ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №24
2004 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულების შესაბამისად:
1. შეიქმნას ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს აპარატის თანდართული დებულება და სტრუქტურა.
2. აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 11 ერთეულით.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №98-სსმIII,№122,29.10.2004წ., მუხ.1077
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები.
4. (ამოღებულია).

5. აპარატის საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა და საქმისწარმოება ხორციელდება საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო მინისტრების აპარატებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №98-სსმIII,№122,29.10.2004წ., მუხ.1077
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ევროინტეგრაციის საკთხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, მასთან სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის მიზნით.
2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით.
3. აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
31. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
32. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.
4. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.

მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის განხორციელების მიზნით აპარატი:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ევროინტეგრაციის პროცესებში აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორცილების კოორდინაციას, მისი შესრულების მონიტორინგს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად;
ბ) ახორციელებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების კოორდინაციას;
გ) თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან (ევროკომისია, ევროპის საბჭო, ევროპარლამენტი და სხვ.) და საქართველოში ევროკავშირის წევრ და კანდიდატ სახელმწიფოთა წარმომადგენლობებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
დ) მონაწილეობს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს, კომიტეტისა და ქვეკომიტეტის, აგრეთვე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის მუშაობაში;
ე) უზრუნველყოფს ევროგაერთიანებებთან, საქართველოს მისიასთან, ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებთან თანამშრომლობას, ანალიტიკური და ოპერატიული ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას;
ვ) ახორციელებს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო და სამთავრობო საბჭოებისა და კომისიების სამდივნოს ფუნქციებს;
ზ) შეიმუშავებს წინადადებებს ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ;
თ) ასრულებს ეროვნული საკოორდინაციო ბიუროს ფუნქციებს საქართველოში ევროკავშირის პროგრამების დაგეგმვის, რეალიზაციისა და მონიტორინგის პროცესში და ამ მიმართულებით წარმოადგენს საქართველოში ევროკომისიის პარტნიორ სტრუქტურას;
ი) ასრულებს მიმღები პარტნიორი ორგანიზაციის ფუნქციებს ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების განხორციელებისა და ევროკავშირის პროგრამის ეროვნული საკოორდინაციო ბიუროს მხარდამჭერი პროექტებისათვის;
კ) უზრუნველყოფს ევროკავშირის პროგრამებისათვის შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებისა და შეღავათების რეალიზაციას; ამ მიზნით, სახელმწიფო მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით, სარგებლობს ეროვნული საკოორდინაციო ბიუროს ბლანკით;
ლ) კოორდინაციას უწევს დონორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
მ) ხელს უწყობს დონორთა პროგრამების მოზიდვას, ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების პროგრამებს, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის პროგრამის, სხვა სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანი განხორციელებას;
ნ) შეისწავლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის გამოცდილებას და შეიმუშავებს წინადადებებს მათი გამოყენების თაობაზე;
ო) ხელს უწყობს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დიალოგს, ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის პროგრამების განხორციელების საკითხებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დამკვიდრებას;
პ) ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როგორც დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამცველი სახელმწიფოს წარმოჩენას;
ჟ) ახორცილებს საქათველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური, საქმიანი და არასამთავრობო წრეების ურთიერთდაახლოების ხელშეწყობის ღონისძებებს;
რ) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის მიერ შექმნილი ევროინტეგრაციის პრობლემათა საზოგადოებრივი საექსპერტო საბჭოს საქმიანობას.
მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა
1. აპარატის სტუქტურული ერთეულებია:
ა) ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის განყოფილება;
ბ) ევროკავშირის პროგრამების ეროვნული საკოორდინაციო ბიურო;
გ) დონორ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაციის განყოფილება.
2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატის სტრუქტურაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) აპარატის უფროსი;
ბ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
გ) სახელმწიფო მინისტრის მდივანი;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი;
ე) განყოფილების უფროსი;
ვ) განყოფილების სპეციალისტი.
მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორცი ე ლებს ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
3. აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
გ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ) სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ;
ე) ასრულებს სახელმწიფო მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 5. აპარატის თანამშრომლები
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორცილდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1. | აპარატის უფროსი | 1 | 370 |
| 2. | მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე) | 1 | 240 |
| 3. | მთავარი სპეციალისტი (მინისტრის მდივანი) | 1 | 240 |
| 4. | მთავარი სპეციალისტი (ბუღალტერი) | 1 | 240 |
| 5. | უფროსი სპეციალისტი (საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი) | 1 | 220 |
| 6. | ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის განყოფილების უფროსი | 1 | 350 |
| 7. | მთავარი სპეციალისტი | 1 | 240 |
| 8. | ევროკავშირის პროგრამების (ეროვნული საკოორდინაციო ბიუროს) განყოფილების უფროსი | 1 | 350 |
| 9. | მთავარი სპეციალისტი | 1 | 240 |
| 10. | დონორ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი | 1 | 350 |
| 11. | მთავარი სპეციალისტი | 1 | 240 |
|
| სულ | 11 |
|
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №98-სსმIII,№122,29.10.2004წ., მუხ.1077
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №24
2004 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულების შესაბამისად:
1. შეიქმნას ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს აპარატის თანდართული დებულება და სტრუქტურა.
2. აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 11 ერთეულით.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №98-სსმIII,№122,29.10.2004წ., მუხ.1077
2. აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 10 ერთეულით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები.
4. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №98-სსმIII,№122,29.10.2004წ., მუხ.1077
5. აპარატის საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა და საქმისწარმოება ხორციელდება საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო მინისტრების აპარატებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №98-სსმIII,№122,29.10.2004წ., მუხ.1077
4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა:
ა) განკარგოს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილი სახსრები;
ბ) განსაზღვროს აპარატის საქმისწარმოების წესი.
5. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის იურიდიული, ტექნიკური და საბუღალტრო მომსახურება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის კანცელარიამ.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №98-სსმIII,№122,29.10.2004წ., მუხ.1077
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ევროინტეგრაციის საკთხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, მასთან სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის მიზნით.
2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით.
3. აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
31. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
32. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.
4. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №98-სსმIII,№122,29.10.2004წ., მუხ.1077
მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები🔗
საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის განხორციელების მიზნით აპარატი:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ევროინტეგრაციის პროცესებში აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორცილების კოორდინაციას, მისი შესრულების მონიტორინგს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად;
ბ) ახორციელებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების კოორდინაციას;
გ) თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან (ევროკომისია, ევროპის საბჭო, ევროპარლამენტი და სხვ.) და საქართველოში ევროკავშირის წევრ და კანდიდატ სახელმწიფოთა წარმომადგენლობებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
დ) მონაწილეობს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს, კომიტეტისა და ქვეკომიტეტის, აგრეთვე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის მუშაობაში;
ე) უზრუნველყოფს ევროგაერთიანებებთან, საქართველოს მისიასთან, ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებთან თანამშრომლობას, ანალიტიკური და ოპერატიული ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას;
ვ) ახორციელებს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო და სამთავრობო საბჭოებისა და კომისიების სამდივნოს ფუნქციებს;
ზ) შეიმუშავებს წინადადებებს ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ;
თ) ასრულებს ეროვნული საკოორდინაციო ბიუროს ფუნქციებს საქართველოში ევროკავშირის პროგრამების დაგეგმვის, რეალიზაციისა და მონიტორინგის პროცესში და ამ მიმართულებით წარმოადგენს საქართველოში ევროკომისიის პარტნიორ სტრუქტურას;
ი) ასრულებს მიმღები პარტნიორი ორგანიზაციის ფუნქციებს ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების განხორციელებისა და ევროკავშირის პროგრამის ეროვნული საკოორდინაციო ბიუროს მხარდამჭერი პროექტებისათვის;
კ) უზრუნველყოფს ევროკავშირის პროგრამებისათვის შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებისა და შეღავათების რეალიზაციას; ამ მიზნით, სახელმწიფო მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით, სარგებლობს ეროვნული საკოორდინაციო ბიუროს ბლანკით;
ლ) კოორდინაციას უწევს დონორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
მ) ხელს უწყობს დონორთა პროგრამების მოზიდვას, ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების პროგრამებს, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის პროგრამის, სხვა სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანი განხორციელებას;
ნ) შეისწავლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის გამოცდილებას და შეიმუშავებს წინადადებებს მათი გამოყენების თაობაზე;
ო) ხელს უწყობს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დიალოგს, ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის პროგრამების განხორციელების საკითხებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დამკვიდრებას;
პ) ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როგორც დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამცველი სახელმწიფოს წარმოჩენას;
ჟ) ახორცილებს საქათველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური, საქმიანი და არასამთავრობო წრეების ურთიერთდაახლოების ხელშეწყობის ღონისძებებს;
რ) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის მიერ შექმნილი ევროინტეგრაციის პრობლემათა საზოგადოებრივი საექსპერტო საბჭოს საქმიანობას.
მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა
მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა🔗
1. აპარატის სტუქტურული ერთეულებია:
ა) ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის განყოფილება;
ბ) ევროკავშირის პროგრამების ეროვნული საკოორდინაციო ბიურო;
გ) დონორ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაციის განყოფილება.
2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატის სტრუქტურაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) აპარატის უფროსი;
ბ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
გ) სახელმწიფო მინისტრის მდივანი;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი;
ე) განყოფილების უფროსი;
ვ) განყოფილების სპეციალისტი.
მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა
მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა🔗
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
3. აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
გ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ) სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ;
ე) ასრულებს სახელმწიფო მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 5. აპარატის თანამშრომლები
მუხლი 5. აპარატის თანამშრომლები🔗
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორცილდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობის დასახელება
საშტატო ერთეულის რაოდენობა
თანამდებობრივი სარგო
1.
აპარატის უფროსი
1
370
2.
მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე)
1
240
3.
მთავარი სპეციალისტი (მინისტრის მდივანი)
1
240
4.
მთავარი სპეციალისტი (ბუღალტერი)
1
240
5.
უფროსი სპეციალისტი (საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი)
1
220
6.
ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის განყოფილების უფროსი
1
350
7.
მთავარი სპეციალისტი
1
240
8.
ევროკავშირის პროგრამების (ეროვნული საკოორდინაციო ბიუროს) განყოფილების უფროსი
1
350
9.
მთავარი სპეციალისტი
1
240
10.
დონორ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი
1
350
11.
მთავარი სპეციალისტი
1
240
სულ
11
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №98-სსმIII,№122,29.10.2004წ., მუხ.1077
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორცილდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“, №24, 19.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1286206-1/