გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №154
2005 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დებულება
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. დებულების მიზანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში – ნებართვის) გაცემის, მასში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების წესს.
მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
ნებართვას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
მუხლი 3. საქმიანობის კატეგორიები
1. ამ დადგენილების მიზნებისათვის მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით საქმიანობა იყოფა სამ კატეგორიად:
ა) პირველი კატეგორიის საქმიანობას განეკუთვნება „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) მეორე კატეგორიის საქმიანობას განეკუთვნება „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა;
გ) მესამე კატეგორიის საქმიანობას განეკუთვნება „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა.
2. „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3-4 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ნებართვის გასაცემად საჭიროა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გაიცემა სამინისტროს მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ინფორმაციის გარდა განცხადებასთან ერთად მაძიებელს შეიძლება დაევალოს შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
ა) ნებართვის მაძიებლის წერილობითი მიმართვა სამინისტროსადმი დაგეგმილი საქმიანობის ნებართვის გაცემის თაობაზე;
ბ) საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი ან პროექტის სხვა სტადია (ცხრა ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით), რომელიც უნდა შეიცავდეს:
ბ.ა) დაგეგმილი საქმიანობის ადგილმდებარეობას;
ბ.ბ) საქმიანობის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღს;
ბ.გ) საქმიანობის მიზნებს;
ბ.დ) საქმიანობის განხორციელების ადგილის გენერალურ გეგმასა და ტოპოგრაფიულ რუკას;
ბ.ე) ტექნოლოგიური ციკლის მოკლე აღწერას უსაფრთხოების თვალსაზრისით გარემოზე ზემოქმედების შესაძლებლობის ჩვენებით;
ბ.ვ) ტექნოლოგიური ციკლის შედეგად მისაღები პროდუქციის ჩამონათვალს;
ბ.ზ) იმ ღონისძიებათა დეტალურ აღწერას, რომლებიც დაგეგმილია გარემოსა და სოციალურ ფაქტორებზე ზემოქმედების შესამცირებლად;
ბ.თ) გამოსაყენებელი ბუნებრივი რესურსების ჩამონათვალსა და რაოდენობას;
ბ.ი) მოსალოდნელი ემისიების მოცულობასა და სახეებს;
ბ.კ) ემისიის ოდენობის დასადგენად გამოყენებულ მეთოდებს;
ბ.ლ) საწარმოო პროცესის შედეგად მიღებული ნარჩენების სახეებსა და რაოდენობას, მათი განთავსების შესაძლო ადგილებს, ნარჩენების შესამცირებლად და გადასამუშავებლად დაგეგმილ ღონისძიებებს;
ბ.მ) ტექნოგენური ავარიების თავიდან ასაცილებლად დაგეგმილ უსაფრთხოების ღონისძიებებს;
გ) მოკლე ანოტაციას საქმიანობის შესახებ („არატექნიკური რეზიუმეს” სახით).
3. პირველი კატეგორიის საქმიანობისათვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებ განცხადებასთან ერთად მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი და სამინისტროს მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (ცხრა ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით);
ბ) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.
4. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია მიაწოდოს სამინისტროს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმიანობა შეიცავს საწარმოო, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას. განცხადების ეს ნაწილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს ცალკე.
მუხლი 5. ნებართვის გაცემის წესი
1. სამინისტრო ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მაძიებლის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებას, რის საფუძველზეც დგება დასკვნა, რომელიც ნებართვის გაცემის ერთ-ერთი საფუძველია.
3. პირველი კატეგორიის საქმიანობის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უტარდება განმცხადებლის მიერ წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს.
მუხლი 6. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლება
1. საქმიანობა შეიძლება გათავისუფლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან, თუ:
ა) ნებართვის მაძიებელი იმეორებს ან აგრძელებს ადრე დაწყებულ საქმიანობას, რომლისთვისაც უკვე შესრულდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა და მისი ხელახალი განმეორება არ შეიძლება შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას;
ბ) საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, რომ საქმიანობა დაიწყოს და გადაწყვეტილება ამის შესახებ სასწრაფოდ იქნეს მიღებული.
2. მაძიებლის განცხადებას გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების თაობაზე განიხილავს და შესაბამის წინადადებებს შეიმუშავებს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭო, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
3. ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
4. ამ მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს მიერ შემუშავებულ წინადადებებს მინისტრი წარუდგენს მთავრობას, რომელიც იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
მუხლი 7. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
სამინისტრო არ გასცემს ნებართვას, თუ დარღვეულია “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 8. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება
სამინისტროს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.
მუხლი 9. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 10. სანებართვო მოწმობის ფორმა
სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრების მინისტრის ნორმატიული აქტით.
მუხლი 11. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დებულებები.
მუხლი 12. სანებართვო მოსაკრებელი
სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 13. სანებართვო პირობები
ნებართვის მისაღებად და სანებართვო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 14. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი
1. ამ დებულებით განსაზღვრული ნებართვის მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 15. გარდამავალი დებულება
ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც მიმდინარეობს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
+

შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 თებერვლის დადგენილება №26-სსმIII, №15,06.02.2006წ.,მუხ.184
2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №234-სსმIII,№172,22.12.2006წ., მუხ.2309
3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №177-სსმIII,№124,03.09.2007წ., მუხ.1354
დებულება
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. დებულების მიზანი🔗
ეს დებულება განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ამომწურავ ჩამონათვალს, საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნულ საქმიანობათა განსახორციელებლად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში – ნებართვის) გაცემის, მასში ცვლილებების შეტანისა და მისი გაუქმების წესს.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №177-სსმIII,№124,03.09.2007წ., მუხ.1354
მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო და ნებართვის მოქმედების ვადა🔗
1. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ნებართვა გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №177-სსმIII,№124,03.09.2007წ., მუხ.1354
მუხლი 21. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 თებერვლის დადგენილება №26-სსმIII, №15,06.02.2006წ.,მუხ.184
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №177-სსმIII,№124,03.09.2007წ., მუხ.1354
მუხლი 3. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა (საქმიანობის ობიექტები)🔗
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობებია:
ა) სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება (გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება სამშენებლო, მათ შორის ინერტული მასალების გადამუშავება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა);
ბ) ნებისმიერი საწარმოო ტექნოლოგია, სადაც გამოყენებული იქნება აზბესტი;
გ) ცემენტის, ასფალტის, კირის, გაჯის, თაბაშირის და აგურის წარმოება;
დ) მინისა და მინის პროდუქციის წარმოება;
ე) მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება (მათ შორის ნარჩენების დაწვის ქარხნების მოწყობა) ან/და ნაგავსაყრელების მოწყობა;
ვ) ტოქსიკური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება, მათი სამარხების მოწყობა და/ან ამ ნარჩენების გადამუშავება, გაუვნებელყოფა;
ზ) ქვანახშირის გაზიფიცირების, გათხევადების, ბრიკეტირებისა და დაკოქსვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმძლავრის წარმოება;
თ) მაგისტრალური ნავთობსადენისა და გაზსადენის გაყვანა;
ი) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი და ბუნებრივი აირის საცავების, ტერმინალების განთავსება, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზებიდან ერთ-ერთის მოცულობა 1000 კუბ. მ-ზე მეტია ან მათი ჯამური მოცულობა აღემატება 1000 კუბ. მ-ს;
კ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, რკინიგზის და მათზე განთავსებული ხიდის, გზაგამტარის, გვირაბის, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზის და მათი ტერიტორიის საინჟინრო დაცვის ნაგებობის აგება;
ლ) მაღალი ძაბვის (35 კვ და მეტი) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა და ქვესადგურის (110 კვ და მეტი) განთავსება;
მ) ჰიდროელექტროსადგურის (2 მგვტ და მეტი), თბოელექტროსადგურის (10 მგვტ და მეტი) განთავსება;
ნ) მეტროპოლიტენის მშენებლობა;
ო) 10 000 კუბ. მეტრისა და მეტი მოცულობის წყალსაცავის მოწყობა;
პ) ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (დღე-ღამეში 1000 კუბ.მ და მეტი), აგრეთვე, მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორის განთავსება;
ჟ) აეროდრომის, აეროპორტის, რკინიგზის სადგურის, საზღვაო ნავსადგურის მოწყობა;
რ) კაშხალის, ნავსადგურის, ნავმისადგომის, მოლის, ბუნის განთავსება;
ს) ქიმიური მრეწველობა, კერძოდ: ნახევარფაბრიკატების (შუალედური პროდუქტების) ქიმიური დამუშავება და ქიმიური ნივთიერებების წარმოება; პესტიციდების, მინერალური სასუქების, ქიმიური საღებავების, ლაქის, პეროქსიდებისა და ელასტიური ნივთიერებების (რეზინის ან პლასტიკური ნივთიერებების) წარმოება და დამუშავება; დენთისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოება; აკუმულატორების წარმოება; გრაფიტის ელექტროდების დამზადება;
ტ) ნავთობგადამმუშავებელი და გაზგადამმუშავებელი წარმოებები (500 ტონაზე მეტი დღე-ღამეში);
უ) ნებისმიერი მეტალურგიული წარმოება, ერთ საათში 1 ტონაზე მეტი პროდუქციის წარმადობით, გარდა ლითონთა ცივად დამუშავებისა და საიუველირო წარმოებებისა;
ფ) ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერების საცავების მოწყობა.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობებთან დაკავშირებული მშენებლობა ან არსებული საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, ასევე განიხილება როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით სამინისტროს ჩაბმას “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, იგი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სამინისტროში წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს შეთანხმებას (სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას), რომელიც მტკიცდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციული აქტით. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტითა და 31-32 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. შეთანხმება (სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა) არის მშენებლობის ნებართვის განუყოფელი ნაწილი და საქმიანობის განმახორციელებლისათვის მისი პირობების შესრულება სავალდებულოა.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მასზე სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაიცემა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა (ნებართვის გაცემის თაობაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს). სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზას სამინისტრო ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
6. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის განუყოფელი ნაწილია და საქმიანობის განმახორციელებლისათვის მისი პირობების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 თებერვლის დადგენილება №26-სსმIII, №15,06.02.2006წ.,მუხ.184
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №177-სსმIII,№124,03.09.2007წ., მუხ.1354
მუხლი 31. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა🔗
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მოაწყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საჯარო განხილვა გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსახილველად წარდგენამდე (ხოლო ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიის პროცედურის დაწყებამდე).
2. საჯარო განხილვის მოწყობის მიზნით საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია მის მიერ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს როგორც ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, ისე იმ რაიონის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.
3. ინფორმაცია (განცხადება) საქმიანობის შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) დაგეგმილი საქმიანობის მიზნებს, დასახელებასა და ადგილმდებარეობას;
ბ) მისამართს, სადაც საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს (მათ შორის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშს);
გ) საკუთარი მოსაზრებების წარდგენის ვადას;
დ) საჯარო განხილვის მოწყობის დროსა და ადგილს.
4. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:
ა) ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის როგორც დოკუმენტური, ისე ელექტრონული ვერსია;
ბ) საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღეში მიიღოს და განიხილოს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან წერილობითი სახით წარდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები;
გ) საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 60 დღისა მოაწყოს საჯარო განხილვა მის მიერ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) უზრუნველყოს საჯარო განხილვაზე შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა წერილობითი მიწვევა.
5. განხილვა ეწყობა საჯაროდ და მასზე დასწრების უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
6. საჯარო განხილვა ეწყობა იმ რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 თებერვლის დადგენილება №26-სსმIII, №15,06.02.2006წ.,მუხ.184
მუხლი 32. საჯარო განხილვის შედეგების გაფორმება🔗
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საჯარო განხილვიდან 5 დღეში უზრუნველყოს საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს აწერენ საქმიანობის განმახორციელებელი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები (საჯარო განხილვაზე მათი დასწრების შემთხვევაში).
2. საქმიანობის განმახორციელებელი ეცნობა საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებებსა და შენიშვნებს და უფლებამოსილია გაითვალისწინოს მათი არგუმენტები გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისას.
3. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობა და ავტორისათვის (ან ავტორებისათვის) მათი დაგზავნა (საზოგადოების შესაბამის წერილობით შენიშვნებთან და მოსაზრებებთან ერთად) ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში საჯარო განხილვის შედეგების ამსახველ ოქმთან და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშთან ერთად.
4. საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (ხოლო დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს) წარუდგინოს განცხადება ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღების შესახებ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 თებერვლის დადგენილება №26-სსმIII, №15,06.02.2006წ.,მუხ.184
მუხლი 4. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები🔗
მუხლი 1. დებულების მიზანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში – ნებართვის) გაცემის, მასში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების წესს.
მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
ნებართვას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
მუხლი 3. საქმიანობის კატეგორიები
1. ამ დადგენილების მიზნებისათვის მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით საქმიანობა იყოფა სამ კატეგორიად:
ა) პირველი კატეგორიის საქმიანობას განეკუთვნება „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) მეორე კატეგორიის საქმიანობას განეკუთვნება „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა;
გ) მესამე კატეგორიის საქმიანობას განეკუთვნება „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა.
2. „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3-4 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ნებართვის გასაცემად საჭიროა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გაიცემა სამინისტროს მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. მაძიებელი ვალდებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ინფორმაციის გარდა განცხადებასთან ერთად წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ინფორმაციის გარდა განცხადებასთან ერთად მაძიებელს შეიძლება დაევალოს შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
ა) ნებართვის მაძიებლის წერილობითი მიმართვა სამინისტროსადმი დაგეგმილი საქმიანობის ნებართვის გაცემის თაობაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით);
გ) საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით);
დ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში და მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმები – 4 ეგზემპლარად);
ე) მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ („არატექნიკური რეზიუმეს” სახით);
ვ) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.
3. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიაწოდოს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმიანობა შეიცავს საწარმოო, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას. განცხადების ეს ნაწილი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს ცალკე.
4. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადის ათვლა იწყება ნებართვის მაძიებლის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის დღიდან.
5. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო წარსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში მშენებლობის ნებართვის მიღებით დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტაცია:
ა) საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით) (აღნიშნული დოკუმენტაცია ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე წარდგენას);
ბ) მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ („არატექნიკური რეზიუმეს” სახით) (აღნიშნული დსოკუმენდტაცია ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე წარდგენას);
გ) კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში – 5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით (აღნიშნული დოკუმენტაცია ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე წარდგენას);
დ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში და მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმები – 4 ეგზემპლარად (აღნიშნული დოკუმენტაცია ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე წარდგენას);
ე) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ (აღნიშნული დოკუმენტაცია ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე წარდგენას).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 თებერვლის დადგენილება №26-სსმIII, №15,06.02.2006წ.,მუხ.184
მუხლი 5. ნებართვის გაცემის წესი🔗
ბ) საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი ან პროექტის სხვა სტადია (ცხრა ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით), რომელიც უნდა შეიცავდეს:
ბ.ა) დაგეგმილი საქმიანობის ადგილმდებარეობას;
ბ.ბ) საქმიანობის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღს;
ბ.გ) საქმიანობის მიზნებს;
ბ.დ) საქმიანობის განხორციელების ადგილის გენერალურ გეგმასა და ტოპოგრაფიულ რუკას;
ბ.ე) ტექნოლოგიური ციკლის მოკლე აღწერას უსაფრთხოების თვალსაზრისით გარემოზე ზემოქმედების შესაძლებლობის ჩვენებით;
ბ.ვ) ტექნოლოგიური ციკლის შედეგად მისაღები პროდუქციის ჩამონათვალს;
ბ.ზ) იმ ღონისძიებათა დეტალურ აღწერას, რომლებიც დაგეგმილია გარემოსა და სოციალურ ფაქტორებზე ზემოქმედების შესამცირებლად;
ბ.თ) გამოსაყენებელი ბუნებრივი რესურსების ჩამონათვალსა და რაოდენობას;
ბ.ი) მოსალოდნელი ემისიების მოცულობასა და სახეებს;
ბ.კ) ემისიის ოდენობის დასადგენად გამოყენებულ მეთოდებს;
ბ.ლ) საწარმოო პროცესის შედეგად მიღებული ნარჩენების სახეებსა და რაოდენობას, მათი განთავსების შესაძლო ადგილებს, ნარჩენების შესამცირებლად და გადასამუშავებლად დაგეგმილ ღონისძიებებს;
ბ.მ) ტექნოგენური ავარიების თავიდან ასაცილებლად დაგეგმილ უსაფრთხოების ღონისძიებებს;
გ) მოკლე ანოტაციას საქმიანობის შესახებ („არატექნიკური რეზიუმეს” სახით).
3. პირველი კატეგორიის საქმიანობისათვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებ განცხადებასთან ერთად მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი და სამინისტროს მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (ცხრა ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით);
ბ) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.
4. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია მიაწოდოს სამინისტროს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმიანობა შეიცავს საწარმოო, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას. განცხადების ეს ნაწილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს ცალკე.
მუხლი 5. ნებართვის გაცემის წესი
1. სამინისტრო ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მაძიებლის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებას, რის საფუძველზეც დგება დასკვნა, რომელიც ნებართვის გაცემის ერთ-ერთი საფუძველია.
3. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 თებერვლის დადგენილება №26-სსმIII, №15,06.02.2006წ.,მუხ.184
მუხლი 6. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლება🔗
3. პირველი კატეგორიის საქმიანობის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უტარდება განმცხადებლის მიერ წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს.
მუხლი 6. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლება
1. საქმიანობა შეიძლება გათავისუფლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან, თუ:
ა) ნებართვის მაძიებელი იმეორებს ან აგრძელებს ადრე დაწყებულ საქმიანობას, რომლისთვისაც უკვე შესრულდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა და მისი ხელახალი განმეორება არ შეიძლება შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას;
ბ) საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, რომ საქმიანობა დაიწყოს და გადაწყვეტილება ამის შესახებ სასწრაფოდ იქნეს მიღებული.
2. მაძიებლის განცხადებას გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების თაობაზე განიხილავს და შესაბამის წინადადებებს შეიმუშავებს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭო, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
3. ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
4. ამ მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს მიერ შემუშავებულ წინადადებებს მინისტრი წარუდგენს მთავრობას, რომელიც იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
მუხლი 7. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები🔗
მუხლი 7. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
სამინისტრო არ გასცემს ნებართვას, თუ დარღვეულია “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 8. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება🔗
მუხლი 8. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება
სამინისტროს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.
მუხლი 9. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები🔗
მუხლი 9. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 10. სანებართვო მოწმობის ფორმა🔗
მუხლი 10. სანებართვო მოწმობის ფორმა
სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრების მინისტრის ნორმატიული აქტით.
მუხლი 11. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება🔗
მუხლი 11. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დებულებები.
მუხლი 12. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 თებერვლის დადგენილება №26-სსმIII, №15,06.02.2006წ.,მუხ.184
მუხლი 13. სანებართვო პირობები🔗
მუხლი 12. სანებართვო მოსაკრებელი
სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 13. სანებართვო პირობები
ნებართვის მისაღებად და სანებართვო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 14. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი🔗
მუხლი 14. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი
1. ამ დებულებით განსაზღვრული ნებართვის მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 15. გარდამავალი დებულებები🔗
1. ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც მიმდინარეობს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა, რომლის განხორციელებაც დაწყებულია „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებას 2009 წლის 1 იანვრამდე სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის (პროგრამის) შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა ასახავდეს როგორც გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზს (ეკოლოგიური აუდიტი), ისე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეულ გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელ ღონისძიებათა გეგმას.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება№234-სსმIII,№172,22.12.2006წ., მუხ.2309
მუხლი 15. გარდამავალი დებულება
ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც მიმდინარეობს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 01.09.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №154. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2007.
- სად არის „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №154, 01.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1287927/