ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.05.2011 ბოლო ცვლილება 30.01.2018
ნომერი
№90
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110525015, 25/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №90

2011 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხა (დანართი №1).

მუხლი 2. დამტკიცდეს სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება, გარდა სამედიცინო ბარათისა. (დანართი №2).

მუხლი 3 . დამტკიცდეს სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმიდან მხოლოდ სამედიცინო ბარათის გაცნობის უფლება. (დანართი №3).

მუხლი 4.   ამ ბრძანების პირველი და მე-3 მუხლებით განსაზღვრული პირები უფლებამოსილნი არიან გაეცნონ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს დადგენილ ფარგლებში მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის ბრძანება №194 - ვებგვერდი, 31.07.2013 წ.

მუხლი 5 . ამ ბრძანების პირველი და მე-3 მუხლებით განსაზღვრულ პირებს უფლება არა აქვთ გაამჟღავნონ ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენონ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობით მიღებული ინფორმაცია სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის ბრძანება №194 - ვებგვერდი, 31.07.2013 წ.

მუხლი 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ხ . კალმახელიძე

      შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №229 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 8 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 10.01.2013 წ.

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის ბრძანება №194 - ვებგვერდი, 31.07.2013 წ.

დანართი №1

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე.

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ( შემდგომში – სამინისტრო) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობას.

4. (ამოღებულია - 26.12.11 №229).

5. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი და უფროსის მოადგილე.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №229 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 8 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 10.01.2013 წ.

დანართი №2

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში –დეპარტამენტი) თავმჯდომარე.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები.

3. დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მოსამსახურეები.

4. დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები.

5. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

6. დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მოსამსახურეები.

7. დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები.

8. დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების  (შემდეგში - დაწესებულება) დირექტორები და მათი მოადგილეები.

9. დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მოსამსახურეები.

10. დაწესებულებების სოციალური განყოფილებების მოსამსახურეები.

11. დაწესებულებების უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეები.

12. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 8 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 10.01.2013 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის ბრძანება №194 - ვებგვერდი, 31.07.2013 წ.

დანართი №3

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) უფროსი.

2. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

3. სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო ანალიზის, კონტროლისა და მომარაგების სამმართველოს უფროსი.

4. სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.

4​1. სამედიცინო დეპარტამენტის ის მოსამსახურეები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ სამედიცინო სახის დოკუმენტაციის მიმოსვლასა და წარმოებას.

5. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის წევრები .

6. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული ექიმი ან ექიმთა ჯგუფი .

7. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის წევრები.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 8 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 10.01.2013 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №90, 25.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016046 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1339194-3/