ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.04.2011 ძალადაკარგული 29.10.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.112.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110506010, 13/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №16

2011 წლის 29 აპრილი

  ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

 საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის და 106​1 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

1. დამტკიცდეს:

ა) ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და  ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი №1);

ბ) ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა, თანახმად დანართი №2-ისა;

გ) ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა, თანახმად დანართი № 3-ისა;

დ) ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა, თანახმად დანართი №4-ისა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

2 . ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                   

რ. ჩიტიძე

დანართი №1

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

 

ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა  და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

წესი

თავი I
ზოგადი დებულებანი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

    მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო

   ეს წესი განსაზღვრავს  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ  დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების  ჩამოწერის წესს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – „დაწესებულება“) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – „კომისია“) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

    მუხლი 3. ინვენტარიზაციის ჩატარება

1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების  წესის  დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის   ფინანსთა სამინისტროს   კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს  №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ამ  წესის გათვალისწინებით.

2. დაწესებულების  ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის  ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსში. გამონაკლის შემთხვევაში თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

   

მუხლი 4. ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი

1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. კომისიის შემადგენლობასა და ინსტრუქციას (კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებასთან დაკავშირებით) განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს, საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისგან.
4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრებების ფუნქციებს.
6. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კვალიფიციური სპეციალისტი (სარტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი);
7. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
8. კომისია იღებს გადაწყვეტილებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

  

თავი II
 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

       მუხლი 5. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

 
1. კომისია  სწავლობს ჩამოსაწერი ქონების (ამორტიზებული  ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ  ძირითადი   საშუალების)   ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
2. კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, ასევე ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებსა და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის შევსებულ ფორმებს ყველა ძირითად აქტივებზე, მცირე ფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აქტებს.
3. დაწესებულების  ხელმძღვანელი იხილავს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას და ჯგუფის დასკვნისა და აუდიტორ/ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ამოწმებს ქონების ჩამოწერის აქტს და დასამტკიცებლად წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
4. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს ,,საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
5. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) რომლებიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

   

   მუხლი 6. ჩამოწერილი ქონების განადგურება 
 
1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას საკრებულოს თანხმობით, მერის ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს გასანადგურებელი ქონება.
3. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
4. ქონება უნდა განადგუდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომლებიც ესწრებიან.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №42 - ვებგვერდი, 04.09.2018წ.

   

მუხლი 7. ჩამოწერილი ქონების რეალიზება
 ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

 

თავი III
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული

 (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული

ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

 მუხლი 8. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

 

1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.

2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის  №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია.
4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე და ახდენს ქონების დასურათებას.
7. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით ინვენტარიზაციის კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, რომლის მიერ, მასალების წარდგენა ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
8.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა /ლიკვიდაცია.
9. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელს.

     ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №42 - ვებგვერდი, 04.09.2018წ.

 

მუხლი 9. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება.
 
1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას საკრებულოს თანხმობით, მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
3. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში, ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელებზე.
4. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №42 - ვებგვერდი, 04.09.2018წ.

 

მუხლი 10. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

 

მუხლი 11. 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების ქონების (ნივთის) ჩამოწერის წესი
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს,  რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს  ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული  დოკუმენტაციის სისწორეზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“, №16, 29.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.112.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1322698-4/