სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.04.2011 ბოლო ცვლილება 16.04.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№173
სარეგისტრაციო კოდი
340120000.10.003.016333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110415017, 15/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №173

2011 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1.

+
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1.

+
დამტკიცდეს სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების თანდართული ნუსხა.

2.

+
ჩათვლის უფლების გარეშე დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლდეს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.

მუხლი 2.

+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №274 – ვებგვერდი, 20.07.2012წ.

სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების,
სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხა 

+

პესტიციდები და აგროქიმიკატები:

 

ნომენკლატურის

სასაქონლო კოდი

საქონლის დასახელება

შენიშვნა

3808 92 100 00

პრეპარატები სპილენძის ნაერთების ფუძეზე

 

3808 99 100 00

როდენტიციდები

 

3808 99 900 00

პესტიციდები დანარჩენი

 

3102 80 000 00

შარდოვანას და ამონიუმის ნიტრატის ნარევები წყალხსნარში ან ამონიუმის ხსნარში

 

3102 10 100 00

სასუქი შარდოვანა, მათ შორის, წყალხსნარში, აზოტის შემცველობით 45 მას. %-ზე მეტი, მშრალ უწყლო პროდუქტზე გადაანგარიშებით

 

3102 60 000 00

კალციუმის ნიტრატისა და ამონიუმის ნიტრატის ორმაგი მარილები და ნარევები

 

 

თესლი და სარგავი მასალა:

 

სეს ესნ სასაქონლო კოდი

საქონლის დასახელება

შენიშვნა

0602 10

დაუფესვიანებელი კალმები და გადანაწვენები

0602 20

ხეები, ჯაგნარები და ბუჩქნარები,  დამყნობილი ან დაუმყნობელი, საჭმელი ნაყოფის ან კაკლის მომცემი

0602 90 300 00

ბოსტნეული კულტურების, მარწყვისა და ხენდროს მცენარეები

0602 90 510 00

ღია გრუნტის მრავალწლიანი მცენარეები, ხეების, ჯაგნარების ა და ბუჩქნარების გარდა

0602 90 590 00

ღია გრუნტის მცენარეები, ხეების, ჯაგნარების ა და ბუჩქნარების გარდა დანარჩენი

0602 90 700 00

დაფესვიანებული კალმები და ნორჩი მცენარეები, კაქტუსის გარდა

0713 33 100 00

ლობიო (დასათესად)

0701 10 000 00

სათესლე კარტოფილი

0712 90 110 00

ჰიბრიდული შაქრიანი სიმინდი (დასათესად)

1001 91 100 00

1001 91 200 00

სპელტა (დასათესად), რბილი ხორბალი და მესლინი, სათესლე

1003 10 000 00

ქერი (სათესლე)

1005 10

სიმინდი (სათესლე)

1007 10 100 00

მარცვლოვანი სორგო

(დასათესი ჰიბრიდები)

1201 10 000 00

სოიოს ცერცვი (დასათესად)

1205 10 100 00

რაფსის ან კოზლას თესლი – დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი (სათესად)

1206 00 100 00

მზესუმზირის თესლი – დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი (სათესად)

1209

თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად.

 

შენიშვნა: თუ ნუსხაში მითითებულია ექვსნიშნა სასაქონლო სუბპოზიცია ან ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია, მაშინ იგულისხმება, რომ გათავისუფლება ვრცელდება მოცემული სუბპოზიციის ან პოზიციის ყველა საქონელზე.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №274 – ვებგვერდი, 20.07.2012წ.

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №173, 12.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 340120000.10.003.016333 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1297485-1/