საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელ საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.04.2009 ძალადაკარგული 21.02.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 16/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №78

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელ საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელ საკითხთა კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეიქმნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელ საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:

თამარ კოვზირიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, ჯგუფის თავმჯდომარე

დავით ამაღლობელი – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

მალხაზ აკიშბაია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით გაბუნია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის“ გენერალური დირექტორი

მარიამ გაბუნია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი მრჩეველი, ჯგუფის მდივანი

ირაკლი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

პაატა გოგოლიძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი

მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

სულიკო ვარსემაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსი მაჭავარიანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

გიორგი წერეთელი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე

ნოდარ ხატიაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება №122 - სსმ III, №86, 14.07.2009წ., მუხ.912

მუხლი 2. ჯგუფის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს და მისი საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია.

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ევროკავშირსა და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მოსამზადებელ სამუშაოთა კოორდინაციის სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 თებერვლის №21 დადგენილება.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება №122 - სსმ III, №86, 14.07.2009წ., მუხ.912

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელ საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე“, №78, 14.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1279875-1/