საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.05.2011 ბოლო ცვლილება 29.12.2025
ნომერი
№303
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016192
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110524001, 25/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (81)

შემდგომი ცვლილებები (53)

წინა ცვლილებები (28)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №303

+

2011 წლი ს 23 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

+

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

+

დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანდართული დებულება.

    მუხლი 2

+

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31  მარტის №248 ბრძანება.

    მუხლი 3

+

1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 10 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფ “ ქვეპუნქტისა.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფ “ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 14 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                             

პ. პეტრიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №465 - ვებგვერდი, 06.09.2011 წ.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №537 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №548 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.

5.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №603 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №604 - ვებგვერდი, 09.12.2011წ.

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 10.01.2012წ.

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 16.01.2012წ.

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 24.01.2012წ.

10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №99 - ვებგვერდი, 28.03.2012 წ.

11 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანება №117 - ვებგვერდი, 19.04.2012წ.

12. საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 აპრილის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 26.04.2012წ.

13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 30.05.2012წ. 

14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 ივნის ის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის  6 ივლისის ბრძანება №222 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის ბრძანება №23 0 - ვებგვერდი, 10.07.2012წ.

17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 03.08.2012წ.

18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №315 - ვებგვერდი, 08.08.2012წ.

19. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №353 - ვებგვერდი, 27.08.2012წ.

20. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №456 - ვებგვერდი, 01.11.2012წ.

21.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №457 - ვებგვერდი, 01.11.2012წ.

22. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №479 - ვებგვერდი, 14.11.2012წ.

23. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 12.02.2013წ.

24. საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.

25. საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №122, ვებგვერდი, 26.04.2013წ.

26. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 აპრილის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.

27. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №344 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.

28. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №360 - ვებგვერდი, 31.10.2013წ.

 

  

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულება

     მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

+

1. შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ “ საქართველოს კანონით, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. სამსახურს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სამსახურის მისამართია: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16 და ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

    მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილებები და ფუნქციები

+

1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს;

ბ) ახორციელებს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

გ) ახორციელებს საგადასახადო კონტროლ ს , საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო- საკარანტინო,  სანიტარიულ-საკარანტინო   კონტროლს, არასატარიფო ღონისძიებებს;

დ)   უზრუნველყოფს საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას;

ე) იღებს წინასწარ გადაწყვეტილებას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე;

ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე გასცემს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებს;

ზ) გასცემს ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატს;

თ)   ახორციელებს საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენას, საქონლის საბაზრო ღირებულების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრას;

ი) მონაწილეობს გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრასთან, სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;

ი ​1 ) უზრუნველყოფს „საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ და „საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების მომზადებ ისა და დადებ ის პროცესში მონაწილეობის მიღებას, ასევე მათი იმპლემენტაციის მიზნით მოქმედებათა განხორციელების კოორდინაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე; 

ლ) განიხილავს საჩივრებს და მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვაში;

მ) თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ნ) იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში  ცვლილებების შეტანის, გაუქმების  თაობაზე და ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;

ო) იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

პ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევის საქმეების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;

ჟ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;

რ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული კორესპონდენციის მიღებას, შესაბამის რეაგირებასა და შენახვას;

ს) შემოსავლებზე ან/და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ან/და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ურთიერთშეთანხმების პროცედურების ფარგლებში, აწარმოებს კონსულტაციებს და მოლაპარაკებებს, აფორმებს შეთანხმებას ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსათან; საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას და თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, ასევე ასრულებს საგადასახადო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შუამდგომლობებს;

ტ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, ასევე სასაქონლო ოპერაციებთან დაკავშირებულ მომსახურებას;

უ) უზრუნველყოფს გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირებას;

ფ) უზრუნველყოფს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, დანაკარგების მაქსიმალური     ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის მიერ შემუშავებული ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების დადგენას;

ქ) ახორციელებს საქართველოს   მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ორგანიზება ს;

ღ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

2. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა, რომლიდან მიღებული შემოსავალიც ხმარდება სამსახურის მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 24.01.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანება №117 - ვებგვერდი, 19.04.2012წ.

საქართველოს   ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი , 30.05.2012 წ .

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის  6 ივლისის ბრძანება №222 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 03.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 აპრილის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.

 

 

მუხლი 3. სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა

1 +

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით.

2. სამსახურის უფროსი, კომპეტენციის  ფარგლებში: 

ა) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე;

დ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას;

ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;

ვ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციებსა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს;

ზ) გამოსცემს მეთოდურ მითითებებსა და შიდა ინსტრუქციებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომელთათვის;

თ) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს;

კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ლ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესს;

ლ​1 ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურ ში სტაჟირების ან/და პრაქტიკის გავლის წესს;

მ) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით – თანამდებობრივ სარგოებს;

ნ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ო) განკარგავს სამსახურისათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

პ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სამსახურის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;

ჟ) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;

რ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ს) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის აღწერილობასა და სამსახურის ლოგოს; 

ტ) ხელმძღვანელობს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევას;

უ) გამოსცემს  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ფ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 

5. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, პირველი მოადგილე, რომლებსაც, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს.

6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას – სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 10.01.2012წ.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 აპრილის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 26.04.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №456 - ვებგვერდი, 01.11.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №457 - ვებგვერდი, 01.11.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №122, ვებგვერდი, 26.04.2013წ.

     მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

+

1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახური შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან სამსახურის ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.

2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;

გ) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი;

დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) იურიდიული დეპარტამენტი;

ზ) დავების დეპარტამენტი;

თ) აუდიტის დეპარტამენტი;

ი) მომსახურების დეპარტამენტი;

კ) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი;

ლ) (ამოღებულია - 12.04.2013, N106);

მ) საბაჟო დეპარტამენტი;

ნ) (ამოღებულია - 12.02.2013, №44).

 საქართველოს   ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი , 30.05.2012 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 ივნის ის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 10.07.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №479 - ვებგვერდი, 14.11.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 12.02.2013წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.

    მუხლი 5. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოები

+

1. აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი და საბაჟო დეპარტამენტი სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებია და წარმოადგენს სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო ორგანოებს.

2. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით. 

3. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ დამოუკიდებლად და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.

4. სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო ორგანოებს შესაძლებელია ჰ ქონდეთ ბეჭდები.

საქართველოს   ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი , 30.05.2012 წ .

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 10.07.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.

     მუხლი 6. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი

+

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის  ფუნქციებია:

ა) სამსახურის საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება;

ბ) სამსახურის ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;

გ) სამსახურის მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება;

დ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი  შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან;

ე) სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის  აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამსახურსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება;

ვ) სამსახურის, სამსახურის ხელმძღვანელობის იმიჯზე ზრუნვა;

ზ) სამსახურის, სამსახურის უფროსის რეიტინგის კვლევა;

თ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება სამსახურში მიმდინარე პროცესების შესახებ;

ი) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;

კ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ლ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად მომზადება;

მ) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება;

ნ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება;

ო) პრესკონფერენციების მოწყობა;

ო​1) კომპეტენციის ფარგლებში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ორგანიზება;

პ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ჟ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანება №117 - ვებგვერდი, 19.04.2012წ.

     მუხლი 7.  საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი

+

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოება, ოფიციალური მიმოწერა და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ასევე, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;

ბ ​1 ) „საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ და „საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებ ისა და დადებ ის პროცესში მონაწილეობის მიღება, ასევე მათი იმპლემენტაციის მიზნით მოქმედებათა განხორციელების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სარეიტინგო კვლევების შესწავლა და ანალიზი, ასევე, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; 

დ) სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, მომზადება, შეთანხმება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ე) საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპულ ორგანიზაციასა (IOTA) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში (WCO), აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობა;

ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;

ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების შესწავლა და ანალიზი;

ი) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა;

კ) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e–CEN) მუდმივად განახლებადი ინფორმაციის განთავსება;

ლ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 03.08.2012წ.

    მუხლი 8. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი

+

ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საკადრო საქმისწარმოება, სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;

ბ) სამსახურში არსებული სამუშაო ადგილების ანალიზი, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება;

გ) თანამშრომელთა შეფასება, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზი;

დ) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ე) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება;

ზ) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა, თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევა;

თ) სამსახურში სტაჟირების გავლის ორგანიზება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტაჟირების გავლის ორგანიზებას, სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს სამსახურის მიერ შერჩეული ორგანიზაცია;

ი) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრეინინგის საჭიროების კვლევა და ანალიზი;

კ) სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

მ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

      მუხლი 9. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი

+

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ფუნქციებია:

ა) ახალი საინფორმაციო სისტემების შემუშავება და არსებულ საინფორმაციო სისტემებში ცვლილებების შეტანა;

ბ) ახალი პროგრამული პროდუქტების და სერვისების პროექტირება, პროექტების ინიციირება, მომზადება და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორცილელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა;

გ) არსებული საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით სამსახურის უზრუნველყოფა, შესაბამისი მომხმარებლებისათვის ტრეინინგების ორგანიზება და სათანადო კონსულტაციების გაწევა;

დ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების დანერგვა და სამომხმარებლო ტესტირება, საინფორმაციო სისტემების საოპერაციო გარემოში გასაშვებად მომზადება და გაშვების უზრუნველყოფა, პროგრამის სამომხმარებლო დოკუმენტაციის მომზადება;

ე) ახალი და არსებული ავტომატიზებული სამუშაო ადგილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან ერთად ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;

ვ) ვებ-არქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა, ერთიანი საჯარო და შიდა კორპორატიული ვებ-სერვისების უზრუნველყოფა;

ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული და საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად, ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;

თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან ერთად მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, მონაცემთა რეზერვირებისა და აღდგენის უზრუნველყოფა, საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების არქიტექტურისა და დიზაინის შემუშავება;

თ​1) კომპეტენციის ფარგლებში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ორგანიზება;

ი) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

კ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანება №117 - ვებგვერდი, 19.04.2012წ.

    მუხლი 10. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

+

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურის სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

ბ) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა;

გ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

დ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;

ზ) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;

თ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;

ი) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი;

კ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;

ლ) სამსახურში საარქივო საქმიანობის წარმართვა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

მ​1) კომპეტენციის ფარგლებში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ორგანიზება;

ნ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ო) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანება №117 - ვებგვერდი, 19.04.2012წ.

    მუხლი 11. იურიდიული დეპარტამენტი

+

იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;

გ) განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

დ) სამსახურში სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ზ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 12. დავების დეპარტამენტი

+

დავების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;

ბ) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;

გ)  საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

დ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

ე) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

თ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 13. აუდიტის დეპარტამენტი

+

აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საგადასახადო შემოწმებების, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევისათვის რისკის კრიტერიუმების და პრინციპების განსაზღვრა, ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობა, მონიტორინგი და ანალიზი;

ბ) (ამოღებულია - 12.04.2013, N106);

გ) (ამოღებულია - 12.04. 2013, N106);

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების (მათ შორის, გადამხდელის ინიციატივით) ორგანიზება და ჩატარება;

ე​1 ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას, ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;

ე​2) სამსახურის საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ბალანზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კონტროლის შედეგების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით წინასწარი განხილვის ორგანიზება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; 

ზ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების კომპლექსური პროცედურული სტანდარტების შემუშავება;

„თ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;“

ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

ლ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

 საქართველოს ფინანსთა   მინისტრის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №99 - ვებგვერდი, 28.03.2012 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.

    მუხლი 14. მომსახურების დეპარტამენტი

+

მომსახურების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) აქციზური მარკების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების გაცემა;

ბ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა, ნებართვის გაუქმება. წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის შეთანხმება. აზარტული და მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ბ​1) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვა;(გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

გ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭება და გაუქმება;

გ​1) საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის/სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭება და გაუქმება. იურიდიული პირისთვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭება და გაუქმება;

გ​2) იურიდიული პირისთვის სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა. სპეციალური სავაჭრო ზონების ერთიანი შიდასაუწყებო რეესტრის წარმოება;

გ​3) ფიზიკური პირისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის, მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის და პირისთვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება და გაუქმება;(გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

გ​4) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მინიჭება და გაუქმება. უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანა;(გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

დ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, ჩამორთმევასთან და გაუქმებასთან, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან, გადასახადის გადამხდელისათვის მსხვილი გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

ე) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ერთიანი ელექტრონულ ი რეესტრის წარმოება. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე შესაბამისი ცნობების გაცემა;(გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

ვ) (ამოღებულია - 06.07.2012, №222); 

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვა, გადასახადის გადამხდელთა მომსახურება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოება, გადასახადის გადამხდელთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღება და გაცემა;

ზ​1) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. გადასახადის გადამხდელთათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების ადგილზე გაწევა;

ზ​2) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;(გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

ზ​3) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა; (გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

თ) (ამოღებულია - 12.04. 2013, N106);

ი) დაინტერესებული პირისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, გადასახადის გადამხდელისთვის პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების გაწევა;

კ) საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; 

ლ) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის, აგრეთვე საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;(გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

მ) (ამოღებულია - 10.07.2012, №230); 

ნ) (ამოღებულია - 23.08.2012, №353);(გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

ნ ​1 )  (ამოღებულია - 12.04. 2013, N106);

ნ​2 ) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით ;

ნ​3 )  (ამოღებულია - 12.04. 2013, N106);

ნ​4 )  (ამოღებულია - 12.04. 2013, N106);

ნ​5 ) (ამოღებულია - 12.04. 2013, N106);

ნ​6)  (ამოღებულია - 12.04. 2013, N106);

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

ჟ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

რ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №537 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №548 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 16.01.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის ბრძანება №222 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 10.07.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №353 - ვებგვერდი, 27.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.

   მუხლი 15. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი 

+

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;

ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელება ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, დათვალიერებით, ინვენტარიზაციით. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი;

გ) აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

დ) (ამოღებულია - 23.08.2012, №353);(გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

ე)  (ამოღებულია - 23.08.2012, №353);(გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

ვ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;

ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი;(გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

თ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება;

ი) გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე მონიტორინგი. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება;

ი​1) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;(გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

კ) მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას ან/და კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;(გავრცელდეს 2012 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

ლ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა;

მ) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზი;

ნ) მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაცია და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ჟ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

რ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო  საშუალების გაჩერება ხდება ხელით გამოხატული ჟესტით ან სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს საშუალებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისთვის, ხოლო სიგნალები მიეცეს დროულად, რათა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა არ მიმართონ იძულებით მანევრირებას და მკვეთრი დამუხრუჭებით დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №465 - ვებგვერდი, 06.09.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №603 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №604 - ვებგვერდი, 09.12.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

      საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

      საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 10.07.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №353 - ვებგვერდი, 27.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №360 - ვებგვერდი, 31.10.2013წ.

     მუხლი 16. (ამოღებულია) 

+

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20 11 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №465 - ვებგვერდი, 06.09.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №548 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №603 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 16.01.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №315 - ვებგვერდი, 08.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №353 - ვებგვერდი, 27.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.

    მუხლი 17. საბაჟო დეპარტამენტი

+

  საბაჟო დეპარტამენტის ფუნქციებია:

  ა) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და გადადგილებაზე საბაჟო კონტროლი; 

 ბ) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება;

 გ) საბაჟო დეკლარაციის შევსება და სასაქონლო ოპერაციების განხორციელება;

 დ) სასაქონლო ოპერაციათა მონიტორინგი, ზედამხედველობა და ანალიზი. სასაქონლო ოპერაციების განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონიტორინგი;

 ე) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში  შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;

  ვ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაცია;

  ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელება;

  თ) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სტაციონარული მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

  ი) სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა, პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და მასში მონაწილეობა;

  კ) საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო  საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლის სპეციალური საშუალებების (მათ შორის,  რენტგენ-სკანირების, სამოსამსახურეო დანიშნულების ძაღლების და სხვ.) დანერგვა და გამოყენება, მიღებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირება;

 ლ) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის, მთლიანობისა და ლუქების კონტროლი და მის ტერიტორიაზე არსებული სათავსების/საწყობების საქმიანობის ორგანიზება და მართვა;  

  მ) საბაჟო დეპარტამენტში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

  ნ) ფარმაცევტული პროდუქტის საგადასახადო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაცია და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდება;

  ო) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელებისას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა;

  პ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი ავტომატიზებული სისტემა „Tracker 7“-ის საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია, ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით;

  ჟ) საქონლის გაფორმებისას ან/და კომპეტენციის  ფარგლებში სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით;

  რ) გაფორმებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე, სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

  ს) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის და საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის და საბაჟო საწყობის საქმიანობის  უწყებრივი სანებართვო რეესტრების წარმოება;

  ტ) საბაჟო საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებითი შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის მომზადება;

  უ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;

  ფ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვის, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი (მათ შორის, დადგენილი კვოტის ზევით, რომელიც უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი) ნებართვის გაცემა;

  ქ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა;ღ) თავისუფალი ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

  ყ) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით;

  შ) ჩამორთმეული სამართალდარღვევის საქონლის, საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის ელექტრონული ან წერილობითი (როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გადაცემა შეუძლებელია) ფორმით მიწოდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის;

  ჩ) საბაჟო კონტროლის  განხორციელებისას ან/და დეკლარირებული საქონლის მიმართ  გამოსაყენებელი  რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის  მუშაობის ორგანიზირება, მონიტორინგი და ანალიზი;

 ც) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, „ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი;

 ძ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ანალიზი და გადამოწმება;

 წ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელება;

 ჭ) კომპეტენციის ფარგლებში:

 ჭ.ა) ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების შესახებ უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;

 ჭ.ბ) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

 ჭ.გ) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

 ჭ.დ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

 ხ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

  ჯ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20 11 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №465 - ვებგვერდი, 06.09.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №603 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №315 - ვებგვერდი, 08.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №353 - ვებგვერდი, 27.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №344 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.

 

    მუხლი 17​1. (ამოღებულია)    

       საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №479 - ვებგვერდი, 14.11.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 12.02.2013წ.

 

     მუხლი 18. სამსახურის სათათბირო ორგანო

+

1. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და მათ შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამსახურის უფროსს შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები სათათბირო უფლებით.

2. სათათბირო ორგანოები იქმნება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №303, 23.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016192 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1336004-28/