საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.07.2002 ძალადაკარგული 29.08.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№348
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 29/07/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №348

2002 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ

ევროკომისიის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის რეკომენდაციების შესრულებისა და საქართველოში ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების განვითარების მიზნით:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი.

2. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრმა განახორციელოს „გლეხთა (ფერმერთა) სწავლება-კონსულტირების სისტემის შექმნა“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის მართვა.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ. კირვალიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის წესდების დამტკიცება.

4. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები განისაზღვროს მისი წესდებით. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ.

5. ფერმერთა   საინფორმაციო-საკონსულტაციო    მომსახურების ცენტრის დირექტორი დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №153 - სსმ III, №37, 29.04.2003 წ., მუხ.321

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ“, №348, 26.07.2002, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1297970-1/