საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №240
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 33-ე და 34-ე პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2, №3, №4).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის №187 დადგენილება „ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №56-სსმ III, №45, 02.04.2007წ; მუხ.502
2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №132-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1032
4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №205-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1454
5. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
6. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №37, 10.03.2008წ; მუხ.405
7. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №125-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.802
8. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
ინსტრუქცია
საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების თანახმად.
2. ინსტრუქცია არ ვრცელდება ინსტრუქციით განსაზღვრულ საქმიანობაზე, თუ მას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანო.
მუხლი 2.
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქონელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი;
ბ) სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზები, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის;
გ) ნებართვა – ამ მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის თითოეულ სახეობაზე კანონით განსაზღვრული ვადით მოქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;
დ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმა;
ე) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;
ვ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული მოქმედება;
ზ) პირი – საქართველოს საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი;
თ) სანებართვო პირობები – საქართველოს საბაჟო კოდექსით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ან/და ნებართვით განსაზღვრული მოქმედების განხორციელებისას;
ი) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შესანახად;
კ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შესანახად;
ლ) დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით დასაწყობებისათვის;
მ) დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით დასაწყობებისათვის;
ნ) საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და ღია მოედნისგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი, იზოლირებული და უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელი ან/და გასასვლელი;
ო) სათავსი – შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია შენახვის ჩვეულებრივი ან/და სპეციფიკური პირობების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესანახად;
პ) შენობა-ნაგებობა – საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო სათავსი, საწყობში განთავსებული საქონლის მიმართ დასაშვები მოქმედებების განხორცილებისთვის, დაცვის დანიშნულების, საწარმოო ოპერაციების, საწარმოო ოპერაციების აღრიცხვისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობა. შენობა-ნაგებობას წარმოადგენს აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (დამოუკიდებელი ერთი ან რამდენიმე შესასვლელის მქონე სართული ან შენობა-ნაგებობის ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელი ან/და გასასვლელი;
ჟ) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები – წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ინსტრუქციით განსაზღვრული ნებართვის მფლობელი (მაძიებელი).
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
მუხლი 3.
1. ნებართვას გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
2. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელ ნებისმიერ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. საწყობის ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
მუხლი 4.
1. ნებართვა გაიცემა დებულების მე-2 მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობისათვის, ერთი საწყობისათვის:
ა) ერთსა და იმავე საწყობის ტერიტორიაზე ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს განახორციელოს დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), აგრეთვე დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს განახორციელოს დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი:
ა.ა) გამოაცალკევებს და შემოსაზღვრავს საწყობის ტერიტორიაზე არსებულ ღია მოედნის ან/და სათავსის ფარგლებში, საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საბაჟო კონტროლით დროებითი დასაწყობებისათვის განკუთვნილ ტერიტორიას ან/და გამოაცალკევებს სათავსს. ამასთან, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის გამოცალკევება და შემოსაზღვრა არ გულისხმობს კაპიტალური მასალით ტერიტორიის შემოღობვას. შემოსაზღვრა არ არის სავალდებულო, როცა გამოცალკევებული ფართობი წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელის ან/და გასასვლელის მქონე იზოლირებულ სათავსს;
ა.ბ) შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილ სიტუაციურ გეგმას (ნახაზს), სადაც აისახება აღნიშნული ტერიტორიის საზღვრები, სათავსი, რომელსაც ნებართვის მფლობელის მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი;
ა.გ) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად _ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღებ საბაჟო გარანტიას წარუდგენს შემოსავლების სამსახურს;
ბ) შემოსავლების სამსახური ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაცი ი დან 3 დღეში და ვალდებულია განცხადების (თანდართულ) მასალებში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს განმცხადებელს 2 დღეში, რომელიც აითვლება განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან. განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან 2 დღეში შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მიხედვით და აცნობებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოსა და ნებართვის მფლობელს ნებართვის მფლობელის მიერ მითითებული ტერიტორიის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შესახებ და უგზავნის სიტუაციურ გეგმანახაზს;
გ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, უქმეა თუ დასვენების დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია საწყობის პერიმეტრზე სიტუაციურ გეგმანახაზში მითითებული ტერიტორიის, სათავსის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა;
დ) ნებართვის მოქმედების ვადაში ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით საქმიანობის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევაა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად განსაზღვრული ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეადგენს 3 წელს.
3. დაუშვებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის.
4. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის დაშვებულია მხოლოდ დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა.
5. ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს შეცვალოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორია ან შენობა-ნაგებობის ფართობი, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ააგოს ახალი შენობა-ნაგებობა ან/და დაანგრიოს არსებული შენობა-ნაგებობა, ან მოითხოვოს ნებართვის აღებისას საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმება ამ პუნქტით დადგენილი წესით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს:
ა) ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადება და შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სიტუაციური გეგმა (ნახაზი), სადაც აისახება ნებართვით განსაზღვრული და ნებართვაში ცვლილებით დაგეგმილი საწყობის ტერიტორიის საზღვრები, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, დასანგრევი შენობა-ნაგებობა, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი მონაცემები (მაგ.: ახალი შესასვლელის ან გამოსასვლელის დამატების შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებები; სათავსის საიდენტიფიკაციო ნომერი, განათების წყარო, „საბაჟო კონტროლის ზონის“ აღნიშვნის მდებარეობა, საჭიროების შემთხვევაში შემომსაზღვრელი ღობის მდებარეობა და ა.შ.);
ბ) „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა აღემატება ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობას. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დამატებითი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა შეადგენს ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებულ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიასა და ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიას შორის სხვაობას. თუ ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა ნაკლებია ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობაზე, ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო სამუშაო დღეს ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის თანხის შესაბამისი ნაწილი ექვემდებარება შემცირებას;
გ) ნებართვით განსაზღვრული ფართობის გაზრდისას ნებართვაში მოსაქცევი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადის განმავლობაში შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი და შესაბამისი პირის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ) ნებართვის აღებისას მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმების შემთხვევაში ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელი ინფორმაცია.
6. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადებისა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს, ამ განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან 2 დღეში.
7. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აცნობებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოსა და განმცხადებელს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის თანახმად.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, უქმეა თუ დასვენების დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვაში მითითებულ საწყობის ტერიტორიის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.
9. ნებართვის მოქმედების ვადაში ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ან შენობა-ნაგებობის ფართობის შეცვლის, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახალი შენობა-ნაგებობის აგების ან/და არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევის, ან ნებართვის აღებისას საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების მიუხედავად საწყობში სხვა სახის საქონლის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსება სანებართვო პირობების დარღვევაა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
თავი II. ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები
მუხლი 5.
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს საწარმოს ან მეწარმე ფიზიკური პირისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები. იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
3. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ასევე დამატებით უნდა ერთოდეს სანებართვო პირობებისა და ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამადასტურებელი შემდეგი ინფორმაცია:
ა) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები საბაჟო გარანტია;
ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისაგან. ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 2 მეტრი სიმაღლის. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გაკეთდეს წარწერა „საბაჟო კონტროლის ზონა“ – „Customs control zone“, ამასთან, ფირნიში დამზადებული უნდა იყოს „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში არანაკლებ 1 მეტრისა და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ასევე სავალდებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები;
გ) მონაცემები:
გ.ა) საწყობის შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ. გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს მხოლოდ საწყობის შესასვლელსა და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;
გ.ბ) საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვისა და გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობის შესახებ;
გ.გ) დასათვალიერებელი საქონლის დაზიანების გამორიცხვისათვის, დათვალიერების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საწყობში განთავსდება მხოლოდ ისეთი საქონელი, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სინჯის აღების მეშვეობით, ხოლო რაოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ სათავსში ან სატრანსპორტო საშუალებაში):
გ.გ.ა) ადგილის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ადგილი გადახურულია და შემაღლებულია საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ სავალ გზასთან და სადგომ ტერიტორიასთან შედარებით;
გ.გ.ბ) ადგილის ფარგლებში ან მის უშუალო სიახლოვესთან განლაგებული სათავსის შესახებ, რომელიც აკმაყოფილებს ნებართვის აღებისას საწყობში შესანახი საქონლის სპეციფიკური შენახვის სათანადო პირობების თაობაზე გაცხადებული ინფორმაციის შესაბამისად ასეთი საქონლის შენახვის სათანადო პირობებს;
გ.დ) დათვალიერების ადგილის მდებარეობის თაობაზე. ამასთან, დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ან სხვა მხოლოდ სპეციფიკური შენახვის პირობების მქონე საქონლის შესანახი ან/და 2000 მ2-მდე ფართობის საწყობისათვის დათვალიერების ადგილის მდებარეობა დაიშვება საწყობის ტერიტორიის გარეთ იმ შემთხვევაში, თუ დათვალიერების ადგილი მოწყობილი იქნება ამ პუნქტის „გ.გ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად და საწყობის სათავსიდან დათვალიერების ადგილამდე და პირიქით უზრუნველყოფილი იქნება საქონლის გადაადგილების გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა; (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
დ) საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების:
დ.ა) საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ.ბ) სულ ცოტა 3 წლის ვადით შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი და შესაბამისი პირის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ე) ინფორმაცია საწყობის მთელი ტერიტორიის სადღეღამისო დაცვისა და, შესაბამისად, საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების (შენობა-ნაგებობების) დამცავი, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით აღჭურვის შესახებ. დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ დაცვა ხორციელდება სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით;
ვ) ვალდებულება ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საწყობის სამუშაო რეჟიმი ნიშნავს:
ვ.ა.) საწყობში განთავსებული საქონლის შენახვის სათანადო პირობებში, საჭიროების შემთხვევაში განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში შენახვის უზრუნველყოფას;
ვ.ბ.) საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის პირობების ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის განცალკევებულად განთავსებას;
ვ.გ) საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამის განლაგებას;
ვ.დ) საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობებისა და რემონტის უზრუნველყოფასა და საწყობის შეუფერხებელი მუშაობისათვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულებას;
ვ.ე) საქონლის დანიშნულების ადგილზე – საწყობში საქონლის გამოცხადების დადასტურებას ნებართვის მფლობელი განახორციელებს ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დადგენილი წესით.
ზ) ვალდებულება საწყობში შესული, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის ელექტრონულად დაუყოვნებლივ წარდგენის უზრუნველყოფის თაობაზე. ამ მიზნით ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის, დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და ნებართვის მაძიებელმა უნდა უზრუნველყონ მათი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკით შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ სერვერთან არანაკლებ 512 კბ/წამში სიჩქარით კავშირი, ხოლო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის, დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და ნებართვის მაძიებელმა უზრუნველყონ არანაკლებ 128 კბ/წამში სიჩქარით კავშირი;
თ) ვალდებულება საბაჟო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები საბაჟო ორგანოსათვის უსასყიდლოდ გამოყოფის შესახებ;
ი) ცნობა საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანების არქონის შესახებ;
კ) ინფორმაცია სათავსის რიგითი ნომრის მითითებით საქონლის სპეციფიკური შენახვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის შესახებ (მაცივარი, ელევატორი და სხვ.);
ლ) ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომლის მიერ დადასტურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში ან დროებითი შენახვის საწყობში წარდგენა, აგრეთვე საწყობის ბეჭდის ნიმუში, ფიზიკურ პირთა ცვლიანობის გრაფიკი;
მ) ცნობა საწყობის ტერიტორიაზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული, საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმო კომპლექსის არსებობის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნებართვის მაძიებელს არ გააჩნია განზრახვა საწყობის ტერიტორიაზე განახორციელოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული უცხოური საქონლის გადამუშავება);
ნ) ცნობა სათავსის დასალუქად გამოსაყენებელი უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქის ნიმუშის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების შესახებ (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა დროებითი შენახვის, ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) საწყობში განთავსებული სათავსებისათვის გამშვებ-ჩამკეტი ხელსაწყოები ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება დალუქვას);
ო) წერილობით დადასტურებული ვალდებულება ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) საწყობის სამუშაო დროდ კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 0000 – 2400 საათის განსაზღვრის შესახებ;
პ) სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნა (დაგეგმილი ტვირთბრუნვის დიდი მოცულობა, ან საწყობის ტერიტორიის დიდი ფართობი (1 ჰა-ზე მეტი), ან საგზაო კომუნიკაციების ფაქტორი და სხვა) საწყობში ერთი ან რამდენიმე სახეობის ტრანსპორტისათვის ერთზე მეტი შესასვლელ-გასასვლელის არსებობის საჭიროებისას.
პ) სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვის და მასში საქონლის ჩატვირთვის, საქონლის გადმოტვირთვა-ჩატვირთვის ადგილიდან სათავსომდე საქონლის გადაადგილების სპეციალური ტექნიკის საკუთრების ან სარგებლობის არსებობის თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ საწყობზე, რომლის ფართობი არ აღემატება 2000 მ2-ს. ამასთან, დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ან სხვა სპეციფიკური შენახვის პირობების მქონე საქონლის შესანახი ან/და 2000 მ2-მდე ფართობის საწყობისათვის საქონლის გადმოტვირთვა-ჩატვირთვის ადგილის მდებარეობა დაიშვება საწყობის ტერიტორიის გარეთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი მოწყობილი იქნება ამ პუნქტის „გ.გ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად და საწყობის სათავსიდან ამ ადგილამდე და პირიქით უზრუნველყოფილი იქნება საქონლის გადაადგილების გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა;
ჟ) გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ საწყობში განხორციელდება ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვის ოპერაციები. გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი უნდა იყოს გადახურული და შემაღლებული საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ სავალ გზასა და სადგომ ტერიტორიასთან შედარებით. ამ ოპერაციების წარმოება აგრეთვე დაიშვება დათვალიერების ადგილებზე. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
5. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსისა და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით ან/და ასაშენებელი სათავსებისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი შესაბამისი განმარტებებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმის (ნახაზის) ან/და პროექტის საერთაშორისო, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე აუდიტორული ფირმის ტექნიკური აუდიტის დასკვნა.
5. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსისა და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით ან/და ასაშენებელი სათავსებისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი შესაბამისი განმარტებებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმის (ნახაზის) ან/და პროექტის საერთაშორისო, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე აუდიტორული ფირმის ტექნიკური აუდიტის დასკვნა;
ბ) სათავსის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გამზომი საშუალებების (მრიცხველი, არეომეტრი, მეტროჭოკი, ბაფთა (ლოტით) და სხვ.) გაზომვის სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს სათავსში კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გამზომი საშუალებების (მრიცხველი, არეომეტრი, მეტროჭიკი, ბაფთა (ლოტით) და სხვ.) გაზომვის სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები.
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობა. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
7. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი (მფლობელი) ვალდებულია აღჭურვოს საწყობი სასაწყობო სასწორით, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვის შესახებ და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამზომი საშუალებების სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) ვალდებულებას იკისრებს, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საავიაციო გადაზიდვებს და საწყობში განათავსებს მხოლოდ აღნიშნული სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ საქონელს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
გ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
დ) იკისრებს ვალდებულებას, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საფოსტო გზავნილებს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 0,5 ტონა საქონლის აწონვა;
ე) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო ან მძიმე დისტილატებს.
8. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის). აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. 5-ტონიანი სასაწყობო სასწორით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
გ) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებს.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა-გ“ და მე-8 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის მოქმედების ვადაში საწყობში ისეთი საქონლის განთავსება, რომლის განთავსებისათვის აუცილებელია სასაწყობო სასწორის არსებობა, წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
10. დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მოქმედების ვადაში სხვა პირის საქონლის განთავსება საწყობში წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
11. ნებართვის მფლობელი (მაძიებელი), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, ვალდებულია აღჭურვოს საწყობი საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. აღნიშნული საშუალების სიზუსტის დამოწმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. ნებართვის მფლობელი (მაძიებელი), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, ვალდებულია აღჭურვოს საწყობი საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. აღნიშნული საშუალების სიზუსტის დამოწმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის მფლობელზე (მაძიებელზე), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.გ“, „გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობა. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
12. ისეთი სახის საქონლის – გვაროვნული ნივთის შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში, როცა მისი სათავსში განთავსება, შენახვა და შემდგომი ტრასნპორტირებისათვის მომზადება ხორციელდება სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საერთო ტექნოლოგიური ხაზის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სასაწყობო კომპლექსის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო ამ საერთო ტექნოლოგიური ხაზით ხდება სხვადასხვა სათავსში (მ.შ. საწყობისათვის განკუთვნილ სათავსში) საქონლის განთავსება და ამოღება, ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) დგინდება განსხვავებული სანებართვო მოთხოვნები:
ა) საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვა ნიშნავს საწყობის უშუალოდ მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საკუთრებაში, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე მის საკუთრებაში, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლობელობაში არსებული სასწორის არსებობას;
ბ) საბაჟო კონტროლის ზონად შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ გამოცალკევებული, სპეციფიკური საქონლის შესანახი სათავსი და დაიშვება საქონლის სათავსში მოსათავსებლად და საქონლის სათავსიდან ამოსაღებად აუცილებელი ინფრასტრუქტურის მდებარეობა საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლებს მიღმა;
გ) ამ პუნქტში მითითებული ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია:
გ.ა) საწყობის სტატუსის მქონე სათავსების შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც უნდა ფიქსირდებოდეს გამშვები და ჩამკეტი ხელსაწყოები;
გ.ბ) (ამოღებულია);
დ) საწყობის ტერიტორიის სადღეღამისო დაცვა ხორციელდება საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვით. დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ დაცვა ხორციელდება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ტერიტორიაზე სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით.
13. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საწყობის შემთხვევაში, როცა ამ საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა ხორციელდება სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საერთო ტექნოლოგიური ხაზის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სასაწყობო კომპლექსის არსებით შემადგენელ ნაწილს და ამ საერთო ტექნოლოგიური ხაზით ხდება სხვადასხვა სათავსში (მ.შ. საწყობისათვის განკუთვნილ სათავსში) საქონლის განთავსება ან/და ამოღება, ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) დაიშვება საქონლის სათავსში მოსათავსებლად, საქონლის სათავსიდან ამოსაღებად, სატრანსპორტო საშუალების ჩასატვირთად, სატრანსპორტო საშუალებიდან ამოსაღებად აუცილებელი ინფრასტრუქტურის მდებარეობა საწყობის ტერიტორიის მიღმა.
14. საწყობი, სადაც განთავსდება ფოსტის საშუალებით გადაზიდული საქონელი, აუცილებელია, რომ აღიჭურვოს რენტგენული ინსპექტირების სისტემით, რომლითაც შესაძლებელი იქნება საფოსტო გზავნილების სკანირება. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №56-სსმ III, №45, 02.04.2007წ; მუხ.502

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №132-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1032

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №125-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.802

მუხლი 6.
ნებართვის მაძიებლის მიერ ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას საბაჟო დეპარატმენტი იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7.
1. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით სამ ეგზემპლარად. თითოეულ ეგზემპლარს უნდა ერთოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემათ ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ზონაშიც განლაგებულია საწყობი. ერთი ეგზემპლარი რჩება შემოსავლების სამსახურში.
2. ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართი არის საწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და საწყობის ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სია, ხოლო ნავთობის დისტიტალების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის, აგრეთვე ტექნიკური აუდიტის დასკვნა.

მუხლი 8.
1. სანებართვო მოწმობის გაცემა, აგრეთვე სანებართვო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი III. საწყობების საქმიანობის რეგულირება
მუხლი 9.
1. ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საწყობის საქმიანობის შემდეგი წესები და მოთხოვნები:
ა) დაიცვას საწყობის შექმნის პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოების მოთხოვნები;
ბ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, ამ მიზნით უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შენახვის ადგილის, რაოდენობის, წონისა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და სხვა მახასიათებლების კონტროლის განხორციელება; მოახდინოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა;
გ) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის;
დ) აწარმოოს საწყობში საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და დროებით დასაწყობებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დადგენილი ფორმით (დანართი №1), მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა;
ე) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №2), რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა წარუდგენს ანგარიშს შესაბამის საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე;
ვ) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორციელება, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული შენახვის, გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის დასაშვები ოპერაციებისა;
ზ) მოაწყოს საწყობი ისე, რომ გამოირიცხებოდეს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საწყობში შენახვის სათანადო პირობები;
თ) საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის მიერ რეგიონალურ ცენტრთან (საგადასახადო ინსპექციასთან) შეთანხმებული ნიმუშის უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, აგრეთვე განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას. ამ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ნებართვის მფლობელზე, რომლის მიმართ საბაჟო ორგანო მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას საწყობის ტვირთბრუნვის ან ოპერაციების სპეციფიკურობიდან გამომდინარე საწყობის მფლობელის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე;
ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვის განმავლობაში შენახვა, შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა;
ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა. შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა. ფოსტის საშუალებით გადაზიდული საქონლის რენტგენული ინსპექტირების სისტემით მიღებული გამოსახულება ინახება 3 თვე. გამოსახულების დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე; (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
კ) არ დაუშვას ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართში მითითებული სათავსების გარდა სხვა მუდმივი ან დროებითი შენობა-ნაგებობების აშენება;
ლ) ვალდებულია საქონლის დაკარგვისას ან დანაკლისის აღმოჩენისას (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის წარდგენისას ან საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საწყობიდან საქონლის, სატრანსპორტო საშუალების გატანის შემთხვევაში გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) გაშვების საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის მოქცევისას;
მ) არ დაუშვას საქართველოში შემოსატანი და საქართველოდან გასატანი აკრძალული საქონლის საწყობში მოთავსება;
ნ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებული პირებისა) აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; შემოსავლების სამსახურის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი. ნებართვის მფლობელს, რომელიც საწყობში განათავსებს საქონელს მხოლოდ გაყიდვის ან/და გამოფენის მიზნით, უფლება აქვს არ ასახოს ჟურნალში მხოლოდ იმ პირთა მონაცემები, რომელთა საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსვლის მიზანია საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ან/და ყიდვა. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ეს წინასწარ აცნობოს შესაბამის საბაჟო ორგანოს;
ო) შემოსავლების სამსახურს აცნობოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სიაში ცვლილებების შეტანა და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში;
პ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, საშვის რეჟიმის, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობისა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი დროებითი შენახვის საწყობზე ან საბაჟო საწყობზე);
ჟ) უზრუნველყოს ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების განცალკევებულად განთავსება;
რ) საქონელი, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვა საქონელს ან რომელიც მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, უნდა ინახებოდეს საწყობის განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში. კვების პროდუქტები უნდა განთავსდეს ცალკე იზოლირებულ სათავსში;
ს) საწყობის ტერიტორიაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი სავალი გზა და სადგომი ტერიტორია უნდა იყოს მოასფალტებული ან ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ან დატკეპნილი მიწის ვაკისი, რომელიც დაფარული იქნება სპეციალური საფარით (მსხვილად დაფქული ქვა, აგური, ან სხვ.);
ტ) განალაგოს საწყობში განთავსებული საქონელი ისეთი სახით, რაც შესაძლებელს გახდის საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებას;
უ) დაიცვას საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობები და უზრუნველყოს სათავსის მიმდინარე რემონტი;
ფ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვას, ვალდებულია:
ა) საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე აწარმოოს საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დადგენილი ფორმით (დანართი №3);
ბ) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №4)“;
გ) მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის, საქონლის რაოდენობის, წარმოშობის, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის შესახებ მონაცემის სიზუსტისათვის;
დ) საწყობში საქონლის შეტანიდან საწყობში განთავსებამდე არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 12.00 საათისა, ელექტრონული სახით წარუდგინოს საბაჟო ორგანოს ინფორმაცია საწყობში შეტანილი საქონლის შესახებ დადგენილი ფორმით (დანართი №5).
3. ნებართვის მფლობელსა და საწყობში საქონლის შემნახველ პირებს შორის ურთიერთობა რეგულირდება სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №205-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1454

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №37, 10.03.2008წ; მუხ.405

თავი IV. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, სანებართვო პირობების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა და ნებართვის გაუქმება
მუხლი 10.
1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი. შემოსავლების სამსახური კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმების მეთოდით.
2. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კონტროლს ახორციელებს შესაბამისი საბაჟო ორგანოს საშუალებით. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს თვითონ შეამოწმოს სანებართვო პირობები, სადაც სავალდებულო წესით მონაწილეობს შესაბამისი საბაჟო ორგანო.
3. შესაბამისი საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს სათანადო ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
4. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სანებართვო მოწმობა შემოსავლების სამსახურს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

მუხლი 11.
1. ნებართვის გაუქმების შედეგად შესაბამისი საბაჟო ორგანო, საწყობის მფლობელი ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაასრულოს მასსა და დამსაწყობებელს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ნებართვის მოქმედების ვადამდე ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სათანადო საბაჟო ორგანო ვალდებულია გაუწიოს ორგანიზება შესაბამის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას ან საქონლის გადატანას სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში. სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში გადატანის შემთხვევაში დამსაწყობებელს (საქონლის მესაკუთრეს, მფლობელს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირს) უფლება აქვს საქონლის გადატანის ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს საწყობის მფლობელს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით საბაჟო წერილობითი ფორმით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს დამსაწყობებელს საქონლის სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან შესაბამის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს) დამსაწყობებლის მიერ საქონლის გაუტანლობისას დამსაწყობებელს ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საწყობში არსებულ საბაჟო კონტროლზე აყვანილ ტვირთზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულება ეკისრება საწყობის მფლობელს, ვადის ამოწურვის შემდეგ – დამსაწყობებელს.

თავი V. პასუხისმგებლობა საწყობების საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და ნორმების დარღვევისათვის
მუხლი 12.
ამ ინსტრუქციის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა ნებართვის მფლობელის მიერ გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI. გარდამავალი დებულებები
მუხლი 13.
ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელსაც ნებართვა მოპოვებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვეში.
დანართი №1
საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ფორმა
| № | მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და D ნომერი
| საწყობში განთავსების ადგილის (ღია მოედანი ან/და სათავსი), სათავსის №, ლუქის № | საქონლის დასახელება და სასაქონლო კოდი | ადგილის რაოდენობა და წონა ან ოდენობა (ბრუტო), ზომის ერთეული | საქონლის თანმხლები დოკუმენტების ნომერი, კლასიფიკატორის მიხედვით/ინდივიდუალური ნომერი და თარიღი | განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი | დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის ნომერი და თარიღი | საწყობიდან გაშვების თარიღი სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის № საწყობიდან | ნაშთი | საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა | საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი | საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 1. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 5. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 6. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 7. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 9. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 10. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 11. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 12. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 13. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 14. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 15. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №2
ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული საქონლის შესახებ
----------წლის ---------კვარტალი
| № | მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და ნომერი
| საწყობში განთავსების ადგილი (ღია მოედანი ან/და სათავსი), სათავსის №, ლუქის № | განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი | დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის № და თარიღი | საქონლის დასახელება | სასაქონლო კოდი | რაოდენობა მოთავსებისას (ბრუტო), ზომის ერთეული | საწყობიდან გაშვებისას სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის ნომერი და თარიღი | საქონლის რაოდენობა საწყობიდან გატანისას (ბრუტო), ზომის ერთეული | ნაშთი | საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა | საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი | საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 6 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 7 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 9 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საწყობის საქმიანობის ნებართვის უფლებამოსილი პირის თანამდებობა
მფლობელი პირის სახელწოდება
----------------------------------------------------- -------------------------------------------
------------------------------------------------------ სახელი, გვარი -------------------------------------------
---------------------------------------------------- ---------------------------- ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
ბ.ა.
დანართი №3
საწყობში განთავსებული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის აღწერის ფორმა
| № | მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და D ნომერი
| ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის დასახელება და სასაქონლო კოდი | რეზერვუარის № და პროდუქტის რაოდენობა | საქონლის თანმხლები დოკუმენტების ნომერი კლასიფიკატორის მიხედვით/ინდივიდუალური ნომერი და თარიღი | განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი | დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის ნომერი და თარიღი | საწყობიდან გაშვების თარიღი სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის ნომერი | ნაშთი | საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა | საქონელზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 1. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 5. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 6. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 7. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 9. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 10. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 11. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 12. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 13. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 14. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 15. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №4
ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის შესახებ
--------- წლის -------- კვარტალი
| № | მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და D ნომერი
| რეზერვუარის №, ლუქის № | განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი | დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის ნომერი და თარიღი | საქონლის დასახელება | საქონლის კოდი | რაოდენობა მოთავსების (ბრუტო), ზომის ერთეული | საწყობიდან გაშვებისას სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის № და თარიღი | საქონლის რაოდენობა საწყობიდან გატანისას (ბრუტო), ზომის ერთეული | ნაშთი | საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა | საქონლის მფლობელი, მესაკუთრე ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი | საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 1. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 5. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 6. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 7. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 9. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 10. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საწყობის საქმიანობის ნებართვის უფლებამოსილი პირის თანამდებობა
მფლობელი პირის სახელწოდება
------------------------------------------------------ -------------------------------------------
------------------------------------------------------ სახელი, გვარი -------------------------------------------
---------------------------- ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
(დანართი №5)
საწყობში დასასაწყობებლად შეტანილი საქონლის შესახებ ინფორმაცია
(ივსება თითოეული ვაგონის (სატრანსპორტო საშუალების) მიხედვით)
საწყობის დასახელება:
შევსების თარიღი:
| № | მოწმო-ბის № | ვაგონის (სხვა სატრან-სპორტო საშუალე-ბის) № | საქონლის დასახელე-ბა, საქონლის კოდი სეს ესნ მიხედვით | წონა სატრან-სპორტო დოკუ-მენტე-ბის მიხედ-ვით | ბუნებრივი დანაკარგის ნორმა (სეზო-ნური) | აზომ-ვის აქტის № | წონა აზომვის აქტის მიხედ-ვით | სხვაობა (5 გრაფა – 8 გრაფა) ბუნებრივი დანაკარგის ნორმის გათვალის-წინებით | შენი-შვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №240
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 33-ე და 34-ე პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2, №3, №4).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის №187 დადგენილება „ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №56-სსმ III, №45, 02.04.2007წ; მუხ.502
2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №132-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1032
4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №205-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1454
5. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
6. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №37, 10.03.2008წ; მუხ.405
7. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №125-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.802
8. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
ინსტრუქცია
საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების თანახმად.
2. ინსტრუქცია არ ვრცელდება ინსტრუქციით განსაზღვრულ საქმიანობაზე, თუ მას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანო.
მუხლი 2.
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქონელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი;
ბ) სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზები, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის;
გ) ნებართვა – ამ მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის თითოეულ სახეობაზე კანონით განსაზღვრული ვადით მოქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;
დ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმა;
ე) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;
ვ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული მოქმედება;
ზ) პირი – საქართველოს საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი;
თ) სანებართვო პირობები – საქართველოს საბაჟო კოდექსით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ან/და ნებართვით განსაზღვრული მოქმედების განხორციელებისას;
ი) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შესანახად;
კ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შესანახად;
ლ) დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით დასაწყობებისათვის;
მ) დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით დასაწყობებისათვის;
ნ) საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და ღია მოედნისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვული საქმიანობა. აღნიშნული ტერი-ტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული და უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო სახეობის (სარკინიგზო ან/და საავტო-მობილო, ან/და სხვა ტიპის) შესასვლელი ან/და გასასვლელი;
ნ) საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და ღია მოედნისგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი, იზოლირებული და უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელი ან/და გასასვლელი;
ო) სათავსი – შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია შენახვის ჩვეულებრივი ან/და სპეციფიკური პირობების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესანახად;
პ) შენობა-ნაგებობა – სათავსი, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო დაცვის დანიშნულების შენობა-ნაგებობა, საწარმოო ოპერაციებისათვის, საწარმოო ოპერაციების აღრიცხვისათვის აუცილებელი აღნიშნული მოთხოვნიდან დგინდება შემდეგი სახის გამონაკლისი – დახურული საბაჟო საწყობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის მიზნებისათვის, შენობა-ნაგებობას წარმოადგენს აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (სართული ან შენობა-ნაგებობის ერთი, დამოუკიდებელი შესასვლელის მქონე ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო სახეობის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) შესასვლელი ან/და გასასვლელი;
პ) შენობა-ნაგებობა – საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო სათავსი, საწყობში განთავსებული საქონლის მიმართ დასაშვები მოქმედებების განხორცილებისთვის, დაცვის დანიშნულების, საწარმოო ოპერაციების, საწარმოო ოპერაციების აღრიცხვისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობა. შენობა-ნაგებობას წარმოადგენს აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (დამოუკიდებელი ერთი ან რამდენიმე შესასვლელის მქონე სართული ან შენობა-ნაგებობის ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელი ან/და გასასვლელი;
ჟ) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები – წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ინსტრუქციით განსაზღვრული ნებართვის მფლობელი (მაძიებელი).
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
მუხლი 3.
1. ნებართვას გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
2. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელ ნებისმიერ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. საწყობის ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
მუხლი 4.
1. ნებართვა გაიცემა დებულების მე-2 მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობისათვის, ერთი საწყობისათვის:
ა) ერთსა და იმავე საწყობის ტერიტორიაზე ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს განახორციელოს დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), აგრეთვე დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს განახორციელოს დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი:
ა.ა) გამოაცალკევებს და შემოსაზღვრავს საწყობის ტერიტორიაზე არსებულ ღია მოედნის ან/და სათავსის ფარგლებში, საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საბაჟო კონტროლით დროებითი დასაწყობებისათვის განკუთვნილ ტერიტორიას, ან/და გამოაცალკევებს სათავსს. ამასთან, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის გამოცალკევება და შემოსაზღვრა არ გულისხმობს კაპიტალური მასალით ტერიტორიის შემოღობვას. შემოსაზღვრა არ არის სავალდებულო, როცა გამოცალკევებული ფართობი წარმოადგენს ერთ ან რამდენიმე სატრანსპორტო სახეობის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) შესასვლელის ან/და გასასვლელის მქონე იზოლირებულ სათავსს;
ა.ა) გამოაცალკევებს და შემოსაზღვრავს საწყობის ტერიტორიაზე არსებულ ღია მოედნის ან/და სათავსის ფარგლებში, საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საბაჟო კონტროლით დროებითი დასაწყობებისათვის განკუთვნილ ტერიტორიას ან/და გამოაცალკევებს სათავსს. ამასთან, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის გამოცალკევება და შემოსაზღვრა არ გულისხმობს კაპიტალური მასალით ტერიტორიის შემოღობვას. შემოსაზღვრა არ არის სავალდებულო, როცა გამოცალკევებული ფართობი წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელის ან/და გასასვლელის მქონე იზოლირებულ სათავსს;
ა.ბ) შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილ სიტუაციურ გეგმას (ნახაზს), სადაც აისახება აღნიშნული ტერიტორიის საზღვრები, სათავსი, რომელსაც ნებართვის მფლობელის მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი;
ა.გ) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად _ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღებ საბაჟო გარანტიას წარუდგენს შემოსავლების სამსახურს;
ბ) შემოსავლების სამსახური ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 3 დღეში და ვალდებულია განცხადების (თანდართულ) მასალებში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს განმცხადებელს 2 დღეში, რომელიც აითვლება განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან. განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან 2 დღეში შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მიხედვით და აცნობებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოსა და ნებართვის მფლობელს ნებართვის მფლობელის მიერ მითითებული ტერიტორიის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შესახებ და უგზავნის სიტუაციურ გეგმანახაზს;
გ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, უქმეა თუ დასვენების დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია საწყობის პერიმეტრზე სიტუაციურ გეგმანახაზში მითითებული ტერიტორიის, სათავსის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა;
დ) ნებართვის მოქმედების ვადაში ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით საქმიანობის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევაა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად განსაზღვრული ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეადგენს 3 წელს.
3. დაუშვებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის.
4. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის დაშვებულია მხოლოდ დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა.
5. ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს შეცვალოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორია ან შენობა-ნაგებობის ფართობი, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ააგოს ახალი შენობა-ნაგებობა ან/და დაანგრიოს არსებული შენობა-ნაგებობა, ან მოითხოვოს ნებართვის აღებისას საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმება ამ პუნქტით დადგენილი წესით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს:
ა) ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადება და შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სიტუაციური გეგმა (ნახაზი), სადაც აისახება ნებართვით განსაზღვრული და ნებართვაში ცვლილებით დაგეგმილი საწყობის ტერიტორიის საზღვრები, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, დასანგრევი შენობა-ნაგებობა, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი მონაცემები (მაგ.: ახალი შესასვლელის ან გამოსასვლელის დამატების შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებები; სათავსის საიდენტიფიკაციო ნომერი, განათების წყარო, „საბაჟო კონტროლის ზონის“ აღნიშვნის მდებარეობა, საჭიროების შემთხვევაში შემომსაზღვრელი ღობის მდებარეობა და ა.შ.);
ბ) „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა აღემატება ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობას. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დამატებითი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა შეადგენს ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებულ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიასა და ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიას შორის სხვაობას. თუ ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა ნაკლებია ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობაზე, ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო სამუშაო დღეს ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის თანხის შესაბამისი ნაწილი ექვემდებარება შემცირებას;
გ) ნებართვით განსაზღვრული ფართობის გაზრდისას ნებართვაში მოსაქცევი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადის განმავლობაში შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი და შესაბამისი პირის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ) ნებართვის აღებისას მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმების შემთხვევაში ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელი ინფორმაცია.
6. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადებისა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს, ამ განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან 2 დღეში.
7. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აცნობებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოსა და განმცხადებელს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის თანახმად.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, უქმეა თუ დასვენების დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვაში მითითებულ საწყობის ტერიტორიის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.
9. ნებართვის მოქმედების ვადაში ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ან შენობა-ნაგებობის ფართობის შეცვლის, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახალი შენობა-ნაგებობის აგების ან/და არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევის, ან ნებართვის აღებისას საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების მიუხედავად საწყობში სხვა სახის საქონლის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსება სანებართვო პირობების დარღვევაა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
თავი II. ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები
მუხლი 5.
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს საწარმოს ან მეწარმე ფიზიკური პირისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები. იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
3. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ასევე დამატებით უნდა ერთოდეს სანებართვო პირობებისა და ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამადასტურებელი შემდეგი ინფორმაცია:
ა) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები საბაჟო გარანტია; ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის საწყობის ნებართვის მისაღებად, სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში – გადასახდელი თანხის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები საბაჟო გარანტია;
ა) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები საბაჟო გარანტია;
ა) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები საბაჟო გარანტია; (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისაგან. ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 2 მეტრი სიმაღლის. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გაკეთდეს წარწერა „საბაჟო კონტროლის ზონა“ – „Customs control zone“, ამასთან, ფირნიში დამზადებული უნდა იყოს „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში არანაკლებ 1 მეტრისა და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ასევე სავალდებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები;
ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისაგან. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლისა (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში არანაკლებ 1 მეტრისა) და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებულია წარწერა ,,საბაჟო კონტროლის ზონა“ _ ,,Customs control zone“, ამასთან ფირნიში დამზადებული უნდა იყოს ,,მანათობელი“ საღებავის გამოყენებით. ასევე სავალდებულოა ნახაზში (პროექტში) აისახოს შესაბამისი განმარტებები;
გ) მონაცემები:
გ.ა) საწყობის შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ. გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს მხოლოდ საწყობის შესასვლელსა და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;
გ.ბ) საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვისა და გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობის შესახებ;
გ.გ) დასათვალიერებელი საქონლის დაზიანების გამორიცხვისათვის, დათვალიერების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საწყობში განთავსდება მხოლოდ ისეთი საქონელი, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სინჯის აღების მეშვეობით, ხოლო რაოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ სათავსში ან სატრანსპორტო საშუალებაში):
გ.გ.ა) ადგილის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ადგილი გადახურულია და შემაღლებულია საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ სავალ გზასთან და სადგომ ტერიტორიასთან შედარებით;
გ.გ.ბ) ადგილის ფარგლებში ან მის უშუალო სიახლოვესთან განლაგებული სათავსის შესახებ, რომელიც აკმაყოფილებს ნებართვის აღებისას საწყობში შესანახი საქონლის სპეციფიკური შენახვის სათანადო პირობების თაობაზე გაცხადებული ინფორმაციის შესაბამისად ასეთი საქონლის შენახვის სათანადო პირობებს;
გ.დ) დათვალიერების ადგილის მდებარეობის თაობაზე. ამასთან, დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ან სხვა მხოლოდ სპეციფიკური შენახვის პირობების მქონე საქონლის შესანახი ან/და 2000 მ2-მდე ფართობის საწყობისათვის დათვალიერების ადგილის მდებარეობა დაიშვება საწყობის ტერიტორიის გარეთ იმ შემთხვევაში, თუ დათვალიერების ადგილი მოწყობილი იქნება ამ პუნქტის „გ.გ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად და საწყობის სათავსიდან დათვალიერების ადგილამდე და პირიქით უზრუნველყოფილი იქნება საქონლის გადაადგილების გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა; (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
დ) საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების:
დ.ა) საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ.ბ) სულ ცოტა 3 წლის ვადით შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი და შესაბამისი პირის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ე) ინფორმაცია საწყობის მთელი ტერიტორიის სადღეღამისო დაცვისა და, შესაბამისად, საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების (შენობა-ნაგებობების) დამცავი, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით აღჭურვის შესახებ. დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ დაცვა ხორციელდება სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით;
ვ) ვალდებულება ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საწყობის სამუშაო რეჟიმი ნიშნავს:
ვ.ა.) საწყობში განთავსებული საქონლის შენახვის სათანადო პირობებში, საჭიროების შემთხვევაში განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში შენახვის უზრუნველყოფას;
ვ.ბ.) საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის პირობების ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის განცალკევებულად განთავსებას;
ვ.გ) საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამის განლაგებას;
ვ.დ) საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობებისა და რემონტის უზრუნველყოფასა და საწყობის შეუფერხებელი მუშაობისათვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულებას;
ვ.ე) საქონლის დანიშნულების ადგილზე – საწყობში საქონლის გამოცხადების დადასტურებას ნებართვის მფლობელი განახორციელებს ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დადგენილი წესით.
ზ) ვალდებულება საწყობში შესული, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის ელექტრონულად დაუყოვნებლივ წარდგენის უზრუნველყოფის თაობაზე. ამ მიზნით ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის, დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და ნებართვის მაძიებელმა უნდა უზრუნველყონ მათი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკით შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ სერვერთან არანაკლებ 512 კბ/წამში სიჩქარით კავშირი, ხოლო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის, დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და ნებართვის მაძიებელმა უზრუნველყონ არანაკლებ 128 კბ/წამში სიჩქარით კავშირი;
თ) ვალდებულება საბაჟო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები საბაჟო ორგანოსათვის უსასყიდლოდ გამოყოფის შესახებ;
ი) ცნობა საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანების არქონის შესახებ;
კ) ინფორმაცია სათავსის რიგითი ნომრის მითითებით საქონლის სპეციფიკური შენახვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის შესახებ (მაცივარი, ელევატორი და სხვ.);
ლ) ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომლის მიერ დადასტურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში ან დროებითი შენახვის საწყობში წარდგენა, აგრეთვე საწყობის ბეჭდის ნიმუში, ფიზიკურ პირთა ცვლიანობის გრაფიკი;
მ) ცნობა საწყობის ტერიტორიაზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული, საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმო კომპლექსის არსებობის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნებართვის მაძიებელს არ გააჩნია განზრახვა საწყობის ტერიტორიაზე განახორციელოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული უცხოური საქონლის გადამუშავება);
ნ) ცნობა სათავსის დასალუქად გამოსაყენებელი უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქის ნიმუშის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების შესახებ (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა დროებითი შენახვის, ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) საწყობში განთავსებული სათავსებისათვის გამშვებ-ჩამკეტი ხელსაწყოები ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება დალუქვას);
ო) წერილობით დადასტურებული ვალდებულება ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) საწყობის სამუშაო დროდ კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 0000 – 2400 საათის განსაზღვრის შესახებ;
პ) სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნა (დაგეგმილი ტვირთბრუნვის დიდი მოცულობა, ან საწყობის ტერიტორიის დიდი ფართობი (1 ჰა-ზე მეტი), ან საგზაო კომუნიკაციების ფაქტორი და სხვა) საწყობში ერთი ან რამდენიმე სახეობის ტრანსპორტისათვის ერთზე მეტი შესასვლელ-გასასვლელის არსებობის საჭიროებისას.
პ) სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვის და მასში საქონლის ჩატვირთვის, საქონლის გადმოტვირთვა-ჩატვირთვის ადგილიდან სათავსომდე საქონლის გადაადგილების სპეციალური ტექნიკის საკუთრების ან სარგებლობის არსებობის თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ საწყობზე, რომლის ფართობი არ აღემატება 2000 მ2-ს. ამასთან, დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ან სხვა სპეციფიკური შენახვის პირობების მქონე საქონლის შესანახი ან/და 2000 მ2-მდე ფართობის საწყობისათვის საქონლის გადმოტვირთვა-ჩატვირთვის ადგილის მდებარეობა დაიშვება საწყობის ტერიტორიის გარეთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი მოწყობილი იქნება ამ პუნქტის „გ.გ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად და საწყობის სათავსიდან ამ ადგილამდე და პირიქით უზრუნველყოფილი იქნება საქონლის გადაადგილების გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა;
ჟ) გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ საწყობში განხორციელდება ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვის ოპერაციები. გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი უნდა იყოს გადახურული და შემაღლებული საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ სავალ გზასა და სადგომ ტერიტორიასთან შედარებით. ამ ოპერაციების წარმოება აგრეთვე დაიშვება დათვალიერების ადგილებზე. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
5. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსისა და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით ან/და ასაშენებელი სათავსებისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი შესაბამისი განმარტებებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმის (ნახაზის) ან/და პროექტის საერთაშორისო, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე აუდიტორული ფირმის ტექნიკური აუდიტის დასკვნა.
5. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსისა და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით ან/და ასაშენებელი სათავსებისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი შესაბამისი განმარტებებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმის (ნახაზის) ან/და პროექტის საერთაშორისო, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე აუდიტორული ფირმის ტექნიკური აუდიტის დასკვნა;
ბ) სათავსის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გამზომი საშუალებების (მრიცხველი, არეომეტრი, მეტროჭოკი, ბაფთა (ლოტით) და სხვ.) გაზომვის სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს სათავსში კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გამზომი საშუალებების (მრიცხველი, არეომეტრი, მეტროჭიკი, ბაფთა (ლოტით) და სხვ.) გაზომვის სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები.
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობა. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
7. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი (მფლობელი) ვალდებულია აღჭურვოს საწყობი სასაწყობო სასწორით, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვის შესახებ და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამზომი საშუალებების სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) ვალდებულებას იკისრებს, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საავიაციო გადაზიდვებს და საწყობში განათავსებს მხოლოდ აღნიშნული სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ საქონელს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
გ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
დ) იკისრებს ვალდებულებას, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საფოსტო გზავნილებს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 0,5 ტონა საქონლის აწონვა;
ე) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო ან მძიმე დისტილატებს.
8. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის). აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. 5-ტონიანი სასაწყობო სასწორით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
გ) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებს.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა-გ“ და მე-8 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის მოქმედების ვადაში საწყობში ისეთი საქონლის განთავსება, რომლის განთავსებისათვის აუცილებელია სასაწყობო სასწორის არსებობა, წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
10. დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მოქმედების ვადაში სხვა პირის საქონლის განთავსება საწყობში წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
11. ნებართვის მფლობელი (მაძიებელი), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, ვალდებულია აღჭურვოს საწყობი საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. აღნიშნული საშუალების სიზუსტის დამოწმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. ნებართვის მფლობელი (მაძიებელი), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, ვალდებულია აღჭურვოს საწყობი საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. აღნიშნული საშუალების სიზუსტის დამოწმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის მფლობელზე (მაძიებელზე), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.გ“, „გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობა. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
12. ისეთი სახის საქონლის – გვაროვნული ნივთის შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში, როცა მისი სათავსში განთავსება, შენახვა და შემდგომი ტრასნპორტირებისათვის მომზადება ხორციელდება სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საერთო ტექნოლოგიური ხაზის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სასაწყობო კომპლექსის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო ამ საერთო ტექნოლოგიური ხაზით ხდება სხვადასხვა სათავსში (მ.შ. საწყობისათვის განკუთვნილ სათავსში) საქონლის განთავსება და ამოღება, ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) დგინდება განსხვავებული სანებართვო მოთხოვნები:
ა) საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვა ნიშნავს საწყობის უშუალოდ მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საკუთრებაში, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე მის საკუთრებაში, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლობელობაში არსებული სასწორის არსებობას;
ბ) საბაჟო კონტროლის ზონად შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ გამოცალკევებული, სპეციფიკური საქონლის შესანახი სათავსი და დაიშვება საქონლის სათავსში მოსათავსებლად და საქონლის სათავსიდან ამოსაღებად აუცილებელი ინფრასტრუქტურის მდებარეობა საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლებს მიღმა;
გ) ამ პუნქტში მითითებული ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია:
გ.ა) საწყობის სტატუსის მქონე სათავსების შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც უნდა ფიქსირდებოდეს გამშვები და ჩამკეტი ხელსაწყოები;
გ.ბ) საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვისა და გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობის შესახებ;
გ.ბ) (ამოღებულია);
დ) საწყობის ტერიტორიის სადღეღამისო დაცვა ხორციელდება საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვით. დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ დაცვა ხორციელდება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ტერიტორიაზე სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით.
13. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საწყობის შემთხვევაში, როცა ამ საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა ხორციელდება სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საერთო ტექნოლოგიური ხაზის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სასაწყობო კომპლექსის არსებით შემადგენელ ნაწილს და ამ საერთო ტექნოლოგიური ხაზით ხდება სხვადასხვა სათავსში (მ.შ. საწყობისათვის განკუთვნილ სათავსში) საქონლის განთავსება ან/და ამოღება, ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) დაიშვება საქონლის სათავსში მოსათავსებლად, საქონლის სათავსიდან ამოსაღებად, სატრანსპორტო საშუალების ჩასატვირთად, სატრანსპორტო საშუალებიდან ამოსაღებად აუცილებელი ინფრასტრუქტურის მდებარეობა საწყობის ტერიტორიის მიღმა.
14. საწყობი, სადაც განთავსდება ფოსტის საშუალებით გადაზიდული საქონელი, აუცილებელია, რომ აღიჭურვოს რენტგენული ინსპექტირების სისტემით, რომლითაც შესაძლებელი იქნება საფოსტო გზავნილების სკანირება. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №56-სსმ III, №45, 02.04.2007წ; მუხ.502
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №132-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1032
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №125-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.802
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
მუხლი 6.
ნებართვის მაძიებლის მიერ ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას საბაჟო დეპარატმენტი იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7.
1. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით სამ ეგზემპლარად. თითოეულ ეგზემპლარს უნდა ერთოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემათ ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ზონაშიც განლაგებულია საწყობი. ერთი ეგზემპლარი რჩება შემოსავლების სამსახურში.
2. ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართი არის საწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და საწყობის ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სია, ხოლო ნავთობის დისტიტალების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის, აგრეთვე ტექნიკური აუდიტის დასკვნა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
მუხლი 8.
1. სანებართვო მოწმობის გაცემა, აგრეთვე სანებართვო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
თავი III. საწყობების საქმიანობის რეგულირება
მუხლი 9.
1. ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საწყობის საქმიანობის შემდეგი წესები და მოთხოვნები:
ა) დაიცვას საწყობის შექმნის პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოების მოთხოვნები;
ბ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, ამ მიზნით უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შენახვის ადგილის, რაოდენობის, წონისა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და სხვა მახასიათებლების კონტროლის განხორციელება; მოახდინოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა;
გ) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის;
დ) აწარმოოს საწყობში საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და დროებით დასაწყობებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დადგენილი ფორმით (დანართი №1), მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა;
ე) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №2), რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა წარუდგენს ანგარიშს შესაბამის საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე;
ვ) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორციელება, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული შენახვის, გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის დასაშვები ოპერაციებისა;
ზ) მოაწყოს საწყობი ისე, რომ გამოირიცხებოდეს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საწყობში შენახვის სათანადო პირობები;
თ) საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის მიერ რეგიონალურ ცენტრთან (საგადასახადო ინსპექციასთან) შეთანხმებული ნიმუშის უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, აგრეთვე განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას. ამ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ნებართვის მფლობელზე, რომლის მიმართ საბაჟო ორგანო მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას საწყობის ტვირთბრუნვის ან ოპერაციების სპეციფიკურობიდან გამომდინარე საწყობის მფლობელის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე;
ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვის განმავლობაში შენახვა, შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა;
ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა. შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა. ფოსტის საშუალებით გადაზიდული საქონლის რენტგენული ინსპექტირების სისტემით მიღებული გამოსახულება ინახება 3 თვე. გამოსახულების დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე; (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
კ) არ დაუშვას ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართში მითითებული სათავსების გარდა სხვა მუდმივი ან დროებითი შენობა-ნაგებობების აშენება;
ლ) ვალდებულია საქონლის დაკარგვისას ან დანაკლისის აღმოჩენისას (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის წარდგენისას ან საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საწყობიდან საქონლის, სატრანსპორტო საშუალების გატანის შემთხვევაში გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) გაშვების საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის მოქცევისას;
მ) არ დაუშვას საქართველოში შემოსატანი და საქართველოდან გასატანი აკრძალული საქონლის საწყობში მოთავსება;
ნ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებული პირებისა) აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; შემოსავლების სამსახურის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი. ნებართვის მფლობელს, რომელიც საწყობში განათავსებს საქონელს მხოლოდ გაყიდვის ან/და გამოფენის მიზნით, უფლება აქვს არ ასახოს ჟურნალში მხოლოდ იმ პირთა მონაცემები, რომელთა საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსვლის მიზანია საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ან/და ყიდვა. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ეს წინასწარ აცნობოს შესაბამის საბაჟო ორგანოს;
ო) შემოსავლების სამსახურს აცნობოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სიაში ცვლილებების შეტანა და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში;
პ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, საშვის რეჟიმის, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობისა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი დროებითი შენახვის საწყობზე ან საბაჟო საწყობზე);
ჟ) უზრუნველყოს ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების განცალკევებულად განთავსება;
რ) საქონელი, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვა საქონელს ან რომელიც მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, უნდა ინახებოდეს საწყობის განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში. კვების პროდუქტები უნდა განთავსდეს ცალკე იზოლირებულ სათავსში;
ს) საწყობის ტერიტორიაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი სავალი გზა და სადგომი ტერიტორია უნდა იყოს მოასფალტებული ან მოპირკეთებული ბეტონის ფილებით;
ს) საწყობის ტერიტორიაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი სავალი გზა და სადგომი ტერიტორია უნდა იყოს მოასფალტებული ან ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ან დატკეპნილი მიწის ვაკისი, რომელიც დაფარული იქნება სპეციალური საფარით (მსხვილად დაფქული ქვა, აგური, ან სხვ.);
ტ) განალაგოს საწყობში განთავსებული საქონელი ისეთი სახით, რაც შესაძლებელს გახდის საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებას;
უ) დაიცვას საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობები და უზრუნველყოს სათავსის მიმდინარე რემონტი;
ფ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვას, ვალდებულია:
ა) საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე აწარმოოს საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დადგენილი ფორმით (დანართი №3);
ბ) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №4)“;
გ) მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის, საქონლის რაოდენობის, წარმოშობის, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის შესახებ მონაცემის სიზუსტისათვის;
დ) საწყობში საქონლის შეტანიდან საწყობში განთავსებამდე არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 12.00 საათისა, ელექტრონული სახით წარუდგინოს საბაჟო ორგანოს ინფორმაცია საწყობში შეტანილი საქონლის შესახებ დადგენილი ფორმით (დანართი №5).
3. ნებართვის მფლობელსა და საწყობში საქონლის შემნახველ პირებს შორის ურთიერთობა რეგულირდება სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №132-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1032
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №205-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1454
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №37, 10.03.2008წ; მუხ.405
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
თავი IV. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, სანებართვო პირობების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა და ნებართვის გაუქმება
მუხლი 10.
1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი. შემოსავლების სამსახური კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმების მეთოდით.
2. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კონტროლს ახორციელებს შესაბამისი საბაჟო ორგანოს საშუალებით. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს თვითონ შეამოწმოს სანებართვო პირობები, სადაც სავალდებულო წესით მონაწილეობს შესაბამისი საბაჟო ორგანო.
3. შესაბამისი საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს სათანადო ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
4. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სანებართვო მოწმობა შემოსავლების სამსახურს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
მუხლი 11.
1. ნებართვის გაუქმების შედეგად შესაბამისი საბაჟო ორგანო, საწყობის მფლობელი ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაასრულოს მასსა და დამსაწყობებელს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ნებართვის მოქმედების ვადამდე ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სათანადო საბაჟო ორგანო ვალდებულია გაუწიოს ორგანიზება შესაბამის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას ან საქონლის გადატანას სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში. სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში გადატანის შემთხვევაში დამსაწყობებელს (საქონლის მესაკუთრეს, მფლობელს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირს) უფლება აქვს საქონლის გადატანის ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს საწყობის მფლობელს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით საბაჟო წერილობითი ფორმით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს დამსაწყობებელს საქონლის სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან შესაბამის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს) დამსაწყობებლის მიერ საქონლის გაუტანლობისას დამსაწყობებელს ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საწყობში არსებულ საბაჟო კონტროლზე აყვანილ ტვირთზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულება ეკისრება საწყობის მფლობელს, ვადის ამოწურვის შემდეგ – დამსაწყობებელს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №205-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1454
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №37, 10.03.2008წ; მუხ.405
თავი V. პასუხისმგებლობა საწყობების საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და ნორმების დარღვევისათვის
მუხლი 12.
ამ ინსტრუქციის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა ნებართვის მფლობელის მიერ გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI. გარდამავალი დებულებები
მუხლი 13.
ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელსაც ნებართვა მოპოვებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვეში.
დანართი №1
საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ფორმა
№
მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და D ნომერი
საწყობში განთავსების ადგილის (ღია მოედანი ან/და სათავსი), სათავსის №, ლუქის №
საქონლის დასახელება და სასაქონლო კოდი
ადგილის რაოდენობა და წონა ან ოდენობა (ბრუტო), ზომის ერთეული
საქონლის თანმხლები დოკუმენტების ნომერი, კლასიფიკატორის მიხედვით/ინდივიდუალური ნომერი და თარიღი
განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი
დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის ნომერი და თარიღი
საწყობიდან გაშვების თარიღი სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის № საწყობიდან
ნაშთი
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი
საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
დანართი №2
ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული საქონლის შესახებ
----------წლის ---------კვარტალი
№
მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და ნომერი
საწყობში განთავსების ადგილი (ღია მოედანი ან/და სათავსი), სათავსის №, ლუქის №

დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის № და თარიღი
საქონლის დასახელება
სასაქონლო კოდი
რაოდენობა მოთავსებისას (ბრუტო), ზომის ერთეული
საწყობიდან გაშვებისას სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის ნომერი და თარიღი
საქონლის რაოდენობა საწყობიდან გატანისას (ბრუტო), ზომის ერთეული

15
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
საწყობის საქმიანობის ნებართვის უფლებამოსილი პირის თანამდებობა
მფლობელი პირის სახელწოდება
----------------------------------------------------- -------------------------------------------
------------------------------------------------------ სახელი, გვარი -------------------------------------------
---------------------------------------------------- ---------------------------- ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
ბ.ა.
დანართი №3
საწყობში განთავსებული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის აღწერის ფორმა
№
მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და D ნომერი
ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის დასახელება და სასაქონლო კოდი
რეზერვუარის № და პროდუქტის რაოდენობა
საქონლის თანმხლები დოკუმენტების ნომერი კლასიფიკატორის მიხედვით/ინდივიდუალური ნომერი და თარიღი

საწყობიდან გაშვების თარიღი სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის ნომერი
ნაშთი
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
საქონელზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
დანართი №4
ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის შესახებ
--------- წლის -------- კვარტალი
№
მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და D ნომერი
რეზერვუარის №, ლუქის №

საქონლის კოდი
რაოდენობა მოთავსების (ბრუტო), ზომის ერთეული
საწყობიდან გაშვებისას სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის № და თარიღი

საქონლის მფლობელი, მესაკუთრე ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი
საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
საწყობის საქმიანობის ნებართვის უფლებამოსილი პირის თანამდებობა
მფლობელი პირის სახელწოდება
------------------------------------------------------ -------------------------------------------
------------------------------------------------------ სახელი, გვარი -------------------------------------------
---------------------------- ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
(დანართი №5)
საწყობში დასასაწყობებლად შეტანილი საქონლის შესახებ ინფორმაცია
(ივსება თითოეული ვაგონის (სატრანსპორტო საშუალების) მიხედვით)
საწყობის დასახელება:
შევსების თარიღი:
№
მოწმო-ბის №
ვაგონის (სხვა სატრან-სპორტო საშუალე-ბის) №
საქონლის დასახელე-ბა, საქონლის კოდი სეს ესნ მიხედვით
წონა სატრან-სპორტო დოკუ-მენტე-ბის მიხედ-ვით
ბუნებრივი დანაკარგის ნორმა (სეზო-ნური)
აზომ-ვის აქტის №
წონა აზომვის აქტის მიხედ-ვით
სხვაობა (5 გრაფა – 8 გრაფა) ბუნებრივი დანაკარგის ნორმის გათვალის-წინებით
შენი-შვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №240
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 33-ე და 34-ე პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2, №3, №4).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის №187 დადგენილება „ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №56-სსმ III, №45, 02.04.2007წ; მუხ.502
2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №132-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1032
4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №205-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1454
5. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
6. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №37, 10.03.2008წ; მუხ.405
7. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №125-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.802
8. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
9. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №187, 31.12.2008წ; მუხ.1966
ინსტრუქცია
საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ
მუხლი 1.🔗
1. „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების თანახმად.
2. ინსტრუქცია არ ვრცელდება ინსტრუქციით განსაზღვრულ საქმიანობაზე, თუ მას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანო.
მუხლი 2.🔗
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქონელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი;
ბ) სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზები, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის;
გ) ნებართვა – ამ მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის თითოეულ სახეობაზე კანონით განსაზღვრული ვადით მოქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;
გ) ნებართვა – ამ მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის თითოეულ სახეობაზე კანონით განსაზღვრული ვადით მოქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის ინსტრუქციით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;
დ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმა;
ე) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;
ვ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული მოქმედება;
ზ) პირი – საქართველოს საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი;
ზ) პირი – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საქართველოს საწარმო, მუდმივი დაწესებულება ან ინდივიდუალური მეწარმე;
თ) სანებართვო პირობები – საქართველოს საბაჟო კოდექსით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ან/და ნებართვით განსაზღვრული მოქმედების განხორციელებისას;
ი) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შესანახად;
ი) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა – როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის:
კ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შესანახად;
ი.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში;
ლ) დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით დასაწყობებისათვის;
ი.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
მ) დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით დასაწყობებისათვის;
ი.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება, რომელიც იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ;
კ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა – როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში ნებისმიერი პირის:
კ.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში;
კ.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
კ.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება, რომელიც იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ;
ლ) (ამოღებულია);
მ) (ამოღებულია);
ნ) საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და ღია მოედნისგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი, იზოლირებული და უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელი ან/და გასასვლელი;
ო) სათავსი – შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია შენახვის ჩვეულებრივი ან/და სპეციფიკური პირობების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესანახად;
პ) შენობა-ნაგებობა – საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო სათავსი, საწყობში განთავსებული საქონლის მიმართ დასაშვები მოქმედებების განხორცილებისთვის, დაცვის დანიშნულების, საწარმოო ოპერაციების, საწარმოო ოპერაციების აღრიცხვისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობა. შენობა-ნაგებობას წარმოადგენს აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (დამოუკიდებელი ერთი ან რამდენიმე შესასვლელის მქონე სართული ან შენობა-ნაგებობის ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელი ან/და გასასვლელი;
ჟ) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები – წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ინსტრუქციით განსაზღვრული ნებართვის მფლობელი (მაძიებელი).
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №187, 31.12.2008წ; მუხ.1966
მუხლი 3.🔗
1. ნებართვას გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
2. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელ ნებისმიერ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. საწყობის ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
მუხლი 4.🔗
1. ნებართვა გაიცემა დებულების მე-2 მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობისათვის, ერთი საწყობისათვის:
1. ნებართვა გაიცემა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ი“ ან „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობისათვის, ერთი საწყობისათვის.
ა) ერთსა და იმავე საწყობის ტერიტორიაზე ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს განახორციელოს დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), აგრეთვე დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს განახორციელოს დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი:
2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შეადგენს 3 წელს.
ა.ა) გამოაცალკევებს და შემოსაზღვრავს საწყობის ტერიტორიაზე არსებულ ღია მოედნის ან/და სათავსის ფარგლებში, საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საბაჟო კონტროლით დროებითი დასაწყობებისათვის განკუთვნილ ტერიტორიას ან/და გამოაცალკევებს სათავსს. ამასთან, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის გამოცალკევება და შემოსაზღვრა არ გულისხმობს კაპიტალური მასალით ტერიტორიის შემოღობვას. შემოსაზღვრა არ არის სავალდებულო, როცა გამოცალკევებული ფართობი წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელის ან/და გასასვლელის მქონე იზოლირებულ სათავსს;
3. დაუშვებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის, მათ შორის:
ა.ბ) შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილ სიტუაციურ გეგმას (ნახაზს), სადაც აისახება აღნიშნული ტერიტორიის საზღვრები, სათავსი, რომელსაც ნებართვის მფლობელის მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი;
ა) ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან შერწყმისას, ან ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას;
ა.გ) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად _ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღებ საბაჟო გარანტიას წარუდგენს შემოსავლების სამსახურს;
ბ) ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას.
ბ) შემოსავლების სამსახური ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 3 დღეში და ვალდებულია განცხადების (თანდართულ) მასალებში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს განმცხადებელს 2 დღეში, რომელიც აითვლება განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან. განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან 2 დღეში შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მიხედვით და აცნობებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოსა და ნებართვის მფლობელს ნებართვის მფლობელის მიერ მითითებული ტერიტორიის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შესახებ და უგზავნის სიტუაციურ გეგმანახაზს;
4. ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს შეცვალოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორია ან შენობა-ნაგებობის ფართობი, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ააგოს ახალი შენობა-ნაგებობა ან/და დაანგრიოს არსებული შენობა-ნაგებობა, ან ნებართვის აღებისას მოითხოვოს საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმება ამ პუნქტით დადგენილი წესით.
გ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, უქმეა თუ დასვენების დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია საწყობის პერიმეტრზე სიტუაციურ გეგმანახაზში მითითებული ტერიტორიის, სათავსის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა;
ნებართვის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს:
დ) ნებართვის მოქმედების ვადაში ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით საქმიანობის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევაა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ა) ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადება და სიტუაციური გეგმა (ნახაზი), სადაც აისახება ნებართვით განსაზღვრული და ნებართვაში ცვლილებით დაგეგმილი საწყობის ტერიტორიის საზღვრები, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, დასანგრევი შენობა-ნაგებობა, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი მონაცემები (მაგ., ახალი შესასვლელის ან გამოსასვლელის დამატების შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, სათავსის საიდენტიფიკაციო ნომერი, „საბაჟო კონტროლის ზონის“ აღნიშვნის მდებარეობა, საჭიროების შემთხვევაში, შემომსაზღვრელი ღობის მდებარეობა და ა.შ.);
2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად განსაზღვრული ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეადგენს 3 წელს.
ბ) „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა აღემატება ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობას. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დამატებითი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა შეადგენს ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებულ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიასა და ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიას შორის სხვაობას. თუ ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა ნაკლებია ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობაზე, ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო სამუშაო დღეს ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის თანხის შესაბამისი ნაწილი ექვემდებარება შემცირებას;
3. დაუშვებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის.
გ) ნებართვით განსაზღვრული ფართობის გაზრდისას ნებართვაში მოსაქცევი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადის განმავლობაში მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი პირის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
4. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის დაშვებულია მხოლოდ დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა.
დ) ნებართვის აღებისას მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმების შემთხვევაში ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელი ინფორმაცია;
5. ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს შეცვალოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორია ან შენობა-ნაგებობის ფართობი, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ააგოს ახალი შენობა-ნაგებობა ან/და დაანგრიოს არსებული შენობა-ნაგებობა, ან მოითხოვოს ნებართვის აღებისას საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმება ამ პუნქტით დადგენილი წესით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს:
ე) იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრულ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, სადაც „პრინციპალის“ გრაფაში მიეთითება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარდგენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა.
ა) ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადება და შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სიტუაციური გეგმა (ნახაზი), სადაც აისახება ნებართვით განსაზღვრული და ნებართვაში ცვლილებით დაგეგმილი საწყობის ტერიტორიის საზღვრები, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, დასანგრევი შენობა-ნაგებობა, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი მონაცემები (მაგ.: ახალი შესასვლელის ან გამოსასვლელის დამატების შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებები; სათავსის საიდენტიფიკაციო ნომერი, განათების წყარო, „საბაჟო კონტროლის ზონის“ აღნიშვნის მდებარეობა, საჭიროების შემთხვევაში შემომსაზღვრელი ღობის მდებარეობა და ა.შ.);
5. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადებისა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს ამ განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან 2 დღეში.
ბ) „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა აღემატება ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობას. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დამატებითი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა შეადგენს ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებულ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიასა და ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიას შორის სხვაობას. თუ ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა ნაკლებია ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობაზე, ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო სამუშაო დღეს ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის თანხის შესაბამისი ნაწილი ექვემდებარება შემცირებას;
6. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ. გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აცნობებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოსა და განმცხადებელს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის თანახმად.
გ) ნებართვით განსაზღვრული ფართობის გაზრდისას ნებართვაში მოსაქცევი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადის განმავლობაში შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი და შესაბამისი პირის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, უქმეა თუ დასვენების დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვაში მითითებული საწყობის ტერიტორიის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.
დ) ნებართვის აღებისას მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმების შემთხვევაში ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელი ინფორმაცია.
8. ნებართვის მოქმედების ვადაში ამ მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ან შენობა-ნაგებობის ფართობის შეცვლის ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახალი შენობა-ნაგებობის აგების ან/და არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევის ან ნებართვის აღებისას საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების მიუხედავად საწყობში სხვა სახის საქონლის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსება სანებართვო პირობების დარღვევაა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადებისა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს, ამ განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან 2 დღეში.
7. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აცნობებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოსა და განმცხადებელს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის თანახმად.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, უქმეა თუ დასვენების დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვაში მითითებულ საწყობის ტერიტორიის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.
9. ნებართვის მოქმედების ვადაში ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ან შენობა-ნაგებობის ფართობის შეცვლის, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახალი შენობა-ნაგებობის აგების ან/და არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევის, ან ნებართვის აღებისას საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების მიუხედავად საწყობში სხვა სახის საქონლის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსება სანებართვო პირობების დარღვევაა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №187, 31.12.2008წ; მუხ.1966
მუხლი 5.🔗
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს საწარმოს ან მეწარმე ფიზიკური პირისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები. იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს საწარმოს ან ინდივიდუალური მეწარმის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო მუდმივი დაწესებულების შემთხვევაში – ცნობა რეგისტრაციის შესახებ.
3. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ასევე დამატებით უნდა ერთოდეს სანებართვო პირობებისა და ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამადასტურებელი შემდეგი ინფორმაცია:
ა) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები საბაჟო გარანტია;
ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისაგან. ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 2 მეტრი სიმაღლის. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გაკეთდეს წარწერა „საბაჟო კონტროლის ზონა“ – „Customs control zone“, ამასთან, ფირნიში დამზადებული უნდა იყოს „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში არანაკლებ 1 მეტრისა და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ასევე სავალდებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები;
ბ) სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისაგან. ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 2 მეტრი სიმაღლის. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გაკეთდეს წარწერა „საბაჟო კონტროლის ზონა“ – „Customs control zone“ ამასთან ფირნიში დამზადებული უნდა იყოს „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში არანაკლებ 1 მეტრისა) და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ასევე სავალდებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები;
გ) მონაცემები:
გ.ა) საწყობის შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ. გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს მხოლოდ საწყობის შესასვლელსა და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;
გ.ბ) საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვისა და გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობის შესახებ;
გ.გ) დასათვალიერებელი საქონლის დაზიანების გამორიცხვისათვის, დათვალიერების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საწყობში განთავსდება მხოლოდ ისეთი საქონელი, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სინჯის აღების მეშვეობით, ხოლო რაოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ სათავსში ან სატრანსპორტო საშუალებაში):
გ.გ.ა) ადგილის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ადგილი გადახურულია და შემაღლებულია საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ სავალ გზასთან და სადგომ ტერიტორიასთან შედარებით;
გ.გ.ბ) ადგილის ფარგლებში ან მის უშუალო სიახლოვესთან განლაგებული სათავსის შესახებ, რომელიც აკმაყოფილებს ნებართვის აღებისას საწყობში შესანახი საქონლის სპეციფიკური შენახვის სათანადო პირობების თაობაზე გაცხადებული ინფორმაციის შესაბამისად ასეთი საქონლის შენახვის სათანადო პირობებს;
გ.დ) დათვალიერების ადგილის მდებარეობის თაობაზე. ამასთან, დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ან სხვა მხოლოდ სპეციფიკური შენახვის პირობების მქონე საქონლის შესანახი ან/და 2000 მ2-მდე ფართობის საწყობისათვის დათვალიერების ადგილის მდებარეობა დაიშვება საწყობის ტერიტორიის გარეთ იმ შემთხვევაში, თუ დათვალიერების ადგილი მოწყობილი იქნება ამ პუნქტის „გ.გ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად და საწყობის სათავსიდან დათვალიერების ადგილამდე და პირიქით უზრუნველყოფილი იქნება საქონლის გადაადგილების გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა; (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
დ) საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების:
დ) საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ.ა) საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ.ბ) სულ ცოტა 3 წლის ვადით შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი და შესაბამისი პირის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ე) ინფორმაცია საწყობის მთელი ტერიტორიის სადღეღამისო დაცვისა და, შესაბამისად, საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების (შენობა-ნაგებობების) დამცავი, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით აღჭურვის შესახებ. დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ დაცვა ხორციელდება სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით;
ვ) ვალდებულება ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საწყობის სამუშაო რეჟიმი ნიშნავს:
ვ.ა.) საწყობში განთავსებული საქონლის შენახვის სათანადო პირობებში, საჭიროების შემთხვევაში განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში შენახვის უზრუნველყოფას;
ვ.ბ.) საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის პირობების ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის განცალკევებულად განთავსებას;
ვ.გ) საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამის განლაგებას;
ვ.დ) საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობებისა და რემონტის უზრუნველყოფასა და საწყობის შეუფერხებელი მუშაობისათვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულებას;
ვ.ე) საქონლის დანიშნულების ადგილზე – საწყობში საქონლის გამოცხადების დადასტურებას ნებართვის მფლობელი განახორციელებს ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დადგენილი წესით.
ზ) ვალდებულება საწყობში შესული, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის ელექტრონულად დაუყოვნებლივ წარდგენის უზრუნველყოფის თაობაზე. ამ მიზნით ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის, დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და ნებართვის მაძიებელმა უნდა უზრუნველყონ მათი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკით შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ სერვერთან არანაკლებ 512 კბ/წამში სიჩქარით კავშირი, ხოლო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის, დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და ნებართვის მაძიებელმა უზრუნველყონ არანაკლებ 128 კბ/წამში სიჩქარით კავშირი;
ზ) ვალდებულება საწყობში შესული, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის ელექტრონულად დაუყოვნებლივ წარდგენის უზრუნველყოფის თაობაზე. ამ მიზნით ნებართვის მფლობელმა ან ნებართვის მაძიებელმა უნდა უზრუნველყოს მათი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკით შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ სერვერთან არანაკლებ 512 კბ/წამში სიჩქარით კავშირი, ხოლო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და ნებართვის მაძიებელმა უზრუნველყონ არანაკლებ 128 კბ/წამში სიჩქარით კავშირი;
თ) ვალდებულება საბაჟო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები საბაჟო ორგანოსათვის უსასყიდლოდ გამოყოფის შესახებ;
ი) ცნობა საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანების არქონის შესახებ;
კ) ინფორმაცია სათავსის რიგითი ნომრის მითითებით საქონლის სპეციფიკური შენახვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის შესახებ (მაცივარი, ელევატორი და სხვ.);
ლ) ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომლის მიერ დადასტურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში ან დროებითი შენახვის საწყობში წარდგენა, აგრეთვე საწყობის ბეჭდის ნიმუში, ფიზიკურ პირთა ცვლიანობის გრაფიკი;
ლ) ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომლის მიერ დადასტურდება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში წარდგენა, აგრეთვე საწყობის ბეჭდის ნიმუში, ფიზიკურ პირთა ცვლიანობის გრაფიკი;
მ) ცნობა საწყობის ტერიტორიაზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული, საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმო კომპლექსის არსებობის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნებართვის მაძიებელს არ გააჩნია განზრახვა საწყობის ტერიტორიაზე განახორციელოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული უცხოური საქონლის გადამუშავება);
ნ) ცნობა სათავსის დასალუქად გამოსაყენებელი უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქის ნიმუშის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების შესახებ (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა დროებითი შენახვის, ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) საწყობში განთავსებული სათავსებისათვის გამშვებ-ჩამკეტი ხელსაწყოები ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება დალუქვას);
ნ) ცნობა სათავსის დასალუქად გამოსაყენებელი უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქის ნიმუშის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების შესახებ (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) საწყობში განთავსებული სათავსებისათვის გამშვებ-ჩამკეტი ხელსაწყოები ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება დალუქვას);
ო) წერილობით დადასტურებული ვალდებულება ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) საწყობის სამუშაო დროდ კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 0000 – 2400 საათის განსაზღვრის შესახებ;
ო) წერილობით დადასტურებული ვალდებულება ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) საწყობის სამუშაო დროდ კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 00:00 – 24:00 საათის განსაზღვრის შესახებ.
პ) სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნა (დაგეგმილი ტვირთბრუნვის დიდი მოცულობა, ან საწყობის ტერიტორიის დიდი ფართობი (1 ჰა-ზე მეტი), ან საგზაო კომუნიკაციების ფაქტორი და სხვა) საწყობში ერთი ან რამდენიმე სახეობის ტრანსპორტისათვის ერთზე მეტი შესასვლელ-გასასვლელის არსებობის საჭიროებისას.
პ) სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვის და მასში საქონლის ჩატვირთვის, საქონლის გადმოტვირთვა-ჩატვირთვის ადგილიდან სათავსომდე საქონლის გადაადგილების სპეციალური ტექნიკის საკუთრების ან სარგებლობის არსებობის თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ საწყობზე, რომლის ფართობი არ აღემატება 2000 მ2-ს. ამასთან, დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ან სხვა სპეციფიკური შენახვის პირობების მქონე საქონლის შესანახი ან/და 2000 მ2-მდე ფართობის საწყობისათვის საქონლის გადმოტვირთვა-ჩატვირთვის ადგილის მდებარეობა დაიშვება საწყობის ტერიტორიის გარეთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი მოწყობილი იქნება ამ პუნქტის „გ.გ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად და საწყობის სათავსიდან ამ ადგილამდე და პირიქით უზრუნველყოფილი იქნება საქონლის გადაადგილების გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა;
ჟ) გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ საწყობში განხორციელდება ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვის ოპერაციები. გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი უნდა იყოს გადახურული და შემაღლებული საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ სავალ გზასა და სადგომ ტერიტორიასთან შედარებით. ამ ოპერაციების წარმოება აგრეთვე დაიშვება დათვალიერების ადგილებზე. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
5. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსისა და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით ან/და ასაშენებელი სათავსებისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი შესაბამისი განმარტებებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმის (ნახაზის) ან/და პროექტის საერთაშორისო, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე აუდიტორული ფირმის ტექნიკური აუდიტის დასკვნა.
5. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსისა და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით ან/და ასაშენებელი სათავსებისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი შესაბამისი განმარტებებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმის (ნახაზის) ან/და პროექტის საერთაშორისო, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე აუდიტორული ფირმის ტექნიკური აუდიტის დასკვნა;
ბ) სათავსის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გამზომი საშუალებების (მრიცხველი, არეომეტრი, მეტროჭოკი, ბაფთა (ლოტით) და სხვ.) გაზომვის სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს სათავსში კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გამზომი საშუალებების (მრიცხველი, არეომეტრი, მეტროჭიკი, ბაფთა (ლოტით) და სხვ.) გაზომვის სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები.
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობა. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
7. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი (მფლობელი) ვალდებულია აღჭურვოს საწყობი სასაწყობო სასწორით, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვის შესახებ და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამზომი საშუალებების სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
7. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი (მფლობელი) ვალდებულია აღჭურვოს საწყობი სასაწყობო სასწორით, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვის შესახებ და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამზომი საშუალებების სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) ვალდებულებას იკისრებს, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საავიაციო გადაზიდვებს და საწყობში განათავსებს მხოლოდ აღნიშნული სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ საქონელს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
გ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
დ) იკისრებს ვალდებულებას, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საფოსტო გზავნილებს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 0,5 ტონა საქონლის აწონვა;
ე) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო ან მძიმე დისტილატებს.
8. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის). აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. 5-ტონიანი სასაწყობო სასწორით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
8. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის). აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. 5-ტონიანი სასაწყობო სასწორით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
გ) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებს.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა-გ“ და მე-8 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის მოქმედების ვადაში საწყობში ისეთი საქონლის განთავსება, რომლის განთავსებისათვის აუცილებელია სასაწყობო სასწორის არსებობა, წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
10. დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მოქმედების ვადაში სხვა პირის საქონლის განთავსება საწყობში წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
10. დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მოქმედების ვადაში სხვა პირის საქონლის განთავსება საწყობში არის სანებართვო პირობების დარღვევა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
11. ნებართვის მფლობელი (მაძიებელი), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, ვალდებულია აღჭურვოს საწყობი საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. აღნიშნული საშუალების სიზუსტის დამოწმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. ნებართვის მფლობელი (მაძიებელი), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, ვალდებულია აღჭურვოს საწყობი საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. აღნიშნული საშუალების სიზუსტის დამოწმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის მფლობელზე (მაძიებელზე), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.გ“, „გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობა. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
12. ისეთი სახის საქონლის – გვაროვნული ნივთის შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში, როცა მისი სათავსში განთავსება, შენახვა და შემდგომი ტრასნპორტირებისათვის მომზადება ხორციელდება სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საერთო ტექნოლოგიური ხაზის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სასაწყობო კომპლექსის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო ამ საერთო ტექნოლოგიური ხაზით ხდება სხვადასხვა სათავსში (მ.შ. საწყობისათვის განკუთვნილ სათავსში) საქონლის განთავსება და ამოღება, ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) დგინდება განსხვავებული სანებართვო მოთხოვნები:
ა) საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვა ნიშნავს საწყობის უშუალოდ მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საკუთრებაში, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე მის საკუთრებაში, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლობელობაში არსებული სასწორის არსებობას;
ბ) საბაჟო კონტროლის ზონად შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ გამოცალკევებული, სპეციფიკური საქონლის შესანახი სათავსი და დაიშვება საქონლის სათავსში მოსათავსებლად და საქონლის სათავსიდან ამოსაღებად აუცილებელი ინფრასტრუქტურის მდებარეობა საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლებს მიღმა;
გ) ამ პუნქტში მითითებული ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია:
გ.ა) საწყობის სტატუსის მქონე სათავსების შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც უნდა ფიქსირდებოდეს გამშვები და ჩამკეტი ხელსაწყოები;
გ.ბ) (ამოღებულია);
დ) საწყობის ტერიტორიის სადღეღამისო დაცვა ხორციელდება საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვით. დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ დაცვა ხორციელდება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ტერიტორიაზე სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით.
13. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საწყობის შემთხვევაში, როცა ამ საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა ხორციელდება სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საერთო ტექნოლოგიური ხაზის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სასაწყობო კომპლექსის არსებით შემადგენელ ნაწილს და ამ საერთო ტექნოლოგიური ხაზით ხდება სხვადასხვა სათავსში (მ.შ. საწყობისათვის განკუთვნილ სათავსში) საქონლის განთავსება ან/და ამოღება, ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) დაიშვება საქონლის სათავსში მოსათავსებლად, საქონლის სათავსიდან ამოსაღებად, სატრანსპორტო საშუალების ჩასატვირთად, სატრანსპორტო საშუალებიდან ამოსაღებად აუცილებელი ინფრასტრუქტურის მდებარეობა საწყობის ტერიტორიის მიღმა.
14. საწყობი, სადაც განთავსდება ფოსტის საშუალებით გადაზიდული საქონელი, აუცილებელია, რომ აღიჭურვოს რენტგენული ინსპექტირების სისტემით, რომლითაც შესაძლებელი იქნება საფოსტო გზავნილების სკანირება. (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №56-სსმ III, №45, 02.04.2007წ; მუხ.502
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №132-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1032
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №125-სსმ III, №74, 19.05.2008წ; მუხ.802
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №187, 31.12.2008წ; მუხ.1966
მუხლი 6.🔗
ნებართვის მაძიებლის მიერ ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას საბაჟო დეპარატმენტი იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7.🔗
1. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით სამ ეგზემპლარად. თითოეულ ეგზემპლარს უნდა ერთოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემათ ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ზონაშიც განლაგებულია საწყობი. ერთი ეგზემპლარი რჩება შემოსავლების სამსახურში.
2. ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართი არის საწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და საწყობის ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სია, ხოლო ნავთობის დისტიტალების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის, აგრეთვე ტექნიკური აუდიტის დასკვნა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
მუხლი 8.🔗
1. სანებართვო მოწმობის გაცემა, აგრეთვე სანებართვო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
მუხლი 9.🔗
1. ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საწყობის საქმიანობის შემდეგი წესები და მოთხოვნები:
ა) დაიცვას საწყობის შექმნის პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოების მოთხოვნები;
ბ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, ამ მიზნით უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შენახვის ადგილის, რაოდენობის, წონისა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და სხვა მახასიათებლების კონტროლის განხორციელება; მოახდინოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა;
გ) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის;
დ) აწარმოოს საწყობში საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და დროებით დასაწყობებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დადგენილი ფორმით (დანართი №1), მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა;
ე) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №2), რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა წარუდგენს ანგარიშს შესაბამის საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე;
ვ) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორციელება, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული შენახვის, გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის დასაშვები ოპერაციებისა;
ზ) მოაწყოს საწყობი ისე, რომ გამოირიცხებოდეს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საწყობში შენახვის სათანადო პირობები;
თ) საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის მიერ რეგიონალურ ცენტრთან (საგადასახადო ინსპექციასთან) შეთანხმებული ნიმუშის უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, აგრეთვე განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას. ამ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ნებართვის მფლობელზე, რომლის მიმართ საბაჟო ორგანო მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას საწყობის ტვირთბრუნვის ან ოპერაციების სპეციფიკურობიდან გამომდინარე საწყობის მფლობელის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე;
ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვის განმავლობაში შენახვა, შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა;
ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა. შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა. ფოსტის საშუალებით გადაზიდული საქონლის რენტგენული ინსპექტირების სისტემით მიღებული გამოსახულება ინახება 3 თვე. გამოსახულების დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე; (ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს)
კ) არ დაუშვას ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართში მითითებული სათავსების გარდა სხვა მუდმივი ან დროებითი შენობა-ნაგებობების აშენება;
ლ) ვალდებულია საქონლის დაკარგვისას ან დანაკლისის აღმოჩენისას (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის წარდგენისას ან საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საწყობიდან საქონლის, სატრანსპორტო საშუალების გატანის შემთხვევაში გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) გაშვების საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის მოქცევისას;
მ) არ დაუშვას საქართველოში შემოსატანი და საქართველოდან გასატანი აკრძალული საქონლის საწყობში მოთავსება;
ნ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებული პირებისა) აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; შემოსავლების სამსახურის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი. ნებართვის მფლობელს, რომელიც საწყობში განათავსებს საქონელს მხოლოდ გაყიდვის ან/და გამოფენის მიზნით, უფლება აქვს არ ასახოს ჟურნალში მხოლოდ იმ პირთა მონაცემები, რომელთა საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსვლის მიზანია საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ან/და ყიდვა. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ეს წინასწარ აცნობოს შესაბამის საბაჟო ორგანოს;
ო) შემოსავლების სამსახურს აცნობოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სიაში ცვლილებების შეტანა და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში;
პ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, საშვის რეჟიმის, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობისა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი დროებითი შენახვის საწყობზე ან საბაჟო საწყობზე);
პ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, საშვის რეჟიმის, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობისა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილ საბაჟო საწყობზე);
ჟ) უზრუნველყოს ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების განცალკევებულად განთავსება;
რ) საქონელი, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვა საქონელს ან რომელიც მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, უნდა ინახებოდეს საწყობის განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში. კვების პროდუქტები უნდა განთავსდეს ცალკე იზოლირებულ სათავსში;
ს) საწყობის ტერიტორიაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი სავალი გზა და სადგომი ტერიტორია უნდა იყოს მოასფალტებული ან ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ან დატკეპნილი მიწის ვაკისი, რომელიც დაფარული იქნება სპეციალური საფარით (მსხვილად დაფქული ქვა, აგური, ან სხვ.);
ტ) განალაგოს საწყობში განთავსებული საქონელი ისეთი სახით, რაც შესაძლებელს გახდის საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებას;
უ) დაიცვას საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობები და უზრუნველყოს სათავსის მიმდინარე რემონტი;
ფ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვას, ვალდებულია:
ა) საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე აწარმოოს საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დადგენილი ფორმით (დანართი №3);
ბ) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №4)“;
გ) მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის, საქონლის რაოდენობის, წარმოშობის, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის შესახებ მონაცემის სიზუსტისათვის;
დ) საწყობში საქონლის შეტანიდან საწყობში განთავსებამდე არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 12.00 საათისა, ელექტრონული სახით წარუდგინოს საბაჟო ორგანოს ინფორმაცია საწყობში შეტანილი საქონლის შესახებ დადგენილი ფორმით (დანართი №5).
3. ნებართვის მფლობელსა და საწყობში საქონლის შემნახველ პირებს შორის ურთიერთობა რეგულირდება სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №132-სსმ III, №97, 10.07.2007წ; მუხ.1032
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №205-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1454
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №37, 10.03.2008წ; მუხ.405
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №225-სსმ III, №167, 25.11.2008წ; მუხ.1691
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №187, 31.12.2008წ; მუხ.1966
მუხლი 10.🔗
1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი. შემოსავლების სამსახური კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმების მეთოდით.
2. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კონტროლს ახორციელებს შესაბამისი საბაჟო ორგანოს საშუალებით. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს თვითონ შეამოწმოს სანებართვო პირობები, სადაც სავალდებულო წესით მონაწილეობს შესაბამისი საბაჟო ორგანო.
3. შესაბამისი საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს სათანადო ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
4. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სანებართვო მოწმობა შემოსავლების სამსახურს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №78-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.611
მუხლი 11.🔗
1. ნებართვის გაუქმების შედეგად შესაბამისი საბაჟო ორგანო, საწყობის მფლობელი ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაასრულოს მასსა და დამსაწყობებელს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ნებართვის მოქმედების ვადამდე ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სათანადო საბაჟო ორგანო ვალდებულია გაუწიოს ორგანიზება შესაბამის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას ან საქონლის გადატანას სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში. სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში გადატანის შემთხვევაში დამსაწყობებელს (საქონლის მესაკუთრეს, მფლობელს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირს) უფლება აქვს საქონლის გადატანის ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს საწყობის მფლობელს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით საბაჟო წერილობითი ფორმით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს დამსაწყობებელს საქონლის სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან შესაბამის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს) დამსაწყობებლის მიერ საქონლის გაუტანლობისას დამსაწყობებელს ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საწყობში არსებულ საბაჟო კონტროლზე აყვანილ ტვირთზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულება ეკისრება საწყობის მფლობელს, ვადის ამოწურვის შემდეგ – დამსაწყობებელს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №205-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1454
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №47-სსმ III, №37, 10.03.2008წ; მუხ.405
მუხლი 12.🔗
ამ ინსტრუქციის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა ნებართვის მფლობელის მიერ გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13.🔗
ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელსაც ნებართვა მოპოვებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვეში.
დანართი №1
საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ფორმა
№
მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და D ნომერი
საწყობში განთავსების ადგილის (ღია მოედანი ან/და სათავსი), სათავსის №, ლუქის №
საქონლის დასახელება და სასაქონლო კოდი
ადგილის რაოდენობა და წონა ან ოდენობა (ბრუტო), ზომის ერთეული
საქონლის თანმხლები დოკუმენტების ნომერი, კლასიფიკატორის მიხედვით/ინდივიდუალური ნომერი და თარიღი
განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი
დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის ნომერი და თარიღი
საწყობიდან გაშვების თარიღი სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის № საწყობიდან
ნაშთი
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი
საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
დანართი №2
ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული საქონლის შესახებ
----------წლის ---------კვარტალი
№
მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და ნომერი
საწყობში განთავსების ადგილი (ღია მოედანი ან/და სათავსი), სათავსის №, ლუქის №
განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი
დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის № და თარიღი
საქონლის დასახელება
სასაქონლო კოდი
რაოდენობა მოთავსებისას (ბრუტო), ზომის ერთეული
საწყობიდან გაშვებისას სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის ნომერი და თარიღი
საქონლის რაოდენობა საწყობიდან გატანისას (ბრუტო), ზომის ერთეული
ნაშთი
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი
საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
საწყობის საქმიანობის ნებართვის უფლებამოსილი პირის თანამდებობა
მფლობელი პირის სახელწოდება
----------------------------------------------------- -------------------------------------------
------------------------------------------------------ სახელი, გვარი -------------------------------------------
---------------------------------------------------- ---------------------------- ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
ბ.ა.
დანართი №3
საწყობში განთავსებული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის აღწერის ფორმა
№
მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და D ნომერი
ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის დასახელება და სასაქონლო კოდი
რეზერვუარის № და პროდუქტის რაოდენობა
საქონლის თანმხლები დოკუმენტების ნომერი კლასიფიკატორის მიხედვით/ინდივიდუალური ნომერი და თარიღი
განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი
დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის ნომერი და თარიღი
საწყობიდან გაშვების თარიღი სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის ნომერი
ნაშთი
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
საქონელზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
დანართი №4
ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის შესახებ
--------- წლის -------- კვარტალი
№
მოთავსების თარიღი, აღრიცხვის მოწმობის ნომერი და D ნომერი
რეზერვუარის №, ლუქის №
განაცხადის № ან სსდ-ს № და კონტროლზე აყვანის თარიღი
დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის ნომერი და თარიღი
საქონლის დასახელება
საქონლის კოდი
რაოდენობა მოთავსების (ბრუტო), ზომის ერთეული
საწყობიდან გაშვებისას სსდ-ს № ან/და აღრიცხვის მოწმობის № და თარიღი
საქონლის რაოდენობა საწყობიდან გატანისას (ბრუტო), ზომის ერთეული
ნაშთი
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
საქონლის მფლობელი, მესაკუთრე ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი
საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
საწყობის საქმიანობის ნებართვის უფლებამოსილი პირის თანამდებობა
მფლობელი პირის სახელწოდება
------------------------------------------------------ -------------------------------------------
------------------------------------------------------ სახელი, გვარი -------------------------------------------
---------------------------- ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
(დანართი №5)
საწყობში დასასაწყობებლად შეტანილი საქონლის შესახებ ინფორმაცია
(ივსება თითოეული ვაგონის (სატრანსპორტო საშუალების) მიხედვით)
საწყობის დასახელება:
შევსების თარიღი:
№
მოწმო-ბის №
ვაგონის (სხვა სატრან-სპორტო საშუალე-ბის) №
საქონლის დასახელე-ბა, საქონლის კოდი სეს ესნ მიხედვით
წონა სატრან-სპორტო დოკუ-მენტე-ბის მიხედ-ვით
ბუნებრივი დანაკარგის ნორმა (სეზო-ნური)
აზომ-ვის აქტის №
წონა აზომვის აქტის მიხედ-ვით
სხვაობა (5 გრაფა – 8 გრაფა) ბუნებრივი დანაკარგის ნორმის გათვალის-წინებით
შენი-შვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №265-სსმ III, №174, 10.12.2007წ; მუხ.1920
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №240, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1283019-8/