„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაკოორდინირებელი კომისიის შექმნისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.06.2005 ძალადაკარგული 05.07.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№108
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 29/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №108

2005 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაკოორდინირებელი კომისიის შექმნისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელების მაკოორდინირებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე

ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

ზურაბ დეკანოიძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

კონსტანტინე ვარძელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი

ეკატერინე ტყეშელაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ზაზა ჭელიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:

შოთა გვენეტაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს

ქეთევან მახარაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს

ანნა ქათამიძეს – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №188 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1422

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი), კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი), ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე), ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური), ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი), იუსტიციის სამინისტრომ (კ. კემულარია), სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) მოამზადონ, კომისიასთან ერთად შეიმუშაონ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა პროექტები და 2005 წლის 15 დეკემბრამდე წარმოუდგინონ საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №188 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1422

3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტში დასახელებულმა სამინისტროებმა 2005 წლის 15 დეკემბრამდე კომისიას წარუდგინონ მაღალი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №188 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1422

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2005 წლის 1 დეკემბრისათვის კომისიას წარუდგინონ სასურსათო საწარმოების საქმიანობის რეგულირების გამარტივებული წესები და პირობები.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №188 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1422

5. დამტკიცდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მაკოორდინირებელი კომისიის თანდართული დებულება.

6. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კ. ბენდუქიძემ.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

 1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №188 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1422

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მაკოორდინირებელი კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მაკოორდინირებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს სათანადო წინადადებებს.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებანი

კომისიის ძირითადი ამოცანაა კოორდინაცია გაუწიოს ცალკეული სამინისტროებისა და უწყებების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების დადგენილ ვადებში შემუშავებას, ჰარმონიზაციას და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი პროექტები, დასკვნები და წინადადებები მათ შესახებ, აგრეთვე, აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს დავალებები შესაბამის უწყებებს.

    მუხლი 3. კომისიის ხელმძღვანელობა

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის უფლებამოსილებებს.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 4. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ სულ ცოტა კომისიის შემადგენლობის 1/3-ის მიერ.

4. კომისიის შეკრების წესსა და ორგანიზებას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 5. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

    მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მთავრობის დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაკოორდინირებელი კომისიის შექმნისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ, №108, 27.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1284266-1/