კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.04.2004 ძალადაკარგული 28.12.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 20/04/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №19

2004 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ

 ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, ,,საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულების შესაბამისად:

1. შეიქმნას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება და სტრუქტურა.

 2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 11 ერთეულით.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №91-სსმIII,№120,26.10.2004წ.,მუხ.1042

 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრები.

4. აპარატის საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა და საქმისწარმოება ხორციელდება საქარ-თველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო მინისტრების აპარატებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №91-სსმIII,№120,26.10.2004წ.,მუხ.1042

5. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმისწარმოების წესი განსაზღვროს სახელმწიფო მინისტრმა.

6. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის იურიდიული, ტექნიკური და საბუღალტრო მომსახურება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის კანცელარიამ.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №91-სსმIII,№120,26.10.2004წ.,მუხ.1042

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად.

2. აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტების, ასევე რელიგიურ, ეთნიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა საფუძველზე შესაძლო დაპირისპირებების მოგვარებისა და პრევენტირების პრობლემები.

3. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით.

4. აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას სახელმწიფო მინისტრის წარდგენით განსაზღვრავს მთავრობა.

4​1. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №91-სსმIII,№120,26.10.2004წ.,მუხ.1042

4​2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №91-სსმIII,№120,26.10.2004წ.,მუხ.1042

5. აპარატის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, გიორგი ლეონიძის ქუჩა 2.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №91-სსმIII,№120,26.10.2004წ.,მუხ.1042

    მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

აპარატი:

1. შეიმუშავებს და შესაბამის დონეზე განსახილველად წარადგენს მოსაზრებებს კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიული კურსისა და კონკრეტული შემთხვევებისათვის ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

2. ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს და კონტროლს უწესებს გადაწყვეტილებების შესრულებას.

3. უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოწესრიგებისა და პრევენტირების მიზნით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაციას.

4. უზრუნველყოფს სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციას კონფლიქტით დაზარალებულთა და ქვეყნის შიგნით იძულებით ადგილნაცვალთა მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით.

5. ურთიერთობებს წარმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქვეყნების წარმომადგენლობებთან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან, კერძო სტრუქტურებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან.

6. კოორდინაციას უწევს საქართველოს დელეგაციების მუშაობას შესაბამის საკითხებზე მოლაპარაკებებისას, შეხვედრებსა და ფორუმებზე. უზრუნველყოფს კონფლიქტების პრობლემებთან დაკავშირებული მაღალი და საექსპერტო დონის უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობის ორგანიზებას.

7. თავის მოსაზრებებს წარადგენს სახელმწიფო საკადრო პოლიტიკისა და ნომენკლატურული დანიშვნების შესახებ კონფლიქტების საკითხებთან უშუალოდ დაკავშირებულ სახელმწიფო უწყებებში, აგრეთვე ამ ფაქტორით საშიშროების მატარებელ რეგიონებში.

    მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა

1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება,

შიდა პოლიტიკის განყოფილება.

2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატის სტრუქტურაში შემავალი თანამდებობებია:

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი – 1

განყოფილების უფროსი – 2

მინისტრის თანაშემწე – მთავარი სპეციალისტი – 1

მთავარი სპეციალისტი – 4

მინისტრის თანაშემწე – უფროსი სპეციალისტი – 2.

    მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი.

2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

3. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი:

ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ბ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მომსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ;

გ) წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრს სამთავრობო სტრუქტურებში, შეხვედრებსა და ფორუმებზე, აგრეთვე ასრულებს მოვალეობას მისი შვებულების, მივლინების ან სხვა აუცილებელი მიზეზით სათაო დაწესებულებაში არყოფნის დროს.

    მუხლი 5. აპარატის თანამშრომლები

1. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

    მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

აპარატის შემადგენლობა

სახელმწიფო მინისტრი

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე – მთავარი სპეციალისტი

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე – უფროსი სპეციალისტი

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე – უფროსი სპეციალისტი

პოლიტიკურ და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება

განყოფილების უფროსი

მთავარი სპეციალისტი

მთავარი სპეციალისტი

შიდა პოლიტიკის განყოფილება

განყოფილების უფროსი

მთავარი სპეციალისტი

მთავარი სპეციალისტი.

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობის დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

1.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი

1

370

2.

მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე)

1

240

3.

უფროსი სპეციალისტი (ბუღალტერი)

1

220

4.

პოლიტიკურ და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი

1

350

5.

მთავარი სპეციალისტი

2

240

6.

უფროსი სპეციალისტი

1

220

7.

შინაგან საკითხთა განყოფილების უფროსი

1

350

8.

მთავარი სპეციალისტი

2

240

9.

უფროსი სპეციალისტი

1

220

 

                      სულ

11

 

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №91-სსმIII,№120,26.10.2004წ.,მუხ.1042

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“, №19, 13.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1286107-1/