საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №2
2005 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში 2004 წლის 24 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ბათუ ქუთელია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარე
ვაჟა მაისურაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
მერაბ მარაქველიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
პავლე მაწკეპლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს უფროსი
დავით ფრუიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი
გიორგი შარკოვი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ქონების განკარგვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ზვიად ცაგარეიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2. სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის წარმოდგენა 2005 წლის 1 თებერვლამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) სალიკვიდაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე უზრუნველყონ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების დამტკიცება კანონმდებლობის შესაბამისად.
4. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს დაკისრებული ამოცანების შესრულებამდე.
5. კომისია საქმიანობას წარმართავს სხდომების მეშვეობით. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით.
7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.
8. კომისიის საბოლოო დასკვნას, რეკომენდაციას ან სხვა სახის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრის განსხვავებული აზრი ფორმდება ცალკე ჩანაწერის სახით.
9. კომისიის მიერ მომზადებული წინადადებები განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №2
2005 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ლაშა დარახველიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს გამოძიებისა და სამსახურებრივი შემოწმების განყოფილების უფროსი
ლევან დვალიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
მაყვალა იორდანიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფინანსების მართვის სამმართველოს ცენტრალური ბუღალტერიის სამსახურის უფროსი
პავლე მაწკეპლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კონსულტანტი
ონისე მეტრეველი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი
შალვა ტურაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მატერიალური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
დავით ფრუიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი
გივი ქვრივიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფინანსების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე
მალხაზ ჩხაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს სარევიზიო განყოფილების უფროსის მოადგილე.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №163 - სსმ III, №113, 27.09.2005 წ., მუხ.1237
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №228 - სსმ III, №149, 23.12.2005 წ., მუხ.1658
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №257 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2392
2. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა, დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის წარმოდგენა 2007 წლის 31 მარტამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №163 - სსმ III, №113, 27.09.2005 წ., მუხ.1237
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №228 - სსმ III, №149, 23.12.2005 წ., მუხ.1658
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის დადგენილება №70 - სსმ III, №46, 05.04.2006 წ., მუხ.518
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №185 - სსმ III, №138, 09.10.2006 წ., მუხ.1910
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №257 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2392
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში 2004 წლის 24 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ბათუ ქუთელია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარე
ვაჟა მაისურაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
მერაბ მარაქველიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
პავლე მაწკეპლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს უფროსი
დავით ფრუიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი
გიორგი შარკოვი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ქონების განკარგვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ზვიად ცაგარეიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2. სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის წარმოდგენა 2005 წლის 1 თებერვლამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) სალიკვიდაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე უზრუნველყონ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების დამტკიცება კანონმდებლობის შესაბამისად.
4. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს დაკისრებული ამოცანების შესრულებამდე.
5. კომისია საქმიანობას წარმართავს სხდომების მეშვეობით. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით.
7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.
8. კომისიის საბოლოო დასკვნას, რეკომენდაციას ან სხვა სახის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრის განსხვავებული აზრი ფორმდება ცალკე ჩანაწერის სახით.
9. კომისიის მიერ მომზადებული წინადადებები განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №163 - სსმ III, №113, 27.09.2005 წ., მუხ.1237
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №228 - სსმ III, №149, 23.12.2005 წ., მუხ.1658
3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის დადგენილება №70 - სსმ III, №46, 05.04.2006 წ., მუხ.518
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №185 - სსმ III, №138, 09.10.2006 წ., მუხ.1910
5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №257 - სსმ III, №176, 29.12.2006 წ., მუხ.2392
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“?
- „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“ მიღებულია 17.01.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2007.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“, №2, 17.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1297912/