ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ფორმულა, და ამასთან, დაუშვებელია ფორმულაში მოცემული მაჩვენებლების ცვლილება, გარდა „R” -ის ან/და „P“ -სა.
5. (ამოღებულია - 19.12.12 №15).
6. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მხარეთა ზუსტ დასახელებას და რეკვიზიტებს;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის კატეგორიის ან ქვეკატეგორიის კოდს. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის დასახელებას არ შეესაბამება კლასიფიკატორის კატეგორიის ან ქვეკატეგორიის კოდი, შესაძლებელია მითითებულ იქნეს კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდი;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას – ხელშეკრულების ღირებულებას;
დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადას;
ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში).
ვ) ხელშეკრულების კონკრეტულ მოქმედების ვადას ;
ვ) ხელშეკრულების კონკრეტულ მოქმედების ვადას;
ზ) გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში აგრეთვე ხელშეკრულების დადების საფუძველი – კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში აგრეთვე ხელშეკრულების დადების საფუძველი – კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თ) სატენდერო განცხადების ნომერი, თუ ხელშეკრულება იდება ტენდერის ჩატარების შედეგად ;
7. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
ი) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრულ საგარანტიო ვადას.
7. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
8. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.
9. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისას;
ბ) ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;
გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას;
დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს სახელმწიფო შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;
ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;
გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;
დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.
11. ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-10 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
12. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კონკრეტული ხელშეკრულების /შესყიდვის მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტ ებ ით დადგენილისაგან განსხვავებული პირობები, აგრეთვე ასეთი ხელშეკრულების მიმართ ამ მუხლის, ასევე ამ წესის მე-20 და 21-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი.
12. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული პირობები, აგრეთვე ასეთი ხელშეკრულების მიმართ ამ მუხლის, ასევე ამ წესის მე-20 და 21-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი.
13. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-7 პუნქტით და ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები ს გავრცელების საკითხი ან/და მათგან განსხვავებული პირობები, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის/მიმწოდებლის აქციათა ან წილის 50% -ზე მეტს მართავს/ფლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაცია .
14. ხელშეკრულების მოქმედება სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ანდა სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 03.01.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 2 აგვიტოს ბრძანება №14 - ვებგვერდი, 05.08.2013 წ.
მუხლი 20. ხელშეკრულებაში ცვლილების/დამატების შეტანა
+
1. ტენდერის ჩატარების შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება/დამატება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულებაში ცვლილების/დამატების შეტანიდან 10 დღის ვადაში.
1. ტენდერის ჩატარების შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება/დამატება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულებაში ცვლილების/დამატების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
2. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვაზე.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ამ წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
მუხლი 21. ხელშეკრულების შესრულების გარანტია და დაზღვევა
+
1. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა დაუშვებელია.
1. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.
11. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10 %-მდე ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-მდე ოდენობით, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში აღნიშნული ოდენობა ნახევრდება.
3. თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება 200 000 ლარზე ნაკლებია, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულო არ არის. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა (ისევე როგორც მისი ოდენობა ხელშეკრულების ღირებულებასთან მიმართებაში) შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციის შეხედულებისამებრ.
21. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამარჯვებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია 2%-დან 10%-მდე ოდენობით. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში აღნიშნული ოდენობა ნახევრდება.
4. ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა, შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, შესაძლებელია წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში – ხელშეკრულების დადებამდე.
3. (ამოღებულია - 07.09.2012, №10).
4. ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა, მათი მოთხოვნისას, გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში შესაძლებელია წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში წარდგენილ ი უნდა იქნ ე ს ხელშეკრულების დადებამდე.
5. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოქმედების ვადა, გარანტიიდან ან დაზღვევიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ან ამ ვალდებულებების გაუქმების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.
6. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულების შესრულების ისეთ გარანტიაზე ან დაზღვევაზე, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №9 - ვებგვერდი, 29.08.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 07.09.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 21.06.2013 წ.
მუხლი 22. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი🔗
+
1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს როგორც თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციაა მისაწოდებელი ან / და მიწოდებული საქონლის , მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა .
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციაა მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
3. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შ ემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის მიღება ხდება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე.
3. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის მიღება ხდება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე.
4. ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე .
4. ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.
5. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალის და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები . იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზ ნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს , მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია .
5. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალის და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
6. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრასთან და კონტროლის ხელახლა განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
6. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრასთან და კონტროლის ხელახლა განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ამ წესის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებზე .
7. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ამ წესის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
მუხლი 221. ხელშეკრულების სტატუსები🔗
1. ხელშეკრულებისათვის ამ წესის მე–2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ2“ და ,,ჟ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების სტატუსების მინიჭების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემის შესაბამის ველში უნდა აიტვირთოს მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში.
2. ხელშეკრულებისათვის ამ წესის მე–2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ2“ და ,,ჟ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსების მინიჭების შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ჩაითვლება ნებისმიერი დოკუმენტი/კორესპონდენცია, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება/ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ფოტოსურათი და სხვა.)
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 21.06.2013 წ.
მუხლი 23. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის დაუშვებლობა
+
1. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა გულისხმობს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის რაოდენობის ან მოცულობის შემცირებას ან/და დაყოფას, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ ცნობილია, რომ იმავე საბიუჯეტო წლის განმავლობაში აუცილებელი გახდება იმავე ან მისი ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა, და დამატებითი შესყიდვისთვის სახსრები წინასწარვეა გათვალისწინებული იმავე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება შემდეგი შემთხვევები:
ა) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;
ბ) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.
2. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავებამდე სააგენტო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით მოაწესრიგოს სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
3. შესყიდვის ობიექტის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 52 - ე მუხლის მე - 6 ნაწილისა და კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ა” და „გ”-„კ” ქვეპუნქტების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, მისი ღირებულება არ ჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებასთან.
3. შესყიდვის ობიექტის კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ა” და „გ”-„თ” ქვეპუნქტების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
მუხლი 24. შავი სიის წარმოების წესი და პირობები
„1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის/მიმწოდებლის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო ან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ , ანდა მიმწოდებელმა ვერ შეასრულა/არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები , შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს აღნიშნული გარემოებებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ , შესაბამისი მიზეზების მითითებით.
1. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო ან/და იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს ეს გადაწყვეტილება და დამდგარი გარემოებები, შესაბამისი მიზეზების მითითებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტაციას :
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დანართებს:
ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება;
ბ) გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში – შესყიდვის განხორციელების დაწყების და დასრულების დრო, ასევე შესაბამისი ხელშეკრულების ასლი, ტენდერის განხორციელების შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერი;
ბ) გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში – შესყიდვის განხორციელების დაწყების და დასრულების დრო, ტენდერის განხორციელების შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერი;
გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება;
დ) იმ პირის რეკვიზიტები, რომელიც დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო, ან იმ პირის რეკვიზიტები, რომლის მიერაც ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ , ანდა იმ პირის რეკვიზიტები, რომელმაც ვერ შეასრულა/არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები;
დ) იმ პირის რეკვიზიტები, რომელიც დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო ან/და რომელმაც ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება;
ე) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად პირის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ) , ანდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/არასრულად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
ე) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად პირის დისკვალიფიკაციის ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი.
ვ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/ არასრულად შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი.
3. სააგენტო წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე ახდენს ამ შეტყობინებაში აღნიშნული პირის დარეგისტრირებას შავ სიაში.
3. სააგენტო წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ გონივრულ ვადაში იხილავს ასეთ შეტყობინებაში აღნიშნული პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხს . სააგენტო პირის შავ სიაში დარეგისტრირებისას ითვალისწინებს ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპებს. სააგენტო უფლებამოსილია , შემსყიდველი ორგანიზაციას მოსთხოვოს წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, ასევე მიიღოს სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას. საჭიროების შემთხვევაში, პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტო ასევე უფლებამოსილია , სააგენტოში მოიწვიოს დაინტერებული მხარეები.
4. შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პირს შავ სიაში შეტანიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში.
4. სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პირის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
5. სააგენტო თავის ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge ) აწარმოებს და განათავსებს შავ სიას, რომელიც ელექტრონულად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
41. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პირის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პირის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია ასეთი პირის მიმართ არაუმეტეს ორჯერ გამოიყენოს გაფრთხილება. გაფრთხილება მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.
5 . შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პირს შავ სიაში შეტანიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში.
6. სააგენტო თავის ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge ) აწარმოებს და განათავსებს შავ სიას, რომელიც ელექტრონულად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №8 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 2 აგვიტოს ბრძანება №14 - ვებგვერდი, 05.08.2013 წ.
მუხლი 25. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადების განსაკუთრებული შემთხვევა🔗
+
1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი შემსყიდველის მიერ უნდა აიტვირთოს სისტემაში სატენდერო განცხადების შესაბამის ველში.
მუხლი 26. ტენდერის მეშვეობით მომსახურების შესყიდვის განსაკუთრებული შემთხვევა
+
1. ტენდერის მეშვეობით დანართი №4-ით გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.
1. ტენდერის მეშვეობით მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.
3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
4. პრეისკურანტის საფუძველზე ტენდერის ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებაში.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
5. პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 8 ივლისის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 03.01.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 29 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 29.01.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 01.02.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 16 მაისის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 17.05.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 21.06.2013 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №15 - ვებგვერდი, 22.08.2013 წ.
მუხლი 261. სისტემის გაუმართაობის განსაკუთრებული შემთხვევა
+
1. თუ სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო მიმწოდებელი ვერ ახორციელებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ან/და ელექტრონულ ტენდერში ელექტრონული გარანტიის წარდგენას, საფასურის გადახდასა და სატენდერო წინადადების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ან/და ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება სააგენტოს შეუძლია მხოლოდ იმ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან ან/და ელექტრონულ ტენდერთან მიმართებით, რომელშიც წინადადებების მიღების დასრულების დრო ემთხვევა სისტემაში ტექნიკური ხარვეზის არსებობას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გამართულ დამატებით რაუნდებთან და მინიჭებულ სტატუსებთან დაკავშირებული საკითხები.
4. სააგენტოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება და ძალაშია მისი სისტემაში რეგისტრირებული ყველა მომხმარებლისთვის სისტემის მეშვეობით გაგზავნის მომენტიდან. სააგენტოს ასეთი გადაწყვეტილება დამატებით უნდა გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.procurement.gov.ge) სიახლეებისთვის განკუთვნილ ადგილას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 24 მაისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 25.05.2011 წ.
მუხლი 262. თეთრი სიის წარმოების წესი და პირობები
+
1. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. სააგენტო არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება თეთრ სიაში დარეგისტრირების ან თეთრ სიაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს შეუძლია მიმართოს იმ მიმწოდებელმა, რომელიც, სულ მცირე, აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მიმწოდებელი თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ ყოფილა რეგისტრირებული შავ სიაში;
ბ) მიმწოდებელი თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ ყოფილა რეგისტრირებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) არსებულ შავ სიაში;
გ) თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის მიმწოდებლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
დ) მიმწოდებელს აქვს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის არანაკლებ 1 დადებითი რეკომენდაცია შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიმწოდებლის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. ასეთი ხელშეკრულების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ლარი. რეკომენდაციის ფორმა დადგენილია დანართი №3-ით. რეკომენდაცია უნდა იყოს შესრულებული შემსყიდველი ორგანიზაციის ბლანკზე. აღნიშნული ფორმის დაუცველად წარმოდგენილი რეკომენდაცია არ განიხილება;
ე) მიმწოდებლის (მიმწოდებლის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ყველა პირის) მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი ნასამართლევი არ არის (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე–182-ე მუხლებით, XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში), 2231 2241, 3222, 339-ე, 3391 და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის;
ვ) მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში აქვს არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვა;
ზ) მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისთვის არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;
თ) მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისთვის აქვს განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოძიება ხდება სააგენტოს მიერ, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სააგენტოს წარედგინება მიმწოდებლის მიერ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოში მიმწოდებლის მიერ წარდგენიდან 30 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირების შესახებ ან თეთრ სიაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რაც ეცნობება მიმწოდებელს. აღნიშნული ვადა სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაგრძელდეს ერთხელ არა უმეტეს 30 დღით. სააგენტო უფლებამოსილია თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მიმწოდებლისაგან მოითხოვოს წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ან/და დამატებითი ინფორმაცია, ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ფარგლებში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამატებით მოთხოვნილი ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გარდა, მიმწოდებელმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მიმწოდებლის (იურიდიული პირის კორპორაციული) CV;
ბ) ინფორმაცია მიმწოდებლის შესახებ სააქციო საზოგადოება კრედიტინფო საქართველოდან;
გ) ინფორმაცია მიმწოდებლის თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესახებ (გამოცდილება, სერტიფიკატები, ტრენინგები);
დ) ინფორმაცია მიმწოდებლის ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ (მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი მიმწოდებლის შემთხვევაში).
5. მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონულად ხელმისაწვდომი ხდება ყველა დაინტერესებული პირისათვის.
6. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი თავისუფლდება გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში/ელექტრონულ ტენდერში საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისაგან, იმის მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა სატენდერო დოკუმენტაცია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნას, ხოლო წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევრის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
7. სააგენტოში წარდგენილ თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნაში მიმწოდებელმა წერილობით უნდა დაადასტუროს მის მიერ სააგენტოში წარდგენილი ინფორმაციის სისწორე. მიმწოდებლის მიერ სააგენტოში არასწორი ინფორმაციის წარდგენა წარმოადგენს მიმწოდებლის თეთრ სიაში რეგისტრაციაზე უარის თქმის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.
71. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სააგენტოში წარდგენილ ინფორმაციაში ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. აღნიშნული ცვლილების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა წარმოადგენს მიმწოდებლის თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.
8. თეთრ სიაში მიმწოდებლის დარეგისტრირება ხდება 1 წლის ვადით. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე დარჩენილი უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ხელახლა წარმოდგენის/დადასტურების შემთხვევაში, მიმწოდებლის თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა ავტომატურად გაგრძელდება 1 წლით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
9. სააგენტო თავის ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge ) აწარმოებს და განათავსებს თეთრ სიას, რომელიც ელექტრონულად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
10. ამ წესით გათვალისწინებული თეთრ სიასთან დაკავშირებული დებულებები ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებაზე,კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.06.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №9 - ვებგვერდი, 29.08.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 07.09.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 21.06.2013 წ.
მუხლი 263. წინასწარი ანგარიშწორებისას გადასახდელი თანხის განკარგვა შემსყიდველი ორგანიზაციის თანხობით
+
1. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ამ თანხის გამოყენება მოხდება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში.
2. საამისოდ ცალკე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული წინასწარ გადასახდელი თანხის კონტროლი შესაძლებელია მოიცავდეს თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს, დადგენილი ზღვრული ოდენობის თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს და გახარჯული თანხის შემდგომ კონტროლს, თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გათავისუფლების შესახებ უნდა მიეთოთოს სატენდერო დოკუმენტაციაში, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე მიმწოდებელს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების დადებამდე გონივრულ ვადაში.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
მუხლი 264. წინასწარ გადასახდელ თანხაზე გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გამო
+
1. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ კონკრეტული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება აღემატება 30 000 000 მილიონ ლარს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გათავისუფლების შესაძლებლობისა და ასეთი გათავისუფლების პირობების შესახებ უნდა მიეთითოს სატენდერო დოკუმენტაციაში, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე მიმწოდებელს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების დადებამდე გონივრულ ვადაში.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
მუხლი 27. გარდამავალი დებულებები
+
1. 2010 წლის ასიგნებების ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისთვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონეტარული ზღვრების დაცვით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, ერთგვაროვნების დადგენის მიზნებისათვის გათვალისწინებული არ იქნება 2010 წლის განმავლობაში ერთ პირთან მოლაპარაკების, ფასთა კოტირების და ტენდერის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2010 წლის 1 დეკემბრამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების დასრულება განხორციელდება იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა ამ პროცედურების დაწყების დღისათვის.
3. ამ წესის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის ამოქმედებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სატენდერო განცხადება ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში შესაძლებელია განთავსდეს ინგლისურ ენაზე. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარს, სატენდერო განცხადების ყველა ველში მოცემული ინფორმაციის ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.
4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა” და „ა.ბ” ქვეპუნქტების ამოქმედებამდე ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა:
ა) თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს – 1 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იგივე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა, სამუშაოს შესრულება;
ბ) თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს – 1 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იგივე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა.
5. ხელშეკრულებისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ2“ და ,,ჟ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების სტატუსების მინიჭება 2013 წლის 15 ოქტომბრამდე სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს სამინისტროების ცენტრალური აპარატებისათვის, საქართველოს სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის და სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის, ხოლო 2013 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ – ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის.
დანართი №1
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 21.06.2013 წ.
მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი
დანართი №1
+
მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი
+
დანართი №2
+
აფიდავიტის ფორმა
1
დანართი №3
რეკომენდაცია თეთრ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით
----------- გაცემის თარიღი ----------- გაცემის ადგილი
თეთრ სიაში შეყვანის მიზნით, რეკომენდაცია ეძლევა -------- მიმწოდებლის დასახელება ------- საიდენტიფიკაციო კოდი მასზედ, რომ მან შეასრულა ------------ ხელშეკრულების დადების თარიღი/ნომერი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც დასტურდება თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალება) არსებობით.
დანართი №2
აფიდავიტის ფორმა
[ სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში – ასევე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტით (ფორმა №2). [ეს აბზაცი მონიშნეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც რეკომენდაცია გაიცემა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით]].
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა --------------------- თანხა ციფრებით და ვალუტის დასახელება.
რეკომენდაცია გაიცემა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად.
-------------------- შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
------------------- ბეჭდის ადგილი.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №9 - ვებგვერდი, 29.08.2012 წ.
დანართი №4
იმ მომსახურების CPV კოდები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე
№
CPV კოდი
CPV კოდის დასახელება
1
CPV 50100000
სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
2
CPV 50200000
თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
3
CPV 50300000
პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
4
CPV 50700000
შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
5
CPV 51700000
ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი
6
CPV 55500000
სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
7
CPV 66500000
სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №15 - ვებგვერდი, 22.08.2013 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, №9, 07.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240060.21.014.016016 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1279790-21/