საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.04.2011 ძალადაკარგული 20.06.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№212
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016209
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110418029, 18/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №212

2011 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 აპრილის ბრძანებულება №215-ვებგვერდი, 19.04.2011წ.

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საფინანსო აკადემიის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  ფინანსთა სამინისტროს აკადემია  (შემდეგში – აკადემია).

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 აპრილის ბრძანებულება №215-ვებგვერდი, 19.04.2011წ.

2. აკადემიის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საფინანსო აკადემიის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს აკადემიამ.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) აკადემიის დებულების დამტკიცება;

გ) აკადემიის ხელმძღვანელის დანიშვნა.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 25 იანვრის №41 ბრძანებულება.

6 . ეს ბრძანებულება, გარდა მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებისა , ამოქმედდეს 2011 წლის 20 აპრილიდან .

7 . ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ს ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

 

1. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 აპრილის ბრძანებულება №215-ვებგვერდი, 19.04.2011წ.

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“, №212, 18.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016209 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1304124-1/