კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №95
2001 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების, კომერციული ბანკების საიმედოობის, მდგრადობისა და შესაძლო რისკის თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 59-ე მუხლის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, 21-ე, 25-ე, 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების თანდართული წესი.
2. კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა დასახონ და განახორციელონ კონკრეტული ღონისძიებები „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესით“ დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების განუხრელად და სისტემატურად დასაცავად.
3. გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 3 დეკემბრის №118 ბრძანება „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.
4. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ი. ვახტანგიშვ ი ლმა და ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველომ (მ. ტეფნაძე).
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2001 წლის 20 აპრილიდან.
ი. მანაგაძე
კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საბანკო საქმიანობის ზედამხედველობა და რეგულირება.
2. საბანკო საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების მიზანია საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების, კომერციული ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა, შესაძლო რისკის თავიდან აცილება და ამ გზით კომერციული ბანკების მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა, აგრეთვე ეროვნული ბანკის ინტერესების მაქსიმალური დაცვა.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს კომერციული ბანკებისათვის ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების დადგენით და მათი შესრულების კონტროლის განხორციელებით.
4. კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნებისათვის განისაზღვრება „საზედამხედველო კაპიტალი“, „ხელუხლებელი კაპიტალი და რეზერვები“ და „რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები“.
5. კომერციული ბანკებისათვის დადგენილი ეკონომიკური ნორმატივების და ლიმიტების გაანგარიშება წარმოებს ყოველთვიურად ბანკის ნაერთი ბალანსიდან.
მუხლი 2. წესში გამოყენებულ ცნებათა და ტერმინთა განმარტებანი
ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ცნებებს აქვს შემდეგი განმარტებანი:
ა) „საზედამხედველო კაპიტალი“, არის პირველადი და მეორადი კაპიტალის ჯამი დაქვითვების გამოკლებით;
ბ) „ხელუხლებელი კაპიტალი და რეზერვები” არის ბანკის აქციონერთა (პარტნიორთა) კაპიტალი და განისაზღვრება როგორც სხვაობა ბანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის;
გ) „მთლიანი აქტივები“ უდრის №№ 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 23, 24, 25, 27, 29 კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამს გამოკლებული №№ 41, 49 კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები;
დ) „ლიკვიდური აქტივები“ არის ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც აქვს ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გადაქცევის უნარი და შესაძლებლობა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს №№ 1003, 1004, 1005, 1006, 1013, 1014, 1015, 1016, 1018, 1051, 1052, 1062, 1401 მინუს 1402, 1411 მინუს 1412, 1702, 1703, 1712, 1713, 1722, 1723, 1732, 1733 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები. ამასთან, ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში სახაზინო ვალდებულებებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა ერთობლივად ჩაითვლება საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტის გაანგარიშებისათვის ამ წესით დადგენილი „ვალდებულებების“ თანხის არა უმეტეს 5%-ისა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში არ ჩაითვლება: ყადაღადადებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხები, ნეგატიურად კლასიფიცირებული ბანკთაშორისი დეპოზიტები, საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებული მინიმალური რეზერვების თანხა ან მისი ნაწილი, რომლის უზრუნველყოფითაც კომერციულ ბანკს აღებული აქვს კრედიტი;
ე) „მიმდინარე აქტივები“ არის დაფარვის ერთ თვემდე ვადის მქონე აქტივები;
ვ) „საკრედიტო დაბანდება“ არის ბანკის ყველა ვადიან და ვადაგადაცილებულ სასესხო და ოვერდრაფტების ანგარიშებზე რიცხული თანხები;
ზ) „ოვერდრაფტი“ არის მოკლევადიანი დაკრედიტების ფორმა, რომლითაც ბანკი კლიენტს აძლევს უფლებას მის ანგარიშსწორების ანგარიშზე რიცხული ნაშთების გადამეტებით განახორციელოს გადახდები, ანუ ბანკი უშვებს კლიენტის ანგარიშსწორების ანგარიშზე სადებეტო (უარყოფითი) სალდოს არსებობას, ოვერდრაფტის შესახებ ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების (თანხობრივი მოცულობა, დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი) გათვალისწინებით;
თ) „ძირითადი საშუალებები” არის მატერიალური აქტივები, რომლებიც იმყოფება ბანკის განკარგულებაში, გამოიყენება საბანკო მომსახურების გასაწევად, ადმინისტრაციული მიზნებისათვის და გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით სარგებლობისათვის;
ი) „ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება” არის ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ცვეთის გამოკლებით. მისი გაანგარიშებისას №290 და 291 ჯგუფის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამს აკლდება №490 და 492 ჯგუფის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხა;
კ) „არამატერიალური აქტივები” არის ისეთი აქტივები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ღირებულება და არა აქვთ მატერიალური ფორმა: პატენტები, საიჯარო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, ნოუ-ჰაუ, გუდვილი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტები;
ლ) „არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება“ არის არამატერიალური აქტივების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ამორტიზაციის გამოკლებით. მისი გაანგარიშებისას №2961 საბალანსო ანგარიშზე რიცხულ თანხას აკლდება №4911 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა;
მ) „გუდვილი“ არის საზოგადოების პრესტიჟის, საქმიანი რეპუტაციის, მისი პარტნიორების, კლიენტურისა და კადრების, როგორც აქტივის ღირებულება, რომელიც განისაზღვრება საზოგადოების საბაზრო ღირებულებასა და მისი აქტივების ღირებულებას შორის სხვაობის თანხით. გუდვილს საზოგადოების გარეშე არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, იგი იქმნება და ღირებულებას იძენს მხოლოდ საზოგადოების შერწყმისას ან ერთი საზოგადოების მიერ მეორე საზოგადოების შეძენისას;
ნ) „მთლიანი ვალდებულებები“ უდრის №№ 33, 34, 35, 36, 37, 38, 40, 43, 44, 45, 47 კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამს;
ო) „გარესაბალანსო ვალდებულებები” არის ბანკის მიერ გაცემული გარანტიები, აქცეპტები, თამასუქები, სესხების დაფინანსებისათვის ნაკისრი ვალდებულებები, გასანაღდებელი აკრედიტივები, უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები და ბანკის მიერ დოკუმენტურად აღიარებული და შესაძლო გადასახდელი ვალდებულებითი შინაარსის მქონე საბანკო ინსტრუმენტები ძირითადი თანხებით;
პ) „ვალდებულებები“ არის ბანკის მთლიანი ვალდებულებებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ამ წესით დადგენილი საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტის გასაანგარიშებლად. ვალდებულებები გაიანგარიშება როგორც ბანკის ,,მთლიანი ვალდებულებებისა“ და ,,გარესაბალანსო ვალდებულებების“ თანხობრივ მოცულობათა ჯამი, რომელშიც არ გაითვალისწინება: ბანკის მიერ მიღებული ის სესხები, სუბორდინირებული ვალები და გარესაბალანსო ვალდებულებები და/ან მათი ნაწილი, რომელთა გადახდამდე/შესრულებამდე დარჩენილია ექვს თვეზე მეტი ვადა; გაცემული გარანტიებისა და გასანაღდებელი აკრედიტივების ნაწილი მათ უზრუნველსაყოფად ამავე ბანკში დაჯავშნული ფულადი სახსრების ოდენობით; უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები;
ჟ) “მიმდინარე ვალდებულებები” არის ბანკის მთლიანი და გარესაბალანსო ვალდებულებებიდან ერთ თვემდე ვადაში გადასახდელი/შესასრულებელი და შესაძლო შესასრულებელი ყველა ვალდებულებათა თანხობრივ მოცულობათა ჯამი, რომელშიც არ გაითვალისწინება ბანკის მიერ გაცემული გარანტიებისა და გასანაღდებელი აკრედიტივების ნაწილი მათ უზრუნველსაყოფად ამავე ბანკში დაჯავშნული ფულადი სახსრები ოდენობით და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები.
რ) „ინსაიდერი“ არის ბანკის მაკონტროლებელი პირი, ადმინისტრატორი, მონათესავე საწარმო ან მათთან დაკავშირებული პირი;
ს) „აუტსაიდერი” არის არაინსაიდერი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი;
ტ) „სუბორდინირებული ვალი“ არის ისეთი ვალი, რომელსაც სხვა დეპოზიტებსა და სესხებთან შედარებით აქვს გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი, ანუ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული ვალის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ ყველა სხვა კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;
უ) „კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი“ არის ისეთი არასახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდი, რომლის ემიტენტი არის იურიდიული პირი და რომელიც ვალდებულია სავალო ფასიანი ქაღალდით გათვალისწინებული ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდისათვის;
ფ) „ეგთო“ არის „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომლის წევრ ქვეყნებში ჩაითვლება შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია;
ქ) „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში“ ჩაითვლება: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (მსოფლიო ბანკი), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკი, ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აფრიკის განვითარების ბანკი;
ღ) „დასალდოვებად ანგარიშებს” მიეკუთვნება სანაშთო ბალანსის 28 და 48 კლასის საბალანსო ანგარიშები, რომლებზეც რიცხული საერთო თანხა, როგორც წესი, ყოველდღიურად ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკში წარსადგენ სანაშთო ბალანსში 28 და 48 კლასის ანგარიშები ექვემდებარება დასალდოვებას, რომლის შედეგად მიღებული შესაძლო სადებეტო ნაშთი მონაწილეობას იღებს „რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების“, „მთლიანი აქტივების“ და „მიმდინარე აქტივების” გაანგარიშებაში, ხოლო შესაძლო საკრედიტო ნაშთი მონაწილეობას იღებს „მთლიანი ვალდებულებების“ და „მიმდინარე ვალდებულებების“ გაანგარიშებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 25 მარტის ბრძანება №75-სსმIII,№30,28.03.2002წ.,მუხ.260
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 7 აპრილის ბრძანება №67-სსმIII,№41,20.04.2004წ.,მუხ.342
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის ბრძანება №200-სსმIII,№99,27.07.2006წ.,მუხ.1358
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №253-სსმIII,№129,20.09.2006წ.,მუხ.1717
მუხლი 3. (ამოღებულია)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №237-სსმIII,№93,25.09.2002წ.,მუხ.829
მუხლი 4. (ამოღებულია)

მუხლი 5. ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები
ბანკებისათვის დადგენილი ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტებია:
ა) კკ1 (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი) – ბანკის პირველადი კაპიტალი უნდა იყოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 8 პროცენტისა;
ბ) კკ2 (საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი) – ბანკის საზედამხედველო კაპიტალი უნდა იყოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 12 პროცენტისა;
გ) სკ1 (ერთი ინსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ერთი ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5 პროცენტს;
დ) სკ2 (ყველა ინსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ყველა ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს;
ე) სკ3 (ერთი აუტსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ერთი პირისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15 პროცენტს;
ვ) სკ4 (ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს;
ზ) სკ5 (მსხვილი სესხების კოეფიციენტი) – ბანკის მიერ გაცემული ყველა მსხვილი სესხისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ორმაგ ოდენობას;
თ) სკ6 (საბლანკო სესხების კოეფიციენტი) – ბანკის მიერ გაცემული ყველა საბლანკო სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საკრედიტო დაბანდების 25 პროცენტს;
ი) ლკ (საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტი) – საანგარიშგებო თვის საშუალო ლიკვიდური აქტივები უნდა იყოს საანგარიშგებო თვის საშუალო ვალდებულებების არანაკლებ 30 პროცენტისა;
კ) (ამოღებულია - 20.07.2006, №200);
ლ) (ამოღებულია - 20.07.2006, №200);
მ) იკ1 (წილობრივი ინვესტიციების კოეფიციენტი) – იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში ბანკის ინვესტიციების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს;
ნ) იკ2 (ქონებრივი ინვესტიციების კოეფიციენტი) – ბანკის ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში ბანკის ინვესტიციების საერთო თანხასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 70 პროცენტს;
ო) პლ1 (საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი) – ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №237-სსმIII,№93,25.09.2002წ.,მუხ.829
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №299-სსმIII,№150,29.12.2003წ.,მუხ.1238
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 7 აპრილის ბრძანება №67-სსმIII,№41,20.04.2004წ.,მუხ.342
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის ბრძანება №200-სსმIII,№99,27.07.2006წ.,მუხ.1358
მუხლი 6. კომერციული ბანკების ვალდებულება კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან:
ა) განუხრელად დაიცვან ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები;
ბ) (ამოღებულია - 20.07.2006, №200);
გ) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ სუბორდინირებული სესხის (ვალის) მიღების თაობაზე ხელშეკრულება მისი გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში;
დ) არ დაუშვან თავიანთი კაპიტალის და რეზერვების შემცირება აქციების (პაის) უკუგამოსყიდვის ან სარეზერვო აქტივების განთავსების გზით საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და წესდებაში სათანადო ცვლილებების გარეშე;
ე) არ დაუშვან ინსაიდერთა სასარგებლოდ კრედიტებისა და ვალდებულებების გაცემა და საბანკო მომსახურების გაწევა აუტსაიდერებთან შედარებით უფრო ხელსაყრელი და შეღავათიანი პირობებით.

მუხლი 7. სანქციები და შეზღუდვები
1. (ამოღებულია).
2. კომ ერციული ბანკების მიერ ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება კომერციული ბანკის პასუხისმგებელ პირს და მოითხოვოს მისი გათავისუფლება თანამდებობიდან;
ბ) გაუუქმოს საბანკო ოპერაციების წარმოების ლიცენზია;
გ) გადაახდევინოს ბანკს ფულადი ჯარიმა თითოეულ დარღვევის ფაქტზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით ;
დ) საქმე გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს კომერციული ბანკის პასუხისმგებელი მუშაკის მიერ ყალბი ცნობის, ან ჩანაწერის შეტანისას ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენისას ან გაცემისას, ანდა ბანკის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტების გამოვლენისას, დამნაშავე პირის გამოვლენისა და პასუხისმგებლობის მიზნით.
3. ბანკებს ეკრძალებათ ინსაიდერთა სასარგებლოდ ისეთი კრედიტების და ვალდებულებების გაცემა და საბანკო მომსახურების გაწევა, როდესაც კრედიტების და ვალდებულებების გაცემა და საბანკო მომსახურების გაწევა წარმოებს უფრო ხელსაყრელი ვადებით და პირობებით, ვიდრე ყველა დანარჩენ პირთა მიმართ.

მუხლი 8. კომერციული ბანკების უფლება
1. კომერციულ ბანკს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს მისი გასაჩივრების უფლება ეროვნულ ბანკში ადმინისტრაციული საჩივრის, ასევე სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარდგენით.
2. კომერციული ბანკის ადმინისტრაციულ საჩივარს, რომლის მიმართაც გამოყენებული იქნა სანქცია, განიხილავს და გადაწყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს კურატორი ვიცე-პრეზიდენტი.
+
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №95
2001 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების, კომერციული ბანკების საიმედოობის, მდგრადობისა და შესაძლო რისკის თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 59-ე მუხლის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, 21-ე, 25-ე, 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების თანდართული წესი.
2. კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა დასახონ და განახორციელონ კონკრეტული ღონისძიებები „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესით“ დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების განუხრელად და სისტემატურად დასაცავად.
3. გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 3 დეკემბრის №118 ბრძანება „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.
4. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ი. ვახტანგიშვილმა და ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველომ (მ. ტეფნაძე).

დ) “ლიკვიდური აქტივები” არის ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც აქვთ ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გადაქცევის უნარი და შესაძლებლობა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს №№ 1003, 1004, 1005, 1006, 1013, 1014, 1015, 1016, 1018, 1051, 1052, 1062, 1401 მინუს 1402, 1411 მინუს 1412, 1702, 1703, 1712, 1713, 1722, 1723, 1732, 1733 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები. ამასთან, ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში სახაზინო ვალდებულებები ჩაითვლება ლიკვიდურობის ნორმატივების გაანგარიშებისათვის დადგენილი “ვალდებულებების” თანხის არა უმეტეს 5%-ისა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში არ ჩაითვლება: ყადაღადადებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხები, ნეგატიურად კლასიფიცირებული ბანკთაშორისი დეპოზიტები, საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებული მინიმალური რეზერვების თანხა ან მისი ნაწილი, რომლის უზრუნველყოფითაც კომერციულ ბანკს აღებული აქვს კრედიტი;
დ) „ლიკვიდური აქტივები“ არის ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც აქვს ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გადაქცევის უნარი და შესაძლებლობა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს №№ 1003, 1004, 1005, 1006, 1013, 1014, 1015, 1016, 1018, 1051, 1052, 1062, 1401 მინუს 1402, 1411 მინუს 1412, 1702, 1703, 1712, 1713, 1722, 1723, 1732, 1733 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები. ამასთან, ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში სახაზინო ვალდებულებებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა ერთობლივად ჩაითვლება საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტის გაანგარიშებისათვის ამ წესით დადგენილი „ვალდებულებების“ თანხის არა უმეტეს 5%-ისა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში არ ჩაითვლება: ყადაღადადებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხები, ნეგატიურად კლასიფიცირებული ბანკთაშორისი დეპოზიტები, საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებული მინიმალური რეზერვების თანხა ან მისი ნაწილი, რომლის უზრუნველყოფითაც კომერციულ ბანკს აღებული აქვს კრედიტი;
ე) „მიმდინარე აქტივები“ არის დაფარვის ერთ თვემდე ვადის მქონე აქტივები;
ვ) „საკრედიტო დაბანდება“ არის ბანკის ყველა ვადიან და ვადაგადაცილებულ სასესხო და ოვერდრაფტების ანგარიშებზე რიცხული თანხები;
ზ) „ოვერდრაფტი“ არის მოკლევადიანი დაკრედიტების ფორმა, რომლითაც ბანკი კლიენტს აძლევს უფლებას მის ანგარიშსწორების ანგარიშზე რიცხული ნაშთების გადამეტებით განახორციელოს გადახდები, ანუ ბანკი უშვებს კლიენტის ანგარიშსწორების ანგარიშზე სადებეტო (უარყოფითი) სალდოს არსებობას, ოვერდრაფტის შესახებ ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების (თანხობრივი მოცულობა, დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი) გათვალისწინებით;
თ) „ძირითადი საშუალებები” არის მატერიალური აქტივები, რომლებიც იმყოფება ბანკის განკარგულებაში, გამოიყენება საბანკო მომსახურების გასაწევად, ადმინისტრაციული მიზნებისათვის და გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით სარგებლობისათვის;
ი) „ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება” არის ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ცვეთის გამოკლებით. მისი გაანგარიშებისას №290 და 291 ჯგუფის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამს აკლდება №490 და 492 ჯგუფის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხა;
კ) „არამატერიალური აქტივები” არის ისეთი აქტივები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ღირებულება და არა აქვთ მატერიალური ფორმა: პატენტები, საიჯარო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, ნოუ-ჰაუ, გუდვილი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტები;
ლ) „არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება“ არის არამატერიალური აქტივების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ამორტიზაციის გამოკლებით. მისი გაანგარიშებისას №2961 საბალანსო ანგარიშზე რიცხულ თანხას აკლდება №4911 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა;
მ) „გუდვილი“ არის საზოგადოების პრესტიჟის, საქმიანი რეპუტაციის, მისი პარტნიორების, კლიენტურისა და კადრების, როგორც აქტივის ღირებულება, რომელიც განისაზღვრება საზოგადოების საბაზრო ღირებულებასა და მისი აქტივების ღირებულებას შორის სხვაობის თანხით. გუდვილს საზოგადოების გარეშე არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, იგი იქმნება და ღირებულებას იძენს მხოლოდ საზოგადოების შერწყმისას ან ერთი საზოგადოების მიერ მეორე საზოგადოების შეძენისას;
ნ) „მთლიანი ვალდებულებები“ უდრის №№ 33, 34, 35, 36, 37, 38, 40, 43, 44, 45, 47 კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამს;
ო) „გარესაბალანსო ვალდებულებები” არის ბანკის მიერ გაცემული გარანტიები, აქცეპტები, თამასუქები, სესხების დაფინანსებისათვის ნაკისრი ვალდებულებები, გასანაღდებელი აკრედიტივები, უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები და ბანკის მიერ დოკუმენტურად აღიარებული და შესაძლო გადასახდელი ვალდებულებითი შინაარსის მქონე საბანკო ინსტრუმენტები ძირითადი თანხებით;
პ) „ვალდებულებები“ არის ბანკის მთლიანი ვალდებულებებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ამ წესით დადგენილი საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტის გასაანგარიშებლად. ვალდებულებები გაიანგარიშება როგორც ბანკის ,,მთლიანი ვალდებულებებისა“ და ,,გარესაბალანსო ვალდებულებების“ თანხობრივ მოცულობათა ჯამი, რომელშიც არ გაითვალისწინება: ბანკის მიერ მიღებული ის სესხები, სუბორდინირებული ვალები და გარესაბალანსო ვალდებულებები და/ან მათი ნაწილი, რომელთა გადახდამდე/შესრულებამდე დარჩენილია ექვს თვეზე მეტი ვადა; გაცემული გარანტიებისა და გასანაღდებელი აკრედიტივების ნაწილი მათ უზრუნველსაყოფად ამავე ბანკში დაჯავშნული ფულადი სახსრების ოდენობით; უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები;
ჟ) “მიმდინარე ვალდებულებები” არის ბანკის მთლიანი და გარესაბალანსო ვალდებულებებიდან ერთ თვემდე ვადაში გადასახდელი/შესასრულებელი და შესაძლო შესასრულებელი ყველა ვალდებულებათა თანხობრივ მოცულობათა ჯამი, რომელშიც არ გაითვალისწინება ბანკის მიერ გაცემული გარანტიებისა და გასანაღდებელი აკრედიტივების ნაწილი მათ უზრუნველსაყოფად ამავე ბანკში დაჯავშნული ფულადი სახსრები ოდენობით და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები.
რ) „ინსაიდერი“ არის ბანკის მაკონტროლებელი პირი, ადმინისტრატორი, მონათესავე საწარმო ან მათთან დაკავშირებული პირი;
ს) „აუტსაიდერი” არის არაინსაიდერი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი;
ტ) „სუბორდინირებული ვალი“ არის ისეთი ვალი, რომელსაც სხვა დეპოზიტებსა და სესხებთან შედარებით აქვს გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი, ანუ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული ვალის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ ყველა სხვა კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;
უ) „კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი“ არის ისეთი არასახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდი, რომლის ემიტენტი არის იურიდიული პირი და რომელიც ვალდებულია სავალო ფასიანი ქაღალდით გათვალისწინებული ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდისათვის;
ფ) „ეგთო“ არის „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომლის წევრ ქვეყნებში ჩაითვლება შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია;
ქ) „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში“ ჩაითვლება: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (მსოფლიო ბანკი), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკი, ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აფრიკის განვითარების ბანკი;
ღ) „დასალდოვებად ანგარიშებს” მიეკუთვნება სანაშთო ბალანსის 28 და 48 კლასის საბალანსო ანგარიშები, რომლებზეც რიცხული საერთო თანხა, როგორც წესი, ყოველდღიურად ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკში წარსადგენ სანაშთო ბალანსში 28 და 48 კლასის ანგარიშები ექვემდებარება დასალდოვებას, რომლის შედეგად მიღებული შესაძლო სადებეტო ნაშთი მონაწილეობას იღებს „რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების“, „მთლიანი აქტივების“ და „მიმდინარე აქტივების” გაანგარიშებაში, ხოლო შესაძლო საკრედიტო ნაშთი მონაწილეობას იღებს „მთლიანი ვალდებულებების“ და „მიმდინარე ვალდებულებების“ გაანგარიშებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 25 მარტის ბრძანება №75-სსმIII,№30,28.03.2002წ.,მუხ.260
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 7 აპრილის ბრძანება №67-სსმIII,№41,20.04.2004წ.,მუხ.342
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის ბრძანება №200-სსმIII,№99,27.07.2006წ.,მუხ.1358
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №253-სსმIII,№129,20.09.2006წ.,მუხ.1717
მუხლი 3. (ამოღებულია)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №237-სსმIII,№93,25.09.2002წ.,მუხ.829
მუხლი 4. (ამოღებულია)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №237-სსმIII,№93,25.09.2002წ.,მუხ.829
მუხლი 5. ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები🔗
ბანკებისათვის დადგენილი ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტებია:
ა) კკ1 (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი) – ბანკის პირველადი კაპიტალი უნდა იყოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 8 პროცენტისა;
ბ) კკ2 (საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი) – ბანკის საზედამხედველო კაპიტალი უნდა იყოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 12 პროცენტისა;
გ) სკ1 (ერთი ინსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ერთი ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5 პროცენტს;
დ) სკ2 (ყველა ინსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ყველა ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს;
ე) სკ3 (ერთი აუტსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ერთი პირისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15 პროცენტს;
ვ) სკ4 (ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს;
ზ) სკ5 (მსხვილი სესხების კოეფიციენტი) – ბანკის მიერ გაცემული ყველა მსხვილი სესხისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ორმაგ ოდენობას;
თ) სკ6 (საბლანკო სესხების კოეფიციენტი) – ბანკის მიერ გაცემული ყველა საბლანკო სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საკრედიტო დაბანდების 25 პროცენტს;
ი) ლკ (საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტი) – საანგარიშგებო თვის საშუალო ლიკვიდური აქტივები უნდა იყოს საანგარიშგებო თვის საშუალო ვალდებულებების არანაკლებ 30 პროცენტისა;კ) (ამოღებულია - 20.07.2006, №200);
ლ) (ამოღებულია - 20.07.2006, №200);
მ) იკ1 (წილობრივი ინვესტიციების კოეფიციენტი) – იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში ბანკის ინვესტიციების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს;
ნ) იკ2 (ქონებრივი ინვესტიციების კოეფიციენტი) – ბანკის ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში ბანკის ინვესტიციების საერთო თანხასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 70 პროცენტს;
ო) პლ1 (საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი) – ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №237-სსმIII,№93,25.09.2002წ.,მუხ.829
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №299-სსმIII,№150,29.12.2003წ.,მუხ.1238
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 7 აპრილის ბრძანება №67-სსმIII,№41,20.04.2004წ.,მუხ.342
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის ბრძანება №200-სსმIII,№99,27.07.2006წ.,მუხ.1358
მუხლი 6. კომერციული ბანკების ვალდებულება კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან:
ა) განუხრელად დაიცვან ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები;
ბ) (ამოღებულია - 20.07.2006, №200);
გ) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ სუბორდინირებული სესხის (ვალის) მიღების თაობაზე ხელშეკრულება მისი გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში;
დ) არ დაუშვან თავიანთი კაპიტალის და რეზერვების შემცირება აქციების (პაის) უკუგამოსყიდვის ან სარეზერვო აქტივების განთავსების გზით საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და წესდებაში სათანადო ცვლილებების გარეშე;
ე) არ დაუშვან ინსაიდერთა სასარგებლოდ კრედიტებისა და ვალდებულებების გაცემა და საბანკო მომსახურების გაწევა აუტსაიდერებთან შედარებით უფრო ხელსაყრელი და შეღავათიანი პირობებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის ბრძანება №200-სსმIII,№99,27.07.2006წ.,მუხ.1358
მუხლი 7. სანქციები და შეზღუდვები
1. (ამოღებულია).
2. კომ ერციული ბანკების მიერ ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება კომერციული ბანკის პასუხისმგებელ პირს და მოითხოვოს მისი გათავისუფლება თანამდებობიდან;
ბ) გაუუქმოს საბანკო ოპერაციების წარმოების ლიცენზია;
გ) გადაახდევინოს ბანკს ფულადი ჯარიმა თითოეულ დარღვევის ფაქტზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით ;
დ) საქმე გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს კომერციული ბანკის პასუხისმგებელი მუშაკის მიერ ყალბი ცნობის, ან ჩანაწერის შეტანისას ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენისას ან გაცემისას, ანდა ბანკის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტების გამოვლენისას, დამნაშავე პირის გამოვლენისა და პასუხისმგებლობის მიზნით.
3. ბანკებს ეკრძალებათ ინსაიდერთა სასარგებლოდ ისეთი კრედიტების და ვალდებულებების გაცემა და საბანკო მომსახურების გაწევა, როდესაც კრედიტების და ვალდებულებების გაცემა და საბანკო მომსახურების გაწევა წარმოებს უფრო ხელსაყრელი ვადებით და პირობებით, ვიდრე ყველა დანარჩენ პირთა მიმართ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №237-სსმIII,№93,25.09.2002წ.,მუხ.829
მუხლი 8. კომერციული ბანკების უფლება
1. კომერციულ ბანკს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს მისი გასაჩივრების უფლება ეროვნულ ბანკში ადმინისტრაციული საჩივრის, ასევე სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარდგენით.
2. კომერციული ბანკის ადმინისტრაციულ საჩივარს, რომლის მიმართაც გამოყენებული იქნა სანქცია, განიხილავს და გადაწყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს კურატორი ვიცე-პრეზიდენტი.
+
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №95
2001 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების, კომერციული ბანკების საიმედოობის, მდგრადობისა და შესაძლო რისკის თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 59-ე მუხლის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, 21-ე, 25-ე, 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების თანდართული წესი.
2. კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა დასახონ და განახორციელონ კონკრეტული ღონისძიებები „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესით“ დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების განუხრელად და სისტემატურად დასაცავად.
3. გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 3 დეკემბრის №118 ბრძანება „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.
4. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ი. ვახტანგიშვილმა და ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველომ (მ. ტეფნაძე).
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2001 წლის 20 აპრილიდან.
ი. მანაგაძე
კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საბანკო საქმიანობის ზედამხედველობა და რეგულირება.
2. საბანკო საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების მიზანია საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების, კომერციული ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა, შესაძლო რისკის თავიდან აცილება და ამ გზით კომერციული ბანკების მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა, აგრეთვე ეროვნული ბანკის ინტერესების მაქსიმალური დაცვა.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს კომერციული ბანკებისათვის ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების დადგენით და მათი შესრულების კონტროლის განხორციელებით.
4. კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნებისათვის განისაზღვრება „საზედამხედველო კაპიტალი“, „ხელუხლებელი კაპიტალი და რეზერვები“ და „რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები“.
5. კომერციული ბანკებისათვის დადგენილი ეკონომიკური ნორმატივების და ლიმიტების გაანგარიშება წარმოებს ყოველთვიურად ბანკის ნაერთი ბალანსიდან.
მუხლი 2. წესში გამოყენებულ ცნებათა და ტერმინთა განმარტებანი🔗
ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ცნებებს აქვს შემდეგი განმარტებანი:
ა) „საზედამხედველო კაპიტალი“, არის პირველადი და მეორადი კაპიტალის ჯამი დაქვითვების გამოკლებით;
ბ) „ხელუხლებელი კაპიტალი და რეზერვები” არის ბანკის აქციონერთა (პარტნიორთა) კაპიტალი და განისაზღვრება როგორც სხვაობა ბანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის;
გ) „მთლიანი აქტივები“ უდრის №№ 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 23, 24, 25, 27, 29 კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამს გამოკლებული №№ 41, 49 კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები;
დ) „ლიკვიდური აქტივები“ არის ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც აქვს ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გადაქცევის უნარი და შესაძლებლობა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს №№ 1003, 1004, 1005, 1006, 1013, 1014, 1015, 1016, 1018, 1051, 1052, 1062, 1401 მინუს 1402, 1411 მინუს 1412, 1702, 1703, 1712, 1713, 1722, 1723, 1732, 1733 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები. ამასთან, ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში სახაზინო ვალდებულებებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა ერთობლივად ჩაითვლება საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტის გაანგარიშებისათვის ამ წესით დადგენილი „ვალდებულებების“ თანხის არა უმეტეს 5%-ისა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში არ ჩაითვლება: ყადაღადადებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხები, ნეგატიურად კლასიფიცირებული ბანკთაშორისი დეპოზიტები, საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებული მინიმალური რეზერვების თანხა ან მისი ნაწილი, რომლის უზრუნველყოფითაც კომერციულ ბანკს აღებული აქვს კრედიტი;
დ) „ლიკვიდური აქტივები“ არის ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც აქვს ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გადაქცევის უნარი და შესაძლებლობა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს №№ 1003, 1004, 1005, 1006, 1013, 1014, 1015, 1016, 1018, 1051, 1052, 1062, 140, 141, 1502, 1512, 1702, 1703, 1712, 1713, 1722, 1723, 1732, 1733 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები. ამასთან, ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა ერთობლივად, ჯამური თანხით ჩაითვლება საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტის გაანგარიშებისათვის ამ წესით დადგენილი „ვალდებულებების“ თანხის არა უმეტეს 10%-ისა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში არ ჩაითვლება: №141 და 1512 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული „ეგთო-ს“ არაწევრი ქვეყნების მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, ყადაღადადებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხები, ნეგატიურად კლასიფიცირებული ბანკთაშორისი დეპოზიტები, საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებული მინიმალური რეზერვების თანხა ან მისი ნაწილი, რომლის უზრუნველყოფითაც კომერციულ ბანკს აღებული აქვს კრედიტი;
ე) „მიმდინარე აქტივები“ არის დაფარვის ერთ თვემდე ვადის მქონე აქტივები;
ვ) „საკრედიტო დაბანდება“ არის ბანკის ყველა ვადიან და ვადაგადაცილებულ სასესხო და ოვერდრაფტების ანგარიშებზე რიცხული თანხები;
ზ) „ოვერდრაფტი“ არის მოკლევადიანი დაკრედიტების ფორმა, რომლითაც ბანკი კლიენტს აძლევს უფლებას მის ანგარიშსწორების ანგარიშზე რიცხული ნაშთების გადამეტებით განახორციელოს გადახდები, ანუ ბანკი უშვებს კლიენტის ანგარიშსწორების ანგარიშზე სადებეტო (უარყოფითი) სალდოს არსებობას, ოვერდრაფტის შესახებ ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების (თანხობრივი მოცულობა, დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი) გათვალისწინებით;
თ) „ძირითადი საშუალებები” არის მატერიალური აქტივები, რომლებიც იმყოფება ბანკის განკარგულებაში, გამოიყენება საბანკო მომსახურების გასაწევად, ადმინისტრაციული მიზნებისათვის და გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით სარგებლობისათვის;
ი) „ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება” არის ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ცვეთის გამოკლებით. მისი გაანგარიშებისას №290 და 291 ჯგუფის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამს აკლდება №490 და 492 ჯგუფის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხა;
კ) „არამატერიალური აქტივები” არის ისეთი აქტივები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ღირებულება და არა აქვთ მატერიალური ფორმა: პატენტები, საიჯარო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, ნოუ-ჰაუ, გუდვილი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტები;
ლ) „არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება“ არის არამატერიალური აქტივების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ამორტიზაციის გამოკლებით. მისი გაანგარიშებისას №2961 საბალანსო ანგარიშზე რიცხულ თანხას აკლდება №4911 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა;
მ) „გუდვილი“ არის საზოგადოების პრესტიჟის, საქმიანი რეპუტაციის, მისი პარტნიორების, კლიენტურისა და კადრების, როგორც აქტივის ღირებულება, რომელიც განისაზღვრება საზოგადოების საბაზრო ღირებულებასა და მისი აქტივების ღირებულებას შორის სხვაობის თანხით. გუდვილს საზოგადოების გარეშე არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, იგი იქმნება და ღირებულებას იძენს მხოლოდ საზოგადოების შერწყმისას ან ერთი საზოგადოების მიერ მეორე საზოგადოების შეძენისას;
ნ) „მთლიანი ვალდებულებები“ უდრის №№ 33, 34, 35, 36, 37, 38, 40, 43, 44, 45, 47 კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამს;
ო) „გარესაბალანსო ვალდებულებები” არის ბანკის მიერ გაცემული გარანტიები, აქცეპტები, თამასუქები, სესხების დაფინანსებისათვის ნაკისრი ვალდებულებები, გასანაღდებელი აკრედიტივები, უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები და ბანკის მიერ დოკუმენტურად აღიარებული და შესაძლო გადასახდელი ვალდებულებითი შინაარსის მქონე საბანკო ინსტრუმენტები ძირითადი თანხებით;
პ) „ვალდებულებები“ არის ბანკის მთლიანი ვალდებულებებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ამ წესით დადგენილი საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტის გასაანგარიშებლად. ვალდებულებები გაიანგარიშება როგორც ბანკის ,,მთლიანი ვალდებულებებისა“ და ,,გარესაბალანსო ვალდებულებების“ თანხობრივ მოცულობათა ჯამი, რომელშიც არ გაითვალისწინება: ბანკის მიერ მიღებული ის სესხები, სუბორდინირებული ვალები და გარესაბალანსო ვალდებულებები და/ან მათი ნაწილი, რომელთა გადახდამდე/შესრულებამდე დარჩენილია ექვს თვეზე მეტი ვადა; გაცემული გარანტიებისა და გასანაღდებელი აკრედიტივების ნაწილი მათ უზრუნველსაყოფად ამავე ბანკში დაჯავშნული ფულადი სახსრების ოდენობით; უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები;
ჟ) “მიმდინარე ვალდებულებები” არის ბანკის მთლიანი და გარესაბალანსო ვალდებულებებიდან ერთ თვემდე ვადაში გადასახდელი/შესასრულებელი და შესაძლო შესასრულებელი ყველა ვალდებულებათა თანხობრივ მოცულობათა ჯამი, რომელშიც არ გაითვალისწინება ბანკის მიერ გაცემული გარანტიებისა და გასანაღდებელი აკრედიტივების ნაწილი მათ უზრუნველსაყოფად ამავე ბანკში დაჯავშნული ფულადი სახსრები ოდენობით და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები.
რ) „ინსაიდერი“ არის ბანკის მაკონტროლებელი პირი, ადმინისტრატორი, მონათესავე საწარმო ან მათთან დაკავშირებული პირი;
ს) „აუტსაიდერი” არის არაინსაიდერი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი;
ტ) „სუბორდინირებული ვალი“ არის ისეთი ვალი, რომელსაც სხვა დეპოზიტებსა და სესხებთან შედარებით აქვს გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი, ანუ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული ვალის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ ყველა სხვა კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;
უ) „კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი“ არის ისეთი არასახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდი, რომლის ემიტენტი არის იურიდიული პირი და რომელიც ვალდებულია სავალო ფასიანი ქაღალდით გათვალისწინებული ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდისათვის;
ფ) „ეგთო“ არის „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომლის წევრ ქვეყნებში ჩაითვლება შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია;
ქ) „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში“ ჩაითვლება: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (მსოფლიო ბანკი), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკი, ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აფრიკის განვითარების ბანკი;
ღ) „დასალდოვებად ანგარიშებს” მიეკუთვნება სანაშთო ბალანსის 28 და 48 კლასის საბალანსო ანგარიშები, რომლებზეც რიცხული საერთო თანხა, როგორც წესი, ყოველდღიურად ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკში წარსადგენ სანაშთო ბალანსში 28 და 48 კლასის ანგარიშები ექვემდებარება დასალდოვებას, რომლის შედეგად მიღებული შესაძლო სადებეტო ნაშთი მონაწილეობას იღებს „რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების“, „მთლიანი აქტივების“ და „მიმდინარე აქტივების” გაანგარიშებაში, ხოლო შესაძლო საკრედიტო ნაშთი მონაწილეობას იღებს „მთლიანი ვალდებულებების“ და „მიმდინარე ვალდებულებების“ გაანგარიშებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 25 მარტის ბრძანება №75-სსმIII,№30,28.03.2002წ.,მუხ.260
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 7 აპრილის ბრძანება №67-სსმIII,№41,20.04.2004წ.,მუხ.342
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის ბრძანება №200-სსმIII,№99,27.07.2006წ.,მუხ.1358
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №253-სსმIII,№129,20.09.2006წ.,მუხ.1717
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №352-სსმIII,№174,26.12.2006წ.,მუხ.2365
მუხლი 3. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №237-სსმIII,№93,25.09.2002წ.,მუხ.829
მუხლი 4. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №237-სსმIII,№93,25.09.2002წ.,მუხ.829
მუხლი 5. ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები🔗
ბანკებისათვის დადგენილი ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტებია:
ა) კკ1 (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი) – ბანკის პირველადი კაპიტალი უნდა იყოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 8 პროცენტისა;
ბ) კკ2 (საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი) – ბანკის საზედამხედველო კაპიტალი უნდა იყოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 12 პროცენტისა;
გ) სკ1 (ერთი ინსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ერთი ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5 პროცენტს;
დ) სკ2 (ყველა ინსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ყველა ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს;
ე) სკ3 (ერთი აუტსაიდერის კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ერთი პირისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15 პროცენტს;
ვ) სკ4 (ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა კოეფიციენტი) – ბანკის მიერ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს;
ზ) სკ5 (მსხვილი სესხების კოეფიციენტი) – ბანკის მიერ გაცემული ყველა მსხვილი სესხისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ორმაგ ოდენობას;
თ) სკ6 (საბლანკო სესხების კოეფიციენტი) – ბანკის მიერ გაცემული ყველა საბლანკო სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საკრედიტო დაბანდების 25 პროცენტს;
ი) ლკ (საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტი) – საანგარიშგებო თვის საშუალო ლიკვიდური აქტივები უნდა იყოს საანგარიშგებო თვის საშუალო ვალდებულებების არანაკლებ 30 პროცენტისა;
კ) (ამოღებულია - 20.07.2006, №200);
ლ) (ამოღებულია - 20.07.2006, №200);
მ) იკ1 (წილობრივი ინვესტიციების კოეფიციენტი) – იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში ბანკის ინვესტიციების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს;
ნ) იკ2 (ქონებრივი ინვესტიციების კოეფიციენტი) – ბანკის ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში ბანკის ინვესტიციების საერთო თანხასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 70 პროცენტს;
ო) პლ1 (საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი) – ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №237-სსმIII,№93,25.09.2002წ.,მუხ.829
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №299-სსმIII,№150,29.12.2003წ.,მუხ.1238
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 7 აპრილის ბრძანება №67-სსმIII,№41,20.04.2004წ.,მუხ.342
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის ბრძანება №200-სსმIII,№99,27.07.2006წ.,მუხ.1358
მუხლი 6. კომერციული ბანკების ვალდებულება კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან:🔗
ა) განუხრელად დაიცვან ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები;
ბ) (ამოღებულია - 20.07.2006, №200);
გ) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ სუბორდინირებული სესხის (ვალის) მიღების თაობაზე ხელშეკრულება მისი გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში;
დ) არ დაუშვან თავიანთი კაპიტალის და რეზერვების შემცირება აქციების (პაის) უკუგამოსყიდვის ან სარეზერვო აქტივების განთავსების გზით საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და წესდებაში სათანადო ცვლილებების გარეშე;
ე) არ დაუშვან ინსაიდერთა სასარგებლოდ კრედიტებისა და ვალდებულებების გაცემა და საბანკო მომსახურების გაწევა აუტსაიდერებთან შედარებით უფრო ხელსაყრელი და შეღავათიანი პირობებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის ბრძანება №200-სსმIII,№99,27.07.2006წ.,მუხ.1358
მუხლი 7. სანქციები და შეზღუდვები🔗
1. (ამოღებულია).
2. კომ ერციული ბანკების მიერ ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება კომერციული ბანკის პასუხისმგებელ პირს და მოითხოვოს მისი გათავისუფლება თანამდებობიდან;
ბ) გაუუქმოს საბანკო ოპერაციების წარმოების ლიცენზია;
გ) გადაახდევინოს ბანკს ფულადი ჯარიმა თითოეულ დარღვევის ფაქტზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით ;
დ) საქმე გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს კომერციული ბანკის პასუხისმგებელი მუშაკის მიერ ყალბი ცნობის, ან ჩანაწერის შეტანისას ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენისას ან გაცემისას, ანდა ბანკის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტების გამოვლენისას, დამნაშავე პირის გამოვლენისა და პასუხისმგებლობის მიზნით.
3. ბანკებს ეკრძალებათ ინსაიდერთა სასარგებლოდ ისეთი კრედიტების და ვალდებულებების გაცემა და საბანკო მომსახურების გაწევა, როდესაც კრედიტების და ვალდებულებების გაცემა და საბანკო მომსახურების გაწევა წარმოებს უფრო ხელსაყრელი ვადებით და პირობებით, ვიდრე ყველა დანარჩენ პირთა მიმართ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №237-სსმIII,№93,25.09.2002წ.,მუხ.829
მუხლი 8. კომერციული ბანკების უფლება🔗
1. კომერციულ ბანკს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს მისი გასაჩივრების უფლება ეროვნულ ბანკში ადმინისტრაციული საჩივრის, ასევე სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარდგენით.
2. კომერციული ბანკის ადმინისტრაციულ საჩივარს, რომლის მიმართაც გამოყენებული იქნა სანქცია, განიხილავს და გადაწყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს კურატორი ვიცე-პრეზიდენტი.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, №95, 10.04.2001, სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.008.004730 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1332907-6/