საჯარო სამართლის იურიდიული - პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ბრძანება №1-1/583
2011 წლის 14 აპრილი
ქ . თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“საქართველოს კან ონის მე-7 მუხლის მესა მე პუ ნ ქ ტისა დ ა მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქ ვეპუნქტის შე საბა მისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდა რთული „საჯარო სამართლის იუ რიდი ული პირის – სა მოქალაქო ა ვია ც იის საა გენტოს დებულება“.
2. ბრძანება ამოქმედ დეს 2011 წლის 15 აპრილიდან.
ვ. ქობალია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო ) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურ ი დიული პირი , რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო “. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: „ს ამოქალაქო ავიაციის სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, `ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს საჰაერო კოდექსით,“ამ დებულები თა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კანონ ებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით .
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. სააგენტოს აქვს ემბლემა, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით , დამოუკიდებელი ბალანსი , საბანკო და სახაზინო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები .
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია : ქ . თბილისი , აეროპორტი , 0158.
მუხლი 2. სააგანტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს:
ა) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირება და საავიაციო უშიშროება;
ბ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
2. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის ზედამხედველობა და რეგულირება კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3 . კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამოქალაქო ავიაციის რეგულირება, მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით მასზე დელეგირებული ფუნქციების განხორციელება;
გ ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, სახელმძღვანელოების, ინსტრუქციების შემუშავება და მიღება, მითითებების გაცემა, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული, სამოქალაქო ავიაციის სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;
გ1) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით საკითხების შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
გ2) საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი
საჰაერო სივრცის შეთანხმებით (CAAA) და „ევროკონტროლის“საერთაშორისო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია, ზედამხედველობა და შესაბამის ორგანიზაციებთან ანგარიშების წარდგენა;
დ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობ ა და მათი დარღვევისას, დარმღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებ ა;
ე) სამოქალაქო აეროდრომების/ვერტოდრომების, სახელმწიფო რეგისტრაცია, სერტიფიცირება, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ზედამხედველობა;
ვ) საწვავ- გასამართი საწარმოების, მათი ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა;
ზ) საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონების განსაზღვრა;
თ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
თ1) უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია, შესაბამისი რეესტრის წარმოება და უპილოტო საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;
ი) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ი1) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ი2 ) ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიკატის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ზედამხედველობა;
კ) ავიასაწარმოების სერტიფიცირება და მათ მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ლ) ავიასპეციალისტებისთვის მოწმობების გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება, სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული ავიასპეციალისტთა მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნების აღიარება;
ლ1) ავიასამედიცინო ცენტრების და ავიასამედიცინო ექსპერტების სერტიფიცირება;
მ) სამოქალაქო ავიაციის სასაწავლო დაწესებულებ ები ს საქმიანობაზე ზედამხედველობა, სამოქალაქო ავიაციის სასაწავლო დაწესებულებებისა და პერსონალის სერტიფიცირება და შესაბამისი რეესტრის წარმოება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა, უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების აღიარებ ა;
ნ) საჰაერო ხომალდებისა და საფრენოსნო ეკიპაჟების მარშრუტზე შემოწმება;
ო) საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობ აზე ზედამხედველობა;
პ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე და შეკეთებაზე დაშვების უფლების მოწმობების გაცემა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება;
ჟ) საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის მოწმობა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა;
რ) სააერნაოსნო მომსახურების რეგულირება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება, ზედამხედველობა, ინსპექტირება, უწყვეტი მონიტორინგი და სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორციელებლად დანიშვნა;
რ1) სააგენტოში წარმოდგენილი სახელსაწყო ფრენის პროცედურების შეთანხმება;
ს) სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება;
ტ) სააერნაოსნო რუკების, სახელსაწყო ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა;
ტ1) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციი დანართებში არსებული სტანდარტების, რეკომენდირებული პრაქტიკისა და პროცედურებს და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი სამართლებრივ აქტებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სხვა ინფორმაციის წარდგენა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსათვის;
უ) სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს” უფლებამოსილების განხორციელება და სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე ზედამხედველობა;
ფ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში ძებნა-შველის და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით:
ფ.ა) ჩართული მხარეების ზედამხედველობა და კონტროლი კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;
ფ.ბ) ნებისმიერი ხელშეკრულების შეთანხმება;
ფ.გ) დამხმარე საკოორდინაციო ცენტრის უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს საჰაერო სივრცის დახურვსა და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება;
ქ) საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის ჩამოყალიბება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით და საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზების ზედამხედველობა;
ქ1) ავიასაწარმოების უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;
ქ2) საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი, გავრცელება, გაცვლა, მათი თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
ღ) (ამოღებულია - 11.04.2016 წ., №1-1/198);
ყ) სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება;
შ) საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვება, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვება;
ჩ) საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარების ორგანიზება საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაბამისი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში.
ც) ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ძ) საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვების გაცემა;
წ) სამოქალაქო საჰ ა ერო ხომ ა ლდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველო ბა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე, სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება;
ჭ) სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირება და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ხ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით ნორმატიული აქტების შემუშავება/მიღება;
ჰ) საავიაციო უშიშროების სფეროში:
ჰ.ა) საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების ღონისძიებების განსაზღვრა;
ჰ.ბ) საპასუხო მოქმედებების ოპერატიული ხელმძღვანელობა ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს;
ჰ.გ) აეროპორტების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კომიტეტების ზედამხედველობა;
ჰ.დ) ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგი.
4. სააგენტო თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას თანამშრომლობს საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1864 - ვებგვერდი, 19.10.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №1-1/198 - ვებგვერდი, 12.04.2016 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №1-1/97 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგმარდი განვითარების მინისტრის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1-1/591 - ვებგვერდი, 18.12.2018 წ.
მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი .
2. სააგენტოს დირექტორი :
ა) წარმოადგენს სააგენტოს;
ბ) კანონმდებლობისა და დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის , სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ა ქტებს (ბრძანებებს) , იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ;
ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს;
ზ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებ ებს.
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ი) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის , აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს , აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
კ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. მათ შორის, უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე მატერიალური წახალისების სახით გასცეს პრემია;
ლ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე;
მ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;
ნ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ო) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
პ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
ჟ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს წინადადებებს;
რ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ , შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ , რომლებიც საჭიროა სააგენტოს ფუნქციების განსახორციელებლად . პასუხისმგებელია სააგენტოს ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ს) ამტკიცებს სააგენტოს ემბლემას, ბეჭდების, შტამპებისა და ბლანკების ნიმუშებს;
ტ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
უ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი ერთჯერადად ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვისა ან/და დასაქმებულთა კვალიფიკაციისთვის, სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით „საქართველოს შრომის კოდექსის“მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, ასევე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა და სამინისტროს საქმიანობასთან;
ფ) უფლებამოსილია სერტიფიკატების გაცემაზე, ასევე საავიაციო უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა გათვალისწინებით სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებაზე, შეცვლასა და გაუქმებაზე, ასევე სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შეზღუდვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე , მათ შორის , ერთი პირველი. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით .
4. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილებ ები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
5. სააგენტოს დირექტორის დავალებით მოადგილეები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ასევე, ა სრულებენ სააგენტოს დირექტორის დავალებებს .
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №1-1/256 - ვებგვერდი, 18.09.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №1-1/198 - ვებგვერდი, 12.04.2016 წ.
მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტო სტრუქტურული ერთეულებია :
ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;
ბ ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი;
გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი;
დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი;
ე) გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი;
ვ) საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი;
ზ) (ამოღებულია - 12.07.11 №1-1/1292);
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ი) საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი;
კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი;
ლ) უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი;
მ) სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის ბრძანება №1-1/1292 - ვებგვერდი, 19.07.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №1-1/2713 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №1-1/97 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ექსპლუატანტის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; პილოტ-ინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება; ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა; ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირება; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის SAFA) და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ბ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი – აეროდრომების, ვერტოდრომების სერტიფიცირება და მათზე ზედამხედველობა; აეროდრომებისა და ვერტოდრომების რეგისტრაცია; აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; ავიასაწვავგასამართი საწარმოების სერტიფიცირება, მათი ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საწვავგასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა; აეროდრომებისა და ვერტოდრომების უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საავარიო - სამაშველო სამუშაოებში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა და საავარიო - სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება, კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო მასალის პროექტების მომზადება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონების განსაზღვრა;
გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი – სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება, ზედამხედველობა, ინსპექტირება, უწყვეტი მონიტორინგი და საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორცილებლად დანიშვნის საკითხის განხილვა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება; საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობა; საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ძებნა-შველის სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ძებნა-შველაში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა; საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზების ზედამხედველობა; სახელსაწყო ფრენის პროცედურების განხილვა; სააერნაოსნო რუკების, სახელსაწყო ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო პროგრამების შეთანხმებაში მონაწილეობა; სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების და ხარისხის მართვის სისტემის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; ევროპული ერთიანი ცის (SES) და ევროპის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის (ATM Master Plan) დანერგვის შესახებ ანგარიშების შედგენა/შედგენის კოორდინირება, ზედამხედველობა და შესაბამისი ორგანიზაციებისთვის წარდგენა;
დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა; ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ექსპლუატანტის სერტიფიცირება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება (SAFA) ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოსაქვეყნებლად გასაგზავნად; საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე მოდიფიკაცია/რემონტების ჩასატარებლად, საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების, ან ამ სახელმწიფოს მიერ საჰაერო ხომალდის დამპროექტებელი სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მონაცემების შეთანხმება;
ე) გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვება, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვება; ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და მათი ანალიზის უზრუნველყოფა; საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარება საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაბამისი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება; საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირება და შესაბამისის რეესტრის წარმოება; სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე, სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება; საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; საჭროების შემთხვევაში „საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით“ გათვალისწინებული დამხმარე საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციების შესრულება; საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობის მიღება; საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემასა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა.ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;
ვ) საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი – საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით ავისაწარმოების საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამების შეთანხმება და პერიოდული გადასინჯვა; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის წლიური გეგმების შეთანხმება; აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნების და ავტროსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვების გაცემა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის საფუძველზე საავიაციო უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის შეფასება და რისკის შეფასების საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში საფრთხის დონის განსაზღვრა; მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საჭირო ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული სახელომწიფოებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის; კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბისთვის კონსულტაციის გაწევა; კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური რეისების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტიპების, ტექნიკური და მუშა მახასიათებლების, აღმოჩენის მინიმალური პარამეტრების, ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური და მუშა მახასიათებლების განსაზღვრა; საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებისა და მათი სატესტო ობიექტების ავიასასწარმოს მიერ შესყიდვის შეთანხმება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;
ზ) (ამოღებულია - 12.07.11 №1-1/1292);
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და კოორდინაცია; საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დელეგაციების მიღება, შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-შენახვა; საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა – სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სააგენტოს წლიური ანგარიშებისა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადება, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორთა საკვალიფიკაციო, მომზადება/გადამზადების პროგრამების მართვა და კოორდინაცია; სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად; სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა; ინსპექტირებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდება; საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაცია, კორესპოდენციის მიღება/გაგზავნა; საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება; ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება -მოვალეობების განხორციელება;
ი) საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი –
ეკონომიკურად მომგებიანი და კონკურენტუნარიანი სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავებასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების წარმოება და მათი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდება დადგენილი ფორმების შესაბამისად; საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ფინანსური შესაძლებლობების
შეფასება და ანალიზი, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და
მათი ფინანსური მდგრადობის შეფასება, ანალიზი და
მუდმივი ზედამხედველობა; სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობის მიღება; საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა -პატრონობა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი – ხარისხის მართვის დეპარტამენტის სამოქმედო სახელმძღვანელოს შემუშავება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის ჩათვლით და მისი შესრულების უზრუნველყოფა სააგენტოს სპეციფიკის გათვალისწინებით; სააგენტოში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების ასახვა შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტებში; სააგენტოს წლიური სამოქმედო გეგმის კონსოლიდაცია და მისი შესრულების მონიტორინგი; სააგენტოს მართვის სისტემის, სააგენტოში წარმოებული ძირითადი პროცესებისა და მათი რელევანტური პროცედურების მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი; მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებელი ღონისძიებების (ინსპექტირება, შიდა აუდიტი) დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება; სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის შიდა აუდიტებისა და ინსპექტირებების შედეგების წარდგენა, აუდიტების შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლი; ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავება; ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი; ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება;
ლ) უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი – უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია, რეგისტრაციის მოწმობის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; უპილოტო საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციისთვის თანხმობის სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება, აღდგენა და გაუქმება; დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის პერსონალის სერტიფიცირება და შესაბამისი კატეგორიის პილოტის მოწმობის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება. უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება, შეჩერება, გაუქმება; უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტების საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემისა და უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა; საერთო დანიშნულების ავიაციის, მათ შორის საავიაციო სამუშაოების, სპეციალიზებული ექსპლუატაციის სხ-ების (მათ შორის ძრავის გარეშე), კომპლექსური ძრავის მქონე საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის შესახებ და ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
მ) სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი: – სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით“ (CAAA) ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და ამ ვალდებებულებების ფარგლებში დასანერგი ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა. კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების შემუშავება – განხილვაში მონაწილეობა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ევროკავშირის რეგულაციებთან და დირექტივებთან, ჩიკაგოს კონვეციასთან და მის დანართებთან ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ სემინარებში, შეხვედრებში მონაწილეობა; სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი ინფორმირება; სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის ბრძანება №1-1/1292 - ვებგვერდი, 19.07.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №1-1/2713 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1864 - ვებგვერდი, 19.10.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №1-1/198 - ვებგვერდი, 12.04.2016 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №1-1/97 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგმარდი განვითარების მინისტრის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1-1/591 - ვებგვერდი, 18.12.2018 წ.
მუხლი 6. სააგენტოს ქონება
1 . დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად , სააგენტო სათვის ქონების გადაცემა , მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
2 . სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები , აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები .
მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსების წყაროები
1 . სააგენტოს დაფინანსების წყაროებია :
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) მომსახურების გაწევიდან მიღებული საფასური;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები .
2 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას . სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია .
მუხლი 8. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1 . სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები :
ა) უძრავი ქონების შეძე ნ ა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით , თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.
2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა .
3. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №1-1/256 - ვებგვერდი, 18.09.2014 წ.
მუხლი 9. საბუღალტრო ანგარიშგება
1 . სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა -ანგარიშგება , შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს .
2 . სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი .
მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა.
3 . საქართველოს ეკონომიკი სა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 11. სააგენტოს ლიკვიდაცია
სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი . ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს უფროსი .
მუხლი 12. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში .
მუხლი 13. დასკვნითი დებულება
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა , სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .
+
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ბრძანება №1-1/5832011 წლის 14 აპრილი
ქ . თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მესამე პუ ნქ ტისა და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქ ვეპუნქტის შე საბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდა რთული „საჯარო სამართლის იუ რიდიული პირის – სა მოქალაქო ავია ციის საა გენტოს დებულება“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.
ვ. ქობალია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო ) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იური დიული პირი , რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო “. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, `ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს საჰაერო კოდექსით,“ ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით .
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. სააგენტოს აქვს ემბლემა, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით , დამოუკიდებელი ბალანსი , საბანკო და სახაზინო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები .
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია : ქ . თბილისი , აეროპორტი , 0158.
მუხლი 2. სააგანტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს:ა) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირება და საავიაციო უშიშროება;
ბ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.2. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის ზედამხედველობა და რეგულირება კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3 . კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამოქალაქო ავიაციის რეგულირება, მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი;ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით მასზე დელეგირებული ფუნქციების განხორციელება;
გ ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, სახელმძღვანელოების, ინსტრუქციების შემუშავება და მიღება, მითითებების გაცემა, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული, სამოქალაქო ავიაციის სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;
გ1) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით საკითხების შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;გ2) საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით (CAAA) და „ ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია, ზედამხედველობა და შესაბამის ორგანიზაციებთან ანგარიშების წარდგენა;
დ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას, დარმღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ე) სამოქალაქო აეროდრომების/ვერტოდრომების, სახელმწიფო რეგისტრაცია, სერტიფიცირება, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ზედამხედველობა;
ვ) საწვავ- გასამართი საწარმოების, მათი ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა;
ზ) საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონების განსაზღვრა;
თ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;თ1) უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია, შესაბამისი რეესტრის წარმოება და უპილოტო საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;
ი) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ი1) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ი2 ) ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიკატის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ზედამხედველობა;
ლ) ავიასპეციალისტებისთვის მოწმობების გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება, სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული ავიასპეციალისტთა მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნების აღიარება;
ლ1) ავიასამედიცინო ცენტრების და ავიასამედიცინო ექსპერტების სერტიფიცირება;
მ) სამოქალაქო ავიაციის სასაწავლო დაწესებულებები ს საქმიანობაზე ზედამხედველობა, სამოქალაქო ავიაციის სასაწავლო დაწესებულებებისა და პერსონალის სერტიფიცირება და შესაბამისი რეესტრის წარმოება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა, უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების აღიარება;
ნ) საჰაერო ხომალდებისა და საფრენოსნო ეკიპაჟების მარშრუტზე შემოწმება;ო) საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
პ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე და შეკეთებაზე დაშვების უფლების მოწმობების გაცემა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება; ჟ) საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის მოწმობა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა;რ) სააერნაოსნო მომსახურების რეგულირება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება, ზედამხედველობა, ინსპექტირება, უწყვეტი მონიტორინგი და სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორციელებლად დანიშვნა;
რ1) სააგენტოში წარმოდგენილი სახელსაწყო ფრენის პროცედურების შეთანხმება;
ს) სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება;
ტ) სააერნაოსნო რუკების, სახელსაწყო ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა;
ტ1) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციი დანართებში არსებული სტანდარტების, რეკომენდირებული პრაქტიკისა და პროცედურებს და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი სამართლებრივ აქტებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სხვა ინფორმაციის წარდგენა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსათვის;
უ) სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს” უფლებამოსილების განხორციელება და სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე ზედამხედველობა;
ფ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში ძებნა-შველის და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით: ფ.ა) ჩართული მხარეების ზედამხედველობა და კონტროლი კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში; ფ.ბ) ნებისმიერი ხელშეკრულების შეთანხმება; ფ.გ) დამხმარე საკოორდინაციო ცენტრის უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს საჰაერო სივრცის დახურვსა და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება;ქ) საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის ჩამოყალიბება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით და საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზების ზედამხედველობა;
ქ1) ავიასაწარმოების უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;
ქ2) საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი, გავრცელება, გაცვლა, მათი თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
ღ) (ამოღებულია - 11.04.2016 წ., №1-1/198);
ყ) სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება;
შ) საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვება, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვება; ჩ) საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარების ორგანიზება საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაბამისი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში. ც) ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ძ) საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვების გაცემა;წ) სამოქალაქო საჰა ერო ხომა ლდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე, სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება;
ჭ) სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ხ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით ნორმატიული აქტების შემუშავება/მიღება; ჰ) საავიაციო უშიშროების სფეროში: ჰ.ა) საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების ღონისძიებების განსაზღვრა;ჰ.ბ) საპასუხო მოქმედებების ოპერატიული ხელმძღვანელობა ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს;
ჰ.გ) აეროპორტების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კომიტეტების ზედამხედველობა; ჰ.დ) ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგი.
4. სააგენტო თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას თანამშრომლობს საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1864 - ვებგვერდი, 19.10.2012 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №1-1/198 - ვებგვერდი, 12.04.2016 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №1-1/97 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი .
2. სააგენტოს დირექტორი :
ა) წარმოადგენს სააგენტოს;ბ) კანონმდებლობისა და დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის , სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ა ქტებს (ბრძანებებს) , იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ;
ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს;
ზ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს.
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ი) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის , აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს , აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
კ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. მათ შორის, უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე მატერიალური წახალისების სახით გასცეს პრემია;ლ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე;
მ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;
ნ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ო) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
პ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
ჟ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს წინადადებებს;
რ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ , შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ , რომლებიც საჭიროა სააგენტოს ფუნქციების განსახორციელებლად . პასუხისმგებელია სააგენტოს ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ს) ამტკიცებს სააგენტოს ემბლემას, ბეჭდების, შტამპებისა და ბლანკების ნიმუშებს;ტ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
უ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი ერთჯერადად ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვისა ან/და დასაქმებულთა კვალიფიკაციისთვის, სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით „ საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, ასევე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა და სამინისტროს საქმიანობასთან;
ფ) უფლებამოსილია სერტიფიკატების გაცემაზე, ასევე საავიაციო უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა გათვალისწინებით სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებაზე, შეცვლასა და გაუქმებაზე, ასევე სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შეზღუდვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე , მათ შორის , ერთი პირველი. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით .
4. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
5. სააგენტოს დირექტორის დავალებით მოადგილეები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ასევე, ასრულებენ სააგენტოს დირექტორის დავალებებს .
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №1-1/256 - ვებგვერდი, 18.09.2014 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №1-1/198 - ვებგვერდი, 12.04.2016 წ. მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურასააგენტო სტრუქტურული ერთეულებია :
ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;ბ ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი;
გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი; დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი; ე) გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი; ვ) საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი; ზ) (ამოღებულია - 12.07.11 №1-1/1292); თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ი) საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი; კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი; ლ) უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი; მ) სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის ბრძანება №1-1/1292 - ვებგვერდი, 19.07.2011 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №1-1/2713 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №1-1/97 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ. მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; პილოტ-ინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება; ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა; ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირება; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის SAFA) და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ექსპლუატანტის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; პილოტ-ინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება; ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა; ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირება; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის SAFA) და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი – სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება, ზედამხედველობა, ინსპექტირება, უწყვეტი მონიტორინგი და საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორცილებლად დანიშვნის საკითხის განხილვა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება; საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობა; საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ძებნა-შველის სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ძებნა-შველაში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა; საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზების ზედამხედველობა; სახელსაწყო ფრენის პროცედურების განხილვა; სააერნაოსნო რუკების, სახელსაწყო ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო პროგრამების შეთანხმებაში მონაწილეობა; სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების და ხარისხის მართვის სისტემის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; ევროპული ერთიანი ცის (SES) და ევროპის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის (ATM Master Plan) დანერგვის შესახებ ანგარიშების შედგენა/შედგენის კოორდინირება, ზედამხედველობა და შესაბამისი ორგანიზაციებისთვის წარდგენა;
დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა; ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება (SAFA) ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოსაქვეყნებლად გასაგზავნად; საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე მოდიფიკაცია/რემონტების ჩასატარებლად, საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების, ან ამ სახელმწიფოს მიერ საჰაერო ხომალდის დამპროექტებელი სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მონაცემების შეთანხმება;
ვ) საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი – საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით ავისაწარმოების საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამების შეთანხმება და პერიოდული გადასინჯვა; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის წლიური გეგმების შეთანხმება; აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნების და ავტროსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვების გაცემა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის საფუძველზე საავიაციო უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის შეფასება და რისკის შეფასების საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში საფრთხის დონის განსაზღვრა; მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საჭირო ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული სახელომწიფოებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის; კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბისთვის კონსულტაციის გაწევა; კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური რეისების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტიპების, ტექნიკური და მუშა მახასიათებლების, აღმოჩენის მინიმალური პარამეტრების, ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური და მუშა მახასიათებლების განსაზღვრა; საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებისა და მათი სატესტო ობიექტების ავიასასწარმოს მიერ შესყიდვის შეთანხმება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; ზ) (ამოღებულია - 12.07.11 №1-1/1292); თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და კოორდინაცია; საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დელეგაციების მიღება, შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-შენახვა; საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა – სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სააგენტოს წლიური ანგარიშებისა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადება, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორთა საკვალიფიკაციო, მომზადება/გადამზადების პროგრამების მართვა და კოორდინაცია; სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად; სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა; ინსპექტირებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდება; საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაცია, კორესპოდენციის მიღება/გაგზავნა; საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება; ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება -მოვალეობების განხორციელება;
ი) საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი – ეკონომიკურად მომგებიანი და კონკურენტუნარიანი სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავებასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა; საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების წარმოება და მათი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდება დადგენილი ფორმების შესაბამისად; საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ფინანსური შესაძლებლობების შეფასება და ანალიზი, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და მათი ფინანსური მდგრადობის შეფასება, ანალიზი და მუდმივი ზედამხედველობა; სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობის მიღება; საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა -პატრონობა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი – ხარისხის მართვის დეპარტამენტის სამოქმედო სახელმძღვანელოს შემუშავება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის ჩათვლით და მისი შესრულების უზრუნველყოფა სააგენტოს სპეციფიკის გათვალისწინებით; სააგენტოში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების ასახვა შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტებში; სააგენტოს წლიური სამოქმედო გეგმის კონსოლიდაცია და მისი შესრულების მონიტორინგი; სააგენტოს მართვის სისტემის, სააგენტოში წარმოებული ძირითადი პროცესებისა და მათი რელევანტური პროცედურების მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი; მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებელი ღონისძიებების (ინსპექტირება, შიდა აუდიტი) დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება; სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის შიდა აუდიტებისა და ინსპექტირებების შედეგების წარდგენა, აუდიტების შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლი; ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავება; ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი; ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება;
ლ) უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი – უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია, რეგისტრაციის მოწმობის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; უპილოტო საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციისთვის თანხმობის სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება, აღდგენა და გაუქმება; დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის პერსონალის სერტიფიცირება და შესაბამისი კატეგორიის პილოტის მოწმობის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება. უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება, შეჩერება, გაუქმება; უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტების საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემისა და უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა; საერთო დანიშნულების ავიაციის, მათ შორის საავიაციო სამუშაოების, სპეციალიზებული ექსპლუატაციის სხ-ების (მათ შორის ძრავის გარეშე), კომპლექსური ძრავის მქონე საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის შესახებ და ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;მ) სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი: – სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით“ (CAAA) ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და ამ ვალდებებულებების ფარგლებში დასანერგი ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა. კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების შემუშავება – განხილვაში მონაწილეობა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ევროკავშირის რეგულაციებთან და დირექტივებთან, ჩიკაგოს კონვეციასთან და მის დანართებთან ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ სემინარებში, შეხვედრებში მონაწილეობა; სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი ინფორმირება; სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის ბრძანება №1-1/1292 - ვებგვერდი, 19.07.2011 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №1-1/2713 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1864 - ვებგვერდი, 19.10.2012 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №1-1/198 - ვებგვერდი, 12.04.2016 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №1-1/97 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.1 . დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად , სააგენტო სათვის ქონების გადაცემა , მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
2 . სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები , აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები .
მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსების წყაროები1 . სააგენტოს დაფინანსების წყაროებია :
ა) საქართველოსსახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) მომსახურების გაწევიდან მიღებული საფასური;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები .
2 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას . სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია .
მუხლი 8. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას1 . სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები :
ა) უძრავი ქონების შეძენ ა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით , თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა .
3. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №1-1/256 - ვებგვერდი, 18.09.2014 წ. მუხლი 9. საბუღალტრო ანგარიშგება1 . სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა -ანგარიშგება , შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს .
2 . სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი .
მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა.3 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 11. სააგენტოს ლიკვიდაციასააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი . ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს უფროსი .
მუხლი 12. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილებასააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში .
მუხლი 13. დასკვნითი დებულებადებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა , სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .
+
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ბრძანება №1-1/583
2011 წლის 14 აპრილი
ქ . თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მესამე პუ ნქ ტისა და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქ ვეპუნქტის შე საბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდა რთული „საჯარო სამართლის იუ რიდიული პირის – სა მოქალაქო ავია ციის საა გენტოს დებულება“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.
ვ. ქობალია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო ) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იური დიული პირი , რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო “. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, `ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს საჰაერო კოდექსით,“ ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით .
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. სააგენტოს აქვს ემბლემა, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით , დამოუკიდებელი ბალანსი , საბანკო და სახაზინო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები .
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია : ქ . თბილისი , აეროპორტი , 0158.
მუხლი 2. სააგანტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი🔗
1. სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს:
ა) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირება და საავიაციო უშიშროება;
ბ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
2. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის ზედამხედველობა და რეგულირება კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3 . კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამოქალაქო ავიაციის რეგულირება, მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით მასზე დელეგირებული ფუნქციების განხორციელება;
გ ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, სახელმძღვანელოების, ინსტრუქციების შემუშავება და მიღება, მითითებების გაცემა, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული, სამოქალაქო ავიაციის სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;
გ1) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით საკითხების შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
გ2) საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით (CAAA) და „ ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია, ზედამხედველობა და შესაბამის ორგანიზაციებთან ანგარიშების წარდგენა;
დ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას, დარმღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
დ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების, უსაფრთხოების მითითების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას დამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ე) სამოქალაქო აეროდრომების/ვერტოდრომების, სახელმწიფო რეგისტრაცია, სერტიფიცირება, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ზედამხედველობა;
ე) სამოქალაქო აეროდრომების/ვერტოდრომების, სახელმწიფო რეგისტრაცია, სერტიფიცირება, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ზედამხედველობა;
ვ) საწვავ- გასამართი საწარმოების, მათი ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა;
ზ) საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონების განსაზღვრა;
თ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
თ1) უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია, შესაბამისი რეესტრის წარმოება და უპილოტო საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;
ი) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ი1) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ი2 ) ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიკატის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ზედამხედველობა;
ი2) ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიკატის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ზედამხედველობა;
კ) ავიასაწარმოების სერტიფიცირება და მათ მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ლ) ავიასპეციალისტებისთვის მოწმობების გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება, სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული ავიასპეციალისტთა მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნების აღიარება;
ლ1) ავიასამედიცინო ცენტრების და ავიასამედიცინო ექსპერტების სერტიფიცირება;
მ) სამოქალაქო ავიაციის სასაწავლო დაწესებულებები ს საქმიანობაზე ზედამხედველობა, სამოქალაქო ავიაციის სასაწავლო დაწესებულებებისა და პერსონალის სერტიფიცირება და შესაბამისი რეესტრის წარმოება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა, უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების აღიარება;
ნ) საჰაერო ხომალდებისა და საფრენოსნო ეკიპაჟების მარშრუტზე შემოწმება;
ო) საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ო) საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
პ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე და შეკეთებაზე დაშვების უფლების მოწმობების გაცემა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება;
ჟ) საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის მოწმობა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა;
რ) სააერნაოსნო მომსახურების რეგულირება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება, ზედამხედველობა, ინსპექტირება, უწყვეტი მონიტორინგი და სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორციელებლად დანიშვნა;
რ1) სააგენტოში წარმოდგენილი სახელსაწყო ფრენის პროცედურების შეთანხმება;
ს) სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება;
ტ) სააერნაოსნო რუკების, სახელსაწყო ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა;
ტ1) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციი დანართებში არსებული სტანდარტების, რეკომენდირებული პრაქტიკისა და პროცედურებს და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი სამართლებრივ აქტებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სხვა ინფორმაციის წარდგენა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსათვის;
უ) სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს” უფლებამოსილების განხორციელება და სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე ზედამხედველობა;
უ) სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს” უფლებამოსილების განხორციელება და სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე ზედამხედველობა;
ფ) საძებნ-სამაშველო მომსახურების ზედამხედველობა და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია;
ქ) საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის ჩამოყალიბება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით და საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზების ზედამხედველობა;
ქ1) ავიასაწარმოების უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;
ქ2) საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი, გავრცელება, გაცვლა, მათი თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
ღ) (ამოღებულია - 11.04.2016 წ., №1-1/198);
ღ) (ამოღებულია - 11.04.2016 წ., №1-1/198);
ყ) სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება;
ყ) სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება;
შ) საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვება, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვება;
ჩ) საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარების ორგანიზება საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაბამისი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში.
ც) ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ძ) საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვების გაცემა;
წ) სამოქალაქო საჰა ერო ხომა ლდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე, სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება;
წ) სამოქალაქო საჰა ერო ხომა ლდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე, სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება;
ჭ) სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირება და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ხ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით ნორმატიული აქტების შემუშავება/მიღება;
ჰ) საავიაციო უშიშროების სფეროში:
ჰ.ა) საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების ღონისძიებების განსაზღვრა;
ჰ.ბ) საპასუხო მოქმედებების ოპერატიული ხელმძღვანელობა ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს;
ჰ.გ) აეროპორტების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კომიტეტების ზედამხედველობა;
ჰ.დ) ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგი;
ჰ1) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მისი მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება, საფრთხეების იდენტიფიცირება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა.
4. სააგენტო თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას თანამშრომლობს საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1864 - ვებგვერდი, 19.10.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №1-1/198 - ვებგვერდი, 12.04.2016 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №1-1/97 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგმარდი განვითარების მინისტრის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1-1/591 - ვებგვერდი, 18.12.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №1-1/535 - ვებგვერდი, 10.12.2020 წ.
მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა🔗
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი .
2. სააგენტოს დირექტორი :
ა) წარმოადგენს სააგენტოს;
ბ) კანონმდებლობისა და დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის , სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ა ქტებს (ბრძანებებს) , იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ;
ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და ხარისხის და უსაფრთხოების მართვის სისტემას.
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს;
ზ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს.
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ი) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის , აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს , აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
კ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. მათ შორის, უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე მატერიალური წახალისების სახით გასცეს პრემია;
ლ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე;
მ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;
ნ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ო) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
პ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
ჟ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს წინადადებებს;
რ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ , შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ , რომლებიც საჭიროა სააგენტოს ფუნქციების განსახორციელებლად . პასუხისმგებელია სააგენტოს ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ს) ამტკიცებს სააგენტოს ემბლემას, ბეჭდების, შტამპებისა და ბლანკების ნიმუშებს;
ტ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
უ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი ერთჯერადად ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვისა ან/და დასაქმებულთა კვალიფიკაციისთვის, სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით „ საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, ასევე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა და სამინისტროს საქმიანობასთან;
ფ) უფლებამოსილია სერტიფიკატების გაცემაზე, ასევე საავიაციო უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა გათვალისწინებით სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებაზე, შეცვლასა და გაუქმებაზე, ასევე სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შეზღუდვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე , მათ შორის , ერთი პირველი. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით .
4. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
5. სააგენტოს დირექტორის დავალებით მოადგილეები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ასევე, ასრულებენ სააგენტოს დირექტორის დავალებებს .
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №1-1/256 - ვებგვერდი, 18.09.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №1-1/198 - ვებგვერდი, 12.04.2016 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №1-1/535 - ვებგვერდი, 10.12.2020 წ.
სააგენტო სტრუქტურული ერთეულებია :
მუხლი 4 . სააგენტოს სტრუქტურა, პერსონალი და სამუშაო გარემო🔗
1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;
ბ ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი;
ბ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი;
გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი;
დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი;
ე) გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი;
ვ) საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი;
ზ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
თ) საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი;
ი) ხარისხის მართვის დეპარტამენტი;
კ) უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი;
ლ) სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი.
2. სააგენტოს თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით უნდა ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური, გამოცდილი და კომპეტენტური თანამშრომელი/პერსონალი.
3. სააგენტოს სამუშაო გარემო, სულ მცირე, მოიცავს:
ა) შესაბამის საოფისე ფართს;
ბ) საოფისე აღჭურვილობას (კომპიუტერებისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებების ჩათვლით);
გ) სატრანსპორტო საშუალებებს;
დ) პერსონალის უსაფრთხოების/დამცავ საშუალებებს;
ე) ინსპექტირებისთვის საჭირო ხელსაწყოებს და აღჭურვილობას;
ვ) პერსონალისთვის ხელმისაწვდომ ტექნიკურ ბიბლიოთეკას და პერსონალის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის მიღების, კონტროლისა და განაწილების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებს.
4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მისი ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე გავლენის მქონე მნიშვნელოვანი ცვლილებების იდენტიფიცირებისა და მართვის პროცესი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის ბრძანება №1-1/1292 - ვებგვერდი, 19.07.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №1-1/2713 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №1-1/97 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №1-1/535 - ვებგვერდი, 10.12.2020 წ.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები🔗
ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ექსპლუატანტის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; პილოტ-ინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება; ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა; ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირება; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის SAFA) და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე ზედამხედველობა და სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; საავიაციო სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მინიჭების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, საავიაციო სამუშაოების შესრულების ზედამხედველობა; კომპლექსური საჰაერო ხომალდით საკუთარი მიზნებისთვის ექსპლუატაციის ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მარშრუტზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეთანხმება, მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულების და საწაფის აღიარების პროცესის წარმართვა, დასკვნის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა და რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (SAFA/RAMP); ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საჰაერო სივრცეში ფრენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი – სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება, ზედამხედველობა, ინსპექტირება, უწყვეტი მონიტორინგი და საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორცილებლად დანიშვნის საკითხის განხილვა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება; საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობა; საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ძებნა-შველის სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ძებნა-შველაში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა; საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზების ზედამხედველობა; სახელსაწყო ფრენის პროცედურების განხილვა; სააერნაოსნო რუკების, სახელსაწყო ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო პროგრამების შეთანხმებაში მონაწილეობა; სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების და ხარისხის მართვის სისტემის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; ევროპული ერთიანი ცის (SES) და ევროპის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის (ATM Master Plan) დანერგვის შესახებ ანგარიშების შედგენა/შედგენის კოორდინირება, ზედამხედველობა და შესაბამისი ორგანიზაციებისთვის წარდგენა;
დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა; ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ექსპლუატანტის სერტიფიცირება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება (SAFA) ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოსაქვეყნებლად გასაგზავნად; საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე მოდიფიკაცია/რემონტების ჩასატარებლად, საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების, ან ამ სახელმწიფოს მიერ საჰაერო ხომალდის დამპროექტებელი სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მონაცემების შეთანხმება;
ბ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი – აეროდრომის და ვერტოდრომის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონის განსაზღვრა; აეროდრომების და ვერტოდრომების აღრიცხვა და საფრენი მოედნების რეგისტრაცია; აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საწვავგასამართი საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და დასკვნის მომზადება, ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საწვავგასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმება; აეროდრომისა და ვერტოდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების, სახელმძღვანელო მასალის და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
ვ) საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი – საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით ავისაწარმოების საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამების შეთანხმება და პერიოდული გადასინჯვა; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის წლიური გეგმების შეთანხმება; აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნების და ავტროსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვების გაცემა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის საფუძველზე საავიაციო უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის შეფასება და რისკის შეფასების საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში საფრთხის დონის განსაზღვრა; მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საჭირო ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული სახელომწიფოებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის; კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბისთვის კონსულტაციის გაწევა; კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური რეისების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტიპების, ტექნიკური და მუშა მახასიათებლების, აღმოჩენის მინიმალური პარამეტრების, ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური და მუშა მახასიათებლების განსაზღვრა; საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებისა და მათი სატესტო ობიექტების ავიასასწარმოს მიერ შესყიდვის შეთანხმება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;
გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი – სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მის საქმიანობაზე ზედამხედველობა, სერტიფიცირებული საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად დანიშვნის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების აღიარების პროცესის წარმართვა და დასკვნის მომზადება; საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობა; საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის, სააერნაოსნო ტექნიკური საშუალებების მომსახურების განმახორციელებელი ტექნიკური პერსონალი, საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის, ფრენის პროცედურების დიზაინერის, კარტოგრაფის და ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებაში ჩართული პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საძებნ-სამაშველო მომსახურების ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია; საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობა; საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების ზედამხედველობა; ფრენის პროცედურების განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; საავიაციო რუკების პროექტების შეთანხმება, ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს მიერ მომზადებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ვალიდაცია/ვერიფიკაცია; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროგრამების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა; სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვა; სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების და ხარისხის მართვის სისტემის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების, და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; სააერნაოსნო მომსახურების სფეროს მონიტორინგი და მისი ფუნქციონირების შესახებ, ასევე ერთიანი ევროპული ცის (SES) და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის (ATM MasterPlan) დანერგვის შესახებ ანგარიშების შედგენა/შედგენის კოორდინირება/შეთანხმება და შესაბამისი (ICAO, EC, EASA, EUROCONTROL) ორგანიზაციებისთვის წარდგენა; საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობის ადმინისტრირება და ორგანიზაციული მხარდაჭერა; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი – სამოქალაქო საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა; ავიასაწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება (SAFA/RAMP); უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე მოდიფიკაცია/რემონტების ჩასატარებლად, საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების, ან ამ სახელმწიფოს მიერ საჰაერო ხომალდის დამპროექტებელი სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მონაცემების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; სასწავლო პროგრამების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
ე) გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის საერთაშორისო ბაზარზე დაშვების, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის საქართველოს ავიაბაზარზე დაშვების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; ავიაგადამზიდველის არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვა, დასკვნის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვა და დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და მათი ანალიზის უზრუნველყოფა; საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სანავიგაციო სეზონების მიხედვით, ავიაგადამზიდველის ფრენის განრიგის დამტკიცება; საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა, დასკვნის მომზადება და შესაბამისის რეესტრის წარმოება; სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება; საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებით და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობა; საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემასა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; კომპეტენციის გარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმება, ინსტრუქტორის მოწმობის გაცემა; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
ვ) საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი – საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით ავისაწარმოების საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამების შეთანხმება; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის წლიური გეგმების შეთანხმება; აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნების და სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვის გაცემის პროცესის წარმართვა; საავიაციო უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის შეფასება და რისკის შეფასების საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში საფრთხის დონის განსაზღვრა; მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საჭირო ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული სახელმწიფოებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის; კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბისთვის კონსულტაციის გაწევა; კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური რეისების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტიპების, ტექნიკური და მუშა მახასიათებლების, აღმოჩენის მინიმალური პარამეტრების, ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური და მუშა მახასიათებლების განსაზღვრა; საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებისა და მათი სატესტო ობიექტების ავიასაწარმოს მიერ შესყიდვის შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმება, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
ზ) (ამოღებულია - 12.07.11 №1-1/1292);
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და კოორდინაცია; საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დელეგაციების მიღება, შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-შენახვა; საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა – სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სააგენტოს წლიური ანგარიშებისა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადება, სააგენტოს თანამშრომელთა მომზადება/გადამზადების პროგრამების მართვა და კოორდინაცია; თანამშრომლების შიდა და გარე სასწავლო კურსებზე დასწრების დაგეგმვა და ორგანიზება; სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად; სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე, საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა; კორესპონდენციის დროულად მიწოდება; საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაცია, კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა; საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება;
ი) საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი – ეკონომიკურად მომგებიანი და კონკურენტუნარიანი სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავებასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა; საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების წარმოება და მათი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდება დადგენილი ფორმების შესაბამისად; საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ფინანსური შესაძლებლობების შეფასება და ანალიზი, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და მათი ფინანსური მდგრადობის შეფასება, ანალიზი და მუდმივი ზედამხედველობა; სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობის მიღება; საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა -პატრონობა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი – ხარისხის მართვის დეპარტამენტის სამოქმედო სახელმძღვანელოს შემუშავება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის ჩათვლით და მისი შესრულების უზრუნველყოფა სააგენტოს სპეციფიკის გათვალისწინებით; სააგენტოში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების ასახვა შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტებში; სააგენტოს წლიური სამოქმედო გეგმის კონსოლიდაცია და მისი შესრულების მონიტორინგი; სააგენტოს მართვის სისტემის, სააგენტოში წარმოებული ძირითადი პროცესებისა და მათი რელევანტური პროცედურების მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი; მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებელი ღონისძიებების (ინსპექტირება, შიდა აუდიტი) დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება; სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის შიდა აუდიტებისა და ინსპექტირებების შედეგების წარდგენა, აუდიტების შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლი; ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავება; ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი; ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება;
კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი – სააგენტოს მიერ განსაზღვრული ხარისხის, შრომის, ინფორმაციული უსაფრთხოების და ფრენის უსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების უზრუნველყოფა; სააგენტოში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა; სააგენტოს წლიური სამოქმედო გეგმის და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის კონსოლიდაცია; სააგენტოს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი; სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესის ინიცირება და მისი ზედამხედველობა; სააგენტოს მართვის სისტემის, სააგენტოში წარმოებული ძირითადი პროცესებისა და მათი რელევანტური პროცედურების მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი; მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებელი ღონისძიებების დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება; სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისობის მონიტორინგის შედეგების წარდგენა, გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლი; ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავება; ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი; ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება; საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შეტყობინებების სტატისტიკური ანალიზი, დამუშავება და წლიური ანგარიშის მომზადება, შეტყობინებების მონაცემთა ბაზის წარმოება, შეტყობინების შესახებ მონაცემების გაცვლა სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან, ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა და მართვა; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
ლ) უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი – უპილოტო საჰაერო სისტემების რეგისტრაცია, რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება, გაუქმება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატანტის რეგისტრაცია, მოქმედების ვადის გაგრძელება, გაუქმება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატაციაზე თანხმობის (ავტორიზაცია) გაცემა, მასში ცვლილებების შეტანა, გაუქმება; დისტანციური პილოტის შესაბამისი კატეგორიის მოწმობის გაცემა, გამოცვლა, მოქმედების ვადის გაგრძელება, განახლება, საკვალიფიკაციო აღნიშვნის მინიჭება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა, მოქმედების ვადის გაგრძელება, შეზღუდვა, შეჩერება, აღდგენა და გაუქმება, შესაბამისი რეესტრის წარმოება; არაკომპლექსური საჰაერო ხომალდის საკუთარი მიზნებისთვის ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების, და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების ანალიზი; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვა, სასწავლო პროგრამების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის და სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვა, შესაბამისი რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
მ) სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი: – სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით“ (CAAA) ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და ამ ვალდებებულებების ფარგლებში დასანერგი ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა. კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების შემუშავება – განხილვაში მონაწილეობა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ევროკავშირის რეგულაციებთან და დირექტივებთან, ჩიკაგოს კონვეციასთან და მის დანართებთან ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ სემინარებში, შეხვედრებში მონაწილეობა; სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი ინფორმირება; სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის ბრძანება №1-1/1292 - ვებგვერდი, 19.07.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №1-1/2713 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1864 - ვებგვერდი, 19.10.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №1-1/198 - ვებგვერდი, 12.04.2016 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №1-1/97 - ვებგვერდი, 02.03.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგმარდი განვითარების მინისტრის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1-1/591 - ვებგვერდი, 18.12.2018 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №1-1/535 - ვებგვერდი, 10.12.2020 წ.
მუხლი 6. სააგენტოს ქონება🔗
1 . დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად , სააგენტო სათვის ქონების გადაცემა , მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
2 . სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები , აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები .
მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსების წყაროები🔗
1 . სააგენტოს დაფინანსების წყაროებია :
ა) საქართველოსსახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) მომსახურების გაწევიდან მიღებული საფასური;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები .
2 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას . სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია .
მუხლი 8. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას🔗
1 . სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები :
ა) უძრავი ქონების შეძენ ა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით , თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.
2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა .
3. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №1-1/256 - ვებგვერდი, 18.09.2014 წ.
მუხლი 9. საბუღალტრო ანგარიშგება🔗
1 . სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა -ანგარიშგება , შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს .
2 . სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი .
მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი🔗
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა.
3 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 11. სააგენტოს ლიკვიდაცია🔗
სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი . ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს უფროსი .
მუხლი 12. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება🔗
სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში .
მუხლი 13. დასკვნითი დებულება🔗
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა , სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული - პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №1-1/583, 14.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 040300000.22.024.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1293392-7/