საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.06.2000 ძალადაკარგული 17.04.2003
ნომერი
№128
სარეგისტრაციო კოდი
000000010.01(2).004.000313
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 30/06/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.313

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №128

2000 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულებისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის თანდართული დებულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია განისაზღვროს შვიდი წევრით: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის ხუთი წევრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

3. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1) ირინე იმერლიშვილი          – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. კომისიის თავმჯდომარე;

 2) ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

3) ზაზა მეიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქ ა ლაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

4) მანანა ცინაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქ ა ლაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

5) გიორგი სურგულაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქ ა ლაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

6) ლეილა მამულაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქ ა ლაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი.

7) ჯუმბერ კოპალიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, კომისიის წევრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

4. დამტკიცდეს კომისიის დადგენილების ფორმა (დანართი №1).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

ჯ. ხეცურიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლი ს ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

დებულება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შესახებ

I. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სათათბირო უფლების მქონე კოლეგიალური ორგანოა.

3. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, ეს დებულება და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სხვა სამართლებრივი აქტები.

4. კომისიის საქმიანობა არ ზღუდავს იუსტიციის სამინისტროს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში.

II. კომისიის უფლებამოსილებანი

5. კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ცალკეულ პრობლემატურ საკითხებს და შეიმუშავებს წინადადებებს, ამზადებს დასკვნებს და იღებს გადაწყვეტილებებს.

6. კომისია განიხილავს:

ა) მოქალაქეთა ქართული გვარისა და ეროვნების აღდგენის საკითხებს;

ბ) სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების, დამატებებისა და შესწორების შეტანის საკითხებს;

გ) დაკარგული ჩანაწერების აღდგენის საკითხებს;

დ) მოქალაქეთა სახელის, მამის სახელის, გვარის გამოცვლის საკითხებს;

ე) სახელმწიფო გერბიანი ბლანკების (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალება, გვარის გამოცვლა, შვილად აყვანა) და სამოქალაქო აქტების სარეგისტრაციო წიგნების დამზადების საკითხებს;

ვ) წინადადებებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე;

ზ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მუშაობის შემოწმების შედეგებს, ამ ორგანოების ხელმძღვანელთა მოხსენებებს, სტატისტიკურ ანგარიშებს;

თ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის განზოგადების საკითხებს;

ი) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ტერიტორიული ორგანოების არქივების მუშაობის ორგანიზაციის საკითხებს;

კ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

7. კომისია უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოთხოვნით განიხილოს ამ დებულების მე-6 პუნქტში აღნიშნული ს გარდა სხვა საკითხებიც.

III. კომისიის საქმიანობის წესი

8. კომისიის მუშაობის ფორმაა სხდომა.

9. კომისიის სხდომები ტარდება თვეში ორჯერ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნ ე ს კომისიის რეგგარეშე სხდომა.

10. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომას თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

11. კომისიის სხდომის ორგა ნიზაციასა და ჩატარებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი;

12. კომისიის სხდომის დღის წესრიგს კომისიის წევრთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ტერიტორიული ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წინადადებათა საფუძველზე განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსახილველად წარმოდგენილი საკითხი სავალდებულო წესით შეიტანება კომისიის სხდომის დღის წესრიგში.

13. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სულ ცოტა ნახევარი მაინც.

14. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომას ესწრებიან კომისიის წევრები და სხდომაზე მოწვეული პირები. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაესწროს კომისიის სხდომას რიგგარეშე გამოთქვას თავისი აზრი განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. კომისიის სხდომაზე მოწვეულ პირებს სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს კომისიის თავმჯდომარე.

15. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილებები, რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები და სხვა გადაწყვეტილებები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

16. კომისიის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. კომისიის ყველა წევრს თანაბარი ხმის უფლება აქვს. კომისიის სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

17. კომისიის წევრები მონაწილეობენ კომისიის სხდომაზე საკითხთა განხილვაში. მათ უფლება აქვთ ზეპირად ან წერილობით გამოთქვან თავისი მოსაზრება, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში.

18. კომისიის სხდომის მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები აისახება კომისიის სხდომის ოქმში. კომისიის სხდომის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი, რომელიც არ არის კომისიის წევრი და არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით. კომისიის მდივნის მოვალეობას, კომისიის თავმჯდომარი ს დავალებით, ასრულება იუსტიციის სამინისტროს საქმეთა მმართველობის დეპარტამენტის თანამშრომელი. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი, ხოლო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს – კომისიის წევრები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვაში და მის დადებით გადაწყვეტაში, კომისიის წევრებს უფლება აქვთ ხელმოწერამდე გაეცნონ სხდომის ოქმს და მიუთითონ ოქმში დაშვებულ შეცდომებსა თუ უზუსტობაზე. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

19. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები, რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები და სხვა გადაწყვეტილებები არ ატარებენ სავალდებულო ძალას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

20. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე საკურატორო სფეროს მიხედვით უფლებამოსილია კომისიის წინადადებების, დასკვნებისა და სხვა გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოსცეს ბრძანება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანება №79 - სსმ III, №19, 05.03.2002 წ., მუხ.176

21. საკითხის სრულყოფილი განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს შესაბამისი საბუთები და მასალები (თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი), აგრეთვე სხდომაზე მოიწვიოს მოქალაქეები და საჯარო მოსამსახურეები განსახილველ საკითხებზე განმარტებათა მისაღებად.

IV. დასკვნითი დებულებანი

22. კომისიის სხდომის ოქმების, მიღებული წინადადებებისა და დასკვნების პირველი პირები თანდართულ საბუთებთან და მასალებთან ერთად დადგენილი წესით ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.

23. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტ ი ციის მინისტრის წინაშე კომისიის მიერ გაწეულ მუშაობაზე.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №128, 26.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000313 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1340674-1/