საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.06.2000 ძალადაკარგული 05.05.2006
ნომერი
№120
სარეგისტრაციო კოდი
000000010.01(2).004.000305
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 05/07/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.305

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №120

2000 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №214 - სსმ III, №79, 31.08.2000 წ., მუხ.727

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ექვემდებარება იუსტიციის მინისტრს.

2. დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

3. დეპარტ ა მენტის დანიშნულებაა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის მართვა.

თავი II

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

4. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის (შემდგომში – ბიუჯეტი) ფორმირება და განაწილება დადგენილი პრინციპების შესაბამისად;

ბ) ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის და შესაბამისი სამსახურების მოთხოვნების საფუძველზე სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და საფინანსო უზრუნველყოფა, არსებული საწარმოო პოტენციალის განვითარება. კ აპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაგეგმვა-განხორციელება;

გ) შემოსავალ-გასავლების, სხვა ფინანსური და მატერიალური რესურსების საბუღალტრო აღრიცხვა;

დ) საფინასო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, საფინანსო შემოწმება და ანალიზი.

5. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენა და არსებული წესით ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; საბიუჯეტო (არასაბიუჯეტო) ხარჯების განხილვა და დამუშავება;

ბ) საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს ხარჯების გადანაწილება და წარდგენა იუსტიციის მინისტრთან დასამტკიცებლად. გეგმური მაჩვენებლების მიღების შემდეგ ყოველთვიური დაფინანსების ლიმიტის შემუშავება და დამტკიცება;

გ) ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება; კვარტალური და წლიური საფინასო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დროულად წარდგენა ფინანსთა სამინისტროში;

დ) იუსტიციის სამინისტროს ქვედანაყოფების ცენტრალიზებული მომარაგება ყველა სახის კმაყოფით. კვების პროდუქტებზე, სანივთე ქონებაზე, საწვავ-საპოხ მასალებზე, შეიარაღებაზე, მედიკამენტებზე, მანქანა-მოწყობილებაზე, ტრანსპორტზე, სამშენებლო მასალებსა და სხვა დანარჩენ აუცილებელ საქონელზე განაცხადების ანალიზი და მარკეტინგი;

ე) კონკურსების (ტენდერების) მომზადება და ჩატარება, ხელშეკრულებების განხილვა და გაფორმება მომწოდებელ ორგანიზაციებთან, კომპანიებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებთან;

ვ) ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება, შესყიდულ მატერიალურ ფასეულობათა იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ ბაზებში (საწყობებში) განთავსება და საბუღალტრო აღრიცხვაზე აყვანა;

ზ) ანალიტიკური და საფინანსო საქმიანობისა და რევიზია-შემოწმებების ჩატარება მინისტრის მიერ დამტკიცებული წლიური პროგრამის შესაბამისად;

თ) მსჯავრდებულთა დასაქმების ორგანიზება და ამ მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №214 - სსმ III, №79, 31.08.2000 წ., მუხ.727

თავი III

დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი

6. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 7. დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებულია:

ა) ორგანიზაცია გაუწიოს ბიუჯეტის პროექტის შედგენას წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე;

ბ) საბიუჯეტო პოლიტიკიდან გამომდინარე განსა ზ ღვროს იუსტიციის სამინისტროს ხარჯვითი ნაწილის მიმართულებები არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ორგანიზაცია გაუწიოს მარკეტინგული სამუშაოების ჩატარებას, მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმებას და მათი შესრულების კონტროლს;

დ) განახორციელოს შესაბამისი კონტროლი დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებაზე;

ე) ორგანიზაცია გაუწიოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წლიური პროგრამის შესაბამისად და ცალკეული განკარგულებების საფუძველზე რევიზია-შემოწმებებს.

ვ) ორგანიზაცია გაუწიოს იუსტიციის სამინისტროს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერებას, მატერიალური და ფულადი რესურსების დაცვას და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების სისწორის კონტროლს.

8. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ და კოორდინაციას უწევენ დეპარტამენტში შემავალ სამსახურებს. დეპარტამენტს ჰყავს მრჩეველები და სპეციალისტები.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა

9. ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბიუჯეტო-ადმინისტრაციული სამმართველო;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) საკონტროლო-სარევიზიო სამმართველო;

დ) მშენებლობის სამმართველო;

ე) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;

ვ) მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №214 - სსმ III, №79, 31.08.2000 წ., მუხ.727

10. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოები (ცენტრალური ბაზები, საწყობები).

თავი V

დასკვნითი დებულებანი

11. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აღნიშნული დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

12. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს გ ერბის გამოსახულებით, კუთხოვანი შტამპი და ემბლემა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს საწარმოო უბნის სანიმუშო

წ ე ს დ ე ბ ა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №214 - სსმ III, №79, 31.08.2000 წ., მუხ.727

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საწარმოო უბანი” წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულს.

2. საწარმოო უბნის იურიდიული მისამართია . . . . . . . . . . . . . .

3. საწარმოო უბანი იქმნება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 2. საწარმოო უბნის იურიდიული სტატუსი

1. საწარმოო უბანს, როგორც ეკონომიკური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულს, აქვს განცალკევებული ქონება, რომელიც მას გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონებიდან მინისტრის ბრძანებით, სარგებლობის უფლებით.

2. საწარმოო უბანს გააჩნია: დამოუკიდებელი ბალანსი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილია, ბეჭედი და შტამპი.

    მუხლი 3. საქმიანობის საგანი და მიზნები

1. საწარმოო უბნის შექმნის მიზანია:

ა) მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი შრომითი უზრუნველყოფა;

ბ) „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლით დადგენილი წესით სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციასთან ერთად შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა;

გ) წარმოებული პროდუქციითა და მისი რეალიზაციით მიღებული შემოსავლით პატიმართა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

2. მე-3 მუხლის I პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საწარმოო უბანი ახორციელებს:

ა) იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის საჭირო ინვენტარისა და პროდუქციის პრიორიტეტულ წარმოებას;

ბ) სახალხო მეურნეობის დარგებისათვის საჭირო პროდუქციის წარმოებას შეკვეთების საფუძველზე;

გ) ფართო მოხმარების საქონლისა და საგნების წარმოებასა და რეალიზაციას და ყველა ისეთი სახის საქმიანობას, რომელიც ნებადართულია კანონით და რომელიც შეიძლება განხორციელდეს პატიმართა დასაქმების მიზნით.

    მუხლი 4. საწარმოო უბნის ხელმძღვანელობა

1. საწარმოო უბნის ხელმძღვანელობას ახორციელებს საწარმოო უბნის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი.

2. საწარმოო უბნის უფროსი ვალდებულია საწარმოს საქმიანობა წარმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საწარმოო უბნის უფროსი საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას შეიმუშავებს და ამტკიცებს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან შეთანხმებით.

4. საწარმოო უბნის უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს) და თანამდებობის პირებს მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს საწარმოო უბნის უფროსი.

    მუხლი 5. წარმომადგენლობა

1. საწარმოო უბნის წარმომადგენლობა ეკისრება მის უფროსს. იგი წარმოადგენს საწარმოო უბანს მესამე პირებთან ურთიერთობაში. მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამზადებს და დებს გარიგებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საწარმოო უბნის უფროსი ამუშავებს გამოსაშვები პროდუქციის საპროგნოზო მოცულობებს სახეობების მიხედვით და ათანხმებს მას მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან.

3. საწარმოო უბნის უფროსის თანამდებობიდან წასვლის ან მისი გათავისუფლების შემთხვევაში უბნის წარმომადგენლობა დაეკისრება უბნის უფროსის მოადგილეს, ვიდრე დანიშნულ იქნება საწარმოო უბნის ახალი უფროსი.

6. იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებანი საწარმოო უბნის მართვის სფეროში

1. იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგ საკითხებზე:

ა) წლიური ანგარიშის დამტკიცება;

ბ) სამეურნეო შედეგების გამოყენება;

გ) უფროსის დანიშვნა-გათავისუფლება;

დ) საწარმოო უბნის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა.

    მუხლი 7. საწარმოო უბნის ქონება, ფონდები, მოგებისა და ზარალის განაწილება

1. საწარმოო უბნის ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მინისტრის ბრძანებით გადაცემული აქვს ბალანსზე სარგებლობის უფლებით.

2. საწარმოო უბნის ქონება შედგება სამინისტროს მიერ საწარმოსათვის გადაცემული ძირითადი ფონდების, საბრუნავი საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობებისაგან, რომელთა ღირებულებაც ასახულია საწარმოო ბალანსზე.

3. საწარმოო უბნის ქონება იქმნება აგრეთვე მისი სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

4. საწარმოო უბნის წლიური მოგება მიემართება იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე და მისი განაწილების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 8. ანგარიშგება

1. საწარმოო უბანი კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს იუსტიციის სამინისტროს.

2. სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს უფლება აქვს ჩაატაროს საწარმოო უბნის საწარმოო-საფინანსო საქმიანობის რევიზია. რევიზიის ჩატარების პერიოდულობა განისაზღვრება ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ. ნებისმიერი სახის შემოწმების ჩატარებისას არ უნდა დაირღვეს საწარმოო უბნის მუშაობის რიტმი.

    მუხლი 9. დავების გადაწყვეტა

საწარმოო უბნის საქმიანობისას წარმოშობილი დავების გადაწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 10. საწარმოო უბნის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. საწარმოო უბნის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №214 - სსმ III, №79, 31.08.2000 წ., მუხ.727

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს დებულება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №214 - სსმ III, №79, 31.08.2000 წ., მუხ.727

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეკონომიკური დეპარტამენტის შრომითი რეაბილიტაციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. სამმართველოს დანიშნულებაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის ორგანიზება.

3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებით.

4. სამმართველო საქმიანობას წარმართავს კანონიერების, პიროვნების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით.

    მუხლი 2. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები

სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:

1. მსჯავრდებულთა ნებაყოფლობით შრომაში ჩაბმის მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

2. სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზების სწორი, მიზანდასახული ექსპლუატაციით მოგების მიღება, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების მატერიალური ბაზის გაუმჯობესებასა და მუშაკთა შრომის ანაზღაურების ზრდას მოხმარდება.

3. სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებისა და ინვენტარის წარმოების პრიორიტეტული განვითარება.

4. ამ ამოცანების შესასრულებლად სამმართველო სასჯელაღსრულების დაწესებულებების ტერიტორიაზე ქმნის საწარმოო უბნებს.

5. სამმართველო შეიმუშავებს და ეკონომიკურ დეპარტამენტს წარუდგენს წინადადებებს წარმოების განვითარებისათვის, მატერიალური ბაზის სრულყოფისათვის საჭირო ღონისძიებებს.

6. სამეურნეო საქმიანობის შედეგებს ამტკიცებს ეკონომიკური დეპარტამენტი; მიღებული მოგების განაწილების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი ეკონომიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, არჩევს სამმართველოსა და საწარმოო უბნების მუშაკების კანდიდატურებს, ათანხმებს ეკონომიკური დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ეს უკანასკნელი წარუდგენს მინისტრს დასანიშნად;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მუშაკთა შორის, განსაზღვრავს პრიორიტეტებს საწარმოო უბნებში ამა თუ იმ პროდუქციის გამოშვებისათვის, ამუშავებს მიმდინარე და პრესპექტიულ გეგმებს;

გ) მონაწილეობს სამმართველოს სახელით ხელშეკრულების მომზადებაში, შეაქვს მასში აუცილებელი კორექტივები და ამზადებს მათ ხელმოსაწერად;

დ) ახორციელებს ამ დებულებითა და ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ მის კომპეტენციაში შემავალ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 4. სამმართველოს სტრუქტურა.

1. სამმართველო წარმოდგენილია შემდეგი სტრუქტურით:

ა) უფროსი;

ბ) მოადგილე;

გ) მრჩეველი – 3;

დ) საწარმოო უბნები, რომელთა საშტატო განრიგი განისაზღვრება ცალკეული უბნების სპეციფიკიდან გამომდინარე.

2. საწარმოო უბნების წესდებას შეიმუშავებს ეკონომიკური დეპარტამენტი და ამტკიცებს მინისტრი.

3. საწარმოო უბნები იქმნება და უქმდება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 5. სამმართველოს ქონება

1. სამმართველოს გააჩნია საკუთარი ქონება ძირითადი, საბრუნავი და სხვა მატერიალური ფასეულობების სახით.

2. სამმართველოს საწარმოო უბნების სამეურნეო საქმიანობას წარმართავს ძირითადად სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დაცული ტერიტორიების შიგნით. ამ ტერიტორიების გარეთ სამეურნეო საქმიანობისათვის მსჯავრდებულთა გამოყენების წესს განსაკუთრებულ შემთხვევაში განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 6. სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა, ფუნქციონირების შეჩერება

1. სამმართველოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

2. სამმართველოს ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №214 - სსმ III, №79, 31.08.2000 წ., მუხ.727

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №120, 26.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000305 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1335817-1/