საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.02.2006 ძალადაკარგული 11.03.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 03/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2006 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ივნისის დადგენილება №106 - სსმ III, №76, 06.06.2006 წ., მუხ.1002

,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს 2007 წლის პირველ იანვრამდე დაჯილდოებული პირებისათვის საქართველოს წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის თანდართული დროებითი წესი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ივნისის დადგენილება №106 - სსმ III, №76, 06.06.2006 წ., მუხ.1002

2. ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ერთდროული ფულადი პრემიები გასცენ იმ სამინისტროებმა და უწყებებმა, რომლებშიც მსახურობდა ან მუშაობდა დაჯილდოებული პირი.

3. იმ პირებისათვის, რომლებიც მსახურობდნენ ან მუშაობდნენ ისეთ სამხედრო ქვედანაყოფში, რომელიც არ შედის სამინისტროს ან უწყების დაქვემდებარებაში, სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია გასცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა.

4. იმ პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია მიეცეთ შესაბამისი სამინისტროს ან უწყების მიერ პროფესიული დასაქმების სფეროს გათვალისწინებით.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ყოველთვიურად მოამზადოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის მიზნით წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ივნისის დადგენილება №106 - სსმ III, №76, 06.06.2006 წ., მუხ.1002

6. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს იმ სამართლებრივი აქტების ასლები, რომელთა შესაბამისად ზემოაღნიშნული პირებისათვის განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ივნისის დადგენილება №106 - სსმ III, №76, 06.06.2006 წ., მუხ.1002

7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრ ი  ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

 1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ივნისის დადგენილება №106 - სსმ III, №76, 06.06.2006 წ., მუხ.1002

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესი

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიის მიღების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა) დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი საცხოვრებელი ადგილის მითითებით (2 ეგზემპლარად);

გ) პირის მომსახურე ბანკის კოდი და ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა ჩაირიცხოს მისი კუთვნილი თანხა (2 ეგზემპლარად).

აღნიშნული ინფორმაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ივნისის დადგენილება №106 - სსმ III, №76, 06.06.2006 წ., მუხ.1002

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული სამართლებრივი აქტების ასლებს ადარებს სამინისტროში შესულ განცხადებებს, რის შემდეგაც ინფორმაციას უგზავნის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას დაჯილდოებულ პირთა ვინაობისა და მოსალოდნელი თანხის გამოყოფის შესახებ.

3. სამინისტრომ ან უწყებამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი ფორმით უნდა გაუგზავნოს დასტური იმის შესახებ, რომ:

ა) დაჯილდოებული პირი ნამდვილად მსახურობდა ან მუშაობდა მის სტრუქტურაში და არა აქვს მიღებული ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია;

ბ) მიღებულ იქნეს ცნობად ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც არ მსახურობდნენ ან არ მუშაობდნენ შესაბამის სამინისტროსა თუ უწყებაში.

4. უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადების, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და სამინისტროებიდან და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველთვიურად ამზადებს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის მიზნით წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის თაობაზე.“

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ივნისის დადგენილება №106 - სსმ III, №76, 06.06.2006 წ., მუხ.1002

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტში უნდა მიეთითოს იმ საბიუჯეტო ორგანიზაციათა ნუსხა, რომელთაც გამოეყოფათ თანხა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ფულადი პრემიების გასაცემად თანხის მოცულობის მითითებით. პროექტს თან უნდა ერთოდეს დაჯილდოებულ პირთა სია (სახელი, გვარი, დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის (სახელმწიფოს მეთაურის) განკარგულების (ბრძანებულების) ნომერი და თარიღი, აგრეთვე ერთდროული ფულადი პრემიის მოცულობა).

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შესაბამის სამინისტროებს და უწყებებს უგზავნის ამ წესის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იმ პირთა დოკუმენტებს ((ერთ ეგზემპლარად), რომლებზეც გაიცემა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ივნისის დადგენილება №106 - სსმ III, №76, 06.06.2006 წ., მუხ.1002

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ“, №22, 02.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1280139-1/