საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.05.2004 ძალადაკარგული 18.02.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 25/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

  დადგენილება №38

2004 წლის 21 მაისი

 ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის დადგენილება №72 - სსმ III, №46, 19.04.2005წ., მუხ.478

2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №145 - სსმ III, №100, 26.08.2005წ., მუხ.1121

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №44 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.322

4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის დადგენილება №90 - სსმ III, №63, 08.05.2006წ., მუხ.812

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11აგვისტოს დადგენილება №152 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1485

6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №200 - სსმ III, №149, 06.11.2006წ., მუხ.2066

7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №212 - სსმ III, №155, 17.11.2006წ., მუხ.2143

8. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №230 - სსმ III, №171, 21.12.2006წ., მუხ.2295

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 თებერვლის დადგენილება №31 - სსმ III, №24, 22.02.2007წ., მუხ.284

10. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის დადგენილება №115 - სსმ III, №70, 08.05.2008წ., მუხ.746

11. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 ივნისის დადგენილება №138 - სსმ III, №89, 24.06.2008წ., მუხ.965

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება.

2. სამინისტრო ასრულებს მოქმედებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების, ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და წყვეტს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

4. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში.

5. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

6. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0123, კოსტავას ქ. №41.

    მუხლი 2. სამინისტროს მმართველობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს მმართველობის სფეროა აგროსასურსათო, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის, კომპეტენციის ფარგლებში მცენარეთა დაცვის, მეცხოველეობის სანაშენე საქმიანობის, აგროსაინჟინრო, ვე-ტერინარიის, სასელექციო საქმიანობის დარგები.

2. სამინისტროს ამოცანებია:

ა) ქვეყანაში აგრარული რეფორმების განხორციელება ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

ბ) ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოებისათვის ხელშეწყობა;

გ) აგროსასურსათო სექტორში (შემდგომში – სექტორი) შემოსავლების ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;

დ) მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

ე) სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისა და ბიოაგროწარმოების ხელშეწყობა;

ვ) საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების, საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების მოპოვებისა და განმტკიცების ხელშეწყობა;

ზ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების გავრცელების ხელშეწყობა;

თ) სექტორის სტრატეგიის შემუშავება;

ი) სექტორის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის მიზანმიმართულ და ორგანიზებულ წარმართვაში მონაწილეობა;

კ) სექტორის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

მ) სექტორში დასაქმებული მეურნე სუბიექტების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების ხელშეწყობა;

ნ) ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ო) სექტორში საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო პროგრამების მართვა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული ნებართვების გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების ზედამხედველობა;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაზრო ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის ხელშეწყობა;

რ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;

ს) ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შეფასების სამუშაოთა კოორდინაცია და მონიტორინგი;

ტ) დარგების მიხედვით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

უ) სექტორში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა;

ფ) პესტიციდების, აგროქიმიკატების, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების გამოცდის ორგანიზება და რეგისტრაცია;

ქ) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ობიექტების შემოღწევისაგან;

ღ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო ზედამხედველობა და მისი რეგისტრაცია;

ყ) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;

შ) პესტიციდების და აგროქიმიკატების საჭიროების პროგნოზირება და მათი გამოყენების ხელშეწყობა;

ჩ) (ამოღებულია);

ც) სანაშენე მეცხოველეობის საქმიანობის კოორდინაცია;

ძ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №145 - სსმ III, №100, 26.08.2005წ., მუხ.1121

    მუხლი 3. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი

სამინისტროს უფლება-მოვალეობანია:

ა) კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სამინისტროებისა და უწყებებისაგან ქვეყნის აგრარული და სასურსათო მდგო-მარეობის ანალიზისა და პროგნოზირებისათვის;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, ნორმატიული აქტების, სახელმწიფო პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავებაში;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშაოს და გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტები;

დ) დადგენილი წესით, დაკისრებული ამოცანების გადასაწყვეტად, შექმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო და სხვადასხვა სახის კომისიები;

ე) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები და სიმპოზიუმები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესასწავლად, კონფერენციებსა და სხვა სახის შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

თ) უხელმძღვანელოს სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას;

ი) პერიოდულად მოახსენოს საქართველოს მთავრობას მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობა;

კ) უზრუნველყოს ურთიერთობა მოსახლეობასთან უშუალოდ ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ლ) უზრუნველყოს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მ) გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ;

ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, მთავრობის დადგენილებებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 4. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

2. მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

3. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარ-გულებების შესრულებისათვის;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროს მიკუთვნებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

თ) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს;

ი) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;

კ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;

ლ) ასრულებს მისთვის კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

4. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.

5. მინისტრი პასუხისმგებელია სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

7. საქართველოს კონტიტუციის 812 მუხლის შესაბამისად, მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.

8. მინისტრი პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.

9. მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) გადადგომისას;

ბ) გარდაცვალებისას;

გ) პრემიერ-მინისტრის აქტის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებისას;

დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

ე) მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

10. მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.

11. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

12. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნა ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტას.

13. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლება არა აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას.

14. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

15. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

16. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №200 - სსმ III, №149, 06.11.2006წ., მუხ.2066

საქართველოს მთავრობის 2006 წლის15 ნოემბრის დადგენილება №212 - სსმ III, №155, 17.11.2006წ., მუხ.2143

    მუხლი 5. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემაში შედის:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სახელმწიფო დეპარტამენტი;

გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატი;

დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები;

ე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

    მუხლი 6. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა

1. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში არიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:

ა.ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;

ა.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

ა.გ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;

ა.დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

ა.ე) სამინისტროს მუშაკთა პირადი საქმეების წარმოება, მათი ატესტაციის ორგანიზება, პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია.

ბ) გენერალური ინსპექცია, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების, სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი; სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა რესურსის ხარჯვისა და განკარგვის კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ზედამხედველობა;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროსათვის ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვაში; შესაბამისი საერთაშორისო პროგრამების კოორდინაცია;

დ) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკონსულტაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა; საქართველოში თევზის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა; სანაშენე მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა; მემცენარეობისა და მეთესლეობის, აგროქიმიისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სფეროების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;

ე) (ამოღებულია);

ვ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს უზრუნველყოფა იურიდიული მომსახურებით, სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა, სამინისტროს მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების ანალიზი და მონიტორინგი.

ზ) (ამოღებულია);

თ) საფინანსო და საბუღალტრო სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების კონტროლი, საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა; სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი, ნაერთი ბალანსის მომზადება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტსა და სხვა ორგანიზაციათა წინაშე სავალდებულო ანგარიშგება, სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებათა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების ერთიანი მეთოდოლოგიური საფუძვლების უზრუნველყოფა;

ი) სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა ქვეყნის სამელიორაციო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი;

კ) სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი; სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასება და ანალიზი, კრიზისული მდგომარეობის მართვის სისტემის ორგანიზება;

ლ) მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრის მარკეტინგული კვლევის წარმოება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

მ) რეგიონალური მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა რეგიონალური პოლიტიკისა და მისი განვითარების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების ინფორმაციული უზრუნველყოფა სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის შესახებ, სამინისტროს მიმდინარე პროექტებში რეგიონალური სამმართველოების მონაწილეობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, რეგიონალური სამმართველოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება, რეგიონალური სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია; მიწის კონსოლიდაციის, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნა, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ორგანიზება.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №145 - სსმ III, №100, 26.08.2005წ., მუხ.1121

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №44 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.322

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №200 - სსმ III, №149, 06.11.2006წ., მუხ.2066

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №230 - სსმ III, №171, 21.12.2006წ., მუხ.2295

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 თებერვლის დადგენილება №31 - სსმ III, №24, 22.02.2007წ., მუხ.284

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის დადგენილება №115 - სსმ III, №70, 08.05.2008წ., მუხ.746

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 ივნისის დადგენილება №138 - სსმ III, №89, 24.06.2008წ., მუხ.965

    მუხლი 7. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები

1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) გარე კახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;

ბ) შიდა კახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;

გ) შიდა ქართლის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;

დ) ქვემო ქართლის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;

ე) მცხეთა-მთიანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;

ვ) სამცხე-ჯავახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;

ზ) რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;

თ) იმერეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;

ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;

კ) გურიის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო.

2. საქართველოს ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, რომლებზეც ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებანი, განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.

4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტო-რიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №145 - სსმ III, №100, 26.08.2005წ., მუხ.1121

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 თებერვლის დადგენილება №31 - სსმ III, №24, 22.02.2007წ., მუხ.284

    მუხლი 8. სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის სამინისტროს გამგებლობაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება.

2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

6. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების რეგისტრაციას ახორციელებს მთავრობა სპეციალურ რეესტრში.

7. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

8. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ დაწესებულებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

9. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

10. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

11. სამინისტროს გამგებლობაში არიან შემდეგი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები:

ა) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური;

ბ) (ამოღებულია).

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის დადგენილება №72 - სსმ III, №46, 19.04.2005წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №145 - სსმ III, №100, 26.08.2005წ., მუხ.1121

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №44 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.322

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11აგვისტოს დადგენილება №152 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1485

    მუხლი 9. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

1. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“.

2. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №145 - სსმ III, №100, 26.08.2005წ., მუხ.1121

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №44 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.322

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის დადგენილება №90 - სსმ III, №63, 08.05.2006წ., მუხ.812

    მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი

სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №38, 21.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1286695-11/