ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.05.2011 ძალადაკარგული 25.05.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.124.016031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110503006, 04/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2011 წ ლი ს 2 მაისი

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25 -ე მუხლის შესაბამისად;

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ქალაქ ბაღდათისათვის განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ​2 -ზე არანაკლებ – 2 ლარი;

ბ) სხვა უძრავ ქონებაზე – ქონების საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 24 თებერვლის დადგენილება №7 1 – ვებგვერდი, 02.03.2012წ.

    მუხლი 2

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ბაღდათის სოფლებისათვის განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ​2 –ზე არანაკლებ – 1 ლარი;

ბ) სხვა უძრავ ქონებაზე – ქონების საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 24 თებერვლის დადგენილება №7 1 – ვებგვერდი, 02.03.2012წ.

    მუხლი 3

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს ნივთის საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5 %-ის ოდენობით.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 24 თებერვლის დადგენილება №7 1 – ვებგვერდი, 02.03.2012წ.

    მუხლი 4

 ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაღდათის მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის დროს საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 17 ნოემბრის №55 დადგენილება.

    მუხლი 5

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               გ. რობაქიძე

შეტანილი ცვლილებები:

1 . ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 24 თებერვლის დადგენილება №7 1 – ვებგვერდი, 02.03.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №56, 02.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016031 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1318362-1/