საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.05.2000 ძალადაკარგული 02.03.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№305
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 45, 23/05/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და მისი საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის თითოეული წევრისათვის საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოიყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა.

2. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში შეიქმნას მაჟორიტარული წესით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო – პარლამენტის წევრის წარმომადგენლობა, რომლის მიზანია პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის ხელშეწყობა. ბიუროს საქმიანობა მოწესრიგდეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული დებულებით. პარლამენტის წევრი ბიუროს საქმიანობის წარმართვისათვის სარგებლობს ბეჭდით, რომელზედაც აღნიშნულია მისი სახელი და გვარი.

3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოს და მის პირად ანგარიშზე ჩაირიცხოს 250 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესს ადგენს მაჟორიტარი პარლამენტის წევრი.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 1 ივლისის დადგენილება №322-სსმIII,№72,15.07.2004წ., მუხ.645

4. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობის სათანადოდ ორგანიზებისათვის ყოველთვიურად გამოეყოს 200 ლარი.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 1 ივლისის დადგენილება №322-სსმIII,№72,15.07.2004წ., მუხ.645

5. პარლამენტის წევრს, რომელსაც გაუგრძელდა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადა, ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და მისი საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოს და მის პირად საანგარიშსწორებო ანგარიშზე ჩაირიცხოს 150 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესს ადგენს პარლამენტის აღნიშნული წევრი.

6. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვალდებულნი არიან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პარლამენტის წევრის მოთხოვნისთანავე, უზრუნველყონ იგი სპეციალისტების კონსულტაციებითა და ტექნიკური მოწყობილობით, ხელი შეუწყონ, ისარგებლოს გასამრავლებელი ტექნიკით, კავშირისა და ინფორმაციის თანამედროვე საშუალებებით.

7. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყონ:

ა) მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრები – კავშირგაბმულობის საშუალებებით, ადმინისტრაციულ საზღვრებში გადასაადგილებლად სატრანსპორტო საშუალებით ან/და საწვავით და საკანცელარიო საქონლით;

ბ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრები და ის პარტიები (ბლოკები), რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 7-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს, – საოფისე ფართობით.

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 1 ივლისის დადგენილება №322-სსმIII,№72,15.07.2004წ., მუხ.645

8. ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა საქართველოს პარლამენტის წევრებს გამოეყოთ 2000 წლის 1 მაისიდან.

9. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის ხელის შეწყობის ღონისძიებათა და პარლამენტის წევრის სტატუსის განმტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 თებერვლის დადგენილება.

10. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                 ზ.  ჟვანია

თბილისი,

2000 წლის 16 მაისი.

№305 –IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 1 ივლისის დადგენილება №322-სსმIII,№72,15.07.2004წ., მუხ.645

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, №305, 16.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1298646-1/