ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.06.2010 ძალადაკარგული 22.12.2014
ნომერი
№17.19.830
სარეგისტრაციო კოდი
300320000.37.101.000075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 01/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.37.101.000.075

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №17.19.830

2010 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 32​1   მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელი თანდართული წესი.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი გ. უგულავა

შეტანილი ცვლილებები:

1. ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 ივლისის დადგენილება №19.10.915 - სსმ III, №84, 12.07.2010წ., მუხ.1222

2. ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №22.09.1050 - სსმ V, №10, 12.08.2010წ., მუხ.186

3.  ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №23.02.1088 - სსმ V, №25, 13.09.2010წ., მუხ.687

4. ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №25.17.1199 - სსმ V, №32, 30.09.2010წ., მუხ.928

5. ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №31.17.1449 - სსმ V, №57, 30.11.2010წ., მუხ.1706

6. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის დადგენილება №03.28.97 - ვებგვერდი, 25.02.2011წ.

დანართი

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განმსაზღვრელი წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ვადებს, საფასურის განაკვეთებს, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით და მისი განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებას, ხორციელდება უსასყიდლოდ.

    მუხლი 2. საფასურის ცნება

საფასური არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების მისაღებად, მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.

    მუხლი 3. საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა

1. საფასური შემოღება და მისი ოდენობის  განსაზღვრა ხდება ამ წესით.

2. ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის, თუ მომსახურების განხორციელება არ წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებას, საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით,    ქ. თბილისის მთავრობის თანხმობის საფუძველზე.

3. ამ წესით დადგენილი საფასური მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს (მათ შორის: გადასახადებს).

4. საჯარო დაწესებულებები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული საფასურის გადახდისგან.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №22.09.1050 - სსმ V , № 10 , 12.0 8 .2010წ., მუხ.1 86

    მუხლი 4. მომსახურება და დაჩქარებული მომსახურება

1. მომსახურება/დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სააგენტოს მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.

2. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დაინტერესებული პირის მიერ დაჩქარების შესაბამისი ღირებულების გადახდის საფუძველზე, სააგენტო წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას აწარმოებს დაჩქარებული წესით.

4. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ დაჩქარებული მომსახურების ვადაზე მეტი, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ვადებით.

    მუხლი 5. სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა

1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა:

ა) განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში – 100 ლარი;

ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღისვადაში – 200 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ვადაში – 400 ლარი.

2. თუ სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია ან/და საზოგადოებრივი სივრცე აღემატება 200 კვადრატულ მეტრს, ხოლო ხაზოვანი ნაგებობების შემთხვევაში 200 გრძივ მეტრს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 100 ლარი ყოველ 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ტერიტორიის ან/და საზოგადოებრივი სივრცის ერთეული არის 200 კვადრატული ან 200 გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობებისთვის, სადაც ყოველ 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრზე მეტი ტერიტორია ან/და საზოგადოებრივი სივრცე განისაზღვრება დამატებით 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრად.

4. თუ სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელია 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 100 ლარი ყოველი დამატებითი 30 კალენდარული დღისათვის.

4​1. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით, განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლამდე, დაინტერესებული პირის მიერ მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია სამუშაოთა წარმოების ვადა გააგრძელოს დამატებითი ვადით. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების დარჩენილ ვადაში ვადის გაგრძელების შესახებ, აქტის გამოცემისათვის სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი დაჩქარებული ვადისათვის ამ მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტით განსაზღვრული საფასური. აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლის შემდეგ ახალი ვადის განსაზღვრა ხორციელდება აქტის გამოცემისთვის ამ მუხლის 1-ლი-მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ვადის ერთეული არის 30 კალენდარული დღე, სადაც ყოველ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა განისაზღვრება დამატებით 30 კალენდარულ დღედ.

6. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა ხორციელდება უსასყიდლოდ (ფასიანი მომსახურების გარეშე).

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თითოეულ სამუშაოს წარმოებაზე ან ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟზე განცმხადებელმა უნდა წარადგინოს ცალკე განცხადება.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 ივლისის დადგენილება №19.10.915 - სსმ III , №84, 12.07.2010წ., მუხ.1222

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №31.17.1449 - სსმ V, №57, 30.11.2010წ., მუხ.1706

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის დადგენილება №03.28.97 - ვებგვერდი, 25.02.2011წ.

მუხლი  5​1 . ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემა

1. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემა:

ა) თუ ნაგებობის სიგრძე არ აღემატება 5 კმ-ს – თითოეულ კმ-ზე 10 0 ლარი;

ბ) თუ ნაგებობის სიგრძე აღემატება 5 კმ-ს – 5 კმ-ზე ზემოთ თითოეულ კმ-ზე 1 0 ლარი.

2. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას პირველ პუნქტში დადგენილ საფასურს ემატება:

ა) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 100 ლარი;

ბ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 20 0 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 3 00 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 5 00 ლარი.

 3. ა მ მუხლით გათვალისწინებული ხაზობრივი ნაგებობის სიგრძის ერთეულ ს წარმოადგენს ერთი კილომეტრი, ყოველ 1 (ერთ) კილომეტრზე ნაკლები სიგრძე განისაზღვრება დამატებით 1 (ერთ) კილომეტრად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განმცხადებელმა თითოეულ ხაზობრივ ნაგებობაზე უნდა წარადგინოს ცალკე განცხადება.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №25.17.1199 - სსმ V, №32, 30.09.2010წ., მუხ.928

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №31.17.1449 - სსმ V, №57, 30.11.2010წ., მუხ.1706

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის დადგენილება №03.28.97 - ვებგვერდი, 25.02.2011წ.

    მუხლი 6. უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების დასადებად აქტის გამოცემა

1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოსთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დაინტერესებულ პირთან ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების დასადებად აქტის გამოცემა განცხადების მიღებიდან –

ა) 10 დღის ვადაში – 50 ლარი;

ბ) 5 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) 3 დღის ვადაში – 200 ლარი;

დ) 1 დღის ვადაში – 300 ლარი.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია ქ. თბილისის მთავრობის აქტის გამოცემა, ვადის ათვლა დაიწყება ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან;

3. დაინტერესებულ პირთან სარგებლობის უფლების ხელშეკრულების დასადებად აქტის გამოცემა, ქ.თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან –

ა) 10 დღის ვადაში – 50 ლარი;

ბ) 5 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) 3 დღის ვადაში – 200 ლარი.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს თითოეული უძრავი ნივთისთვის ცალკე.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის დადგენილება №03.28.97 - ვებგვერდი, 25.02.2011წ.

მუხლი 6​1. განვადებით სარგებლობა

  1. თუ პირობითი აუქციონის გზით შეძენილი ლოტის სრული/საბოლოო ღირებულების გადასახდელად მყიდველს დასჭირდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, მყიდველს შეუძლია ისარგებლოს განვადებით.

 2. განვადების საფასური შე ა დგენს ლოტის საწყისი ღირებულების 0,5% ყოველ დამატებით 30 კალენდარულ დღეზე. ლოტის სრული/საბოლოო ღირებულების გადახდის ვადის ერთეული არის 30 კალენდარული დღე, სადაც ყოველ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა განისაზღვრება დამატებით 30 კალენდარულ დღედ. ქონების შემძენი არ იხდის განვადების პირველი 30 კალენდარული დღის საფასურს.

 3. აუქციონში გამარჯვებულის მიერ სააუქციონო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის გამო აუქციონის შედეგების გაუქმებისას არა უგვიანეს თანხის გადახდის საბოლოო ვადის დადგომიდან 10 კალენდარული დღისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების შეძენიდან შედეგების გაუქმებამდე გამოყენებული განვადების ორმაგი საფასური.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №22.09.1050 - სსმ V , № 10 , 12.0 8 .2010წ., მუხ.1 86

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის დადგენილება №03.28.97 - ვებგვერდი, 25.02.2011წ.

    მუხლი 7. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა

1. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის დადასტურებიდან:     

ა) 10 დღის ვადაში – 50 ლარი;

ბ) 5 დღის ვადაში –100 ლარი;

გ) 3 დღის ვადაში – 200 ლარი;

დ) 1 დღის ვადაში – 300 ლარი.

2. (ამოღებულია - 16.02.2011, №03.28.97).

3. (ამოღებულია - 16.02.2011, №03.28.97).

4. (ამოღებულია - 16.02.2011, №03.28.97).

5. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ქონებაზე გადაიხდება ცალკე მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასური.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 ივლისის დადგენილება №19.10.915 - სსმ III , №84, 12.07.2010წ., მუხ.1222

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №23.02.1088 - სსმ V, №25, 13.09.2010წ., მუხ.687

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის დადგენილება №03.28.97 - ვებგვერდი, 25.02.2011წ.

    მუხლი 7​1. ვალდებულების შესრულების დადასტურება ან/და შეზღუდვის მოხსნა

1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაინტერესებული პირისთვის (მოვალისათვის) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ანდა შეზღუდვის მოხსნა , განცხადების მიღებიდან:

ა) ერთი თვის ვადაში – 50 ლარი;

ბ) 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი;

2. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობი თ ვალდებულების შესრულების დადასტურებისთვის ანდა შეზღუდვის მოხსნისთვის აუცილებელია ქ. თბილისის მთავრობის აქტის გამოცემა, ვადის ათვლა დაიწყება ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან.

3. ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ან/და შეზღუდვის მოხსნა , ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან:

ა) ერთი თვის ვადაში – 50 ლარი;

ბ) 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი.

4. თუკი რამდენიმე პირი წარმოადგენს დაინტერესებულ პირ ს (მოვალე ს ), ყოველ მათგანს ინდივიდუალურად ეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდა.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 ივლისის დადგენილება №19.10.915 - სსმ III , №84, 12.07.2010წ., მუხ.1222

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №31.17.1449 - სსმ V, №57, 30.11.2010წ., მუხ.1706

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის დადგენილება №03.28.97 - ვებგვერდი, 25.02.2011წ.

    მუხლი 8. აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური

  1. სააგენტოს მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურის ოდენობა:

 ა) უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებულისთვის (ქონების შემძენისთვის) შეადგენს 250 ლარს;

 ბ) მოძრავი ქონების ან/და აქციების/წილების აუქციონში გამარჯვებულისთვის შეადგენს 20 ლარს.

 2. მომსახურების საფასურის ოდენობა არ არის დამოკიდებული ლოტში შემავალი ნივთების/უფლებების რაოდენობაზე. თუ ლოტი სხვა ქონებასთან ერთად მოიცავს უძრავ ქონებასაც, მაშინ აუქციონში გამარჯვებული იხდის მხოლოდ უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებისათვის დაწესებულ საფასურს.

 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების საფუძველზე სააგენტოს მიერ ორგანიზებული აუქციონის გზით ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ან/და სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების ქონების სარგებლობის უფლების შემძენ პირებს.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №23.02.1088 - სსმ V, №25, 13.09.2010წ., მუხ.687

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №25.17.1199 - სსმ V, №32, 30.09.2010წ., მუხ.928

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის დადგენილება №03.28.97 - ვებგვერდი, 25.02.2011წ.

    მუხლი 9. ქალაქ თბილისის მერიის მიერ 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოებისა და სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის აუქციონის ჩატარება

1. სააგენტო ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის აუქციონს ატარებს მოქმედი კანონმდებლობისა და ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ხოლო სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისთვის – მოქმედი კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად;

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თითოეული ლოტის საწყისი ღირებულების (ბიჯის გარეშე) 5%-ით;

3. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ქონების სარგებლობის უფლების აუქციონი, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ლოტის (სარგებლობის უფლების) საზღაურის (ქირის) ერთი თვის შესაბამისი ოდენობით;

4. საქველმოქმედო მიზნებისთვის განკუთვნილ სარეალიზაციო ქონებაზე სააგენტო ქ. თბილისის მთავრობის თანხმობის საფუძველზე, აუქციონს ატარებს უსასყიდლოდ;

5. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას სააუქციონო ლოტის მესაკუთრე იხდის მხოლოდ ლოტის რეალიზაციის შემთხვევაში.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 ივლისის დადგენილება №19.10.915 - სსმ III , №84, 12.07.2010წ., მუხ.1222

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №25.17.1199 - სსმ V, №32, 30.09.2010წ., მუხ.928

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის დადგენილება №03.28.97 - ვებგვერდი, 25.02.2011წ.

    მუხლი 10. ვადის გამოთვლა

1. სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების შესასრულებლად განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.

2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სააგენტოში რეგისტრაციის, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ან თანხის სრულად გადახდის დადასტურების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა;

ბ) დაჩქარებული მომსახურების საფუძველზე დაწყებული წარმოების შემდგომი დაჩქარების მოთხოვნის შემთხვევაში, შემდგომი დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემდგომი დაჩქარების საფასურის ოდენობაში არ იანგარიშება თავდაპირველი დაჩქარებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა.

5. სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 ივლისის დადგენილება №19.10.915 - სსმ III , №84, 12.07.2010წ., მუხ.1222

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №23.02.1088 - სსმ V, №25, 13.09.2010წ., მუხ.687

    მუხლი 11. საფასურის გადახდის წესი და პირობები

1. ამ წესით განსაზღვრული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი საფასური. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია;

2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა მე–9 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისა.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.

5. არამართლზომიერად ან/და არასწორად განხორციელებული ანგარიშსწორების გამოვლენის შემთხვევაში განხორციელებული მომსახურების შედეგები ბათილია.

6. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 ივლისის დადგენილება №19.10.915 - სსმ III , №84, 12.07.2010წ., მუხ.1222

    მუხლი 12. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება

1. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის.

2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) სააგენტო სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე;

ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;

გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში;

დ) დაინტერესებული პირის კონკრეტული მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების შესახებ სააგენტოს პირველი გადაწყვეტილება უარყოფითია. აღნიშნული არ წარმოადგენს იმავე მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების განმეორებით მოთხოვნის შედეგად მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის დაბრუნების საფუძველს.

3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.

4. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურების გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება.

5. ამ მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების მიღებისათვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. საფასურის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ , განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ , თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

6. გადახდილი საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება საფასურის გადამხდელს.  

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №22.09.1050 - სსმ V , № 10 , 12.0 8 .2010წ., მუხ.1 86

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №31.17.1449 - სსმ V, №57, 30.11.2010წ., მუხ.1706

    მუხლი 13. გარდამავალი დებულება

2010 წლის 30 ივნისამდე დაწყებულ მომსახურებას/წარმოებას სააგენტო ახორციელებს უსასყიდლოდ (საფასურის გადახდის გარეშე).

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“, №17.19.830, 11.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 300320000.37.101.000075 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1330764-6/