ათასწლეულის განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო მუდმივმოქმედი კომისიის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №7
2004 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
ათასწლეულის განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო მუდმივმოქმედი კომისიის შესახებ
2000 წლის 8 სექტემბრის გაეროს მე-8 პლენარულ სხდომაზე 147 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა მიიღო „გაეროს ათასწლეულის დეკლარაცია“. მასში ჩამოყალიბებულია მსოფლიოს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხები, რომლებიც აგრეთვე მოიცავს გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეფექტიანი სახელმწიფო მართვის პრინციპებს. დეკლარაციაში განსაზღვრულია ათასწლეულის განვითარების მიზნები. თითოეული მიზნის მისაღწევად შემუშავებულია კონკრეტული ამოცანები, რომლებიც 2015 წლამდე უნდა განხორციელდეს. მონიტორინგის მიზნით შერჩეულია შესაბამისი ინდიკატორები.
საქართველომ, როგორც ათასწლეულის დეკლარაციის ხელმომწერმა მხარემ, აიღო ვალდებულება უზრუნველყოს ათასწლეულის განვითარების მიზნების ასახვა ეროვნული განვითარების სტრატეგიებში და აწარმოოს პერიოდული ანგარიშგება მიზნების განხორციელების სტატუსის შესახებ. „ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების ანგარიშის შემუშავების ორგანიზაციულ ღონისძიებათა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 აგვისტოს №1063 განკარგულებით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ შეიმუშავა საქართველოს პირველადი ანგარიშის პროექტი, რომელიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებას. აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. შეიქმნას ათასწლეულის განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ეთერ ასტემიროვა – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ზაზა ბროლაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 ივლისის დადგენილება №119-სსმIII,№89,01.08.2005წ., მუხ.1015
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) გაეროს სააგენტოებთან ერთად უზრუნველყოს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული ათასწლეულის განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია.

3. ეთხოვოთ სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენლებს ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობასთან და გაეროს სააგენტოებთან ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში.
4. ეთხოვოთ საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორი ქვეყნების დაინტერესებულ წარმომადგენლებს ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობასთან და გაეროს სააგენტოებთან ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში.
5. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 ივლისის დადგენილება №119-სსმIII,№89,01.08.2005წ., მუხ.1015
+

ზურაბ ჟვანია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ეთერ ასტემიროვა – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ზაზა ბროლაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე
თეიმურაზ ბერიძე – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე
თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში
გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თამარ ლებანიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 ივლისის დადგენილება №119-სსმIII,№89,01.08.2005წ., მუხ.1015
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) გაეროს სააგენტოებთან ერთად უზრუნველყოს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული ათასწლეულის განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 ივლისის დადგენილება №119-სსმIII,№89,01.08.2005წ., მუხ.1015
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი რეხვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
თამარ სულუხია – საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრი
დავით შერვაშიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
გიორგი წერეთელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში თ. ბერუჩაშვილმა გაეროს სააგენტოებთან ერთად უზრუნველყოს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული ათასწლეულის განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს მთავრობის საქმიანობის კოორდინაცია.
3. ეთხოვოთ სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენლებს ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობასთან და გაეროს სააგენტოებთან ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში.
4. ეთხოვოთ საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორი ქვეყნების დაინტერესებულ წარმომადგენლებს ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობასთან და გაეროს სააგენტოებთან ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში.
5. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 ივლისის დადგენილება №119-სსმIII,№89,01.08.2005წ., მუხ.1015
5. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში თ. ბერუჩაშვილმა.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 ივლისის დადგენილება №119-სსმIII,№89,01.08.2005წ., მუხ.1015
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ათასწლეულის განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო მუდმივმოქმედი კომისიის შესახებ“, №7, 31.03.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.0.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1285826-1/