სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №110
2006 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის თანდართული წესი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №231-სსმIII,№171, 21.12.2006წ.,მუხ.2296
2.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
წ ე ს ი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების (შემდგომში – შენობა-ნაგებობები) სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები;
გ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
3. შენობა-ნაგებობები სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს:
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, რომელიც შეიძლება იყოს ვადიანი და უვადო).
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით.
5. შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: უზუფრუქტით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), თხოვებით, ქირავნობით, იჯარით, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო-მუნიციპალური დაქვემდებარების შენობა-ნაგებობების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განახორციელოს თავისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.
6. შენობა-ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი შესაბამის განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
7. შენობა-ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
1. შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით:
ა) აღნაგობით;
ბ) უზუფრუქტით;
გ) ქირავნობით;
დ) იჯარით;
ე) თხოვებით;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებით.
2. აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იპოთეკით დატვირთვა.
3. შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სასყიდლიანი აღნაგობით, უზუფრუქტით, ქირავნობით, იჯარით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელსაც აღნიშნული წესის საფუძველზე ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. ქირა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ან მათ ნაწილებში განთავსდებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევებში არ ფორმდება ხელშეკრულებები.
5. შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნაგობით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), უზუფრუქტით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), თხოვებით, ქირავნობით, იჯარით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განახორციელოს თავისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.

მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემა კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის წესით გადაცემის მიზანია შენობა-ნაგებობებით სარგებლობის უფლების მინიჭება იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის (პირებისათვის), რომლებიც ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებენ სახელმწიფოს. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და შენობა-ნაგებობების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.
3. ამ წესით გათვალისწინებული კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებისას გამოიყენება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებისა და „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების“ შესაბამისი მოთხოვნები.
4. კონკურსში ან აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
5. საკონკურსო (აუქციონის) პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
6. გადაწყვეტილებას სახელმწიფო შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის კონკურსის თუ აუქციონის გამოყენების თაობაზე იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების უზუფრუქტის ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების უზუფრუქტის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის შენობა-ნაგებობების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კონკურსისა და აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციის) 50 პროცენტი ან 50 პროცენტზე მეტია, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადაეცემათ მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომელთა პრივატიზება აკრძალულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. შენობა-ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა შეიძლება ვადით ან უვადოდ, ხოლო შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემა შეიძლება ვადით.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის საწყისებზე, რის შემდგომაც გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც გადაცემულია საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასყიდლიანი ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება უზუფრუქტის შესახებ.
7. აკრძალულია სასყიდლიანი ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული შენობა-ნაგებობების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.

მუხლი 41. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.
2. აღნაგობის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით კონკურსისა და აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციის) 50 პროცენტი ან 50 პროცენტზე მეტია, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადასცემს მხოლოდ იმ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთს, რომელთა პრივატიზება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია.
5. შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს.
6. შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის გადაცემა სასყიდლიანი ფორმით ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის საწყისებზე, რის შემდგომაც გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გადაცემულია საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასყიდლიანი ან უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება აღნაგობის შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქირავნობის ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. ქირავნობის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები შეიძლება გადაეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების კონკურსის (აუქციონის) გარეშე ქირავნობის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქირავნობის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ქირავნობის ფორმით გადაცემის შესახებ.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და დამქირავებელს შორის ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს მისი მოქმედების ვადა, ქირის ოდენობა, ქირის გადახდის პირობები, გამქირავებლისა და დამქირავებლის უფლება-მოვალეობანი.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დამქირავებელს არა აქვს უფლება დაქირავებული ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა).
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე:
ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ შენობა-ნაგებობებს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის;
ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას დროებით სარგებლობაში კონკურსის ან აუქციონის წესით. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების კონკურსის (აუქციონის) გარეშე იჯარის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და მოიჯარეს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა.
4. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით აღებული შენობა-ნაგებობები ან მისი ნაწილი ქვეიჯარით გადასცეს მხოლოდ მეიჯარის თანხმობით.
5. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
6. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.
7. მოიჯარეს უფლება აქვს დააგირაოს მის ხელთ არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის უფლება მეიჯარის თანხმობით. ამგვარი იჯარის გირაოს მფლობელს აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოგირავნის ყველა უფლება.
8. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად შენობა-ნაგებობას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;

მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების თხოვების ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს კონკურსისა და აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგელობისათვის გადაცემას.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები თხოვების ფორმით კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციის) 50 პროცენტი ან 50 პროცენტზე მეტია, თხოვების ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადაეცემათ მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომელთა პრივატიზება აკრძალულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დაბრუნება.
4. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული შენობა-ნაგებობების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.

მუხლი 8. გარიგებათა გაფორმების წესი
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია კონკურსის ან აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 3 თვისა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან გააფორმოს სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო კონკურსის ან აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.
4. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული შენობა-ნაგებობების დასახელება და მისამართი;
ბ) ცნობები აღნიშნული შენობა-ნაგებობების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა;
ე) მხარეთა ურთიერთვალდებულებები შენობა-ნაგებობების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ვ) სასყიდლიანი გადაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სპეციალური მოთხოვნების ცვლილებების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების ერთ თვეში მოდიფიცირებისა და შეცვლილ სპეციალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;
თ) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსის ან აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს შენობა-ნაგებობების კონკურსით ან აუქციონის საფუძველზე გადაცემის პირობებსა და ვადებს.
6. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-9 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს.
7. შენობა-ნაგებობების ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოსაგან გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება დამოწმდება სანოტარო წესით, გაწეულ საზღაურს ფარავს სახელმწიფო ქონების მიმღები პირი.

მუხლი 9. შენობა-ნაგებობების აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა.
1.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის (აუქციონის) პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) შენობა-ნაგებობების მიმღები პირის მიერ სხვა საკონკურსო (აუქციონის) ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. სახელმწიფო ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №231-სსმIII,№171, 21.12.2006წ.,მუხ.2296
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 10. დავათა განხილვის წესი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე კონკურსის ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №110
2006 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის თანდართული წესი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №231-სსმIII,№171, 21.12.2006წ.,მუხ.2296
2.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
წ ე ს ი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების (შემდგომში – შენობა-ნაგებობები) სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები;
გ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები სარგებლობის უფლებით შესაძლებელია გადაეცეს სასყიდლით (სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა) ან უსასყიდლოდ (უსასყიდლო უზუფრუქტი, თხოვება) და ვადით (თხოვება, სასყიდლიანი უზუფრუქტი, უსასყიდლო უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა) ან უვადოდ (უსასყიდლო უზუფრუქტი).
3. შენობა-ნაგებობები სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს:
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, რომელიც შეიძლება იყოს ვადიანი და უვადო).
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით.
5. შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: უზუფრუქტით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), თხოვებით, ქირავნობით, იჯარით, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო-მუნიციპალური დაქვემდებარების შენობა-ნაგებობების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განახორციელოს თავისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.
6. შენობა-ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი შესაბამის განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
7. შენობა-ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
1. შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით:
1. შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით:
ა) უზუფრუქტით;
ა) აღნაგობით;
ბ) ქირავნობით;
ბ) უზუფრუქტით;
გ) იჯარით;
გ) ქირავნობით;
დ) თხოვებით.
დ) იჯარით;
ე) თხოვებით;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებით.
2. აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იპოთეკით დატვირთვა.
3. შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტით, ქირავნობით და იჯარით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელსაც აღნიშნული წესის საფუძველზე ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. ქირა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სასყიდლიანი აღნაგობით, უზუფრუქტით, ქირავნობით, იჯარით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელსაც აღნიშნული წესის საფუძველზე ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. ქირა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. სახელმწიფო ორგანოებს შენობა-ნაგებობები გადაეცემათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. სახელმწიფო ორგანოები შენობა-ნაგებობებში განთავსდებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევებში არ ფორმდება ხელშეკრულებები.
4. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ან მათ ნაწილებში განთავსდებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევებში არ ფორმდება ხელშეკრულებები.
5. გადაწყვეტილებას, თუ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის რომელი ფორმით უნდა გადაეცეს სახელმწიფო ქონება, იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
5. შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნაგობით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), უზუფრუქტით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), თხოვებით, ქირავნობით, იჯარით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განახორციელოს თავისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემა ხორციელდება მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით.
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემა კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის წესით გადაცემის მიზანია შენობა-ნაგებობებით სარგებლობის უფლების მინიჭება იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის (პირებისათვის), რომლებიც ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებენ სახელმწიფოს. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და შენობა-ნაგებობების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.
3. ამ წესით გათვალისწინებული კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებისას გამოიყენება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებისა და „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების“ შესაბამისი მოთხოვნები.
4. კონკურსში ან აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
5. საკონკურსო (აუქციონის) პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
6. გადაწყვეტილებას სახელმწიფო შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის კონკურსის თუ აუქციონის გამოყენების თაობაზე იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების უზუფრუქტის ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების უზუფრუქტის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის შენობა-ნაგებობების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კონკურსისა და აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კონკურსისა და აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციის) 50 პროცენტი ან 50 პროცენტზე მეტია, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადაეცემათ მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომელთა პრივატიზება აკრძალულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. შენობა-ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა შეიძლება ვადით ან უვადოდ, ხოლო შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემა შეიძლება ვადით.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის საწყისებზე, რის შემდგომაც გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის საწყისებზე, რის შემდგომაც გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც გადაცემულია საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასყიდლიანი ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება უზუფრუქტის შესახებ.
7. აკრძალულია სასყიდლიანი ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული შენობა-ნაგებობების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 41. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემა🔗
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.
2. აღნაგობის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით კონკურსისა და აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციის) 50 პროცენტი ან 50 პროცენტზე მეტია, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადასცემს მხოლოდ იმ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთს, რომელთა პრივატიზება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია.
5. შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს.
6. შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის გადაცემა სასყიდლიანი ფორმით ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის საწყისებზე, რის შემდგომაც გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გადაცემულია საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასყიდლიანი ან უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება აღნაგობის შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქირავნობის ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. ქირავნობის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები შეიძლება გადაეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით.
2. ქირავნობის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები შეიძლება გადაეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების კონკურსის (აუქციონის) გარეშე ქირავნობის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქირავნობის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ქირავნობის ფორმით გადაცემის შესახებ.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და დამქირავებელს შორის ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს მისი მოქმედების ვადა, ქირის ოდენობა, ქირის გადახდის პირობები, გამქირავებლისა და დამქირავებლის უფლება-მოვალეობანი.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დამქირავებელს არა აქვს უფლება დაქირავებული ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა).
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე:
ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ შენობა-ნაგებობებს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის;
ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას დროებით სარგებლობაში კონკურსის ან აუქციონის წესით.
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას დროებით სარგებლობაში კონკურსის ან აუქციონის წესით. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების კონკურსის (აუქციონის) გარეშე იჯარის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და მოიჯარეს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა.
4. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით აღებული შენობა-ნაგებობები ან მისი ნაწილი ქვეიჯარით გადასცეს მხოლოდ მეიჯარის თანხმობით.
5. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
6. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.
7. მოიჯარეს უფლება აქვს დააგირაოს მის ხელთ არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის უფლება მეიჯარის თანხმობით. ამგვარი იჯარის გირაოს მფლობელს აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოგირავნის ყველა უფლება.
8. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად შენობა-ნაგებობას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების თხოვების ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს კონკურსისა და აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგელობისათვის გადაცემას.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები თხოვების ფორმით კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები თხოვების ფორმით კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციის) 50 პროცენტი ან 50 პროცენტზე მეტია, თხოვების ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადაეცემათ მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომელთა პრივატიზება აკრძალულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დაბრუნება.
4. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული შენობა-ნაგებობების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 8. გარიგებათა გაფორმების წესი
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით) უნდა გაფორმდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია კონკურსის ან აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 3 თვისა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან გააფორმოს სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია კონკურსის ან აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 3 თვისა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან გააფორმოს სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო კონკურსის ან აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.
4. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული შენობა-ნაგებობების დასახელება და მისამართი;
ბ) ცნობები აღნიშნული შენობა-ნაგებობების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა;
ე) მხარეთა ურთიერთვალდებულებები შენობა-ნაგებობების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ვ) სასყიდლიანი გადაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სპეციალური მოთხოვნების ცვლილებების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების ერთ თვეში მოდიფიცირებისა და შეცვლილ სპეციალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;
თ) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსის ან აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს შენობა-ნაგებობების კონკურსით ან აუქციონის საფუძველზე გადაცემის პირობებსა და ვადებს.
6. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-9 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს.
7. შენობა-ნაგებობების ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოსაგან გადაეცემა პირს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს სახელმწიფო ქონების მიმღები პირი.
7. შენობა-ნაგებობების ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოსაგან გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება დამოწმდება სანოტარო წესით, გაწეულ საზღაურს ფარავს სახელმწიფო ქონების მიმღები პირი.
მუხლი 9. შენობა-ნაგებობების უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ფორმებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა🔗
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 9. შენობა-ნაგებობების აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა.🔗
1.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის (აუქციონის) პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) შენობა-ნაგებობების მიმღები პირის მიერ სხვა საკონკურსო (აუქციონის) ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. სახელმწიფო ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №231-სსმIII,№171, 21.12.2006წ.,მუხ.2296
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 10. დავათა განხილვის წესი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე კონკურსის ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №110
2006 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის თანდართული წესი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №231-სსმIII,№171, 21.12.2006წ.,მუხ.2296
2.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
3.საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №183-სსმIII,№133, 09.09.2008წ.,მუხ.1326
წ ე ს ი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი🔗
1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების (შემდგომში – შენობა-ნაგებობები) სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები;
გ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
3. შენობა-ნაგებობები სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს:
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, რომელიც შეიძლება იყოს ვადიანი და უვადო).
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით.
5. შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: უზუფრუქტით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), თხოვებით, ქირავნობით, იჯარით, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო-მუნიციპალური დაქვემდებარების შენობა-ნაგებობების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განახორციელოს თავისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.
6. შენობა-ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი შესაბამის განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
7. შენობა-ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა🔗
1. შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით:
ა) აღნაგობით;
ბ) უზუფრუქტით;
გ) ქირავნობით;
დ) იჯარით;
ე) თხოვებით;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებით.
2. აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იპოთეკით დატვირთვა.
3. შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სასყიდლიანი აღნაგობით, უზუფრუქტით, ქირავნობით, იჯარით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელსაც აღნიშნული წესის საფუძველზე ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. ქირა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ან მათ ნაწილებში განთავსდებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევებში არ ფორმდება ხელშეკრულებები.
5. შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნაგობით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), უზუფრუქტით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), თხოვებით, ქირავნობით, იჯარით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განახორციელოს თავისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება🔗
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემა კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის წესით გადაცემის მიზანია შენობა-ნაგებობებით სარგებლობის უფლების მინიჭება იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის (პირებისათვის), რომლებიც ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებენ სახელმწიფოს. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და შენობა-ნაგებობების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.
3. ამ წესით გათვალისწინებული კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებისას გამოიყენება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებისა და „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების“ შესაბამისი მოთხოვნები.
4. კონკურსში ან აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
5. საკონკურსო (აუქციონის) პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
6. გადაწყვეტილებას სახელმწიფო შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის კონკურსის თუ აუქციონის გამოყენების თაობაზე იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების უზუფრუქტის ფორმით გადაცემა🔗
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების უზუფრუქტის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის შენობა-ნაგებობების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კონკურსისა და აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციის) 50 პროცენტი ან 50 პროცენტზე მეტია, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადაეცემათ მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომელთა პრივატიზება აკრძალულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. შენობა-ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა შეიძლება ვადით ან უვადოდ, ხოლო შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემა შეიძლება ვადით.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის საწყისებზე, რის შემდგომაც გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც გადაცემულია საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასყიდლიანი ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება უზუფრუქტის შესახებ.
7. აკრძალულია სასყიდლიანი ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული შენობა-ნაგებობების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 41. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემა🔗
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.
2. აღნაგობის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით კონკურსისა და აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციის) 50 პროცენტი ან 50 პროცენტზე მეტია, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადასცემს მხოლოდ იმ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთს, რომელთა პრივატიზება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია.
5. შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს.
6. შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის გადაცემა სასყიდლიანი ფორმით ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის საწყისებზე, რის შემდგომაც გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გადაცემულია საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასყიდლიანი ან უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება აღნაგობის შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქირავნობის ფორმით გადაცემა🔗
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. ქირავნობის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები შეიძლება გადაეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების კონკურსის (აუქციონის) გარეშე ქირავნობის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქირავნობის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ქირავნობის ფორმით გადაცემის შესახებ.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და დამქირავებელს შორის ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს მისი მოქმედების ვადა, ქირის ოდენობა, ქირის გადახდის პირობები, გამქირავებლისა და დამქირავებლის უფლება-მოვალეობანი.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დამქირავებელს არა აქვს უფლება დაქირავებული ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა).
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე:
ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ შენობა-ნაგებობებს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის;
ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემა🔗
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას დროებით სარგებლობაში კონკურსის ან აუქციონის წესით. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების კონკურსის (აუქციონის) გარეშე იჯარის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და მოიჯარეს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა.
4. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით აღებული შენობა-ნაგებობები ან მისი ნაწილი ქვეიჯარით გადასცეს მხოლოდ მეიჯარის თანხმობით.
5. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
6. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.
7. მოიჯარეს უფლება აქვს დააგირაოს მის ხელთ არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის უფლება მეიჯარის თანხმობით. ამგვარი იჯარის გირაოს მფლობელს აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოგირავნის ყველა უფლება.
8. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად შენობა-ნაგებობას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების თხოვების ფორმით გადაცემა🔗
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს კონკურსისა და აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგელობისათვის გადაცემას.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები თხოვების ფორმით კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციის) 50 პროცენტი ან 50 პროცენტზე მეტია, თხოვების ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადაეცემათ მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომელთა პრივატიზება აკრძალულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დაბრუნება.
4. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული შენობა-ნაგებობების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 8. გარიგებათა გაფორმების წესი🔗
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია კონკურსის ან აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 3 თვისა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან გააფორმოს სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო კონკურსის ან აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.
4. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული შენობა-ნაგებობების დასახელება და მისამართი;
ბ) ცნობები აღნიშნული შენობა-ნაგებობების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა;
ე) მხარეთა ურთიერთვალდებულებები შენობა-ნაგებობების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ვ) სასყიდლიანი გადაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სპეციალური მოთხოვნების ცვლილებების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების ერთ თვეში მოდიფიცირებისა და შეცვლილ სპეციალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;
თ) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსის ან აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს შენობა-ნაგებობების კონკურსით ან აუქციონის საფუძველზე გადაცემის პირობებსა და ვადებს.
6. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-9 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს.
7. შენობა-ნაგებობების ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოსაგან გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება დამოწმდება სანოტარო წესით, გაწეულ საზღაურს ფარავს სახელმწიფო ქონების მიმღები პირი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №183-სსმIII,№133, 09.09.2008წ.,მუხ.1326
მუხლი 9. შენობა-ნაგებობების აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა.🔗
1.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის (აუქციონის) პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) შენობა-ნაგებობების მიმღები პირის მიერ სხვა საკონკურსო (აუქციონის) ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. სახელმწიფო ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №231-სსმIII,№171, 21.12.2006წ.,მუხ.2296
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება №37-სსმIII,№25, 26.02.2007წ.,მუხ.308
მუხლი 10. დავათა განხილვის წესი🔗
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე კონკურსის ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №110, 12.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1287742-2/