საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №187
2005 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-131 მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს „ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 6 დეკემბრის №235 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „დროებითი შენახვის საწყობის შესახებ”.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
2.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №175-სსმIII,№127,15.09.2006 წ., მუხ.1678
დებულება
ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1. ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.
2. დებულება არ ვრცელდება დებულებით განსაზღვრულ საქმიანობაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

მუხლი 2.
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქონელი – ნებისმიერი ქონება, კერძოდ, ფული, ფასიანი ქაღალდები და სავალუტო ფასეულობა, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი, წყალი და სატრანსპორტო საშუალებები, გარდა ამ მუხლის “ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებისა;
ბ) სატრანსპორტო საშუალებები – ნებისმიერი საშუალება, რომელიც გამოიყენება მგზავრების საერთაშორისო გადაყვანისა და საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებისათვის, მათ შორის კონტეინერები, მისაბმელები და სხვა სატრანსპორტო მოწყობილობა;
გ) ნებართვა – ამ მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის თითოეულ სახეობაზე კანონით განსაზღვრული ვადით მოქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის წინამდებარე დებულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;
დ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
ე) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;
ვ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული მოქმედება;
ზ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
თ) სანებართვო პირობები – საქართველოს საბაჟო კოდექსით, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად, ან/და ნებართვით განსაზღვრული მოქმედების განხორციელებისას;
ი) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, საქონლის შესანახად;
კ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, საქონლის შესანახად;
ლ) დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლით დროებით შესანახად;
მ) დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლით დროებით შესანახად;
ნ) საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, დებულებით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად, ერთი ან რამდენიმე სპეციალურად გამოყოფილი და მოწყობილი შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ან ხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული და უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) ერთი შესასვლელი ან/და ერთი გასასვლელი;
ო) სათავსი – შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 და 23-ე თავების შესაბამისად განკუთვნილია შენახვის ჩვეულებრივი ან/და სპეციფიკური პირობების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შესანახად;
პ) შენობა-ნაგებობა – სათავსი, სასაწყობე მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, დაცვის დანიშნულების შენობა-ნაგებობა. აღნიშნული მოთხოვნიდან დგინდება შემდეგი სახის გამონაკლისი: დახურული საბაჟო საწყობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის მიზნებისათვის, შენობა-ნაგებობას წარმოადგენს აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (სართული ან შენობა-ნაგებობის ერთი, დამოუკიდებელი შესასვლელის მქონე ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი, განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) ერთი შესასვლელი ან/და ერთი გასასვლელი.

მუხლი 3.
1. ნებართვა გაიცემა საქართველოს ფინანსთა საინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ.
2. ნებართვა მიეცემა ნებართვის მაძიებელ ნებისმიერ პირს.
3. საწყობის ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.

მუხლი 4.
1. ნებართვა გაიცემა დებულების მე-2 მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობისათვის, ერთი საწყობისათვის. შესაძლებელია ერთსა და იმავე საწყობზე ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს მიეცეს დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვა (ან პირიქით) ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს მიეცეს დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვა (ან პირიქით). ამ შემთხვევაში სავალდებულოა საწყობის ტერიტორიაზე გამოცალკევდეს, შემოისაზღვროს საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში და საბაჟო კონტროლით დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორია. ნებართვის მოქმედების ვადაში აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად განსაზღვრული ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა საქართველოს საბაჟო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეადგენს 3 წელს.
3. დაუშვებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის დაშვებულია მხოლოდ დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა ან/და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა.

თავი II. ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები
მუხლი 5.
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად დეპარტამენტს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ასევე დამატებით უნდა ერთვოდეს:
ა) საწყობის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველსაყოფად – სულ ცოტა 100 000 ლარის ოდენობის საბაჟო დეპარტამენტისათვის მისაღები სადაზღვევო პოლისი ან საბანკო გარანტია; ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის საწყობის ნებართვის მისაღებად, სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში – გადასახდელი თანხის შესაბამისი საბაჟო დეპარტამენტისათვის მისაღები საბანკო გარანტია, ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, ან ფულადი დეპოზიტი, ან/და შესაბამისი ქონებრივი იპოთეკა;
ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობანა-გებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობისგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორიშორებულია ერთმანეთისაგან. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლისა და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს მავთულხლართი და გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ფირნიში წარწერით – „საბაჟო კონტროლის ზონა“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ნახაზში (პროექტში) ასევე სავალდებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები;
გ) ინფორმაცია საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ;
დ) საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი;
ე) ინფორმაცია საწყობის მთელი ტერიტორიის სადღეღამისო დაცვისა და, შესაბამისად, საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების (შენობა-ნაგებობების) დამცავი, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით აღჭურვის შესახებ. დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ დაცვა ხორციელდება სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით;
ვ) ვალდებულება ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმი ნიშნავს:
ვ.ა) საწყობში განთავსებული საქონლის სათანადო პირობებში, საჭიროების შემთხვევაში განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალურად აღჭურვილ სათავსში შენახვის უზრუნველყოფას;
ვ.ბ) ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის განცალკევებულად განთავსებას;
ვ.გ) კვების პროდუქტების ცალკე იზოლირებულ სათავსში განთავსებას;
ვ.დ) საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებისათვის შესაძლებლობის უზრუნველყოფისათვის საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამის განლაგებას;
ვ.ე) საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობებისა და რემონტის უზრუნველყოფასა და სასაწყობო მეურნებობის შეუფერხებელი მუშაობისათვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულებას;
ზ) ვალდებულება, ინფორმაციის გადაცემის ელექტრონული საშუალების მეშვეობით, საწყობში შესული, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზაში მონაცემების დაუყოვნებლივ შეტანის უზრუნველყოფის თაობაზე.
5. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსისა და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით ან/და ასაშენებელი სათავსებისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი შესაბამისი განმარტებებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმის (ნახაზის) ან/და პროექტის საერთაშორისო, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე აუდიტორული ფირმის ტექნიკური აუდიტის დასკვნა.
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს სათავსში კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კანონმდებლობისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამზომი საშუალებების ტიპის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები.
7. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი (მფლობელი) ვალდებულია აღჭურვოს საწყობი სასაწყობო სასწორით, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აწონვა. ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვის შესახებ. ამ პუნქტის მიზნებისათვის სასაწყობო სასწორით აღჭურვა ნიშნავს ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში საწყობის ტერიტორიაზე ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) მფლობელობაში (სარ-გებლობაში) სასაწყობო სასწორის არსებობას. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) ვალდებულებას იკისრებს, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საავიაციო გადაზიდვებს და საწყობში განათავსებს მხოლოდ აღნიშნული სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ საქონელს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აწონვა;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
გ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან.
8. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის). აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აწონვა. 5-ტონიანი სასაწყობო სასწორით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
გ) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებს.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა-გ“ და მე-8 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის მოქმედების ვადაში საწყობში ისეთი საქონლის განთავსება, რომლის განთავსებისათვის აუცილებელია სასაწყობო სასწორის არსებობა, წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
10. დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მოქმედების ვადაში სხვა პირის საქონლის განთავსება საწყობში წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
11. ნებართვის მფლობელი (მაძიებელი), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია აღჭურვოს საწყობი საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. აღნიშნული საშუალების სიზუსტის დამოწმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6.
ნებართვის მაძიებლის მიერ ამ დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას დეპარტამენტი იღებს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7.
1. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით სამ ეგზემპლარად. თითოეულ ეგზემპლარს უნდა ერთვოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ზონაში განლაგებულია საწყობი. ერთი ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტში.
2. ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართი არის საწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და საწყობის ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი.

მუხლი 8.
1. სანებარვთო მოწმობის გაცემა, აგრეთვე სანებართვო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა ხორციელდება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი III. საწყობების საქმიანობის ადმინისტრაციული რეგულირება

მუხლი 9.
1. ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საწყობის საქმიანობის შემდეგი წესები და მოთხოვნები:
ა) დაიცვას საწყობის შექმნის პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოების მოთხოვნები, უსასყიდლოდ გამოუყოს მათ საწყობში საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობი, მოწყობილობა და კავშირგაბმულობის საშუალებანი;
ბ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, ამ მიზნით უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ადგილის, რაოდენობის, წონისა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და სხვა მახასიათებლების კონტროლის განხორციელება;
გ) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის;
დ) აწარმოოს საწყობში საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საქონლის საბაჟო კონტროლით დროებით შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა დადგენილი ფორმით (დანართი №1), მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა;
ე) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №2), რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა წარუდგენს ანგარიშს შესაბამის საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე;
ვ) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორციელება საწყობში განთავსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, გარდა შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვები შემდეგი ოპერაციებისა:
ვ.ა) გასუფთავება;
ვ.ბ) განიავება;
ვ.გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
ვ.დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
ვ.ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
ვ.ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
ვ.ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
ვ.თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
ვ.ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
ვ.კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
ვ.ლ) გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციებისა, გაყიდვისა და ტრანსპორტირების მიზნით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ოპერაციები:
ვ.ლ.ა) პარტიის დანაწილება;
ვ.ლ.ბ) გზავნილების ფორმირება;
ვ.ლ.გ) დახარისხება;
ვ.ლ.დ) შეფუთვა;
ვ.ლ.ე) მარკირება;
ვ.ლ.ვ) საქონლის მოთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;
ვ.ლ.ზ) დატვირთვა;
ვ.ლ.თ) გადმოტვირთვა;
ვ.ლ.ი) გადატვირთვა;
ვ.ლ.კ) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;
ვ.ლ.ლ) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საწყობში;
ვ.ლ.მ) ტესტირება (გამოცდა);
ვ.ლ.ნ) საქონლის დემონსტრირება საბაჟო კონტროლის ზონაში;
ვ.ლ.ო) გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
ვ.მ) ზემოთ მითითებული ოპერაციების წარმართვისას უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საბაჟო ორგანოს მხრიდან კონტროლის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა, საბაჟო ორგანოს მიერ შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში – საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის უშუალო მეთვალყურეობა;
ვ.ნ) განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა შეცვალონ მისი მახასიათებლები (ხარისხი), რომლებიც დაკავშირებულია სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლასთან, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, ციფრული კოდის მეცხრე ნიშნის დონემდე;
ზ) მოაწყოს საწყობი ისე, რომ გამოირიცხებოდეს საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების შემოტანა ან/და გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, და დაიცვას საწყობში შენახვის სათანადო პირობები;
თ) საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საქონლის საბაჟო კონტროლზე ამყვანი შესაბამისი საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, რომელსაც უნდა ესწრებოდეს შესაბამისი საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას. საწყობის, რომელშიც განთავსდება მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომეკლატურის (შემდგომში ტექსტში – სეს სნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8716 კოდში აღნიშნული მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე სეს სნ 8711 კოდში ასახული ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი საწყობის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია დაილუქოს საქონლის საბაჟო კონტროლზე ამყვანი შესაბამისი საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ასეთი სახის საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას;
ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერ საშუალებებზე სადღეღამისო ჩაწერა და სამი თვის განმავლობაში ჩანაწერის შენახვა. ჩანაწერი დებულების ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ყოველკვარტალურ ანგარიშგებასთან ერთად წარედგინება შესაბამის საბაჟო ორგანოს;
კ) არ დაუშვას ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართში მითითებული სათავსების გარდა სხვა მუდმივი ან დროებითი შენობა-ნაგებობების აშენება;
ლ) ვალდებულია საქონლის დაკარგვისას, ან დანაკლისის აღმოჩენისას, ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის წარდგენისას ან საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საწყობიდან საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების გატანის შემთხვევაში გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის გაფორმებისას;
მ) არ დაუშვას საქართველოში შემოსატანი და საქართველოდან გასატანი აკრძალული საქონლის საწყობში მოთავსება;
ნ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებული პირებისა) აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; დეპარტამენტის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი. ნებართვის მფლო-ბელს, რომელიც საწყობში განათავსებს საქონელს მხოლოდ გაყიდვის ან/და გამოფენის მიზნით, უფლება აქვს არ ასახოს ჟურნალში მხოლოდ იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსვლის მიზანია საქონლის ან/და სატ-რანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და ყიდვა. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ეს წინასწარ აცნობოს შესაბამის საბაჟო ორგანოს;
ო) საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სია, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება,იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი);
პ) დეპარტამენტს აცნობოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სიაში ცვლილებების შეტანა და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში;
ჟ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, სასაშვო რეჟიმის, სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობისა;
რ) უზრუნველყოს ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების განცალკევებულად განთავსება;
ს) საქონელი, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვა საქონელს ან რომელიც მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, უნდა ინახებოდეს საწყობის განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში. კვების პროდუქტები უნდა განთავსდეს ცალკე იზოლირებულ სათავსში;
ტ) საწყობის ტერიტორიაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნული სავალი გზა და სადგომი ტერიტორია უნდა იყოს მოასფალტებული ან მოპირკეთებული ბეტონის ფილებით;
უ) განალაგოს საწყობში განთავსებული საქონელი ისეთი სახით, რაც შესაძლებელს გახდის საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებას;
ფ) დაიცვას საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობები და უზრუნველყოს სათავსის მიმდინარე რემონტი;
ქ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვას, ვალდებულია აწარმოოს საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა დადგენილი ფორმით (დანართი №3) და განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №4).
3. ნებართვის მფლობელსა და საწყობში საქონლის შემნახველ პირებს შორის ურთიერთობა რეგულირდება სახელშეკრულებო საფუძველზე. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის მიერ.
4. ნებართვის მფლობელს, რომლის საწყობში განთავსდება მხოლოდ სეს სნ 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8716 კოდში აღნიშნული მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთე სეს სნ 8711 კოდში ასახული ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, უფლება აქვს წერილობითი ფორმით დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ნებისმიერ სხვა პირზე გაასხვისოს საწყობში განთავსებული ამ პუნქტში მითითებული საქონელი, რომლის გასხვისების უფლებამოსილებაც აქვს ნებართვის მფლობელს. ეს საქონელი მყიდველის მიერ შესაძლებელია მოექცეს შემდეგ საბაჟო რეჟიმებში: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა, რეექსპორტი, განადგურება, უარის თქმა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
5. პირს, რომელმაც არარეზიდენტი პირისაგან მიიღო საკუთრების უფლება (დადასტურებული ორიგინალი ინვოისით ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით) საწყობში განთავსებულ იმ საქონელზე, რომელიც არარეზიდენტი პირის დავალებით განთავსებულია საწყობში საქართველოს რეზიდენტი პირის მიერ, უფლება აქვს საქონელი მოაქციოს საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ საბაჟო რეჟიმში (საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის შემთხვევაში საქონლის შენახვის ვადა განისაზღვრება ასეთი საქონლის აღნიშნულ რეჟიმში შენახვის დარჩენილი ვადის ფარგლებში), თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილ საწყობებზე.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №175-სსმIII,№127,15.09.2006 წ., მუხ.1678
თავი IV. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობისა და ნებართვის გაუქმება
მუხლი 10.
1. დეპარტამენტი უფლებამოსილია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ამ დებულებით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი. დეპარტამენტი კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმების მეთოდით.
2. დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლი ხორციელდება შესაბამისი საბაჟო ორგანოს საშუალებით. აღნიშნული არ ართმევს უფლებას დეპარტამენტს თვითონ შეამოწმოს სანებართვო პირობები, სადაც სავალდებულო წესით მონაწილეობს შესაბამისი საბაჟო ორგანო.
3. შესაბამისი საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგენს დეპარტამენტს სათანადო ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
4. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სანებართვო მოწმობა დეპარტამენტს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.
მუხლი 11.
1. ნებართვის გაუქმების შედეგად შესაბამისი საბაჟო ორგანო, საწყობის მფლობელი, ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაასრულოს მასა და დამსაწყობებელს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
2. შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია ნებართვის მფლობელის ხარჯით უზრუნველყოს საქონლის გადატანა სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევა.

თავი V. პასუხისმგებლობა საწყობების საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და ნორმების დარღვევისათვის

მუხლი 12.
1. ნებართვის მფლობელი საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას საბაჟო კოდექსითა და ამ დებულებით დადგენილი წესები და მოთხოვნები.
2. ამ წესებისა და მოთხოვნების ნებართვის მფლობელის მიერ დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 13.
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელსაც ნებართვა მოპოვებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, მე-5 და მე-7 პუნქტებით და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „ტ“ ქვე-პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები 2006 წლის 20 იანვრიდან. ხოლო დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს 2006 წლის 1 ივნისიდან.

დანართი №1
საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ფორმა
| № | მოთავსების თარიღი | საქონლის დასახელება და სასაქონლო კოდი | ადგილის რაოდენობა და წონა ან ოდენობა (ბრუტო), ზომის ერთეული | საქონლის თანმხლები დოკუმენტები | განაცხადის № და კონტროლზე აყვანის თარიღი | სსდ-ს № | საწყობიდან გაშვების თარიღი | სსდ-ს № საწყობიდან გაშვებისას | საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა | საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი | საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 1. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 5. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 6. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 7. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 9. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 10. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 11. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 12. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 13. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 14. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 15. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
დანართი №2
ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული
საქონლის შესახებ
----------წლის ---------კვარტალი
| № | მოთავსების თარიღი | სსდ-ს № | განაცხადის №და კონტროლზე აყვანის თარიღი | საქონლის დასახელება და სასაქონლო კოდი | რაოდენობა მოთავსებისას (ზომის ერთეული) | რაოდენობა ანგარიშის ჩატარების თარიღის დროს | რაოდენობა საწყობიდან გაშვების დროს | ნაშთი | სსდ-ს № საწყობიდან გაშვებისას | საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა | საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი | საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 6 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 7 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 9 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საწყობის საქმიანობის ნებართვის უფლებამოსილი პირის თანამდებობა
მფლობელი პირის სახელწოდება
------------------------------------------------------ -------------------------------------------
------------------------------------------------------ სახელი, გვარი -------------------------------------------
----------------------------------------------------- ---------------------------- ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
დანართი №3
საწყობში განთავსებული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის აღწერის ფორმა
| № | მოთავსების თარიღი | ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის დასახელება და სასაქონლო კოდი | რეზერვუარის №და პროდუქტის რაოდენობა | საქონლის თანმხლები დოკუმენტები (სსდ, ასბ და სხვა) | განაცხადის №და კონტროლზე აყვანის თარიღი | სსდ-ს № | საწყობიდან გაშვების თარიღი | სსდ-ს № საწყობიდან გაშვებისას | საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა | პროდუქტზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 1. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 5. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 6. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 7. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 9. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 10. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 11. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 12. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 13. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 14. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 15. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
დანართი №4
ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის შესახებ
--------- წლის -------- კვარტალ
| № | მოთავსების თარიღი | განაცხადის № და კონტროლზე აყვანის თარიღი | სსდ-ს № | ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის დასახელება და სასაქონლო კოდი | რაოდენობა მოთავსებისას | რაოდენობა ანგარიშის ჩატარების თარიღის დროს | რაოდენობა საწყობიდან გაშვების დროს | ნაშთი | სსდ-ს № საწყობიდან გაშვებისას | საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა | პროდუქტზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 1. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 5. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 6. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 7. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 9. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 10. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საწყობის საქმიანობის ნებართვის უფლებამოსილი პირის თანამდებობა
მფლობელი პირის სახელწოდება
------------------------------------------------------ -------------------------------------------
------------------------------------------------------ სახელი,გვარი -------------------------------------------
---------------------------- ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის
ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №187
2005 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-131 მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს „ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ თანდართული დებულება.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 6 დეკემბრის №235 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „დროებითი შენახვის საწყობის შესახებ”.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
2.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №175-სსმIII,№127,15.09.2006 წ., მუხ.1678
დებულება
ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1. ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.
2. დებულება არ ვრცელდება დებულებით განსაზღვრულ საქმიანობაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
მუხლი 2.
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქონელი – ნებისმიერი ქონება, კერძოდ, ფული, ფასიანი ქაღალდები და სავალუტო ფასეულობა, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი, წყალი და სატრანსპორტო საშუალებები, გარდა ამ მუხლის “ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებისა;
ბ) სატრანსპორტო საშუალებები – ნებისმიერი საშუალება, რომელიც გამოიყენება მგზავრების საერთაშორისო გადაყვანისა და საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებისათვის, მათ შორის კონტეინერები, მისაბმელები და სხვა სატრანსპორტო მოწყობილობა;
გ) ნებართვა – ამ მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის თითოეულ სახეობაზე კანონით განსაზღვრული ვადით მოქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის წინამდებარე დებულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;
დ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
ე) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;
ვ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული მოქმედება;
ზ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
თ) სანებართვო პირობები – საქართველოს საბაჟო კოდექსით, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად, ან/და ნებართვით განსაზღვრული მოქმედების განხორციელებისას;
ი) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, საქონლის შესანახად;
კ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, საქონლის შესანახად;
ლ) დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლით დროებით შესანახად;
მ) დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლით დროებით შესანახად;
ნ) საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, დებულებით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად, ერთი ან რამდენიმე სპეციალურად გამოყოფილი და მოწყობილი შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ან ხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული და უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) ერთი შესასვლელი ან/და ერთი გასასვლელი;
ო) სათავსი – შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 და 23-ე თავების შესაბამისად განკუთვნილია შენახვის ჩვეულებრივი ან/და სპეციფიკური პირობების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შესანახად;
პ) შენობა-ნაგებობა – სათავსი, სასაწყობე მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, დაცვის დანიშნულების შენობა-ნაგებობა. აღნიშნული მოთხოვნიდან დგინდება შემდეგი სახის გამონაკლისი: დახურული საბაჟო საწყობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის მიზნებისათვის, შენობა-ნაგებობას წარმოადგენს აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (სართული ან შენობა-ნაგებობის ერთი, დამოუკიდებელი შესასვლელის მქონე ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი, განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) ერთი შესასვლელი ან/და ერთი გასასვლელი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
მუხლი 3.
1. ნებართვა გაიცემა საქართველოს ფინანსთა საინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ.
2. ნებართვა მიეცემა ნებართვის მაძიებელ ნებისმიერ პირს.
3. საწყობის ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
მუხლი 4.
1. ნებართვა გაიცემა დებულების მე-2 მუხლის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობისათვის, ერთი საწყობისათვის. შესაძლებელია ერთსა და იმავე საწყობზე ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს მიეცეს დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვა (ან პირიქით) ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს მიეცეს დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვა (ან პირიქით). ამ შემთხვევაში სავალდებულოა საწყობის ტერიტორიაზე გამოცალკევდეს, შემოისაზღვროს საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში და საბაჟო კონტროლით დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორია. ნებართვის მოქმედების ვადაში აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად განსაზღვრული ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა საქართველოს საბაჟო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეადგენს 3 წელს.
3. დაუშვებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის დაშვებულია მხოლოდ დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა ან/და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
თავი II. ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები
მუხლი 5.
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად დეპარტამენტს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ასევე დამატებით უნდა ერთვოდეს:
ა) საწყობის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველსაყოფად – სულ ცოტა 100 000 ლარის ოდენობის საბაჟო დეპარტამენტისათვის მისაღები სადაზღვევო პოლისი ან საბანკო გარანტია; ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის საწყობის ნებართვის მისაღებად, სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში – გადასახდელი თანხის შესაბამისი საბაჟო დეპარტამენტისათვის მისაღები საბანკო გარანტია, ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, ან ფულადი დეპოზიტი, ან/და შესაბამისი ქონებრივი იპოთეკა;
ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობანა-გებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობისგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორიშორებულია ერთმანეთისაგან. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლისა და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს მავთულხლართი და გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ფირნიში წარწერით – „საბაჟო კონტროლის ზონა“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ნახაზში (პროექტში) ასევე სავალდებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები;
გ) ინფორმაცია საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ;
დ) საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი;
ე) ინფორმაცია საწყობის მთელი ტერიტორიის სადღეღამისო დაცვისა და, შესაბამისად, საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების (შენობა-ნაგებობების) დამცავი, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით აღჭურვის შესახებ. დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ დაცვა ხორციელდება სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით;
ვ) ვალდებულება ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმი ნიშნავს:
ვ.ა) საწყობში განთავსებული საქონლის სათანადო პირობებში, საჭიროების შემთხვევაში განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალურად აღჭურვილ სათავსში შენახვის უზრუნველყოფას;
ვ.ბ) ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის განცალკევებულად განთავსებას;
ვ.გ) კვების პროდუქტების ცალკე იზოლირებულ სათავსში განთავსებას;
ვ.დ) საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებისათვის შესაძლებლობის უზრუნველყოფისათვის საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამის განლაგებას;
ვ.ე) საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობებისა და რემონტის უზრუნველყოფასა და სასაწყობო მეურნებობის შეუფერხებელი მუშაობისათვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულებას;
ზ) ვალდებულება, ინფორმაციის გადაცემის ელექტრონული საშუალების მეშვეობით, საწყობში შესული, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზაში მონაცემების დაუყოვნებლივ შეტანის უზრუნველყოფის თაობაზე.
5. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსისა და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით ან/და ასაშენებელი სათავსებისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი შესაბამისი განმარტებებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმის (ნახაზის) ან/და პროექტის საერთაშორისო, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე აუდიტორული ფირმის ტექნიკური აუდიტის დასკვნა.
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს სათავსში კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კანონმდებლობისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამზომი საშუალებების ტიპის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები.
7. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი (მფლობელი) ვალდებულია აღჭურვოს საწყობი სასაწყობო სასწორით, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აწონვა. ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვის შესახებ. ამ პუნქტის მიზნებისათვის სასაწყობო სასწორით აღჭურვა ნიშნავს ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში საწყობის ტერიტორიაზე ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) მფლობელობაში (სარ-გებლობაში) სასაწყობო სასწორის არსებობას. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) ვალდებულებას იკისრებს, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საავიაციო გადაზიდვებს და საწყობში განათავსებს მხოლოდ აღნიშნული სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ საქონელს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აწონვა;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
გ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან.
8. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის). აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აწონვა. 5-ტონიანი სასაწყობო სასწორით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
გ) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებს.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა-გ“ და მე-8 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის მოქმედების ვადაში საწყობში ისეთი საქონლის განთავსება, რომლის განთავსებისათვის აუცილებელია სასაწყობო სასწორის არსებობა, წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
10. დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მოქმედების ვადაში სხვა პირის საქონლის განთავსება საწყობში წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
11. ნებართვის მფლობელი (მაძიებელი), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია აღჭურვოს საწყობი საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. აღნიშნული საშუალების სიზუსტის დამოწმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
მუხლი 6.
ნებართვის მაძიებლის მიერ ამ დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას დეპარტამენტი იღებს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7.
1. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით სამ ეგზემპლარად. თითოეულ ეგზემპლარს უნდა ერთვოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ზონაში განლაგებულია საწყობი. ერთი ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტში.
2. ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართი არის საწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და საწყობის ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
მუხლი 8.
1. სანებარვთო მოწმობის გაცემა, აგრეთვე სანებართვო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა ხორციელდება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი III. საწყობების საქმიანობის ადმინისტრაციული რეგულირება
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
მუხლი 9.
1. ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საწყობის საქმიანობის შემდეგი წესები და მოთხოვნები:
ა) დაიცვას საწყობის შექმნის პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოების მოთხოვნები, უსასყიდლოდ გამოუყოს მათ საწყობში საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობი, მოწყობილობა და კავშირგაბმულობის საშუალებანი;
ბ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, ამ მიზნით უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ადგილის, რაოდენობის, წონისა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და სხვა მახასიათებლების კონტროლის განხორციელება;
გ) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის;
დ) აწარმოოს საწყობში საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საქონლის საბაჟო კონტროლით დროებით შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა დადგენილი ფორმით (დანართი №1), მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა;
ე) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №2), რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა წარუდგენს ანგარიშს შესაბამის საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე;
ვ) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორციელება საწყობში განთავსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, გარდა შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვები შემდეგი ოპერაციებისა:
ვ.ა) გასუფთავება;
ვ.ბ) განიავება;
ვ.გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
ვ.დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
ვ.ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
ვ.ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
ვ.ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
ვ.თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
ვ.ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
ვ.კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
ვ.ლ) გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციებისა, გაყიდვისა და ტრანსპორტირების მიზნით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ოპერაციები:
ვ.ლ.ა) პარტიის დანაწილება;
ვ.ლ.ბ) გზავნილების ფორმირება;
ვ.ლ.გ) დახარისხება;
ვ.ლ.დ) შეფუთვა;
ვ.ლ.ე) მარკირება;
ვ.ლ.ვ) საქონლის მოთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;
ვ.ლ.ზ) დატვირთვა;
ვ.ლ.თ) გადმოტვირთვა;
ვ.ლ.ი) გადატვირთვა;
ვ.ლ.კ) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;
ვ.ლ.ლ) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საწყობში;
ვ.ლ.მ) ტესტირება (გამოცდა);
ვ.ლ.ნ) საქონლის დემონსტრირება საბაჟო კონტროლის ზონაში;
ვ.ლ.ო) გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
ვ.მ) ზემოთ მითითებული ოპერაციების წარმართვისას უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საბაჟო ორგანოს მხრიდან კონტროლის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა, საბაჟო ორგანოს მიერ შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში – საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის უშუალო მეთვალყურეობა;
ვ.ნ) განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა შეცვალონ მისი მახასიათებლები (ხარისხი), რომლებიც დაკავშირებულია სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლასთან, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, ციფრული კოდის მეცხრე ნიშნის დონემდე;
ზ) მოაწყოს საწყობი ისე, რომ გამოირიცხებოდეს საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების შემოტანა ან/და გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, და დაიცვას საწყობში შენახვის სათანადო პირობები;
თ) საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საქონლისსაბაჟო კონტროლზე ამყვანი შესაბამისი საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, რომელსაც უნდა ესწრებოდეს შესაბამისი საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას. საწყობის, რომელშიც განთავსდება მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომეკლატურის (შემდგომში ტექსტში – სეს სნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8716 კოდში აღნიშნული მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე სეს სნ 8711 კოდში ასახული ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი საწყობის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია დაილუქოს საქონლის საბაჟო კონტროლზე ამყვანი შესაბამისი საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ასეთი სახის საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას;
ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერ საშუალებებზე სადღეღამისო ჩაწერა და სამი თვის განმავლობაში ჩანაწერის შენახვა. ჩანაწერი დებულების ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ყოველკვარტალურ ანგარიშგებასთან ერთად წარედგინება შესაბამის საბაჟო ორგანოს;
კ) არ დაუშვას ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართში მითითებული სათავსების გარდა სხვა მუდმივი ან დროებითი შენობა-ნაგებობების აშენება;
ლ) ვალდებულია საქონლის დაკარგვისას, ან დანაკლისის აღმოჩენისას, ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის წარდგენისას ან საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საწყობიდან საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების გატანის შემთხვევაში გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის გაფორმებისას;
მ) არ დაუშვას საქართველოში შემოსატანი და საქართველოდან გასატანი აკრძალული საქონლის საწყობში მოთავსება;
ნ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებული პირებისა) აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; დეპარტამენტის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი. ნებართვის მფლო-ბელს, რომელიც საწყობში განათავსებს საქონელს მხოლოდ გაყიდვის ან/და გამოფენის მიზნით, უფლება აქვს არ ასახოს ჟურნალში მხოლოდ იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსვლის მიზანია საქონლის ან/და სატ-რანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და ყიდვა. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ეს წინასწარ აცნობოს შესაბამის საბაჟო ორგანოს;
ო) საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სია, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება,იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი);
პ) დეპარტამენტს აცნობოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სიაში ცვლილებების შეტანა და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში;
ჟ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, სასაშვო რეჟიმის, სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობისა;
რ) უზრუნველყოს ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების განცალკევებულად განთავსება;
ს) საქონელი, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვა საქონელს ან რომელიც მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, უნდა ინახებოდეს საწყობის განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში. კვების პროდუქტები უნდა განთავსდეს ცალკე იზოლირებულ სათავსში;
ტ) საწყობის ტერიტორიაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნული სავალი გზა და სადგომი ტერიტორია უნდა იყოს მოასფალტებული ან მოპირკეთებული ბეტონის ფილებით;
უ) განალაგოს საწყობში განთავსებული საქონელი ისეთი სახით, რაც შესაძლებელს გახდის საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებას;
ფ) დაიცვას საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობები და უზრუნველყოს სათავსის მიმდინარე რემონტი;
ქ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვას, ვალდებულია აწარმოოს საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა დადგენილი ფორმით (დანართი №3) და განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №4).
3. ნებართვის მფლობელსა და საწყობში საქონლის შემნახველ პირებს შორის ურთიერთობა რეგულირდება სახელშეკრულებო საფუძველზე. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის მიერ.
4. ნებართვის მფლობელს, რომლის საწყობში განთავსდება მხოლოდ სეს სნ 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8716 კოდში აღნიშნული მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთე სეს სნ 8711 კოდში ასახული ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, უფლება აქვს წერილობითი ფორმით დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ნებისმიერ სხვა პირზე გაასხვისოს საწყობში განთავსებული ამ პუნქტში მითითებული საქონელი, რომლის გასხვისების უფლებამოსილებაც აქვს ნებართვის მფლობელს. ეს საქონელი მყიდველის მიერ შესაძლებელია მოექცეს შემდეგ საბაჟო რეჟიმებში: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა, რეექსპორტი, განადგურება, უარის თქმა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
5. პირს, რომელმაც არარეზიდენტი პირისაგან მიიღო საკუთრების უფლება (დადასტურებული ორიგინალი ინვოისით ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით) საწყობში განთავსებულ იმ საქონელზე, რომელიც არარეზიდენტი პირის დავალებით განთავსებულია საწყობში საქართველოს რეზიდენტი პირის მიერ, უფლება აქვს საქონელი მოაქციოს საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ საბაჟო რეჟიმში (საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის შემთხვევაში საქონლის შენახვის ვადა განისაზღვრება ასეთი საქონლის აღნიშნულ რეჟიმში შენახვის დარჩენილი ვადის ფარგლებში), თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილ საწყობებზე.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №175-სსმIII,№127,15.09.2006 წ., მუხ.1678
თავი IV. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობისა და ნებართვის გაუქმება
მუხლი 10.
1. დეპარტამენტი უფლებამოსილია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ამ დებულებით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი. დეპარტამენტი კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმების მეთოდით.
2. დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლი ხორციელდება შესაბამისი საბაჟო ორგანოს საშუალებით. აღნიშნული არ ართმევს უფლებას დეპარტამენტს თვითონ შეამოწმოს სანებართვო პირობები, სადაც სავალდებულო წესით მონაწილეობს შესაბამისი საბაჟო ორგანო.
3. შესაბამისი საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგენს დეპარტამენტს სათანადო ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
4. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სანებართვო მოწმობა დეპარტამენტს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.
მუხლი 11.
1. ნებართვის გაუქმების შედეგად შესაბამისი საბაჟო ორგანო, საწყობის მფლობელი, ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაასრულოს მასა და დამსაწყობებელს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
2. შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია ნებართვის მფლობელის ხარჯით უზრუნველყოს საქონლის გადატანა სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
თავი V. პასუხისმგებლობა საწყობების საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და ნორმების დარღვევისათვის
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
მუხლი 12.
1. ნებართვის მფლობელი საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას საბაჟო კოდექსითა და ამ დებულებით დადგენილი წესები და მოთხოვნები.
2. ამ წესებისა და მოთხოვნების ნებართვის მფლობელის მიერ დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
თავი VI. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 13.
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელსაც ნებართვა მოპოვებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, მე-5 და მე-7 პუნქტებით და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „ტ“ ქვე-პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები 2006 წლის 20 იანვრიდან. ხოლო დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს 2006 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
დანართი №1
საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ფორმა
№
მოთავსების თარიღი
საქონლის დასახელება და სასაქონლო კოდი
ადგილის რაოდენობა და წონა ან ოდენობა (ბრუტო), ზომის ერთეული
საქონლის თანმხლები დოკუმენტები
განაცხადის № და კონტროლზე აყვანის თარიღი
სსდ-ს №
საწყობიდან გაშვების თარიღი
სსდ-ს № საწყობიდან გაშვებისას
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი
საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
დანართი №2
ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული
საქონლის შესახებ
----------წლის ---------კვარტალი
№
მოთავსების თარიღი
სსდ-ს №
განაცხადის №და კონტროლზე აყვანის თარიღი
საქონლის დასახელება და სასაქონლო კოდი
რაოდენობა მოთავსებისას (ზომის ერთეული)
რაოდენობა ანგარიშის ჩატარების თარიღის დროს
რაოდენობა საწყობიდან გაშვების დროს
ნაშთი
სსდ-ს № საწყობიდან გაშვებისას
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
საქონლის მესაკუთრე, მფლობელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი
საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
საწყობის საქმიანობის ნებართვის უფლებამოსილი პირის თანამდებობა
მფლობელი პირის სახელწოდება
------------------------------------------------------ -------------------------------------------
------------------------------------------------------ სახელი, გვარი -------------------------------------------
----------------------------------------------------- ---------------------------- ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
დანართი №3
საწყობში განთავსებული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის აღწერის ფორმა
№
მოთავსების თარიღი
ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის დასახელება და სასაქონლო კოდი
რეზერვუარის №და პროდუქტის რაოდენობა
საქონლის თანმხლები დოკუმენტები (სსდ, ასბ და სხვა)
განაცხადის №და კონტროლზე აყვანის თარიღი
სსდ-ს №
საწყობიდან გაშვების თარიღი
სსდ-ს № საწყობიდან გაშვებისას
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
პროდუქტზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
დანართი №4
ყოველკვარტალური ანგარიში საწყობში შენახული ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის შესახებ
--------- წლის -------- კვარტალ
№
მოთავსების თარიღი
განაცხადის № და კონტროლზე აყვანის თარიღი
სსდ-ს №
ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატის დასახელება და სასაქონლო კოდი
რაოდენობა მოთავსებისას
რაოდენობა ანგარიშის ჩატარების თარიღის დროს
რაოდენობა საწყობიდან გაშვების დროს
ნაშთი
სსდ-ს № საწყობიდან გაშვებისას
საქონლის კონტროლზე ყოფნის ვადა
პროდუქტზე წარმოებული ყველა ოპერაციის დასახელება და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
საწყობის საქმიანობის ნებართვის უფლებამოსილი პირის თანამდებობა
მფლობელი პირის სახელწოდება
------------------------------------------------------ -------------------------------------------
------------------------------------------------------ სახელი,გვარი -------------------------------------------
---------------------------- ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის
ხელმოწერა
ბ.ა.
„ “ ----------------- 200--- წ.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება №47-სსმIII,№27,28.02.2006 წ., მუხ.325
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №187, 17.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1285125-2/