გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №10
2005 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თანდართული წესი.
პრემიერ-მინისტრი
ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №156 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1489
2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №60 - სსმ III, №45, 02.04.2007 წ., მუხ.505
გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით ღია აუქციონის გამართვის პროცედურებს.
2. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღია აუქციონის წესით.
3. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს ის საგადასახადო ორგანო, სადაც მოვალე იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.
4. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების მისაღებად საგადასახადო ინსპექცია მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციას.
5. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი აუქციონის მოწყობამდე უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებასა და საგადასახადო ორგანოს მიერ აუქციონის ორგანიზებისათვის გაწეული ხარჯების დაფარვას.
6. საჭიროებისას საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად აუქციონის პროცესის დროს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა უსაფრთხოებას და კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №156 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1489
მუხლი 2. აუქციონის გამოცხადება
1. აუქციონის გამართვის დროსა და ადგილს ადგენს შესაბამისი საგადასახადო ორგანო, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) აუქციონის მოწყობის დროსა და ადგილს;
ბ) ქონების მესაკუთრის დასახელებას და მისამართს;
გ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);
დ) ქონების საწყის ფასს, რომელიც დაყადაღების აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასია;
ე) განცხადებას იმის შესახებ, რომ მესამე პირები, რომელთაც უფლებები აქვთ ამ ქონებაზე, ვალდებულნი არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;
ვ) აუქციონის პირობებს.
2. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ ქონებას.
3. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო.
4. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს აცხადებს საგადასახადო ორგანო გამოკრული განცხადებით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია აუქციონის დაწყებამდე ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე წინასწარ გადაიხადოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იმ ნივთის საწყისი ღირებულების 2 პროცენტი, რომლის შეძენასაც იგი აპირებს, რაც გამარჯვების შემთხვევაში ჩაითვლება გადახდილი თანხის ანგარიშში.
მუხლი 3. აუქციონის მოწყობის წესი
1. აუქციონს ატარებს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი. იგი აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.
2. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზების ავტორი, რის შემდგომ აუქციონი ცხადდება დასრულებულად.
3. პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს აუქციონში, გადასახდელი თანხა უბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან ხუთი დღის განმავლობაში.
4. პირველ აუქციონზე საბოლოოდ შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 70 პროცენტზე ნაკლები.
5. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდა შესაბამისი ფასის შემოთავაზება, საგადასახადო ორგანო პირველი აუქციონისთვის დადგენილი ფორმით აცხადებს განმეორებით აუქციონს, სადაც საბოლოოდ შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 50 პროცენტზე ნაკლები.
6. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი (დანართი №1), რომელშიც უნდა აისახოს აუქციონის მსვლელობა და შედეგები.
7. ნებისმიერი მყიდველი, რომელიც აუქციონზე შეისყიდის ჩამორთმეულ ქონებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს მის მიერ შემოთავაზებული ფასის სულ ცოტა ნახევარი ან 5000 ლარი, უმცირესი თანხის მიხედვით, თუ აუქციონზე მიღებულ იქნა მის მიერ შემოთავაზებული ფასი, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიფაროს რეალიზაციიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. თანხის მთლიანად დაფარვამდე მყიდველს არ გააჩნია ქონებაზე საკუთრების უფლება.
8. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნულ ქონებაზე და მის მიერ ქონების შეძენის მიზნით უკვე გადახდილ თანხაზე (მათ შორის დეპოზიტზე განთავსებულ თანხაზე). ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხით დაიფარება ის გადასახადები, რომელთა დაფარვის მიზნითაც თავის დროზე ქონების რეალიზაცია განხორციელდა.
9. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების დადგენილი წესით გადახდას ან აუქციონზე არ იქნება შემოთავაზებული შესაბამისი ფასი, სახელმწიფო (საგადასახადო ორგანო) უფლებამოსილია:
ა) აუქციონის მოწყობის შესახებ ხელახალი განცხადების გამოქვეყნებიდან სულ ცოტა 14 დღის შემდეგ ქონება გასაყიდად გაიტანოს განმეორებით აუქციონზე, რომლის ოდენობასა და მოწყობის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო;
ბ) მოხსნას ქონებაზე ყადაღა და დაუბრუნოს იგი გადასახადის გადამხდელს მფლობელობისა და განკარგვის უფლებით.

მუხლი 4. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია
1. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს დაუყოვნებლივ.
2. მალფუჭებად საქონლად ითვლება მხოლოდ ის საქონელი, რომლის შენახვის ვადიდან 10 დღეზე ნაკლებია დარჩენილი.
3. მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის სხვა კრედიტორებს აუქციონის გამართვის თარიღიდან 60 დღის განმავლობაში შეუძლიათ მიმართონ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელს ადმინისტრაციული სარჩელით, რომ მათაც ჰქონდათ დარეგისტრირებული გირავნობის უფლება გაყიდულ მალფუჭებად საქონელზე საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თარიღზე ადრე. ასეთი სარჩელის მიღების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია განიხილოს სარჩელი 30 დღის ვადაში. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ საჩივრის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გადაუხდის მოსარჩელეს მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის მთლიან რაოდენობას ან მოთხოვნის თანხას, უმცირესი თანხის მიხედვით.
მუხლი 5. დავალიანების დაფარვის წესი
1. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში იფარება:
ა) ამოღებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) გადასახადის თანხები;
გ) ჯარიმისა და საურავის თანხები.
2. აუქციონზე ქონების შესყიდვისათვის გადახდილი თანხები შეიტანება ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე, საიდანაც ამოღებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების ეკვივალენტური თანხებით ხდება აღნიშნული ხარჯების დაფარვა, ხოლო დარჩენილი თანხები ირიცხება ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
3. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები უბრუნდება გადასახადის გადამხდელს ხუთი საბანკო დღის განმავლობაში.
4. ხარჯების სახით ამოიღება:
ა) იმ პირებისათვის ასანაზღაურებელი თანხები, რომელთა მოწვევაც აუცილებელი იყო კარების ან საცავის გახსნისათვის;
ბ) ნივთების შესანახად გადასახდელი თანხები;
გ) მოწვეული ექსპერტის ან/და აუდიტის ხარჯები;
დ) ხარჯები, რომლებიც წარმოიშვა საჯაროდ გამოცხადებისას;
ე) აუქციონის ორგანიზებასა და მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 6. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება
1. თანხის სრული გადახდისთანავე მყიდველს ეძლევა გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ სერტიფიკატი (დანართი №2), რომელსაც გასცემს ის საგადასახადო ორგანო, სადაც მოვალე იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე და რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება;
გ) მყიდველის ვინაობა (დასახელება);
დ) გადახდილი თანხის რაოდენობა.
2. სერტიფიკატი ძალაშია მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
3. სერტიფიკატთან ერთად მყიდველს გადაეცემა აუქციონის მსვლელობის ამსახველი ოქმი, სადაც ასა-ხულია შესყიდული ქონების სრული ჩამონათვალი.
4. გაყიდვის სერტიფიკატით მყიდველს გადაეცემა საკუთრების უფლება, რომელზეც ვრცელდება არასაგადასახადო გირავნობის უფლება, რომელიც არსებობდა ქონების გაყიდვამდე და აღემატებოდა საგადასახადო გირავნობის უფლებას, რამაც გამოიწვია ქონების დაყადაღება. მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს ქონება ნებისმიერი საწყობიდან თუ საცავიდან, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინახავდა მას. მყიდველის საკუთრების უფლება ძალაში შედის თანხის სახელმწიფოსათვის სრულად გადახდისთანავე.
5. ღია აუქციონზე საქონლის რეალიზაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის საფუძველზე.
6. მარეგისტრირებელი ორგანოები აუქციონზე ქონების მყიდველის მიერ სერტიფიკატის (მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაარეგისტრიროს ქონების ახალი მესაკუთრე, რომელიც იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №60 - სსმ III, №45, 02.04.2007 წ., მუხ.505
დანართი №1
ო ქ მ ი №
აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ
___________________________________ ______________________200 წ.
(ოქმის შედგენის ადგილი) (რიცხვი, თვე)
___________________________________
(ინსპექციის დასახელება)
№ _________ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე
______________________________________________________________________________________
(ინსპექციის წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)
მოვალის:______________________________________________________________________________
(მოვალის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი)
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით ჩავატარე ღია აუქციონი
შემდეგი პირების თანდასწრებით:
1. ______________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი და მისამართი)
2. ______________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი და მისამართი)
_______________________________________________________________________________________
მოვალე: (მოვალის წარმომადგენელი)_________________________________________
(სახელი, გვარი და მისამართი)
აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილი იქნა მოვალის შემდეგი ქონება
| № | საგნების დასახელება და აღწერა (განმასხვავებელი ნიშნები, ცვეთა და სხვა). | ზომის ეთეული (ზომა, წონა, მეტრაჟი და სხვა); | თითოეული საგნის შეფასება ლარებში | |
|
|
| ერთეულის ფასი | საერთო ღირებულება | |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონების საერთო ღირებულება _____________________ ლარი
თანხა სიტყვიერად
აუქციონში მონაწილეობენ _____________________________________________________________
აუქციონში მონაწილეთა ვინაობა(დასახელება)
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
რომლებმაც აუქციონის დაწყებამდე ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე წინასწარ გადაიხადეს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იმ ნივთის საწყისი ღირებულების 2%, რომლის შეძენასაც აპირებენ
აუქციონი გამოცხადდა გახსნილად და დაფიქსირდა საწყისი ფასი.
აუქციონის მსვლელობა აისახება ოქმში და ფიქსირდება ყველა შემოთავაზება, რომელიც აუქციონის მსვლელობისას კეთდება

ვინაიდან აღარ განხორციელდა სხვა შემოთავაზება, რის შემდეგაც დაფიქსირდა ფასის ბოლო შემოთავაზების ავტორი და აუქციონი გამოცხადდა დასრულებულად.
აუქციონის შედეგად რეალიზებულ იქნა მოვალის შემდეგი ქონება
| № | მყიდველის ვინაობა (დასახელება) | შეძენილი ქონება | გადახდილი თანხა |
| 1 | 2 | 3 | 4 |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
|
რეალიზებული ქონების საერთო ღირებულება _________________ ლარი
მყიდველებს განემარტათ, რომ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გადაიხადონ შემოთავაზებული ფასის არანაკლებ ნახევარი ან 5000 ლარი, უმცირესი თანხის მიხედვით, მხოლოდ თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიფაროს რეალიზაციიდან 14 დღის განმავლობაში. თანხის მთლიანად დაფარვამდე მყიდველს არ გააჩნია ქონებაზე საკუთრების უფლება. თუ მყიდველი ვერ შესძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნულ ქონებაზე და მის მიერ ქონების შეძენის მიზნით უკვე გადახდილ თანხაზე (მათ შორის დეპოზიტზე განთავსებულ თანხაზე)
აუქციონი ჩატარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის დაცვით და მისი სისწორე დასტურდება ხელმოწერით:
საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი /____________________/
დამსწრეები და მონაწილეები:
1 /____________________/
2 /____________________/
3 /____________________/
4 /____________________/
მოვალე: /________________________/
(სახელი და გვარი)
შენიშვნა:_____________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________

დანართი №2
აუქციონზე შეძენილ ქონებაზე
უფლების მიღების
სერთიფიკატი (მოწმობა) №
საგადასახადო ინსპექციის დასახელება __________________________________________________
აუქციონის ჩატარების ადგილი _________________________________________________________
აუქციონის ჩატარების დრო ___________________________________________________________
შეძენილი ქონების დასახელება ________________________________________________________
______________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________

მყიდველის ვინაობა (დასახელება) ______________________________
გადახდილი თანხის ოდენობა __________________________________
სერ ტ იფიკატი ძალაშია მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად
სერ ტ იფიკატთან ერთად მყიდველს გადაეცემა აუქციონის მსვლელობის ამსახველი ოქმი, სადაც ასახულია შესყიდული ქონების სრული ჩამონათვლი
სერ ტ იფიკატის გაცემის თარიღი _________________________________
საგადასახადო ინსპექციის უფროსი _____________________________
+

4. გაყიდვის სერტიფიკატით მყიდველს გადაეცემა საკუთრების უფლება, რომელზეც ვრცელდება არასა-გადასახადო გირავნობის უფლება, რომელიც არსებობდა ქონების გაყიდვამდე და რომელიც აღემატებოდა საგადასახადო გირავნობის უფლებას, რამაც გამოიწვია ქონების დაყადაღება. მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს ქონება ნებისმიერი საწყობიდან თუ საცავიდან, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი ინახავდა მას. მყიდველის საკუთრების უფლება ძალაში შედის თანხის სახელმწიფოსათვის სრულად გადახდისთანავე.
4. გაყიდვის სერტიფიკატით მყიდველს გადაეცემა საკუთრების უფლება, რომელზეც ვრცელდება არასაგადასახადო გირავნობის უფლება, რომელიც არსებობდა ქონების გაყიდვამდე და აღემატებოდა საგადასახადო გირავნობის უფლებას, რამაც გამოიწვია ქონების დაყადაღება. მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს ქონება ნებისმიერი საწყობიდან თუ საცავიდან, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინახავდა მას. მყიდველის საკუთრების უფლება ძალაში შედის თანხის სახელმწიფოსათვის სრულად გადახდისთანავე.
5. ღია აუქციონზე საქონლის რეალიზაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის საფუძველზე.
6. მარეგისტრირებელი ორგანოები აუქციონზე ქონების მყიდველის მიერ სერტიფიკატის (მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაარეგისტრიროს ქონების ახალი მესაკუთრე, რომელიც იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №60 - სსმ III, №45, 02.04.2007 წ., მუხ.505
დანართი №1
ო ქ მ ი №
აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ
___________________________________ ______________________200 წ.
___________________________________ ______________________200 წ.
(ოქმის შედგენის ადგილი) (რიცხვი, თვე)
___________________________________
(ინსპექციის დასახელება)
№ _________ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე
______________________________________________________________________________________
(ინსპექციის წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)
მოვალის:______________________________________________________________________________
(მოვალის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი)
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით ჩავატარე ღია აუქციონი
შემდეგი პირების თანდასწრებით:
1. ______________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი და მისამართი)
2. ______________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი და მისამართი)
_______________________________________________________________________________________
მოვალე: (მოვალის წარმომადგენელი)_________________________________________
(სახელი, გვარი და მისამართი)
აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილი იქნა მოვალის შემდეგი ქონება
№
საგნების დასახელება და აღწერა (განმასხვავებელი ნიშნები, ცვეთა და სხვა).
ზომის ეთეული (ზომა, წონა, მეტრაჟი და სხვა);
თითოეული საგნის შეფასება ლარებში
ერთეულის ფასი
საერთო ღირებულება
1
2
3
4
5
სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონების საერთო ღირებულება _____________________ ლარი
თანხა სიტყვიერად
თანხა სიტყვიერად
აუქციონში მონაწილეობენ _____________________________________________________________
აუქციონში მონაწილეთა ვინაობა(დასახელება)
აუქციონში მონაწილეთა ვინაობა(დასახელება)
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
რომლებმაც აუქციონის დაწყებამდე ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე წინასწარ გადაიხადეს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იმ ნივთის საწყისი ღირებულების 2%, რომლის შეძენასაც აპირებენ
აუქციონი გამოცხადდა გახსნილად და დაფიქსირდა საწყისი ფასი.
აუქციონის მსვლელობა აისახება ოქმში და ფიქსირდება ყველა შემოთავაზება, რომელიც აუქციონის მსვლელობისას კეთდება
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
ვინაიდან აღარ განხორციელდა სხვა შემოთავაზება, რის შემდეგაც დაფიქსირდა ფასის ბოლო შემოთავაზების ავტორი და აუქციონი გამოცხადდა დასრულებულად.
აუქციონის შედეგად რეალიზებულ იქნა მოვალის შემდეგი ქონება
№
მყიდველის ვინაობა (დასახელება)
შეძენილი ქონება
გადახდილი თანხა
1
2
3
4
რეალიზებული ქონების საერთო ღირებულება _________________ ლარი
მყიდველებს განემარტათ, რომ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გადაიხადონ შემოთავაზებული ფასის არანაკლებ ნახევარი ან 5000 ლარი, უმცირესი თანხის მიხედვით, მხოლოდ თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიფაროს რეალიზაციიდან 14 დღის განმავლობაში. თანხის მთლიანად დაფარვამდე მყიდველს არ გააჩნია ქონებაზე საკუთრების უფლება. თუ მყიდველი ვერ შესძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნულ ქონებაზე და მის მიერ ქონების შეძენის მიზნით უკვე გადახდილ თანხაზე (მათ შორის დეპოზიტზე განთავსებულ თანხაზე)
აუქციონი ჩატარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის დაცვით და მისი სისწორე დასტურდება ხელმოწერით:
საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი /____________________/
დამსწრეები და მონაწილეები:
1 /____________________/
2 /____________________/
3 /____________________/
4 /____________________/
მოვალე: /________________________/
(სახელი და გვარი)
(სახელი და გვარი)
შენიშვნა:_____________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
დანართი №2
აუქციონზე შეძენილ ქონებაზე
უფლების მიღების
სერთიფიკატი (მოწმობა) №
საგადასახადო ინსპექციის დასახელება __________________________________________________
აუქციონის ჩატარების ადგილი _________________________________________________________
აუქციონის ჩატარების დრო ___________________________________________________________
შეძენილი ქონების დასახელება ________________________________________________________
______________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
მყიდველის ვინაობა (დასახელება) ______________________________
გადახდილი თანხის ოდენობა __________________________________
სერტიფიკატი ძალაშია მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად
სერტიფიკატთან ერთად მყიდველს გადაეცემა აუქციონის მსვლელობის ამსახველი ოქმი, სადაც ასახულია შესყიდული ქონების სრული ჩამონათვლი
სერტიფიკატის გაცემის თარიღი _________________________________
საგადასახადო ინსპექციის უფროსი _____________________________
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №10
2005 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თანდართული წესი.
პრემიერ-მინისტრი
ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №156 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1489
2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №60 - სსმ III, №45, 02.04.2007 წ., მუხ.505
3. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №8, 21.01.2008 წ., მუხ.83
გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით ღია აუქციონის გამართვის პროცედურებს.
2. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღია აუქციონის წესით.
2. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზება ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ღია აუქციონის წესით.
3. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს ის საგადასახადო ორგანო, სადაც მოვალე იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.
4. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების მისაღებად საგადასახადო ინსპექცია მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციას.
5. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი აუქციონის მოწყობამდე უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებასა და საგადასახადო ორგანოს მიერ აუქციონის ორგანიზებისათვის გაწეული ხარჯების დაფარვას.
6. საჭიროებისას საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად აუქციონის პროცესის დროს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა უსაფრთხოებას და კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №156 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1489
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №8, 21.01.2008 წ., მუხ.83
მუხლი 2. აუქციონის გამოცხადება🔗
1. აუქციონის გამართვის დროსა და ადგილს ადგენს შესაბამისი საგადასახადო ორგანო, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო, რის შესახებაც აუქციონის ჩატარებამდე 30 კალენდარული დღით ადრე აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) აუქციონის მოწყობის დროსა და ადგილს;
ა) აუქციონის ჩატარებისის დროსა და ადგილს;
ბ) ქონების მესაკუთრის დასახელებას და მისამართს;
ბ) ქონების მესაკუთრის რეკვიზიტებს (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);
გ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);
გ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერა);
დ) ქონების საწყის ფასს, რომელიც დაყადაღების აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასია;
დ) ქონების საწყის ფასს, რომელიც ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის შეფასებითი ღირებულებაა;
ე) განცხადებას იმის შესახებ, რომ მესამე პირები, რომელთაც უფლებები აქვთ ამ ქონებაზე, ვალდებულნი არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;
ე) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მესამე პირები, რომელთაც უფლება აქვთ ამ ქონებაზე, ვალდებული არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინონ აუქციონის დაწყებამდე;
ვ) აუქციონის პირობებს.
2. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ ქონებას.
3. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო.
4. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს აცხადებს საგადასახადო ორგანო გამოკრული განცხადებით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია აუქციონის დაწყებამდე ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე წინასწარ გადაიხადოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იმ ნივთის საწყისი ღირებულების 2 პროცენტი, რომლის შეძენასაც იგი აპირებს, რაც გამარჯვების შემთხვევაში ჩაითვლება გადახდილი თანხის ანგარიშში.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №8, 21.01.2008 წ., მუხ.83
მუხლი 3. აუქციონის მოწყობის წესი🔗
1. აუქციონს ატარებს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი. იგი აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.
2. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზების ავტორი, რის შემდგომ აუქციონი ცხადდება დასრულებულად.
3. პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს აუქციონში, გადასახდელი თანხა უბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან ხუთი დღის განმავლობაში.
4. პირველ აუქციონზე საბოლოოდ შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 70 პროცენტზე ნაკლები.
5. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდა შესაბამისი ფასის შემოთავაზება, საგადასახადო ორგანო პირველი აუქციონისთვის დადგენილი ფორმით აცხადებს განმეორებით აუქციონს, სადაც საბოლოოდ შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 50 პროცენტზე ნაკლები.
6. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი (დანართი №1), რომელშიც უნდა აისახოს აუქციონის მსვლელობა და შედეგები.
7. ნებისმიერი მყიდველი, რომელიც აუქციონზე შეისყიდის ჩამორთმეულ ქონებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს მის მიერ შემოთავაზებული ფასის სულ ცოტა ნახევარი ან 5000 ლარი, უმცირესი თანხის მიხედვით, თუ აუქციონზე მიღებულ იქნა მის მიერ შემოთავაზებული ფასი, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიფაროს რეალიზაციიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. თანხის მთლიანად დაფარვამდე მყიდველს არ გააჩნია ქონებაზე საკუთრების უფლება.
8. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნულ ქონებაზე და მის მიერ ქონების შეძენის მიზნით უკვე გადახდილ თანხაზე (მათ შორის დეპოზიტზე განთავსებულ თანხაზე). ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხით დაიფარება ის გადასახადები, რომელთა დაფარვის მიზნითაც თავის დროზე ქონების რეალიზაცია განხორციელდა.
9. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების დადგენილი წესით გადახდას ან აუქციონზე არ იქნება შემოთავაზებული შესაბამისი ფასი, სახელმწიფო (საგადასახადო ორგანო) უფლებამოსილია:
ა) აუქციონის მოწყობის შესახებ ხელახალი განცხადების გამოქვეყნებიდან სულ ცოტა 14 დღის შემდეგ ქონება გასაყიდად გაიტანოს განმეორებით აუქციონზე, რომლის ოდენობასა და მოწყობის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო;
ბ) მოხსნას ქონებაზე ყადაღა და დაუბრუნოს იგი გადასახადის გადამხდელს მფლობელობისა და განკარგვის უფლებით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №156 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1489
მუხლი 4. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია🔗
1. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს დაუყოვნებლივ.
1. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ.
2. მალფუჭებად საქონლად ითვლება მხოლოდ ის საქონელი, რომლის შენახვის ვადიდან 10 დღეზე ნაკლებია დარჩენილი.
2. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) გარეშე.
3. მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის სხვა კრედიტორებს აუქციონის გამართვის თარიღიდან 60 დღის განმავლობაში შეუძლიათ მიმართონ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელს ადმინისტრაციული სარჩელით, რომ მათაც ჰქონდათ დარეგისტრირებული გირავნობის უფლება გაყიდულ მალფუჭებად საქონელზე საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თარიღზე ადრე. ასეთი სარჩელის მიღების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია განიხილოს სარჩელი 30 დღის ვადაში. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ საჩივრის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გადაუხდის მოსარჩელეს მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის მთლიან რაოდენობას ან მოთხოვნის თანხას, უმცირესი თანხის მიხედვით.
3. მალფუჭებად საქონლად ითვლება მხოლოდ ის საქონელი, რომლის შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
4. მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის სხვა კრედიტორებს უფლება აქვთ აუქციონის ჩატარებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მიმართონ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელს ადმინისტრაციული საჩივრით, რომ მათაც ჰქონდათ რეგისტრირებული გირავნობის უფლება გაყიდულ მალფუჭებად საქონელზე საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თარიღზე ადრე. ასეთი ადმინისტრაციული საჩივრის მიღების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს 30 კალენდარული დღის ვადაში.
5. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო დაინტერესებულ მხარეს გადაუხდის მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მთლიან ოდენობას ან მოთხოვნილ თანხას, უმცირესი თანხის მიხედვით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №8, 21.01.2008 წ., მუხ.83
მუხლი 5. დავალიანების დაფარვის წესი🔗
1. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში იფარება:
ა) ამოღებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) გადასახადის თანხები;
გ) ჯარიმისა და საურავის თანხები.
2. აუქციონზე ქონების შესყიდვისათვის გადახდილი თანხები შეიტანება ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე, საიდანაც ამოღებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების ეკვივალენტური თანხებით ხდება აღნიშნული ხარჯების დაფარვა, ხოლო დარჩენილი თანხები ირიცხება ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
3. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები უბრუნდება გადასახადის გადამხდელს ხუთი საბანკო დღის განმავლობაში.
4. ხარჯების სახით ამოიღება:
ა) იმ პირებისათვის ასანაზღაურებელი თანხები, რომელთა მოწვევაც აუცილებელი იყო კარების ან საცავის გახსნისათვის;
ბ) ნივთების შესანახად გადასახდელი თანხები;
გ) მოწვეული ექსპერტის ან/და აუდიტის ხარჯები;
დ) ხარჯები, რომლებიც წარმოიშვა საჯაროდ გამოცხადებისას;
ე) აუქციონის ორგანიზებასა და მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 6. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება🔗
1. თანხის სრული გადახდისთანავე მყიდველს ეძლევა გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ სერტიფიკატი (დანართი №2), რომელსაც გასცემს ის საგადასახადო ორგანო, სადაც მოვალე იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე და რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება;
გ) მყიდველის ვინაობა (დასახელება);
დ) გადახდილი თანხის რაოდენობა.
2. სერტიფიკატი ძალაშია მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
3. სერტიფიკატთან ერთად მყიდველს გადაეცემა აუქციონის მსვლელობის ამსახველი ოქმი, სადაც ასა-ხულია შესყიდული ქონების სრული ჩამონათვალი.
4. გაყიდვის სერტიფიკატით მყიდველს გადაეცემა საკუთრების უფლება, რომელზეც ვრცელდება არასაგადასახადო გირავნობის უფლება, რომელიც არსებობდა ქონების გაყიდვამდე და აღემატებოდა საგადასახადო გირავნობის უფლებას, რამაც გამოიწვია ქონების დაყადაღება. მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს ქონება ნებისმიერი საწყობიდან თუ საცავიდან, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინახავდა მას. მყიდველის საკუთრების უფლება ძალაში შედის თანხის სახელმწიფოსათვის სრულად გადახდისთანავე.
5. ღია აუქციონზე საქონლის რეალიზაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის საფუძველზე.
6. მარეგისტრირებელი ორგანოები აუქციონზე ქონების მყიდველის მიერ სერტიფიკატის (მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაარეგისტრიროს ქონების ახალი მესაკუთრე, რომელიც იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
6. მარეგისტრირებელი ორგანოები აუქციონზე ქონების მყიდველის მიერ სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატარონ ქონების ახალი მესაკუთრე, რომელიც დაიკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და საკუთრების გადაცემის მომენტში გახდება არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის დადგენილება №60 - სსმ III, №45, 02.04.2007 წ., მუხ.505
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №8, 21.01.2008 წ., მუხ.83
დანართი №1
ო ქ მ ი №
აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ
___________________________________ ______________________200 წ.
___________________________________ ______________________200 წ.
(ოქმის შედგენის ადგილი) (რიცხვი, თვე)
(ოქმის შედგენის ადგილი) (რიცხვი, თვე)
___________________________________
(ინსპექციის დასახელება)
№ _________ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე
______________________________________________________________________________________
(ინსპექციის წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)
მოვალის:______________________________________________________________________________
(მოვალის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი)
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით ჩავატარე ღია აუქციონი
შემდეგი პირების თანდასწრებით:
1. ______________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი და მისამართი)
2. ______________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი და მისამართი)
(სახელი, გვარი და მისამართი)
_______________________________________________________________________________________
მოვალე: (მოვალის წარმომადგენელი)_________________________________________
(სახელი, გვარი და მისამართი)
(სახელი, გვარი და მისამართი)
აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილი იქნა მოვალის შემდეგი ქონება
№
საგნების დასახელება და აღწერა (განმასხვავებელი ნიშნები, ცვეთა და სხვა).
ზომის ეთეული (ზომა, წონა, მეტრაჟი და სხვა);
თითოეული საგნის შეფასება ლარებში
ერთეულის ფასი
საერთო ღირებულება
1
2
3
4
5
სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონების საერთო ღირებულება _____________________ ლარი
თანხა სიტყვიერად
თანხა სიტყვიერად
აუქციონში მონაწილეობენ _____________________________________________________________
აუქციონში მონაწილეთა ვინაობა(დასახელება)
აუქციონში მონაწილეთა ვინაობა(დასახელება)
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
რომლებმაც აუქციონის დაწყებამდე ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე წინასწარ გადაიხადეს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იმ ნივთის საწყისი ღირებულების 2%, რომლის შეძენასაც აპირებენ
აუქციონი გამოცხადდა გახსნილად და დაფიქსირდა საწყისი ფასი.
აუქციონის მსვლელობა აისახება ოქმში და ფიქსირდება ყველა შემოთავაზება, რომელიც აუქციონის მსვლელობისას კეთდება
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
ვინაიდან აღარ განხორციელდა სხვა შემოთავაზება, რის შემდეგაც დაფიქსირდა ფასის ბოლო შემოთავაზების ავტორი და აუქციონი გამოცხადდა დასრულებულად.
აუქციონის შედეგად რეალიზებულ იქნა მოვალის შემდეგი ქონება
№
მყიდველის ვინაობა (დასახელება)
შეძენილი ქონება
გადახდილი თანხა
1
2
3
4
რეალიზებული ქონების საერთო ღირებულება _________________ ლარი
მყიდველებს განემარტათ, რომ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გადაიხადონ შემოთავაზებული ფასის არანაკლებ ნახევარი ან 5000 ლარი, უმცირესი თანხის მიხედვით, მხოლოდ თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიფაროს რეალიზაციიდან 14 დღის განმავლობაში. თანხის მთლიანად დაფარვამდე მყიდველს არ გააჩნია ქონებაზე საკუთრების უფლება. თუ მყიდველი ვერ შესძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნულ ქონებაზე და მის მიერ ქონების შეძენის მიზნით უკვე გადახდილ თანხაზე (მათ შორის დეპოზიტზე განთავსებულ თანხაზე)
აუქციონი ჩატარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის დაცვით და მისი სისწორე დასტურდება ხელმოწერით:
საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი /____________________/
დამსწრეები და მონაწილეები:
1 /____________________/
2 /____________________/
3 /____________________/
4 /____________________/
მოვალე: /________________________/
მოვალე: /________________________/
(სახელი და გვარი)
(სახელი და გვარი)
შენიშვნა:_____________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
დანართი №2
აუქციონზე შეძენილ ქონებაზე
უფლების მიღების
სერთიფიკატი (მოწმობა) №
საგადასახადო ინსპექციის დასახელება __________________________________________________
აუქციონის ჩატარების ადგილი _________________________________________________________
აუქციონის ჩატარების დრო ___________________________________________________________
შეძენილი ქონების დასახელება ________________________________________________________
______________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
მყიდველის ვინაობა (დასახელება) ______________________________
გადახდილი თანხის ოდენობა __________________________________
სერტიფიკატი ძალაშია მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად
სერტიფიკატთან ერთად მყიდველს გადაეცემა აუქციონის მსვლელობის ამსახველი ოქმი, სადაც ასახულია შესყიდული ქონების სრული ჩამონათვლი
სერტიფიკატის გაცემის თარიღი _________________________________
საგადასახადო ინსპექციის უფროსი _____________________________
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №10, 25.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1298092-2/