საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.02.2003 ძალადაკარგული 15.03.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№55
სარეგისტრაციო კოდი
040030020.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 24/02/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №55

2003 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ბრძანებულება №211 - სსმ III, №59, 10.06.2004 წ., მუხ.510

სამედიცინო მეცნიერების თანამედროვე მიღწევების კოორდინაციის, ქვეყნის მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისათვის ხელშეწყობის, ადამიანის განვითარების პრობლემების მეცნიერული მეთოდოლოგიის დამუშავების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანური რესურსების პროფესიული მომზადებისა და მათი უწყვეტი განათლების უზრუნველსაყოფად, დაავადებათა აღრიცხვის, ანალიზისა და კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განვითარების მიზნით:

1. შეიქმნას:

ა) (ძალადაკარგულია).

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ბრძანებულება №211 - სსმ III, №59, 10.06.2004 წ., მუხ.510

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №696 - სსმ III, №156, 21.11.2006 წ., მუხ.2155

2. დამტკიცდეს:

ა) (ძალადაკარგულია).

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №696 - სსმ III, №156, 21.11.2006 წ., მუხ.2155

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ბრძანებულება №211 - სსმ III, №59, 10.06.2004 წ., მუხ.510

 4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა უზრუნველყოს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში რეალიზებად სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში შპს „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის“ უფლებამოვალეობათა განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ბრძანებულება №211 - სსმ III, №59, 10.06.2004 წ., მუხ.510

5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში რეალიზებად სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და შპს „სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრის“ უფლება-მოვალეობათა განხორციელება.

     6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავლიაშვილი) უმოკლეს დროში უზრუნველყოს შპს „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის“; შპს „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა“ და შპს „სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრის“ ლიკვიდაცია და ამის შედეგად გამოთავისუფლებული ქონების გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს: „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულების პირველი და მეორე პუნქტების „თ“ ქვეპუნქტები.

8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანის განვითარების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ბრძანებულება №211 - სსმ III, №59, 10.06.2004 წ., მუხ.510

2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №696 - სსმ III, №156, 21.11.2006 წ., მუხ.2155

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. ცენტრი თავის საქმიანობის განსახორციელებლად ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. გარიგებები, რომლებიც სცილდება კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებს, ბათილია.

4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, ანგარიშები ბანკში.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. №9.

    მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. ცენტრის ფუნქციონირების მიზანია მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით ეპიდზედამხედველობის, დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო სტატისტიკის ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნა და მისი სრულყოფა. საქმიანობის სფეროში გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების შემუშავება.

2. ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის დარგში სოციალური სტატისტიკის წარმოება, ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნა და მისი სრულყოფა სწორი სტრატეგიის, ტაქტიკისა და ოპერატიული გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად.

3. ცენტრის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ეპიდაფეთქებებისა და ეპიდემიების მიზეზების დადგენა; ეპიდსაწინააღმდეგო მონაწილეობის მიღება ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) შავი ჭირის ბუნებრივ და ეპიდემიურ კერებში საკარანტინო და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

გ) დაავადებათა პროფილაქტიკა;

დ) სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო საქმიანობა;

ე) სამკურნალო და კონსულტაციური დახმარება განსაკუთრებით საშიში ინფექციებით დაავადებულთათვის;

ვ) ქვეყანაში და საზღვარგარეთ ინფექციურ დაავადებათა შესახებ ინფორმაციის მიღება, ამ მონაცემების ანალიზის შედეგად სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ეპიდსაწინააღმდეგო რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება;

ზ) სამეცნიერო საქმიანობა, მედიცინის მიღწევათა და ინფორმაციული სისტემების თეორიული საკითხების შემუშავებისათვის ხელშეწყობა;

თ) მიკროორგანიზმებისა და გადამტანების საწინააღმდეგო საშუალებების, საკვები ნიადაგების, იმუნობიოლოგიური პრეპარატების დამზადება, მათი ვარგისიანობის, დეზინფექციის ეფექტიანობისა და სტერილობის განსაზღვრა;

ი) ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნული კოლექციის ორგანიზაცია;

კ) ეპიდზედამხედველობის, დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ბიოლოგიური უსაფრთხოების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო ტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევების მეთოდოლოგიის სრულყოფის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადახსვა ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აგრეთვე, უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;

ნ) სამედიცინო ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზაცია, სოციალური ანალიზი, პროგნოზირება, ჯანდაცვითი და სამედიცინო სტატისტიკის პროგრესული ფორმებისა და მეთოდების შემუშავებაში მონაწილეობა;

ო) ჯანდაცვის ინტეგრირებულ და დანაწილებულ მონაცემთა ბაზების შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;

პ) ეროვნულ მონაცემთა ბაზების დასაკავშირებლად ინფორმაციული ქსელის შექმნა;

ჟ) სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშვება;

რ) სტატისტიკური ანალიზი დაავადებათა დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის სფეროში;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი პროგრამების, პროექტებისა და ტექნოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობა და ექსპერტიზა შესაბამის სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

ტ) სახელმწიფო პროგრამების შესრულებაში სახელშეკრულებო საწყისებზე მონაწილეობის მიღება.

4. სამეცნიერო ფორუმების (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა) ორგანიზაცია-გამართვა და მონაწილეობის მიღება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

5. საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება.

6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ორგანიზაცია, კოორდინაცია, მართვა და კონტროლი.

    მუხლი 3. ცენტრის მართვა

1. ცენტრს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

2. ცენტრის დირექტორი პერსონალურად ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს ცენტრის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს.

3. ცენტრის დირექტორი:

ა) მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს წერილობითი უფლებამოსილების გარეშე ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებასთან ურთიერთობაში, აგრეთვე, სასამართლოში ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. ცენტრის დირექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და ცენტრის თანამშრომლებს;

გ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა თანამშრომლისათვის;

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ფონდს;

ე) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომლის შესრულება სავალდებულოა ცენტრის თითოეული თანამშრომლისათვის.

4. ცენტრის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

5. პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვის, დაგეგმვის, ერთიანი სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელების, სამამულო და უცხო ქვეყნების მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენებისათვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ცენტრში იქმნება სამეცნიერო საბჭო, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

    მუხლი 4. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობას და ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ცენტრის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. ცენტრმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობით და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხების აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 5. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა

1. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულებისა და გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას, სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.

3. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

4. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი.

    მუხლი 6. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია

ცენტრის საქმიანობა საჯარო სამართლის იუიდიული პირის სტატუსით შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ცენტრი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;

ბ) დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

2. საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

3. ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

    მუხლი 7. ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დებულება

(ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ბრძანებულება №211 - სსმ III, №59, 10.06.2004 წ., მუხ.510

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №696 - სსმ III, №156, 21.11.2006 წ., მუხ.2155

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“, №55, 21.02.2003, სარეგისტრაციო კოდი 040030020.05.002.000002 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1288368-2/