„ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზების და მოდერნიზების სტრატეგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 სექტემბრის №424 ბრძანებულების შესრულების უზრუნველყოფის და ფოთის საზღვაო ნავსადგურის ცალკეული ტერმინალების (ნავმისადგომების) საერთაშორისო ტენდერების საფუძველზე გრძელვადიანი იჯარით ან მართვის უფლებით გაცემისათვის სატენდერო კომისიის შექმნის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.03.2002 ძალადაკარგული 22.06.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№104
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 19/03/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №104

2002 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

„ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზების და მოდერნიზების სტრატეგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 სექტემბრის №424 ბრძანებულების შესრულების უზრუნველყოფის და ფოთის საზღვაო ნავსადგურის ცალკეული ტერმინალების (ნავმისადგომების) საერთაშორისო ტენდერების საფუძველზე გრძელვადიანი იჯარით ან მართვის უფლებით გაცემისათვის სატენდერო კომისიის შექმნის თაობაზე

„ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზების და მოდერნიზების სტრატეგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 სექტემბრის №424 ბრძანებულების შესრულების უზრუნველყოფის და ფოთის საზღვაო ნავსადგურის ცალკეული ტერმინალების (ნავმისადგომების) საერთაშორისო ტენდერების საფუძველზე გრძელვადიანი იჯარით ან მართვის უფლებით გაცემის მიზნით:

1. შეიქმნას ფოთის საზღვაო ნავსადგურის ცალკეული ტერმინალების (ნავმისადგომების) გრძელვადიანი იჯარით ან მართვის უფლებით გაცემისათვის სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ჯემალ ინაიშვილი       – ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე

პეტრე ბერაია – საქართველოს პარლამენტის წევრი

მერაბ გაბუნია – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი

ზურაბ გარაყანიძე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე

ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ჟაკ ვანტომი – საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

ლაშა ჟვანია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

პაატა ჭარაქაშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე

პაულ კენტი – პროფესორი, აშშ-ის პორტების ასოციაციის შესწავლის და დაგეგმვის კომიტეტის წევრი

სუზი კვაჭანტირაძე – ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი

დავით ქა ნთარია – ქ. ფოთის მერი

რობინ ერლი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი

რევაზ ჩაგელიშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე

ნიკოლოზ ჩუბინიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება №443-სსმIII,№108, 04.11.2002წ., მუხ.935

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულება №535-სსმIII,№126,27.12.2002წ., მუხ.1116

2. კომისიამ შექმნას სპეციალისტთა და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი კომისიის სხდომებზე განსახილველი საკითხების მოსამზადებლად.

3. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობამ (ჯ. ინაიშვილი), საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავლიაშვილი) ფოთის საზღვაო ნავსადგურის მოდერნიზებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის ინვესტორების გამოვლენის მიზნით საერთაშორისო ტენდერების წარმატებით მოწყობისათვის მოამზადონ სათანადო საინფორმაციო, სარეკლამო და მეთოდური მასალები; უზრუნველყონ მათი გავრცელება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, აგრეთვე ინტერნეტის ქსელით; სათანადო ბიულეტენები დაუგზავნონ პოტენციურ ინვესტორებს, უცხოეთის საელჩოებს საქართველოში და საქართველოს საელჩოებს საზღვარგარეთ.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება №443-სსმIII,№108,04.11.2002წ., მუხ.935

2.საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულება №535-სსმIII,№126,27.12.2002წ., მუხ.1116

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზების და მოდერნიზების სტრატეგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 სექტემბრის №424 ბრძანებულების შესრულების უზრუნველყოფის და ფოთის საზღვაო ნავსადგურის ცალკეული ტერმინალების (ნავმისადგომების) საერთაშორისო ტენდერების საფუძველზე გრძელვადიანი იჯარით ან მართვის უფლებით გაცემისათვის სატენდერო კომისიის შექმნის თაობაზე, №104, 12.03.2002, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1302724-2/