განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2003 ძალადაკარგული 08.08.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№490
სარეგისტრაციო კოდი
470060000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 03/10/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №490

2003 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ქვეყანაში განსაკუთრებულ ვითარებაში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), მოსახლეობისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების წამლით შეუფერხებლად და ოპერატიულად უზრუნველყოფის, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 18​7 მუხლის მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით, „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის პირველი მაისის №204 ბრძანებულების მოთხოვნებიდან გამომდინარე:

1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ლევან ჯუღელი

_

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ოთარ გოგოძე

_

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი

ლაშა გოცირიძე

_

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ნათია თურნავა

_

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

მერი ლომია

_

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამსახურის მთავარი მრჩეველი

ირაკლი მაჭარაშვილი

_

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

კახაბერ საყვარელიძე

_

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

თინა ტურძილაძე

_

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფარმაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

რამაზ ღულაძე

_

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი

მამუკა ჯაფარიძე

_

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის აპარატის უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 26 აგვისტოს ბრძანებულება №353-სსმIII,№93,27.08.2004წ., მუხ.792

2. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს კომისიის სხდომების მეშვეობით, წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგით. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

3. კომისიის სამუშაო სხდომები იმართება საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანაში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 18​7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების შექმნის (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობისას.

4. კომისიის უფლებამოსილება განისაზღვროს უვადოდ.

5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

6. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

7. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სირთულის, ან სახელმწიფო ინტერესების მნიშვნელობის გათვალისწინებით კომისია ამზადებს წინადადებებს, რომლებსაც წინასწარ ეცნობა კომისიის ყველა წევრი.

8. გადაწყვეტილების მოსამზადებლად, საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ყველა სახის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი უწყებიდან. გადაწყვეტილების მიღება ხდება ღია კენჭისყრით.

9. კომისია თავის გადაწყვეტილებას ქვეყანაში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების შემოტანის თაობაზე აფორმებს ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.

10. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად დასაშვებია მოწვეულ იქნენ შესაბამისი სპეციალისტები სათათბირო ხმის უფლებით.

11. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 26 აგვისტოს ბრძანებულება №353-სსმIII,№93,27.08.2004წ., მუხ.792

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №490, 30.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 470060000.05.002.000002 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1291404-1/