საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.02.2001 ძალადაკარგული 08.04.2009
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
010320030.11.106.004639
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 13/02/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

შემდგომი ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სა რეგისტრაცი ო კოდი 010.320.030.11.106.004.639

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №66

2001 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №465-სსმIII,№132, 10.12.2001წ.,მუხ.946

2.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 15 იანვრის ბრძანება №5-სსმIII,№6, 20.01.2003წ.,მუხ.66

3.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №1377-სსმIII,№133, 18.11.2004წ.,მუხ.1174

4.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 6 ივლისის ბრძანება №192-სსმIII,№96, 06.07.2007წ.,მუხ.1024

დებულება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა (შემდგომში – იუსტიციის სამინისტრო) და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. სპეციალური წოდებების კატეგორიები

იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება;

გ) უფროსი სპეციალური წოდება;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.

    მუხლი 3. სპეციალური წოდებები

1. იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის რიგითი, იუსტიციის უმცროსი სერჟანტი, იუსტიციის სერჟანტი, იუსტიციის უფროსი სერჟანტი, იუსტიციის ზემდეგი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი, იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის გენერალ-მაიორი.

3. იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოში წესდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.

    მუხლი 4. სპეციალური წოდების მინიჭება

1. სპეციალური წოდება ენიჭება მოსამსახურეს, მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.

2. აკრძალულია “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.

3. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.

4. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით.

5. იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.

6. სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

7. მოსამსახურეთათვის პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების მიზნით იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტთან იქმნება სპეციალიზებული კომისია. კომისიის მუშაობის წესი და პირობები, აგრეთვე მისი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ეს პუნქტი არ ვრცელდება იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურეებზე.

8. სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებს რიგითი შემადგენლობის თანამდებობებზე დანიშვნისას პირველადი სპეციალური წოდება ენიჭებათ მათთვის სამხედრო სამსახურში მინიჭებული წოდების შესაბამისად, ხოლო ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში მიენიჭებათ პირველადი სპეციალური წოდება ,,იუსტიციის რიგითი”.

9. სამხედრო ძალების თადარიგის ოფიცრებს სასჯელაღსრულების ორგანოებში მიღებისა და სამინისტროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისას ენიჭებათ თადარიგის წოდების შესაბამისი პირველადი სპეციალური წოდება, ხოლო ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში მიენიჭებათ პირველადი სპეციალური წოდება ,,იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი”.

10. ბრძანების პროექტებს სასჯელაღსრულების მოსამსახურეთათვის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი - წარდგინება (დანართი №1) შესაბამისი ხელმოწერებით.

11. სპეციალურ წოდებათა მინიჭებისათვის უშუალო უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილება ავსებს სპეციალურ წარდგინებას (დანართი №1) და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს.

12. მოხელის, ვისი მიზეზითაც მოხდა მოსამსახურისათვის მორიგი სპეციალური წოდების უსაფუძვლო შეჩერება-დაგვიანება ეკისრება დისციპლინარული პასუხისმგებლობა.

13. წოდებაზე წარდგენილი მოსამსახურის დისციპლინარულად დასჯის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელმა უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №465-სსმIII,№132, 10.12.2001წ.,მუხ.946

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 15 იანვრის ბრძანება №5-სსმIII,№6, 20.01.2003წ.,მუხ.66

    მუხლი 5. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა

1. სპეციალური წოდებების მინიჭება წარმოებს თანმიმდევრობით.

2. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალიწინებით, წოდებით სამსახურის ვადის გასვლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.

3. მინიჭებული სპეციალური წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „გადამდგარი”.

4. იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ.

    მუხლი 6. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები

1. მორიგი სპეციალური წოდებების მისაღებად, გარდა შესაბამისი თანამდებობებისა, დადგენილია შემდეგი ვადები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება

– უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი – 1 წელი;

– ლეიტენანტი, III კლასის იურისტი – 2 წელი;

– უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი – 3 წელი;

– კაპიტანი, I კლასის იურისტი – 3 წელი.

ბ) უფროსი სპეციალური წოდება –

– მაიორი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – 4 წელი;

– ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის მრჩეველი – 5 წელი;

– პოლკოვნიკი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი – 5 წელი.

2. უმცროს და უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება.

3. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 15 იანვრის ბრძანება №5-სსმIII,№6, 20.01.2003წ.,მუხ.66

    მუხლი 7. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

1. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება:

ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

2. (ამოღებულია).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 15 იანვრის ბრძანება №5-სსმIII,№6, 20.01.2003წ.,მუხ.66

    მუხლი 8. სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის წოდების მინიჭება

სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსული მოსამსახურე ან მასთან უფლებებით გათანაბრებული პირი, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, გადის ატესტაციას იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სპეციალური წოდების მისანიჭებლად.

    მუხლი 9. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი

1. სპეციალური წოდების ჩამორთმევა, როგორც დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება გააჩნიათ ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს.

2. სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით ჩამოქვეითება და ჩამოქვეითებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ წოდების აღდგენა, მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, დაქვეითებული პირის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად შეუძლია საქართველოს იუსტიციის მინისტრს.

3. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის გასვლის ვადაში არ შედის.

4. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.

    მუხლი 10. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი

სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტი.

    მუხლი 11. სოციალური გარანტიები

სპეციალური წოდებისათვის გათვლისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინიტრის ბრძანებით.

(დანართი 1)

 

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეც. წოდება - - - - - - - - - - - - - - -

----------------------------------------------------------------------------------------------------                                  

საქ. იუსტიციის მინისტრის 200--წ. ,,-----" ,, ------------------" ,, --------"  ბრძანების შესაბამისად

 

წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

 

სპეც. წოდების---------------------------------------------------------------- მისანიჭებლად

                            

----------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დაკავებული თანამდებობა)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                    

დაბადების წელი -----------------

 

განათლება --------------------------------------------------------------------------------------

(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მინიჭებული წოდება --------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია--------------------------------------------------------

 

სამედიცინო კომისიის ,,------" ,,----------------------------" 

                         

სამსახურისთვის -------------------------------------------------------------------------------

                                      (დასკვნის ფორმულირება)

 

ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი--------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

ნამსახურეობის ნუსხა

 

როდიდან

თვე და

წელი

როდემდე

თვე და

წელი

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

 იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე:                   

 

 საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი:          

 

საკადრო საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველი                 

                            

                                            

      

;---;------”200--წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 15 იანვრის ბრძანება №5-სსმIII,№6, 20.01.2003წ.,მუხ.66

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №1377-სსმIII,№133, 18.11.2004წ.,მუხ.1174

(დანართი 2)

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. მინისტრის მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (რომლის დაქვემდებარებაში შედის ორი ან მეტი ქვედანაყოფი) – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს, განყოფილების უფროსი, სამმართველოს განყოფილების უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

6. მინისტრის მოადგილის თანაშემწეები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მრჩევლები, თანაშემწეები, მთავარი სპეციალისტები – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი სპეციალისტები – I კლასის იურისტი.

8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სპეციალისტები – II კლასის იურისტი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 6 ივლისის ბრძანება №192-სსმIII,№96, 06.07.2007წ.,მუხ.1024

(დანართი 3)

აჭარის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის უფროსი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

2. სამმართველოს უფროსი, განყოფილების უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

3. ბუღალტერი – იუსტიციის მრჩეველი.

4. მრჩეველი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

5. სპეციალისტი – II კლასის იურისტი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 6 ივლისის ბრძანება №192-სსმIII,№96, 06.07.2007წ.,მუხ.1024

(დანართი 4)

სააღსრულებო ბიუროები

1. სააღსრულებო ბიუროს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2. სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი.

3. სასამართლო აღმასრულებელი, სასამართლო აღმასრულებელი ჯგუფის უფროსი, კანცელარიის მთავარი სპეციალისტი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

4. კანცელარიის სპეციალისტი – იუსტიციის II კლასის იურისტი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 6 ივლისის ბრძანება №192-სსმIII,№96, 06.07.2007წ.,მუხ.1024

(დანართი 5)

სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებები

1. განყოფილების უფროსი, ჯგუფის უფროსი – იუსტიციის მაიორი.

2. სააღსრულებო პოლიციელი – იუსტიციის კაპიტანი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 6 ივლისის ბრძანება №192-სსმIII,№96, 06.07.2007წ.,მუხ.1024

(დანართი 6)

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები

1. პრობაციის ბიუროს უფროსი, პრობაციის უფროსი ოფიცერი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2. პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი.

3. პრობაციის ოფიცერი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

4. სპეციალისტი – II კლასის იურისტი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 6 ივლისის ბრძანება №192-სსმIII,№96, 06.07.2007წ.,მუხ.1024

(დანართი 7) 

სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები

1. უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2. მრჩეველი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 6 ივლისის ბრძანება №192-სსმIII,№96, 06.07.2007წ.,მუხ.1024

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №66, 12.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 010320030.11.106.004639 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1328212-4/