ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.05.2011 ძალადაკარგული 31.12.2013
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.025.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110511008, 11/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №30

2011 წ ლის 10 მაისი

ქ. თბილისი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჰ ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები ს დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 1 7 აგვისტოს №34 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  

მ. ვალიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №73 - ვებგვერდი, 13.06.2011წ.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №276 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 30 იანვ რის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

4. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №109 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

5. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №233 - ვებგვერდი, 31.07.2012 წ.

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები

    მუხლი 1

1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში:      

ა) არჩვზე - 1 იანვრიდან - 1 მარტამდე და 1 ივლისიდან - 1 ნოემბრამდე ;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

დ ) ჯიხვზე - 1 იანვრიდან - 1 მარტამდე და 1 ივლისიდან - 1 ნოემბრამდე ;

ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე;

ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;

თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე  - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;

რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში:

ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) კაკაბზე  - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;

თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:

ა) არჩვზე - 1 იანვრიდან - 1 მარტამდე და 1 ივლისიდან - 1 ნოემბრამდე ;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;

გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

დ ) ჯიხვზე - 1 იანვრიდან - 1 მარტამდე და 1 ივლისიდან - 1 ნოემბრამდე ;

ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;

თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე  - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე;

რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;

ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;

ქ) კაკაბზე  - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;

ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №276 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

    მუხლი 2

ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:

ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;

ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;

(ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე)

გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე.

    მუხლი 3

ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:

ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;

ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე

გ) სანტას ტბაზე - 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №7 3 - ვებგვერდი, 13.06.2011წ.

    მუხლი 4

ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:

ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე;

ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე.

    მუხლი 5

შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში;

ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;

გ) კამბალა-კალკანი - 1 ივლისიდან 1 მაისამდე;

დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა – 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით;

ე) მოლუსკები – მთელი წლის განმავლობაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №233 - ვებგვერდი, 31.07.2012 წ.

    მუხლი 6

პალიასტომის ტბაში თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი (ლობანი) – 1 ივლის იდან   1 მაისამდე ;

ბ) კეფალი (პილენგასი) – 1 ივლის იდან   1 მაისამდე ;

  გ) ოქროსფერი კეფალი – 1 ივლის იდან   1 მაისამდე ;

დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;

ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;

ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.

     მუხლი 7.

იმ შემთხვევაში, თუ ზუთხისებრთა ჭერა ხორციელდება დადგენილი კვოტის ფარგლებში თევზჭერის ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უდგენს ამ სახეობის ტყვეობაში გამრავლებისა და ტყვეობაში გამრავლებული თევზის სახეობის ნამატის ლიცენზიით დადგენილი ოდენობით ბუნებრივ გარემოში დაბრუნების ვალდებულებას – მათი ჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №109 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“, №30, 10.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.025.016016 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1325129-5/