მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.05.2011 ბოლო ცვლილება 27.11.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№222
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.016382
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110527010, 27/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №222

2011 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8მუხლის მე-11 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5მუხლის„ზ“ქვეპუნქტისა და მე-6მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს:

1. დებულება მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ (დანართი  №1).

2. მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები (დანართი  №2).

   მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის №211 დადგენილება „მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“.

  მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

დანართი  №1

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის

ნორმების შესახებ

   მუხლი 1

დებულება მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ ადგენს მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან, მიღებასთან, შენახვასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ, ზღვრულ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მარცვლეულის ფაქტობრივი დანაკლისის შემთხვევაში. 

    მუხლი 2

ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა–მარცვლეულის წონის კლების დასაშვები ოდენობა, რომელიც გამოწვეულია სასაქონლო სატრანსპორტო და შენახვა-გადამუშავების ოპერაციებისთვის თანმხლები ფიზიკური და ბიოლოგიური პროცესებით, მარცვლეულის შრობისა და მეტეოროლოგიური ფაქტორებით, რომლებიც გამოიანგარიშება პროცენტულად, მარცვლეულის საერთო წონის გათვალისწინებით;

ბ) მარცვლეული–მცენარეული კულტურების ნაყოფები, რომლებიც გამოიყენება საკვები და ტექნიკური მიზნებისათვის;

გ) ხორბალი–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება1001სასაქონლო პოზიციაში;

დ) ჭვავი–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება10020000000სასაქონლო პოზიციაში;

ე) ქერი–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება100300სასაქონლო პოზიციაში;

ვ) შვრია–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება10040000000სასაქონლო პოზიციაში;

ზ) სიმინდი–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება1005სასაქონლო პოზიციაში;

თ) ბრინჯი–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება1006სასაქონლო პოზიციაში;

ი) სორგო მარცვლოვანი–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება100700სასაქონლო პოზიციაში;

კ) წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი, დანარჩენი მარცვლეული–მარცვლეულის სახეობები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება1008სასაქონლო პოზიციაში;

ლ) ელევატორი–მარცვლეულის საცავი, აღჭურვილი მექანიკური მოწყობილობით, მარცვლეულის მიღების, გაწმენდის, შრობისა და გადატვირთვისათვის;

მ) სილოსი–კოშკის ან ორმოს ტიპის ნაგებობა, რომელიც გამოიყენება მარცვლეულის შესანახად;

ნ) საერთაშორისო გადაზიდვები–გადაზიდვები, რომელთა მარშრუტი გადაკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს;

ო) ქვეყნის შიგნით გადაზიდვა–ტვირთის გადაზიდვა (არანაკლებ200კმ მანძილზე), რომელიც დატვირთულია მოცემული (საქართველოს) სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ექვემდებარება ჩამოტვირთვას იმავე (საქართველოს) სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

    მუხლი 3

აკრძალულია მარცვლეულის ჩამოწერა მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების ფარგლებში დანაკლისის ფაქტის დადგენამდე.

   მუხლი 4

დანაკარგი, რომელიც წარმოიქმნება მარცვლეულის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას და ელევატორის სილოსებში შენახვისა და საელევატორო პროცესებისას, გამოითვლება ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრულების დროს, თითოეული ოპერაციიდან კონკრეტული დანაკარგის ნორმის გამრავლებით მარცვლეულის წონაზე.

დანართი  №2

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები

 

 №

 

ბუნებრივი დანაკარგის სახეები

დანაკარგის ნორმა

(%-ში მასიდან)

1

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა საერთაშორისო გადაზიდვების (საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტირება) დროს შეადგენს

0.29-მდე

2

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა ქვეყნის შიგნით გადაზიდვების (სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტირება) დროს შეადგენს

 

0.1-მდე

3

მარცვლეულის შენახვისას ელევატორის სილოსებსა და საელევატორო პროცესში დანაკარგის ნორმა შეადგენს

 

0.35-მდე