ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,გუდაურის განვითარების ფონდი’’ – შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მთავრობ ის
დადგენილება №09.01.331
2011 წლი ს 19 აპრილი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის , „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლის „ზ ” ქვეპუნქტის, 321 მუხლისა და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. დაფუძნდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი –,,გუდაურის განვითარების ფონდი’’ .
2. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,გუდაურის განვითარების ფონდის’’ თანდართული წესდება (დებულება).
3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე .
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
შეტანილი ცვლილებები:
1. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 18 მაისის დადგენილება №12.01.465 - ვებგვერდი, 23.05.2011 წ.
დანართი
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდი ს წესდება (დებულება)
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გუდაურის განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი ) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის ა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ფონდი ს სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გუდაურის განვითარების ფონდი ”. ფონდი უფლებამოსილია გამოიყენოს ფონდის შემოკლებული დასახელება: სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდი ”.
3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით.
4. ფონდი ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. ფონდი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებ თან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
6. ფონდ ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
მუხლი 2. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანია :
ა ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ქონების პრივატიზება;
ბ) (ამოღებულია - 18.05.11 №12.01.465);
გ) (ამოღებულია - 18.05.11 №12.01.465);
დ) გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობა;
ე) (ამოღებულია - 18.05.11 №12.01.465);
ვ) ტურისტული ინფრასტრუქტურის, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება;
ზ) სამთო-სათხილამურო და საბაგირო გზების განვითარება და მოვლა-პატრონობა;
თ ) ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს დავალებით გუდაურის სარეკრეაციო ზონაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების წინმსწრები განხილვა, ორგანიზება და ქ. თბილისის მთავრობისთვის წარდგენა;
ი ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა;
კ ) გუდაურის სარეკრეაციო ზონის ბიზნეს და სამშენებლო განვითარების პროექტების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების მომსახურებით;
ლ ) ინვესტიციების მოზიდვისათვის საერთაშორისო ან ადგილობრივ სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირების დამყარება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
მ ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უძრავი ქონების აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოების წარმოება; საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ქალაქგეგმარებითი შესწავლა;
ნ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საპრივატიზებო უძრავი ქონების ანალიზი და ბიზნეს-გეგმების შემუშავება;
ო) შემოსულ კორესპონდენციათა განხილვა;
პ) გაწეულ საქმიანობაზე ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
ჟ) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების, ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და ქ. თბილისის მთავრობისათვის წარდგენა ;
რ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2 . ფონდი უფლებამოსილია, ამ დებულებით განსაზღვრულ საქმიანობ ა ს თან ერთად, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ასევე განახორციელოს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები .
3. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ეფექტური განხორციელების მიზნით, ფონდი უზრუნველყოფს თანამშრომლობას ქ. თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, მათ შორის ,საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 1 8 მაისის დადგენილება №1 2.01.465 - ვებგვერდი, 23.05.2011 წ.
მუხლი 21. ფონდის სტრუქტურა
1. ფონდი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ფონდის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური;
გ) იურიდიული სამსახური;
დ) საფინანსო სამსახური;
ე) საინვესტიციო პროექტებისა და მარკეტინგის სამსახური.
3. ადმინისტრაციული სამსახური:
ა) ახორციელებს კადრების აღრიცხვას, მონიტორინგს და ანალიზს;
ბ) ფონდის უფლებამოსილების ფარგლებში ამზადებს თანამშრომელთა დანიშვნა -გათავისუფლების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ფონდის უფროსის ბრძანებების პროექტებს;
გ) ახორციელებს ფონდის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, ამზადებს შრომითი ხელშეკრულებების პროექტებს;
დ) შეიმუშავებს ფონდის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას;
ე) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
ვ) ასრულებს ფონდის უფროსის მიერ მიცემულ დავალებებს;
ზ) ანალიზს უკეთებს ფონდის თანამშრომელთა მიერ გაწეულ მუშაობას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
ი) ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს ფონდის უფროსს;
კ) უზრუნველყოფს ფონდზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ლ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას;
მ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;
ნ) აკონტროლებს მომსახურების მომწოდებლებთან ფონდის სახელით დადებული ხელშეკრულებების შესრულებას;
ო) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
4. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური:
ა) ახორციელებს ფონდის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას;
ბ) უზრუნველყოფს ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას;
გ) უზრუნველყოფს ქსელის უსაფრხოების დაცვას;
დ) ახორციელებს ფონდის სერვერული ცენტრის ადმინისტრირებას;
ე) ასწორებს ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზაში არსებულ შეცდომებს და სრულყოფს ბაზებს;
ვ) ახორციელებს ცენტრალიზებული ბაზის კონტროლს;
ზ) უზრუნველყოფს სხვა სახის კომუნიკაციების გამართულ მუშაობას;
თ) ამუშავებს და ანალიზს უკეთებს სტატისტიკურ მონაცემებს;
ი) ამზადებს ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს და ანალიზს უკეთებს ფონდის საქმიანობას;
კ) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ფონდის უფროსის ურთიერთობის კოორდინირებას;
ლ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
მ) ორგანიზებას უწევს ფონდის საქმისწარმოების;
ნ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება);
ო) უზრუნველყოფს ფონდში შემოსული დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას.
პ) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
5. იურ ი დიული სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ფონდის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) წარმოადგენს ფონდს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
გ) ახორციელებს დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას;
დ) სამართლებრივ ორგანიზებას უწევს ფონდის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებს;
ე) მონაწილეობას იღებს ფონდის მიერ მომზადებული ნორმატიული, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
ვ) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
6. საფინანსო სამსახური:
ა) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს ფონდის საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას:
ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმი ა ნობის ანალიზს, ბალანსების და ანგარიშების მომზადებას, წარადგენს ანგარიშს ფონდის უფროსთან;
გ) შეიმუშავებს ფონდის ბიუჯეტსა და ხარჯთანუსხის პროექტებს;
დ) ორგანიზებას უწევს ფონდში ფულადი სახსრების, ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
ვ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
ზ) ატარებს შიდა აუდიტს;
თ) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
7. საინვესტიციო პროექტებისა და მარკეტინგის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი/მოძრავი ქონების (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა) აღრიცხვა -რეგისტრაციას და გამიჯვნა-გაერთიანებას;
ბ) ახორციელებს უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგვისთვის ამზადებს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას;
დ) განიხილავს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციას;
ე) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით, ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ამზადებს ფონდის ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკური მონაცემებს;
ზ) ასრულებს ფონდის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
თ) ხელს უწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ი) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 1 8 მაისის დადგენილება №1 2.01.465 - ვებგვერდი, 23.05.2011 წ.
მუხლი 3. ფონდის ხელმძღვანელობა
1. ფონდს ხელმძღვანელობს ფონდი ს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა.
2. ფონდის უფროსი იმავდროულად შეიძლება იყოს ქ. თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე.
3. ფონდის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე /მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის უფროსი.
4. ფონდის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, ფონდის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს უფროსის მოადგილე .
მუხლი 4. ფონდის უფროსი
1. ფონდის უფროსი:
ა) წარმოადგენს ფონდ ს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ფონდის საქმიანობას;
გ) ქალაქ თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ზ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;
თ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ი) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
კ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის ბიუჯეტის პროექტს;
ლ) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ფონდის ამოცანების შესასრულებლად;
მ) იღებს გადაწყვეტილებებს ფონდის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ფონდის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) ფონდის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
ო) ქალაქ თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
პ) ხელს აწერს ფონდი ს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ჟ) წარმოადგენს ფონდს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
რ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ს) ახორციელებს ამ წესდებით ( დებულებით) და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, ფონდის უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს უფროსის მოადგილეს.
მუხლი 5. ფონდის ქონება
1. ფონდს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის ა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია ფონდი ს მიერ.
2. ფონდი ს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 6. ფონდის ფინანსები
ფონდი ს დაფინანსების წყაროებია:
ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ფონდი ს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 7. ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
ფონდი ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი
ფონდი ს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
მუხლი 9. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ფონდი ს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 10. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით.
+
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №09.01.331
2011 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის , „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლის „ზ ” ქვეპუნქტის, 321 მუხლისა და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. დაფუძნდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი –,,გუდაურის განვითარების ფონდი’’ .
2. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,გუდაურის განვითარების ფონდის’’ თანდართული წესდება (დებულება).
3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე .
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
შეტანილი ცვლილებები:
1. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 18 მაისის დადგენილება №12.01.465 - ვებგვერდი, 23.05.2011 წ.
2. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 7 ივლისის დადგენილება №17.06.719 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
დანართი
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდი ს წესდება (დებულება)
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გუდაურის განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი ) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ფონდი ს სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გუდაურის განვითარების ფონდი ”. ფონდი უფლებამოსილია გამოიყენოს ფონდის შემოკლებული დასახელება: სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდი ”.
3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით.
4. ფონდი ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. ფონდი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
6. ფონდ ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
მუხლი 2. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანი🔗
1. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანია :
ა ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ქონების პრივატიზება;
ბ) (ამოღებულია - 18.05.11 №12.01.465);
გ) (ამოღებულია - 18.05.11 №12.01.465);
დ) გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობა;
ე) (ამოღებულია - 18.05.11 №12.01.465);
ვ) ტურისტული ინფრასტრუქტურის, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება;
ზ) სამთო-სათხილამურო და საბაგირო გზების განვითარება და მოვლა-პატრონობა;
თ ) ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს დავალებით გუდაურის სარეკრეაციო ზონაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების წინმსწრები განხილვა, ორგანიზება და ქ. თბილისის მთავრობისთვის წარდგენა;
ი ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა;
კ ) გუდაურის სარეკრეაციო ზონის ბიზნეს და სამშენებლო განვითარების პროექტების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების მომსახურებით;
ლ ) ინვესტიციების მოზიდვისათვის საერთაშორისო ან ადგილობრივ სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირების დამყარება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
მ ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უძრავი ქონების აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოების წარმოება; საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ქალაქგეგმარებითი შესწავლა;
ნ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საპრივატიზებო უძრავი ქონების ანალიზი და ბიზნეს-გეგმების შემუშავება;
ო) შემოსულ კორესპონდენციათა განხილვა;
პ) გაწეულ საქმიანობაზე ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
ჟ) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების, ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და ქ. თბილისის მთავრობისათვის წარდგენა ;
ჟ1) კანონმდებლობის შესაბამისად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და რეალიზაცია ;
რ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2 . ფონდი უფლებამოსილია, ამ დებულებით განსაზღვრულ საქმიანობა სთან ერთად, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ასევე განახორციელოს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები .
3. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ეფექტური განხორციელების მიზნით, ფონდი უზრუნველყოფს თანამშრომლობას ქ. თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, მათ შორის ,საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 1 8 მაისის დადგენილება №1 2.01.465 - ვებგვერდი, 23.05.2011 წ.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 7 ივლისის დადგენილება №17.06.719 - ვებგვერდი, 11.07.2011 წ.
მუხლი 21. ფონდის სტრუქტურა🔗
1. ფონდი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ფონდის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური;
გ) იურიდიული სამსახური;
დ) საფინანსო სამსახური;
ე) საინვესტიციო პროექტებისა და მარკეტინგის სამსახური.
3. ადმინისტრაციული სამსახური:
ა) ახორციელებს კადრების აღრიცხვას, მონიტორინგს და ანალიზს;
ბ) ფონდის უფლებამოსილების ფარგლებში ამზადებს თანამშრომელთა დანიშვნა -გათავისუფლების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ფონდის უფროსის ბრძანებების პროექტებს;
გ) ახორციელებს ფონდის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, ამზადებს შრომითი ხელშეკრულებების პროექტებს;
დ) შეიმუშავებს ფონდის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას;
ე) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
ვ) ასრულებს ფონდის უფროსის მიერ მიცემულ დავალებებს;
ზ) ანალიზს უკეთებს ფონდის თანამშრომელთა მიერ გაწეულ მუშაობას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
ი) ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს ფონდის უფროსს;
კ) უზრუნველყოფს ფონდზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ლ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას;
მ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;
ნ) აკონტროლებს მომსახურების მომწოდებლებთან ფონდის სახელით დადებული ხელშეკრულებების შესრულებას;
ო) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
4. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური:
ა) ახორციელებს ფონდის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას;
ბ) უზრუნველყოფს ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას;
გ) უზრუნველყოფს ქსელის უსაფრხოების დაცვას;
დ) ახორციელებს ფონდის სერვერული ცენტრის ადმინისტრირებას;
ე) ასწორებს ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზაში არსებულ შეცდომებს და სრულყოფს ბაზებს;
ვ) ახორციელებს ცენტრალიზებული ბაზის კონტროლს;
ზ) უზრუნველყოფს სხვა სახის კომუნიკაციების გამართულ მუშაობას;
თ) ამუშავებს და ანალიზს უკეთებს სტატისტიკურ მონაცემებს;
ი) ამზადებს ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს და ანალიზს უკეთებს ფონდის საქმიანობას;
კ) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ფონდის უფროსის ურთიერთობის კოორდინირებას;
ლ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
მ) ორგანიზებას უწევს ფონდის საქმისწარმოების;
ნ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება);
ო) უზრუნველყოფს ფონდში შემოსული დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას.
პ) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
5. იურ იდიული სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ფონდის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) წარმოადგენს ფონდს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
გ) ახორციელებს დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას;
დ) სამართლებრივ ორგანიზებას უწევს ფონდის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებს;
ე) მონაწილეობას იღებს ფონდის მიერ მომზადებული ნორმატიული, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
ვ) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
6. საფინანსო სამსახური:
ა) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს ფონდის საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას:
ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმი ანობის ანალიზს, ბალანსების და ანგარიშების მომზადებას, წარადგენს ანგარიშს ფონდის უფროსთან;
გ) შეიმუშავებს ფონდის ბიუჯეტსა და ხარჯთანუსხის პროექტებს;
დ) ორგანიზებას უწევს ფონდში ფულადი სახსრების, ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
ვ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
ზ) ატარებს შიდა აუდიტს;
თ) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
7. საინვესტიციო პროექტებისა და მარკეტინგის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი/მოძრავი ქონების (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა) აღრიცხვა -რეგისტრაციას და გამიჯვნა-გაერთიანებას;
ბ) ახორციელებს უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგვისთვის ამზადებს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას;
დ) განიხილავს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციას;
ე) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით, ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ამზადებს ფონდის ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკური მონაცემებს;
ზ) ასრულებს ფონდის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
თ) ხელს უწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ი) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 1 8 მაისის დადგენილება №1 2.01.465 - ვებგვერდი, 23.05.2011 წ.
მუხლი 3. ფონდის ხელმძღვანელობა🔗
1. ფონდს ხელმძღვანელობს ფონდი ს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა.
2. ფონდის უფროსი იმავდროულად შეიძლება იყოს ქ. თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე.
3. ფონდის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე /მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის უფროსი.
4. ფონდის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, ფონდის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს უფროსის მოადგილე .
მუხლი 4. ფონდის უფროსი🔗
1. ფონდის უფროსი:
ა) წარმოადგენს ფონდ ს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ფონდის საქმიანობას;
გ) ქალაქ თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ზ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;
თ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ი) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
კ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის ბიუჯეტის პროექტს;
ლ) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ფონდის ამოცანების შესასრულებლად;
მ) იღებს გადაწყვეტილებებს ფონდის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ფონდის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) ფონდის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
ო) ქალაქ თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
პ) ხელს აწერს ფონდი ს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ჟ) წარმოადგენს ფონდს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
რ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ს) ახორციელებს ამ წესდებით ( დებულებით) და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, ფონდის უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს უფროსის მოადგილეს.
მუხლი 5. ფონდის ქონება🔗
1. ფონდს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია ფონდი ს მიერ.
2. ფონდი ს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 6. ფონდის ფინანსები🔗
ფონდი ს დაფინანსების წყაროებია:
ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ფონდი ს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 7. ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება🔗
ფონდი ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი🔗
ფონდი ს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
მუხლი 9. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
ფონდი ს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 10. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები🔗
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,გუდაურის განვითარების ფონდი’’ – შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“, №09.01.331, 19.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016045 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1306387-1/