ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.05.2011 ბოლო ცვლილება 22.10.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№246
სარეგისტრაციო კოდი
010250000.08.002.016223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110510007, 10/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №246

2011 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ

1. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 29-ე მუხლის  მე-10 პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების უფლებამოსილება თ ანდართული ხელშეკრულების საფუძველზე 5 წლის ვადით გადაეცეს ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს.

2. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესს, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმას ამტკიცებს, შესაბამისად, უშუალოდ ქალაქ თბილისის მთავრობა ან მის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 მაისის ბრძანებულება №26 1 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 მაისის ბრძანებულება №261 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.

 

დანართი

ხელშეკრულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირების შესახებ

წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2011 წლის  მაისს, ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტსა და, მეორე მხრივ, ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს შორის.

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. საქართველოს პრეზიდენტი 5 წლის ვადით ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს გადასცემს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზ ღ ვრულ უფლებამოსილებებს.

1.2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. მხარეთა უფლება-მოვალეობები

2.1. საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს გადასცემს:

2.1.1. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების უფლებამოსილებას.

2.1.2. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების უფლებამოსილებას.

2.1.3. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების უფლებამოსილებას.

2.2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების შესრულებაზე ზედამხედველობა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტი          ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული

                                                                                                                                                

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“, №246, 10.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250000.08.002.016223 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1323894-1/