გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №239
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ“.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ინსტრუქცია
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
„გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ“ ინსტრუქცია ადგენს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავებისას გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) წარდგენის შემთხვევებსა და მისი შევსების წესებს.
მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
ა) დეკლარანტი – პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით, ან პირი, რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;
ბ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ, ერთი მიმღების მისამართით, ერთი ხელშეკრულების თანახმად, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა;
გ) საბაჟო პროცედურების გამარტივება – საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის დიფერენცირებულად განხორციელება ამ ინსტრუქციით მითითებულ შემთხვევებში, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების გზით;
დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია – საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით განსაზღვრული საქონლის დეკლარირების დროს გამოყენებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, რომელიც გამოიყენება ამ ინსტრუქციით დადგენილ შემთხვევებში და მისი სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული შემთხვევების გათვალისწინებით;
ე) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში წარდგენის შემთხვევები – ამ ინსტრუქციით დადგენილი გარემოებები, რომელთა დროსაც წარმოიშობა გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება.
მუხლი 3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანი
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანია საქონელბრუნვის ზრდა, საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის დახარჯული დროის შემცირება, წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობის შემცირება და ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგებზე სწრაფი რეაგირება.
მუხლი 4. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში წარდგენის შემთხვევები
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია საბაჟო ორგანოში შეიძლება წარდგენილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ავარიისა და დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, ხანძარი და სხვ.) შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული ჰუმანიტარული ხასიათის მქონე საქონლის შემოტანის დროს;
ბ) საგანგებო სიტუაციებში, ავარიებისა და წვრთნისას შესაბამისი ტექნიკის დროებითი შემოტანის დროს.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თითოეული შემთხვევის არსებობისას დეკლარაციის წარდგენა ხდება მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობით.
3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება აქციზურ საქონელზე.
მუხლი 5. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე თანხმობის მიღების შესახებ წერილობითი განცხადება
1. დეკლარანტს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში დადგენილი ერთ-ერთი შემთხვევის დროს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე თანხმობის მიღების შესახებ წერილობითი განცხადება შეაქვს საბაჟო ორგანოში. წერილობითი განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებელი საქონლისა და ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული შემთხვევის შესახებ.
2. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
მუხლი 6. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე საბაჟო ორგანოს მიერ თანხმობის გაცემა
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო დეკლარანტის წერილობით განცხადებას განიხილავს და წერილობით თანხმობას იძლევა განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
მუხლი 7. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის წესები
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ფორმა და წარდგენის წესები იგივეა, რაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შემთხვევაში.
მუხლი 8. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ერთიანი ფორმა გამოიყენება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებულ ყველა შემთხვევაში, საქონლის სახეობისა და საქონლის გადასაადგილებელი პირის მიუხედავად.
მუხლი 9. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი
1. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.
3. ერთი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება მხოლოდ ერთ სასაქონლო პარტიაზე.
მუხლი 10. დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. დეკლარანტი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას ავსებს: A, 1, 2, 8, 14, 15, 15-ა, 17, 17-ა, 18, 19, 21, 29, 31, 44, 47, 49, 54 გრაფებს.
2. გრაფა A – აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (შემდგომში – კლასიფიკატორი) შესაბამისად, რომელიც იღებს დეკლარაციას.
3. გრაფა 1. „დეკლარაცია“ – პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო რეჟიმის დასახელება, მეორეში აღინიშნება მისი კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
4. გრაფა 2. „ექსპორტიორი“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები – იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვვაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.
5. გრაფა 8. „იმპორტიორი“ – აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი; თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, ხოლო ფიზიკური პირი – არარეზიდენტის შემთხვევაში, აგრეთვე გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღები ფიზიკური პირი – არარეზიდენტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირისათვის საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მაშინ „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით – XXYYYYYYY – სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბამისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგალითად, თუ პირადობის მოწმობაში არის Nგ0251194, მაშინ „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი – 030251194.
6. გრაფა 14. „დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – აღინიშნება დეკლარანტის სრული დასახელება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს „იხ. გრაფა 8“.
7. გრაფა 15. „გამომგზავნი ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.
8. გრაფა 15-ა. „გამომგზავნი ქვეყნის კოდი“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
9. გრაფა 16. „წარმოშობის ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის შესაბამისად. თუ შეუძლებელია საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა, გრაფაში ჩაიწერება – „უცნობია“.
10. გრაფა 17. „დანიშნულების ქვეყანა“ – აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის მოკლე დახასიათება კლასიფიკატორის შესაბამისად.
11. გრაფა 17-ა. „დანიშნულების ქვეყნის კოდი“ – აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
12. გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში კეთდება მითითება „იხილეთ უკანა გვერდზე“, სადაც აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
13. გრაფა 19. „კონტეინერი“ – გრაფაში აღინიშნება:
ა) თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაციის 31-ე გრაფაში;
ბ) თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.
14. გრაფა 21. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები, რომლებითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
15. გრაფა 29. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოში კლასიფიკატორის შესაბამისად.
16. გრაფა 31. „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები; კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – „ნაწილი“. აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები.
17. გრაფა 44. „დამატებითი ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტაციის დასახელება და ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კლასიფიკატორის შესაბამისად.
18. გრაფა 47. „გადასახდელების გამოთვლა“ – საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს საბაჟო გადასახდელების სახეობების მიხედვით დეკლარაციის ძირითად და დამატებით ფურცლებზე გაცხადებულ საქონელზე ცალ-ცალკე:
ა) გრაფის პირველ სვეტში – „სახე“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 4-ის შესაბამისად;
ბ) გრაფის მეორე სვეტში – „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) გრაფის მესამე სვეტში – „განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი;
დ) გრაფის მეოთხე სვეტში – „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელების თანხა;
ე) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამის“ გასწვრივ აღინიშნება მეოთხე სვეტში – „თანხა“ – გამოანგარიშებული გადასახდელების თანხების ჯამი.
19. გრაფა 49. „საწყობის დასახელება“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერაციებამდე საქონელი იყო საბაჟო საწყობის რეჟიმში ან დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი.
20. გრაფა 54. „ადგილი და თარიღი, დეკლარანტი“ – გრაფაში მიეთითება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. დეკლარაციის მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ბეჭდის დასმით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.
მუხლი 11. საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი
1. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს B და A გრაფების მეორე აბზაცს (სადაც უნდა მიეთითოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი), B გრაფის პუნქტებს შეფასების ნომრისა და გარანტიის პუნქტების გარდა და D გრაფას.
2. A გრაფის მეორე აბზაცში საბაჟო ორგანო აღნიშნავს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს. ნომერი მოწმდება საბაჟო სტატისტიკის სამსახურის მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.
3. B გრაფა. „გადახდის სახე“ – აღინიშნება შეფასების ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები.
4. D გრაფა. – ისმება საბაჟო კონტროლის განხორციელების დამადასტურებელი საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“, ან „გაშვება აკრძალულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ხელს აწერს და მიუთითებს საბაჟო დამუშავების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე ან არგაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.
+

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ“ და №1 დანართი (საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის შესახებ მონაცემები).
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ“.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 ივნისის დადგენილება №143 - სსმ III, №93, 01.07.2008 წ., მუხ.1029
3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის დადგენილება №11 - სსმ III, №6, 20.01.2010 წ., მუხ.45
ინსტრუქცია
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ“ ინსტრუქცია ადგენს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) სახეებს, წარდგენის შემთხვევებსა და მისი შევსების წესებს.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანია საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის დახარჯული დროის შემცირება, საგანგებო სიტუაციის შედეგებზე სწრაფი რეაგირება, მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენცია.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:🔗
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დეკლარანტი – პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან პირი, რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;
ბ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ, ერთი მიმღების მისამართით, ერთი ხელშეკრულების თანახმად, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა;
გ) საბაჟო პროცედურების გამარტივება – საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის დიფერენცირებულად განხორციელება ამ ინსტრუქციით მითითებულ შემთხვევებში, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების გზით;
დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია – საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით განსაზღვრული საქონლის დეკლარირების დროს გამოყენებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, რომელიც გამოიყენება ამ ინსტრუქციით დადგენილი შემთხვევების გათვალისწინებით;
ე) საგანგებო სიტუაცია – ობიექტზე, გარკვეულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურების, ხანძრის, ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურებების, აგრეთვე დაზიანების, საბრძოლო საშუალებათა გამოყენების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია, როდესაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზარალდება მოსახლეობა და ზიანდება ბუნებრივი გარემო.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
მუხლი 3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები🔗
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 ივნისის დადგენილება №143 - სსმ III, №93, 01.07.2008 წ., მუხ.1029
მუხლი 4. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში წარდგენის შემთხვევები🔗
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია საბაჟო ორგანოში შეიძლება წარდგენილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისას;
ბ) საგანგებო სიტუაციებში, ან წვრთნების ჩატარების დროს, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის საქართველოში დროებითი შემოტანისას;
გ) სხვა ქვეყნებში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით საქონლის ან წვრთნების ჩატარების მიზნით ტექნიკის სახით საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევისას;
დ) საქონლის თავისუფალ ზონაში მოთავსების მიზნით საქართველოს საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევისას და უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრისას.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება აქციზურ საქონელზე (გარდა თავისუფალ ზონაში ადგილზე მოხმარებისათვის ან/და გამოყენებისათვის აქციზური საქონლის შეტანისა).
3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია აქციზური საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და გამოყენებისათვის და საქართველოს საქონლის შემთხვევაში ეს არ განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი. თავისუფალ ზონაში აქციზური საქონლის (მათ შორის საქართველოს საქონლის) შეტანის დროს განისაზღვრება საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 ივნისის დადგენილება №143 - სსმ III, №93, 01.07.2008 წ., მუხ.1029
მუხლი 5. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენას დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას (ტერიტორიიდან გატანისას) გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო პროცედურები:🔗
1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის (ტერიტორიიდან გატანის) დროს სასაზღვრო საბაჟო ორგანოში მის მიმართ ხორციელდება შემდეგი გამარტივებული საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) აღრიცხვის მოწმობის გამოწერა.
2. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას:
ა) საქონელი თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად პირდაპირ წარედგინება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ საქონელს არ ახლავს „სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტები, საქონლის გადამაადგილებელი პირი ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ამ ინსტრუქციის №1 დანართის შესაბამისად;
გ) სასაზღვრო საბაჟო ორგანო წარდგენილი საქონლის მიმართ დაუყოვნებლივ ახორციელებს აღრიცხვის მოწმობის გამოწერას (ექსპორტის დროს – აგრეთვე, მოწმობის დახურვას) „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად;
დ) აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღა – „აყვანილია კონტროლზე“ და ხორციელდება საქონლის გაშვება.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 ივნისის დადგენილება №143 - სსმ III, №93, 01.07.2008 წ., მუხ.1029
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის დადგენილება №11 - სსმ III, №6, 20.01.2010 წ., მუხ.45
მუხლი 6. საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოში განსახორციელებელი საბაჟო პროცედურები🔗
1. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით დადგენილი წესით გაშვებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოს წარედგინება გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, რომლებიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.
11. (ამოღებულია).
2. დეკლარაცია შეივსება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით დადგენილი წესით.
3. საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების ან წვრთნების ჩატარების მონაწილე ორგანიზაცია (დეკლარანტი) ვალდებულია, საბაჟო ორგანოს სრულად წარუდგინოს საქონლის მიმართ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), ან საქონლის დროებითი შემოტანის, ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმების გამოყენებისათვის კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად საბაჟო ორგანოს წარედგინება:
ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის გარემოებების თაობაზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტური დეკლარირებული საქონლის იმპორტის, ან ექსპორტის, ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანის საჭიროების შესახებ, რაც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საქონლის მიმწოდებელი და მიმღები ორგანიზაციების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 ივნისის დადგენილება №143 - სსმ III, №93, 01.07.2008 წ., მუხ.1029
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის დადგენილება №11 - სსმ III, №6, 20.01.2010 წ., მუხ.45
მუხლი 7. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ფორმა🔗
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით განსაზღვრული ფორმით ამ ბრძანებით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
2. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საქონლის წარმდგენ საბაჟო ორგანოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.
4. ერთი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტიისათვის.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
მუხლი 8. დეკლარანტის მიერ დეკლარაციის გრაფების შევსების წესი🔗
1. დეკლარანტი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას ავსებს: A,1, 2, 8, 14, 15, 15ა, 17, 17ა, 18, 19, 21, 29, 31, 33, 35, 38, 42, 44, 47, 49, 54 გრაფებს, ხოლო სხვა საბაჟო რეჟიმში მოქცეული უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანის დროს – დამატებით 37 და 40 გრაფებს.
2. გრაფა A – აღინიშნება საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის, საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული №15 დანართით გათვალისწინებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (შემდგომში – კლასიფიკატორი) შესაბამისად.
3. გრაფა 1. „დეკლარაცია“ – პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო რეჟიმის (საბაჟო დამუშავების ოპერაციის) დასახელება, მეორეში აღინიშნება მისი კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
4. გრაფა 2. „ექსპორტიორი“ – საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) და საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში საქონლის გაცხადებისას ან თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში უცხოური საქონლის შეტანისას აღინიშნება საქონლის გამომგზავნის, ხოლო საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის გაცხადებისას ან თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის შეტანისას – გამგზავნის რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.
5. გრაფა 8. „იმპორტიორი“ – აღინიშნება საქონლის მიმღების შესახებ მონაცემები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი; ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ. თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირისა). არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღები არარეზიდენტი ფიზიკური პირის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ.
6. გრაფა 14. „დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – აღინიშნება დეკლარანტის სრული დასახელება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს „იხ. გრაფა 8“ (იმპორტისა და დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში საქონლის გაცხადების დროს ან თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში უცხოური საქონლის შეტანისას) ან „იხ. გრაფა 2“ (ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის გაცხადების დროს ან თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის შეტანისას).
7. გრაფა 15. „გამომგზავნი ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას, გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.
8. გრაფა 15-ა. „გამომგზავნი ქვეყნის კოდი“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
9. გრაფა 17. „დანიშნულების ქვეყანა“ – აღინიშნება იმ ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რომელიც დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება, როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა, რომელშიც მოიხმარება, გამოიყენება და/ან გადამუშავდება საქონელი.
10. გრაფა 17-ა. „დანიშნულების ქვეყნის კოდი“ – აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
11. გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყანაში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ჩაიწერება – „000“. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში კეთდება მითითება – „იხილეთ უკანა გვერდზე“, სადაც აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
12. გრაფა 19. „კონტეინერი“ – აღინიშნება:
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
„გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ“ ინსტრუქცია ადგენს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავებისას გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) წარდგენის შემთხვევებსა და მისი შევსების წესებს.
მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
ა) დეკლარანტი – პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით, ან პირი, რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;
ბ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ, ერთი მიმღების მისამართით, ერთი ხელშეკრულების თანახმად, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა;
გ) საბაჟო პროცედურების გამარტივება – საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის დიფერენცირებულად განხორციელება ამ ინსტრუქციით მითითებულ შემთხვევებში, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების გზით;
დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია – საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით განსაზღვრული საქონლის დეკლარირების დროს გამოყენებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, რომელიც გამოიყენება ამ ინსტრუქციით დადგენილ შემთხვევებში და მისი სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული შემთხვევების გათვალისწინებით;
ე) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში წარდგენის შემთხვევები – ამ ინსტრუქციით დადგენილი გარემოებები, რომელთა დროსაც წარმოიშობა გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება.
მუხლი 3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანი
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანია საქონელბრუნვის ზრდა, საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის დახარჯული დროის შემცირება, წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობის შემცირება და ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგებზე სწრაფი რეაგირება.
მუხლი 4. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში წარდგენის შემთხვევები
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია საბაჟო ორგანოში შეიძლება წარდგენილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ავარიისა და დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, ხანძარი და სხვ.) შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული ჰუმანიტარული ხასიათის მქონე საქონლის შემოტანის დროს;
ბ) საგანგებო სიტუაციებში, ავარიებისა და წვრთნისას შესაბამისი ტექნიკის დროებითი შემოტანის დროს.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თითოეული შემთხვევის არსებობისას დეკლარაციის წარდგენა ხდება მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობით.
3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება აქციზურ საქონელზე.
მუხლი 5. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე თანხმობის მიღების შესახებ წერილობითი განცხადება
1. დეკლარანტს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში დადგენილი ერთ-ერთი შემთხვევის დროს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე თანხმობის მიღების შესახებ წერილობითი განცხადება შეაქვს საბაჟო ორგანოში. წერილობითი განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებელი საქონლისა და ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული შემთხვევის შესახებ.
2. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
მუხლი 6. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე საბაჟო ორგანოს მიერ თანხმობის გაცემა
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო დეკლარანტის წერილობით განცხადებას განიხილავს და წერილობით თანხმობას იძლევა განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
მუხლი 7. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის წესები
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ფორმა და წარდგენის წესები იგივეა, რაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შემთხვევაში.
მუხლი 8. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ერთიანი ფორმა გამოიყენება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებულ ყველა შემთხვევაში, საქონლის სახეობისა და საქონლის გადასაადგილებელი პირის მიუხედავად.
მუხლი 9. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი
1. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.
3. ერთი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება მხოლოდ ერთ სასაქონლო პარტიაზე.
მუხლი 10. დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. დეკლარანტი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას ავსებს: A, 1, 2, 8, 14, 15, 15-ა, 17, 17-ა, 18, 19, 21, 29, 31, 44, 47, 49, 54 გრაფებს.
2. გრაფა A – აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (შემდგომში – კლასიფიკატორი) შესაბამისად, რომელიც იღებს დეკლარაციას.
3. გრაფა 1. „დეკლარაცია“ – პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო რეჟიმის დასახელება, მეორეში აღინიშნება მისი კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
4. გრაფა 2. „ექსპორტიორი“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები – იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვვაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.
5. გრაფა 8. „იმპორტიორი“ – აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი; თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, ხოლო ფიზიკური პირი – არარეზიდენტის შემთხვევაში, აგრეთვე გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღები ფიზიკური პირი – არარეზიდენტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირისათვის საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მაშინ „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით – XXYYYYYYY – სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბამისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგალითად, თუ პირადობის მოწმობაში არის Nგ0251194, მაშინ „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი – 030251194.
6. გრაფა 14. „დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – აღინიშნება დეკლარანტის სრული დასახელება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს „იხ. გრაფა 8“.
7. გრაფა 15. „გამომგზავნი ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.
8. გრაფა 15-ა. „გამომგზავნი ქვეყნის კოდი“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
9. გრაფა 16. „წარმოშობის ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის შესაბამისად. თუ შეუძლებელია საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა, გრაფაში ჩაიწერება – „უცნობია“.
10. გრაფა 17. „დანიშნულების ქვეყანა“ – აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის მოკლე დახასიათება კლასიფიკატორის შესაბამისად.
11. გრაფა 17-ა. „დანიშნულების ქვეყნის კოდი“ – აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
12. გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში კეთდება მითითება „იხილეთ უკანა გვერდზე“, სადაც აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
13. გრაფა 19. „კონტეინერი“ – გრაფაში აღინიშნება:
ა) თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაციის 31-ე გრაფაში;
ბ) თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.
13. გრაფა 21. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა (იმპორტის) და დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში საქონლის გაცხადებისას ან თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ საწყობში უცხოური საქონლის შეტანისას საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე, ან რომლითაც ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის გაცხადებისას საქონელი ფაქტობრივად გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, საგზაო ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი, კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყანაში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ჩაიწერება – „000“. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში კეთდება მითითება – „იხ. უკანა გვერდზე“. დეკლარაციის ხუთივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
14. გრაფა 29. ,,საბაჟო საგუშაგო საზღვარზე“ – აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
ა) საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (იმპორტისა და დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმების დროს ან თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში უცხოური საქონლის შეტანისას);
ბ) საიდანაც უნდა გავიდეს საქონელი (ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დროს).
15. გრაფა 31. „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები; კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – ,,ნაწილი“. აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები.
16. გრაფა 33. „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით.
17. გრაფა 35. „ბრუტო წონა (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში.
18. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო დამუშავების ოპერაციას და ჩაიწერება – „71“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს ან საბაჟო დამუშავების ოპერაციას და ჩაიწერება ამ რეჟიმის (ოპერაციის) კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია ან საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – „00“.
19. გრაფა 38. „ნეტო წონა (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით ჩაიწერება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ნეტო წონა კილოგრამებში. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წონა 1 კგ-ზე ნაკლებია (მაგ. ძვირფასი ლითონები), 38-ე გრაფაში ჩაიწერება 1, ხოლო საქონლის ზუსტი წონა გრამებში აღინიშნება 31-ე გრაფაში.
20. გრაფა 40. „საერთო დეკლარაცია/წინმსწრები დოკუმენტი“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელზე განსაზღვრული იყო საბაჟო დამუშავების სხვა ოპერაცია ან საქონელი იმყოფებოდა დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება შესაბამისი წინმსწრები დოკუმენტის ნომერი და გაფორმების წელი.
21. გრაფა 42. „საქონლის ღირებულება“ – აღინიშნება დკლარაციის 31-ე გრაფაში მოცემული საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის) ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით და მასში მითითებული ვალუტის შესაბამისად. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით.
22. გრაფა 44. „დამატებითი ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტაციის დასახელება და ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კლასიფიკატორის შესაბამისად.
23. გრაფა 47. „გადასახდელების გამოთვლა“ – საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს საბაჟო გადასახდელების სახეობების მიხედვით დეკლარაციის ძირითად და დამატებით ფურცლებზე გაცხადებულ საქონელზე ცალ-ცალკე:
ა) გრაფის პირველ სვეტში – „სახე“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის კოდი კლასიფიკატორის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
ბ) გრაფის მეორე სვეტში – „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) გრაფის მესამე სვეტში – „განაკვეთი“ აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი;
დ) გრაფის მეოთხე სვეტში – „თანხა“ აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელების თანხა;
ე) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამის“ გასწვრივ მეოთხე სვეტში – „თანხა“ აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელების თანხების ჯამი.
24. გრაფა 49. „საწყობის დასახელება“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერაციებამდე საქონელი იყო საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში ან დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის კოდი კლასიფიკატორის მე-13 ნაწილის შესაბამისად.
25. გრაფა 54. „ადგილი და თარიღი, დეკლარანტი“ – მიეთითება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. დეკლარაციის მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ბეჭდის დასმით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 ივნისის დადგენილება №143 - სსმ III, №93, 01.07.2008 წ., მუხ.1029
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის დადგენილება №11 - სსმ III, №6, 20.01.2010 წ., მუხ.45
მუხლი 9. საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი🔗
1. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს B და A გრაფების მეორე აბზაცს (სადაც უნდა მიეთითოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი), B გრაფის პუნქტებს შეფასების ნომრისა და გარანტიის პუნქტების გარდა და D გრაფას.
14. გრაფა 21. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები, რომლებითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
15. გრაფა 29. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოში კლასიფიკატორის შესაბამისად.
16. გრაფა 31. „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები; კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – „ნაწილი“. აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები.
17. გრაფა 44. „დამატებითი ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტაციის დასახელება და ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კლასიფიკატორის შესაბამისად.
18. გრაფა 47. „გადასახდელების გამოთვლა“ – საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს საბაჟო გადასახდელების სახეობების მიხედვით დეკლარაციის ძირითად და დამატებით ფურცლებზე გაცხადებულ საქონელზე ცალ-ცალკე:
ა) გრაფის პირველ სვეტში – „სახე“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 4-ის შესაბამისად;
ბ) გრაფის მეორე სვეტში – „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) გრაფის მესამე სვეტში – „განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი;
დ) გრაფის მეოთხე სვეტში – „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელების თანხა;
ე) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამის“ გასწვრივ აღინიშნება მეოთხე სვეტში – „თანხა“ – გამოანგარიშებული გადასახდელების თანხების ჯამი.
19. გრაფა 49. „საწყობის დასახელება“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერაციებამდე საქონელი იყო საბაჟო საწყობის რეჟიმში ან დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი.
20. გრაფა 54. „ადგილი და თარიღი, დეკლარანტი“ – გრაფაში მიეთითება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. დეკლარაციის მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ბეჭდის დასმით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.
მუხლი 11. საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი
1. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს B და A გრაფების მეორე აბზაცს (სადაც უნდა მიეთითოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი), B გრაფის პუნქტებს შეფასების ნომრისა და გარანტიის პუნქტების გარდა და D გრაფას.
2. A გრაფის მეორე აბზაცში საბაჟო ორგანო აღნიშნავს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს. ნომერი მოწმდება საბაჟო სტატისტიკის სამსახურის მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.
3. B გრაფა. „გადახდის სახე“ – აღინიშნება შეფასების ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები.
4. D გრაფა. – ისმება საბაჟო კონტროლის განხორციელების დამადასტურებელი საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“ ან „გაშვება აკრძალულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ხელს აწერს და მიუთითებს საბაჟო დამუშავების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვების ან არგაშვების შესახებ. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
მუხლი 10. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
მუხლი 11. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №101 - სსმ III, №68, 06.05.2008 წ., მუხ.738
3. B გრაფა. „გადახდის სახე“ – აღინიშნება შეფასების ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები.
4. D გრაფა. – ისმება საბაჟო კონტროლის განხორციელების დამადასტურებელი საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“, ან „გაშვება აკრძალულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ხელს აწერს და მიუთითებს საბაჟო დამუშავების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე ან არგაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.02.2010.
- როდის იქნა მიღებული „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 20.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №239. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2010.
- სად არის „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №239, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1288396/