ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №87-83/ნ
2011 წლის 20-25 მაისი
ქ. თბილისი
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის, 125-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმები თანდართული რედაქციით (დანართი №1).
მუხლი 2. დამტკიცდეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №2).
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
ა. ურუშაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №7–№01-1/ნ - ვებგერდი, 16.01.2012 წ.
2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მარტის ერთობლივი ბრძანება №43–№01-15/ნ - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
დანართი №1
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე კვების ნორმები შემუშავებულია პატიმრობის კოდექსის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ“ საქრთველოს კანონების მოთხოვნათა გათვალისწინებით და ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) მყოფ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა (შემდგომში– ბრალდებული/მსჯავრდებული) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზებისათვის აუცილებელ ნორმებსა და მოთხოვნებს.
2. ამ ნორმების მოთხოვნათა დაცვა ევალება დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებსა და ნებისმიერი რანგის სპეციალისტებს, ასევე, სამინისტროსა და დეპარტამენტის სხვა შესაბამის თანამდებობის პირებს.
მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები კვების ორგანიზებისადმი
1. წინამდებარე წესები და ნორმები შემუშავებულია დაწესებულებებში პატიმრობაში მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობისა და ქმედუნარიანობის შენარჩუნების, ასევე ინფექციური და არაინფექციური დაავადებების წარმოშობისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და განსაზღვრავს კვების ობიექტებისა და ასევე კვების ორგანიზების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და მოთხოვნებს.
2. დაწესებულებებში პატიმრობაში მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია წინამდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნათა მკაცრი დაცვა.
მუხლი 3. კვების ორგანიზაცია დაწესებულებაში
1. დაწესებულებაში კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს დაბალანსებულობისა (ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა) და კალორიულობის დადგენილ ნორმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაწესებულებაში მყოფ პირთა ჯანმრთელობის შენარჩუნება. დაუშვებელია საკვების კალორიულობის შემცირება დისციპლინური სადამსჯელო ღონისძიებების გატარების მიზნით.
2. განსაკუთრებული (დიეტური) კვების რეჟიმის საჭიროების მქონე ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ექიმის მიერ სამედიცინო ჩვენების შესაბამისად დადგენილი სამკურნალო კვებისათვის აუცილებელი პროდუქტებით, ამ ბრძანების დანართის №1-ის მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. დაწესებულებაში მყოფ პირს უფლება აქვს დამატებითი კვების პროდუქტები მიიღოს ამანათებით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მუშაობით, ან მის ანგარიშზე ჩარიცხეს სხვა პირებმა ან ორგანიზაციებმა.
თავი II
კვების რეჟიმები და დაგეგმვა
მუხლი 4. ზოგადი დებულებები
1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების რეჟიმი განსაზღვრავს დღის განმავლობაში კვების ჯერადობას, მათ შორის ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული შუალედების დაცვას, ასევე შესაბამისი ნორმატიული აქტებით დამტკიცებული ნორმების მიზანმიმართულ განაწილებას დღისა და კვირის განმავლობაში და საკვების მიღებას განრიგით მკაცრად განსაზღვრული დროის მონაკვეთში.
2. განსაკუთრებულ სიტუაციებსა და პირობებში დასაშვებია დადგენილი კვების რეჟიმის შეცვლა და ახლის შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით.
მუხლი 5. დღიური კვება
1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღიური კვება უნდა იყოს სამჯერადი. შუალედი საკვების მიღებათა შორის არ უნდა აღემატებოდეს 5 – 6 საათს.
2. სამჯერადი კვების მენიუ – განრიგის შედგენისას დაუშვებელია დღიურ მენიუში ჩაირთოს ერთნაირი დასახელების კერძები.
3. კვების დაგეგმვისას რეკომენდებულია ვახშამი დაიგეგმოს გასაყრისის გამოცხადებამდე 2-3 საათით ადრე.
4. ენერგიაზე ორგანიზმის მოთხოვნილების განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოხმარებული ენერგიის რეკომენდებული დონის სიზუსტეს. ამ შემთხვევაში გამორიცხული უნდა იქნეს დისპროპორცია საკვებით მიღებულ ენერგიასა და მის ხარჯვას შორის. დასაშვებია დღიურ რაციონში, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რეკომენდებული მოხმარების შესაბამისად, ენერგეტიკული მაჩვენებელი მერყეობდეს 2390 კკალ-დან 2900 კკალ-მდე ცალკეული დღეების მიხედვით.
5. დღიური რაციონი კალორიულობის მიხედვით უნდა იქნეს გადანაწილებული შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
ა) საუზმე 30 – 35%;
ბ) სადილი – 40 – 45%;
გ) ვახშამი – 30 – 20%.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №7–№01-1/ნ - ვებგერდი, 16.01.2012 წ.
მუხლი 6. საუზმე
1. საუზმის მოსამზადებლად მიზანშეწონილია ცილებითა და ცხიმებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება.
2. საუზმეზე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კვების მინიმალური ნორმებით დადგენილი ხორცის ან თევზეულის ჩართვა კერძში გარნირთან ერთად. გარნირად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს – მაკარონი ან მისი ნაწარმი, წიწიბურის ან ბრინჯის ფაფა, ბოსტნეულის გარნირი. საუზმეზე აუცილებელია ასევე ჩაის ან სხვა ცხელი სასმელის გათვალისწინება.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №7–№01-1/ნ - ვებგერდი, 16.01.2012 წ.
მუხლი 7. სადილი
სადილი, როგორც წესი, უნდა შედგებოდეს საუზმეულისა (ცივი კერძის) და ცხელი კერძის (კვირაში არანაკლებ 4 – 5 – ჯერ – წვნიანი კერძი), ან ორი დასახელების ცხელი კერძისგან (მათგან ერთი – წვნიანი კერძი).
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №7–№01-1/ნ - ვებგერდი, 16.01.2012 წ.
მუხლი 8. ვახშამი
ვახშამი უნდა იყოს სადილთან და საუზმესთან შედარებით უფრო მსუბუქი და შეიცავდეს ადვილად მოსანელებელ კერძს და ჩაის.
მუხლი 9. მენიუ - განრიგი
1. დეპარტამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს 4 სახის (სეზონის შესაბამის) ყოველკვირეულ მენიუ – განრიგებს (შემდგომში – მენიუ) ამ ბრძანებით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში.
2. ულუფის დღიური განრიგის შემდგენელ პირთა შორის აუცილებელია სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლისა და უფროსი მზარეულის (მზარეულ-ინსტრუქტორი) მონაწილეობა.
3. მენიუ, როგორც წესი, უნდა შედგეს ერთი კვირის ვადისთვის ყოველდღიური ნორმების გათვალისწინებით, სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (დედანი) ინახება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მეორე დაწესებულებაში, ხოლო მესამე ეგზემპლარი უნდა გამოიკრას ვესტიბიულში, ბრალდებულთათვის /მსჯავრდებულთათვის გაცნობის თვალსაზრისით.
4. მენიუს შედგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) ბრალდებულთათვის /მსჯავრდებულთათვის დადგენილი კვების რეჟიმი და სასურსათო ნორმები;
ბ) სასურსათო საწყობში არსებული პროდუქტების ასორტიმენტი და რაოდენობა;
გ) სეზონის თავისებურებები;
დ) დამატებითი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა;
ე) მზარეულების რაოდენობა და კვალიფიკაცია;
ვ) სასადილოს აღჭურვილობა ტექნოლოგიური და სამაცივრო დანადგარებით;
ზ) ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია, შეძლებისდაგვარად იქნეს გათვალისწინებული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სურვილები და მოთხოვნილებები მათი სამედიცინო ჩვენებების, აგრეთვე, რელიგიური ან სხვა ნიშნების მიხედვით.
5. მენიუს შედგენის მეთოდიკა გულისხმობს ერთი კვირის ვადისთვის კერძების სწორ შერჩევას და თითოეულ მიღებაზე მათ სწორ გადანაწილებას. ამ მიზნით რეკომენდებულია კერძები კართოთეკებისა და სამაგალითო მენიუების გამოყენება.
6. ერთი კვირისათვის შედგენილ მენიუში ერთი დასახელების კერძის ჩართვა დასაშვებია არა უმეტეს 2-3 ჯერ.
7. მენიუს შედგენისას აუცილებელია გათვალიწინებულ იქნეს ბურღულეულისა და ბოსტნეულის გარნირების მონაცვლეობა.
8. მენიუში კერძების დასახელება უნდა იქნეს შეტანილი გარკვევით, სრულად, ყოველგვარი შემოკლებების გარეშე. მაგალითად: მოხარშული ხორცი წიწიბურას ფაფით, მოშუშული თევზი კარტოფილის პიურეთი და ა.შ.
9. მენიუში უნდა ჩაირთოს კვირის იჯრით დადგენილი პროდუქტები მთლიანად (ჩანაცვლების ნორმების გათვალისწინებით).
10. კვების მრავალფეროვნების მისაღწევად ცალკეულ დღეებში შესაძლებელია პროდუქტების შეცვლის დადგენილი ნორმების გათვალისწინება და ერთი პროდუქტის შეცვლა მეორე პროდუქტით.
11. დღიურ რაციონში პროდუქტების სწორი გადანაწილებისათვის და მენიუ-განრიგის იოლი შედგენისათვის რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს პროდუქტების უკვე დადგენილი მუდმივი ჯამური ნაკრები როგორც ცივი საუზმეულისათვის, ასევე პირველი თუ მეორე თავი კერძებისათვის.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №7–№01-1/ნ - ვებგერდი, 16.01.2012 წ.
მუხლი 10. ხორცეულისა და თევზეულის კერძები
1. საუზმეზე ხორციანი კერძის მოსამზადებლად უმჯობესია ხორცის ჩაშუშვა ან მოხარშვა, ხოლო სადილზე დასაშვებია მომზადდეს შემწვარი ხორცის კერძი ხორცის ჩახოხბილი, კატლეტი ან სხვა.
2. თევზეულის კერძები უნდა მომზადდეს ასევე ფართო ასორტიმენტში: თევზი შემწვარი, მოშუშული, გამომცხვარი და სხვა. თევზეულის კერძებისათვის უმჯობესია ბოსტნეულის გარნირების გამოყენება.
3. ხორცეულისა და თევზეულის კერძები კვების თითოეულ ჯერზე, ან თითოეულ დღეზე რეკომენდებულია მომზადდეს მონაცვლეობით.
4. ბოსტნეულის ან ვინეგრეტებისგან წარმოდგენილ ცივ საუზმეულთან ერთად შესაძლებელია დამარილებული ქაშაყი, მაგრამ ამ შემთხვევაში მცირდება თევზის სხვა კერძის რაოდენობა.
5. იკრძალება დამარილებული ქაშაყის გამოყენება თევზეულის კერძების მოსამზადებლად.
6. შენაცვლებადი ცხრილების გამოყენების შემთხვევაში, მენიუში ხორცის კერძების შეტანა უნდა დაიგეგმოს არანაკლებ კვირაში 3-ჯერ, თევზეულის კერძებისა კი – არანაკლებ კვირაში 2- ჯერ.
7. მეორე კერძის გარნირად უმჯობესია მომზადდეს არა ბლანტი, არამედ ფანტია ფაფები.
მუხლი 11. სხვადასხვა კერძები და პროდუქტები
1. დაჭრილი სახით გაცემის შემთხვევაში, ჭვავის პურის კმაყოფაზე მყოფ პირთა ულუფაში უნდა გადანაწილდეს ასეთი სახით: საუზმეზე – 30%; სადილზე – 45 % და ვახშამზე – 25%; ხოლო I ხარისხის ფქვილისგან საუზმეზე – 35 %, სადილზე – 30%, ვახშამზე – 35%; რეკომენდებულია ასევე პურის გაცემა მოხდეს მთლიანი რაოდენობით.
2. სასადილოში კვირაში ერთხელ ან ორჯერ რეკომენდებულია საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობა. ასეთ შემთხვევაში ულუფით გათვალისწინებული ხორბლის პური (I ხარისხის ფქვილისაგან) იცვლება ამავე ხარისხის ფქვილით (ჩანაცვლებადი ცხრილების გამოყენებით).
3. ხორბლის ფქვილი გამოიყენება I თავი კერძის, სოუზის მოსამზადებლად, ასევე თევზის შეწვისას თევზის ნაჭრების ფქვილში ამოსავლებად.
4. ბრინჯი, რომელიც გაიცემა ბურღულეულის სანაცვლოდ, რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ხორცეულის კერძებისათვის (სადილზე კვირაში 2-3 ჯერ), ასევე წვნიანებისთვის.
5. კვების მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ბოსტნეულის, ბურღულეულისა და პარკოსნების ერთდროული გამოყენება (კომბინირებული კერძები).
მუხლი 12. ულუფის გამოსავალი
1. კვებაში მზა კერძების, ხორციანი და თევზის ულუფების გამოსავლის განსაზღვრისთვის გამოიყენება პროდუქტების სხვადასხვა ტექნოლოგიური დამუშავებისას დადგენილი საშუალო ნორმები.
2. მეორე კერძის გამოსავლის პროდუქტების დღიურ განრიგში აღინიშნება როგორც კერძის საერთო მასით (ხორცისა და თევზის ულუფა გარნირთან და / ან სოუზთან ერთად), ასევე ცალკეული კომპონენტების მასით. მაგალითად: მოხარშული ხორცის ერთი ულუფის მასა თუ უნდა იყოს 48გ, წიწიბურას ფაფისა – 240გ და სოუზის – 50გ, დღიურ განრიგში მეორე კერძის გამოსავალი აღინიშნება შემდეგი სახით: მთლიანი მასაა 48+240+50=358გ.
მუხლი 13. საზეიმო დღეები
საზეიმო დღეებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან შეთანხმებით შეიძლება მომზადდეს კერძი ისეთი პროდუქტისაგან, რომელიც არ არის გათვალისწინებული კვების ნორმებით.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №7–№01-1/ნ - ვებგერდი, 16.01.2012 წ.
მუხლი 14. ულუფის სასურსათო ნორმები
1. ულუფის სასურსათო ნორმებია:
ა) ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა კვირის საერთო სასურსათო ნორმები
|
| ||||||||||
| პროდუქტის დას ა ხელება | რ-ბა გრ | ცილა, გრ | ცხიმი, გრ | ნახშირწყლები | ენერგეტიკული კ/კალო-რიულობა | |||||
| ცხოვ. | მცენ. | ცხოვ. | მცენ. | |||||||
| ჭვავისა და ხორბლის შერეული ფქვილის პური | 3850 | - | 296,1 | - | 53,9 | 1447,6 | 7459,9 | |||
| ხორბლის II ხარისხის ფქვილი | 70 | - | 8,4 | - | 1,26 | 44,1 | 221,2 | |||
| სხვადასხვა ბურ-ღული | 840 | - | 85,4 | - | 19,32 | 534,8 | 2655,8 | |||
| მაკარონის ნაწარმი | 140 | - | 16,1 | - | 2,24 | 92,4 | 450,8 | |||
| ხორცი | 350 | 70 | - | 37,1 | - | - | 602 | |||
| თევზი | 420 | 43,4 | - | 28,7 | - | 0,7 | 434,7 | |||
| ქონი, ცხოველური ცხიმები, საკვები ან კალორიული მარგარინი | 315 | 0,28 | - | 293,3 | - | 1,4 | 2646 | |||
| მცენარეული ზეთი | 140 | 0 | - | - | 139,3 | - | 1258,6 | |||
| ჩაი | 7 | - | 1,4 | - | 0,35 | 0,28 | 9,8 | |||
| შაქარი | 210 | - | - | - | - | 209,3 | 837,9 | |||
| მარილი | 84 | - | - | - | - | - | - | |||
| კარტოფილი | 3500 | - | 50,4 | - | 10,15 | `58,5 | 1930,6 | |||
| ბოსტნეული | 2100 | - | 37,8 | - | 4,2 | 107,1 | 617,4 | |||
| დაფნის ფოთოლი | 0,7 | - | - | - | - | - | - | |||
| ტომატის პასტა | 21 | - | 1,4 | - | - | 4,2 | 22,4 | |||
| ჯამი |
| 113,68 | 497 | 359,1 | 230,72 | 2441,88 | 19147,1 | |||
| სულ |
| 610,68 | 589,82 | 2441,88 | 19147,1 | |||||
ბ) დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა კვირის საერთო სასურსათო ნორმები

გ) არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა კვირის საერთო სასურსათო ნორმები

დ) პატიმრობის დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულთა კვირის საერთო სასურსათო ნორმები

ე) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მკურნალობაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვირის სასურსათო ნორმები
| პროდუქტის დას ა ხელება | რ-ბა გრ | ცილა, გრ | ცხიმი, გრ | ნახშირწყლები | ენერგეტიკული კ/კალო-რიულობა | |||||
| ცხოვ. | მცენ. | ცხოვ. | მცენ. | |||||||
| ჭვავისა და ხორბლის შერეული ფქვილი ს პური | 1750 | - | 133,7 | - | 24,5 | 658 | 3390,8 | |||
| ხორბლის II ხარისხის ფქვილის პური | 1750 | - | 143,5 | - | 24,5 | 631,4 | 3321,5 | |||
| ხორბლის II ხარისხის ფქვილი | 70 | - | 8,4 | - | 1,26 | 44,1 | 221,2 | |||
| სხვადასხვა ბურ-ღული | 840 | - | 85,4 | - | 19,32 | 534,8 | 2655,8 | |||
| მაკარონის ნაწარმი | 105 | - | 11,2 | - | 1,4 | 72,1 | 338,1 | |||
| ხორცი | 700 | 130,2 | - | 114,8 | - | - | 1204 | |||
| თევზი | 490 | 46,9 | - | 30,8 | - | - | 507,15 | |||
| ცხოველური ცხიმი, კარაქი | 280 | 1,96 | - | 212,8 | - | 8,4 | 1941,8 | |||
| მცენარეული ზეთი | 140 | - | - | - | 137,2 | - | 1258,6 | |||
| კომბინირებული ცხიმი | 70 | - | - | 64,4 | - | - | 588 | |||
| ჩაი | 7 | - | 1,4 | - | 0,35 | 0,28 | 9,8 | |||
| შაქარი | 280 | - | - | - | - | 278,6 | 1117,2 | |||
| მარილი | 42 | - | - | - | - | - | - | |||
| კარტოფილი | 2800 | - | 39,2 | - | 0,7 | 327,6 | 1544,5 | |||
| ბოსტნეული | 2100 | - | 37,8 | - | 4,2 | 107,1 | 617,4 | |||
| დაფნის ფოთოლი | 0,7 | - | - | - | - | - | - | |||
| ტომატის პასტა | 35 | - | 2,1 | - | - | 7,7 | 37,3 | |||
| კარტოფილის ფქვილი | 21 | - | - | - | - | 16,66 | 66,5 | |||
| რძე | 1400 | 39,2 | - | 46,2 | - | 64,4 | 819 | |||
|
ხაჭო | 70 | 10,5 | - | 6,3 | - | 2,8 | 119,7 | |||
| ჯამი |
| 189,56 | 461,3 | 429,1 | 212,45 | 2676,38 | 18758,35 | |||
| სულ |
| 650,86 | 641,55 | 2676,38 | 18758,35 | |||||
შენიშვნა: პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დიეტას ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შეიძლება შეეცვალოს ერთი სახის პროდუქტი მეორეთი ისე, რომ შენარჩუნებულ იქნეს საკვების ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული კვებითი ღირებულება;
ვ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში ტუბერკულოზით, დისტროფიით, წყლულოვანი ავიტამინოზით და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვირის სასურსათო ნორმები:
| პროდუქტის დას ა ხელება | რ-ბა გრ | ცილა, გრ | ცხიმი, გრ | ნახშირწყლები | ენერგეტიკული კ/კალო-რიულობა | |||||
| ცხოვ. | მცენ. | ცხოვ. | მცენ. | |||||||
| ჭვავისა და ხორბლის ფქვილის პური | 2100 | - | 161 | - | 29,4 | 789,6 | 4069 | |||
| ხორბლის II ხარისხის ფქვილის პური | 1750 | - | 143,5 | - | 24,5 | 631,4 | 3321,5 | |||
| ხორბლის II ხარისხის ფქვილი | 70 | - | 8,4 | - | 1,26 | 44,1 | 221,2 | |||
| ბურღული | 700 | - | 71,4 | - | 16,1 | 445,9 | 2213 | |||
| მაკარონის ნაწარმი | 105 | - | 11,2 | - | 1,4 | 72,1 | 338,1 | |||
| ხორცი | 700 | 130,2 | - | 114,8 | - | - | 1204 | |||
| თევზი | 490 | 46,9 | - | 30,8 | - | - | 507,15 | |||
| კარაქი | 140 | 1,05 | - | 106,4 | - | 4,2 | 970,9 | |||
| მცენარეული ზეთი | 35 | - | - | - | 34,3 | - | 314,65 | |||
| კომბინირებული ცხიმი | 70 | - | - | 64,4 | - | - | 588 | |||
| შაქარი | 210 | - | - | - | - | 209,3 | 837,9 | |||
| ჩაი | 7 | - | 1,4 | - | 0,35 | 0,28 | 9,8 | |||
| მარილი | 70 | - | - | - | - | - | - | |||
| კარტოფილი | 2800 | - | 39,2 | - | 0,7 | 327,6 | 1544,5 | |||
| ბოსტნეული | 2100 | - | 37,8 | - | 4,2 | 107,1 | 617,4 | |||
| დაფნის ფოთოლი | 0,7 | - | - | - | - | - | - | |||
| ტომატის პასტა | 35 | - | 2,1 | - | - | 7,7 | 37,3 | |||
| კარტოფილის ფქვილი | 35 | - | - | - | - | 27,3 | 110,6 | |||
| რძე | 2450 | 68,6 | - | 80,5 | - | 112,7 | 1433,2 | |||
| ხაჭო | 140 | 21 | - | 12,6 | - | 5,6 | 239,4 | |||
| ჯამი |
| 306,88 | 474,6 | 455,7 | 111,65 | 2869,44 | 18577,6 | |||
| სულ |
| 781,48 | 567,35 | 2869,44 | 18577,6 | |||||
შენიშვნა: პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დიეტას ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შეიძლება შეეცვალოს ერთი სახის პროდუქტი მეორეთი ისე, რომ შენარჩუნებულ იქნეს საკვების ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული კვებითი ღირებულება.
ზ) ორსულ და მეძუძურ ქალთა კვირის სასურსათო ნორმები:
| პროდუქტის დას ა ხელება | რ-ბა გრ | ცილა, გრ | ცხიმი, გრ | ნახშირწყლები | ენერგეტიკული კ/კალო-რიულობა | |||||
| ცხოვ. | მცენ. | ცხოვ. | მცენ. | |||||||
| ჭვავის პური 96%-იანი | 2800 | - | 184,8 | - | 33,6 | 957,6 | 4872 | |||
| ხორბლის ფქვილი 85% -იანი | 70 | - | 7 | - | 0,7 | 47,6 | 224,7 | |||
| ბურღული | 560 | - | 56,7 | - | 12,6 | 356,3 | 1770,4 | |||
| მაკარონის ნაწარმი | 140 | - | 16,1 | - | 2,24 | 92,4 | 450,8 | |||
| ხორცი | 700 | 130,2 | - | 114,8 | - | - | 1204 | |||
| თევზი | 560 | 57,4 | - | 37,8 | - | - | 579,6 | |||
| ქონი ცხოველური ან კალორიული მარგარინი | 350 | 2,1 | - | 268,1 | - | 3,5 | 2940 | |||
| მცენარეული ზეთი | 105 | - | - | - | 104,3 | - | 943,9 | |||
| შაქარი | 350 | - | - | - | - | 349,3 | 1396,5 | |||
| ჩაი | 7 | - | 1,4 | - | 0,35 | 0,28 | 9,8 | |||
| მარილი | 42 | - | - | - | - | - | - | |||
| კარტოფილი | 2800 | - | 39,2 | - | 0,7 | 327,6 | 1544,5 | |||
| ბოსტნეული | 2800 | - | 50,4 | - | 5,6 | 142,8 | 823,2 | |||
| დაფნის ფოთოლი | 0,7 | - | - | - | - | - | - | |||
| ტომატის პასტა | 35 | - | 2,1 | - | - | 7 | 37,3 | |||
| რძე | 2450 | 68,6 | - | 80,5 | - | 112,7 | 1433,2 | |||
| ხაჭო | 350 | 54,6 | - | 32,9 | - | 16,1 | 598,5 | |||
| არაჟანი | 140 | 3,5 | - | 29,4 | - | 4,2 | 295,4 | |||
| ხმელი ჩირი | 105 | - | 2,8 | - | - | 53,2 | 224 | |||
| კვერცხი | 7 | 77,7 | - | 70 | - | 4,27 | 956,2 | |||
| კარტოფილის ფხვნილი | 21 | - | - | - | - | 16,66 | 66,5 | |||
| ჯამი |
| 403,9 | 360,92 | 587,3 | 167,37 | 2495,01 | 20370,5 | |||
| სულ |
| 764,82 | 754,67 | 2495,01 | 20370,5 | |||||
თ) დაწესებულებებში მყოფ ჩვილ ბავშვთა კვირის სასურსათო ნორმები:
| პროდუქტის დას ა ხელება | რ-ბა გრ | ცილა, გრ | ცხიმი, გრ | ნახშირწყლები | ენერგეტიკული კ/კალო-რიულობა | |||||
| ცხოვ. | მცენ. | ცხოვ. | მცენ. | |||||||
| პური | 700 | - | 57,4 | - | 9,8 | 252,7 | 1365 | |||
| ფქვილი I ხარისხის | 105 | - | 11,2 | - | 1,4 | 70,7 | 323,4 | |||
| კარტოფილის ფქვილი | 56 | - | - | - | - | 44,1 | 177,3 | |||
| სხვადასხვა ბურღული და მაკარონის ნაწარმი | 420 | - | 44,1 | - | 6,3 | 275,1 | 1333,5 | |||
| კარტოფილი | 700 | - | 9,8 | - | 0,21 | 81,9 | 386 | |||
| ბოსტნეული | 700 | - | 12,6 | - | 1,4 | 35,7 | 205,8 | |||
| ხილი ახალი | 700 | - | 4,2 | - | 4,2 | 54,6 | 282,8 | |||
| მშრალი ხილი | 105 | - | 2,8 | - | - | 53,2 | 224 | |||
| შაქარი | 210 | - | - | - | - | 209,3 | 837,9 | |||
| ჩაი | 7 | - | 1,4 | - | 0,35 | 0,28 | 9,8 | |||
| მარილი | 42 | - | - | - | - | - | - | |||
| ხორცი | 420 | 77 | - | 68,6 | - | - | 722,4 | |||
| რძე | 2450 | 68,6 | - | 80,5 | - | 112,7 | 1433,2 | |||
| ხაჭო | 350 | 54,6 | - | 32,9 | - | 16,1 | 598,5 | |||
| კარაქი | 140 | 1,05 | - | 106,4 | - | 4,2 | 970,9 | |||
| კვერცხი | 3,5 | 39,2 | - | 35 | - | 2,17 | 478,1 | |||
| ჯამი |
| 240,45 | 143,5 | 324,1 | 23,66 | 1212,05 | 9348,6 | |||
| სულ |
| 383,95 | 347,76 | 1212,05 | 9348,6 | |||||
ი) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღიური სასურსათო ნორმები გადაყვანისას:
| პროდუქტის დას ა ხელება | რ-ბა გრ | ცილა, გრ | ცხიმი, გრ | ნახშირ- წყლები | ენერგეტი- კული კ/კალო- რიულობა | ||||
|
|
| ცხოვ | მც ენ | ცხოვ | მც ენ |
|
| ||
| ჭვავის ა და ხორბლის შერეული ფქვილის პური | 800 | - | 61,6 | - | 11,2 | 300,8 | 1550,4 | ||
| ხორცის კონსერვები | 150 | 20,3 | - | 28,4 | - | 6 | 360,8 | ||
| შაქარი | 25 | - | - | - | - | 24,9 | 99,8 | ||
| ჩაი | 1 | - | 0,2 | - | 0,05 | 0,04 | 1,4 | ||
| ჯამი |
| 20,3 | 61,8 | 28,4 | 11,25 | 331,7 | 2012,4 | ||
| სულ |
| 82,1 | 39,6 | 331,7 | 2012,4 | ||||
2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთჯერადი კვების ნორმები გადაყვანისას:
| დასახელება | ერთ ./ზომა | რაოდენ.(ბრუტო) | |
| სხვადასხვა ბურღული | კგ | 0,055 | |
| ხორცი | კგ | 0,100 | |
| პური | კგ | 0,200 | |
| გამაგრილებელი სასმელი | მლ | 0,200 | |
| საკონდიტრო ნაწარმი | კგ | 0,055 | |
| ჩანგალი ერთჯერადი | ცალი | 1 | |
| ჩასალაგებელი კონტეინერი | ცალი | 1 |
შენიშვნა: ბურღულეული და პური უნდა გაიცეს მსჯავრდებულის დღიური რაციონიდან, ხოლო ხორცეული, გამაგრილებელი სასმელი და საკონდიტრო ნაწარმი – დამატებით,
3. ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლებისას შეიძლება ძირითადი პროდუქტების შემდეგი სახით ჩანაცვლება:
| პუნქტის № | პროდუქტის დასახელება | რაოდენობა (გ) | გარდა ამისა შეიცვალოს პუნქტის ნომრით | |
| შესაცვლელი პროდუქტი | ჩანაცვლადი პროდუქტი | |||
| 1 | პური ჭვავისა და I ხარისხის ხორბლის შერეული ფქვილისაგან შეიცვალოს: | 100 |
|
|
| - ორცხობილათი ჭვავის შუმი ფქვილისაგან, |
| 60 |
| |
| ხორბლის შუმი ფქვილისაგან და II ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან; |
|
|
| |
| - გალეტებით ხორბლის შუმი და II ხარისხის ფქვილისაგან; |
| 60 |
| |
| - ჭვავის ფქვილით; |
| 42 |
| |
| - ხორბლის ფქვილით I ხარისხის; |
| 28 |
| |
| - პურით II ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან; |
| 95 |
| |
| - თეთრი პურით I ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან; |
| 90 |
| |
| - ხანგრძლივი შენახვის კონსერვირებული პურით. |
| 100 |
| |
| 2 | პური თეთრი I ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან შეიცვალოს: | 100 |
|
|
| –ორცხობილათი, ხორბლის I ხარისხის ფქვილისაგან; |
| 65 |
| |
| –ფქვილით, ხორბლის I ხარისხის; |
| 75 |
| |
| –გალეტებით, I ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან; |
| 65 |
| |
| –ფქვილით, ხორბლის უმაღლესი ხარისხის; |
| 65 |
| |
| –გალეტებით, ცხიმის შემცველობით; |
| 35 |
| |
| –ვაფლით; |
| 55 |
| |
| –პურის ბატონით, ხორბლის I ხარისხის ფქვილისაგან; |
| 95 |
| |
| ჭვავის პურით |
| 110 |
| |
| -პურით, უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან; |
| 85 |
| |
| -პურით, II ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან; |
| 105 |
| |
| -ხანგრძლივი შენახვის კონსერვირებული პურით. |
| 100 |
| |
| 3 | ხორბლის ფქვილი- I ხარისხის შეიცვალოს: | 100 |
|
|
| -ბრინჯით; |
| 100 |
| |
| -მაკარონის ნაწარმით; |
| 100 |
| |
| -მანანის ბურღულით; |
| 100 |
| |
| -ფქვილით, ხორბლის უმაღლესი ხარისხის; |
| 85 |
| |
| 4 | ბურღულეული სხვადასხვა (პარკოსნები) შეიცვალოს: | 100 |
|
|
| -ბრინჯით; |
| 100 |
| |
| -მაკარონის ნაწარმით; |
| 100 |
| |
| -ბურღულეულის, ბურღულისა და ბოსტნეულის, ბურღულისა და ბოსტნეულის კონცენტრატებით; |
| 100 |
| |
| -ფქვილით, ხორბლის II ხარისხის; |
| 100 |
| |
| -კარტოფილით; |
| 500 |
| |
| -ახალი ბოსტნეულით; |
| 500 |
| |
| -დამწნილებული ბოსტნეულით; |
| 500 |
| |
| -გამხმარი ბოსტნეულით და კარტოფილით ან კარტოფილის მშრალი პიურეთი |
| 75 |
| |
| -სუბლიმაციური შრობის ბოსტნეულითა და კარტოფილით; |
| 100 |
| |
| -ნატურალური, დამწნილებული და პასტერიზებული ბოსტნეულისა და ბურღულეულის კონსერვებით ( თხევადი შიგთავსის ჩათვლით) ; |
| 500 |
| |
| -ბოსტნეულის უხორცო კონსერვებით I თავი კერძებისათვის; |
| 375 |
| |
| -შესაზავებელი ბოსტნეულის კონსერვებთ; |
| 250 |
| |
| -ბოსტნეულის სასაუზმე კონსერვებით; |
| 375 |
| |
| ბურღულეულისა და ბოსტნეულის გარნირებით: |
|
|
| |
| -კარტოფილისა და ბოსტნეულის; |
| 500 |
| |
| - ბურღულეულისა და პარკოსნების; |
| 300 |
| |
| -მაკარონის ნაწარმით (სწრაფი მომზადების); |
| 100 |
| |
| -კონცეტრანტებით, რომლებიც არ საჭიროებენ მოხარშვას, ბრიკეტირებული კონცენტრატებით ( ბისკეიტი); |
| 100 |
| |
| სადილის I თავი კერძების კონცეტრანტებით. |
| 100 |
| |
| 5 | კარტოფილი, ნედლი ბოსტნეული, დამწნილებული და დამარილებული ბოსტნეული შეიცვალოს: | 100 |
|
|
| ხახვით (იკრძალება პირიქით შეცვლა) |
| 50 |
| |
| მწვანე ხახვით*; |
| 100 |
| |
| ნივრით; |
| 25 |
| |
| კარტოფილის ფხვნილით |
| 15 |
| |
| 6 | საფუარი ჩვეულებრივი შეიცვალოს:
| 100 |
|
|
| მშრალი საფუარით (გრანულირებული) |
| 40 |
| |
| ფქვილით II ხარისხის |
| 1000 |
| |
| 7 | ხორცი- საქონლის, ღორის, ცხვრის შეიცვალოს: | 100 |
|
|
| ძვლიანი ხორცის ბლოკებით |
| 100 |
| |
| უძვლო ხორცის ბლოკებით |
| 80 |
| |
| ირმის ხორცით |
| 130 |
| |
| სუბ პროდუქტებით ( I კატეგორიის), მათ შორის ღვიძლით; |
| 100 |
| |
| სუბპროდუქტებით (II კატეგორიის) |
| 300 |
| |
| გამოშიგნული ფრინველის ხორცით |
| 100 |
| |
| გამოუშიგნავი ან ნახევრადგამოშიგნული ფრინველის ხორცით |
| 120 |
| |
| სუბლიმაციური ან ტემტერატურის ზემოქმედებით გამომშრალი ხორცით |
| 33 |
| |
| მოხარშული ძეხვეულითა და სოსისით |
| 80 |
| |
| შებოლილი ხორცის ნაწარმით (შაშხი, რულეტი, ნახევრად შებოლილი ძეხვეული) |
| 60 |
| |
| ხორცის კონსერვებით |
| 75 |
| |
| ფრინველის ძვლიანი ხორცის კონსერვებით |
| 100 |
| |
| თევზით ( დამარილებული, გაყინული უთავო |
| 150 |
| |
| თევზის კონსერვებით |
| 120 |
| |
| მშრალი ყველით; |
| 48 |
| |
| ნადნობი ყველით |
| 72 |
| |
| შებოლილი ყველით |
| 33 |
| |
| ქათმის კვერცხით (1 ცალი) |
| 2 |
| |
| 8 | ძეხვი უმად შებოლილი შეიცვალოს: | 100 |
|
|
| მოხარშული ძეხვით |
| 265 |
| |
| ხორცის შებოლილი ნაწარმით (შაშხი, რულეტი, ძეხვი ნახევრად შებოლილი და სხვა.) |
| 200 |
| |
| ყველით (მაგარი კვეთის) |
| 160 |
| |
| 9 | თევზი თავის გარეშე, გამოწელილი (გაცივებული, გაყინული ან დამარილებული) შეიცვალოს: | 100 |
|
|
| დამარილებული ან შებოლილი ქაშაყით (თავით) |
| 100 |
| |
| დამარილებული ქაშაყით თავის გარეშე |
| 85 |
| |
| ყველა სახის თევზით (თავით) |
| 130 |
| |
| შებოლილი ან გამოყვანილი (გამხმარი) თევზით |
| 75 |
| |
| თევზის ფილეთი |
| 70 |
| |
| თევზით, სუბლიმაციური შრობის |
| 33 |
| |
| თევზის კონსერვებით |
| 80 |
| |
| სასაუზმოთ განკუთვნილი ბოსტნეულის კონსერვებით |
| 120 |
| |
| 10 | კარაქი ძროხის შეიცვალოს: |
|
|
|
| კონსერვირებული სტერილიზებული კარაქით |
| 100 |
| |
| მშრალი კარაქის კონცენტრატ ით |
| 70 |
| |
| 11 | ცხოველური გადამდნარი,კომბინირებული ცხიმები, მარგარინი შეიცვალოს: | 100 |
|
|
| ძროხის კარაქით * |
| 67 |
| |
| ზეთით |
| 100 |
| |
| ხამის ცხიმით |
| 130 |
| |
| გადამდნარი ცხიმით |
| 100 |
| |
| 12 | ძროხის რძე** შეიცვალოს: |
|
|
|
| რძის ფხვნილით |
| 15 |
| |
| შედედებული შაქრიანი რძით |
| 20 |
| |
| შედედებული უშაქრო სტერილიზებული რძით |
| 30 |
| |
| კაკაო ან ყავა შედედებული რძითა და შაქრით |
| 20 |
| |
| ყველი ნადნობი, სუბლიმაციური შრობით გამომშრალი |
| 8 |
| |
| რძემჟავა პროდუქტებით (მაწონი) |
| 100 |
| |
| ნაღებით |
| 20 |
| |
| არაჟნით |
| 20 |
| |
| ხაჭოთი |
| 30 |
| |
| კარაქით |
| 5 |
| |
| ყველი კვეთის, მაგარი |
| 12 |
| |
| ყველი ნადნობი |
| 18 |
| |
| ქათმის კვერცხით (1 ცალი) |
| 0,5 |
| |
| შედედებული ნაღები შაქრით |
| 20 |
| |
| ბრინზით |
| 24 |
| |
| თვზით (გაცივებული, გაყინული, დამარილებული) |
| 60 |
| |
|
|
|
|
| |
| 13 | კვერცხი ქათმის (ცალი) შეიცვალოს: | 1 |
|
|
| კვერცხის ფხვნილით |
| 15 |
| |
| კვერცხის მელანჟით |
| 50 |
| |
| 14 | შაქარი შეიცვალოს: | 100 |
|
|
| კარამელით |
| 50 |
| |
| მურაბით, ჯემით, ხილფაფით |
| 140 |
| |
| მარმელადით |
| 130 |
| |
| საკონდიტრო ორცხობილით |
| 100 |
| |
| ვაფლით |
| 100 |
| |
| ხალვით |
| 120 |
| |
| პასტილით |
| 120 |
| |
| თაფლით |
| 120 |
| |
| 15 | შოკოლადი შეიცვალოს: | 100 |
|
|
|
|
|
|
| |
| კაკაოს ფხვნილით |
| 150 |
| |
| შაქრიანი ნატურალური ყავით ან კაკაოთი შედედებულ რძესთან ერთად |
| 200 |
| |
| ნატურალური ყავით |
| 150 |
| |
| თაფლით |
| 165 |
| |
| შოკოლადის ნაწარმით |
| 100 |
| |
| ხალვით |
| 150 |
| |
| შოკოლადის დრაჟეთი |
| 100 |
| |
| 16 | საკონდიტრო ორცხობილა შეიცვალოს: | 100 |
|
|
| გალეტებით, I ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან ან სხვა მსგავსი საკონდიტრო ნაწარმით
|
| 100 |
| |
| ვაფლით |
| 100 |
| |
| 17 | ტომატის პასტა შეიცვალოს : | 100 |
|
|
| ტომატის პიურეთი |
| 200 |
| |
| ტომატის სოუსით |
| 100 |
| |
| ტომატის ფხვნილით ან სხვა მომჟავო ან მომწარო სოუსებით |
| 33 |
| |
| ტომატის წვენით, ახალი პომიდვრით, ბოსტნეულით |
| 500 |
| |
| 18 | ხილი შეიცვალოს: | 100 |
|
|
| კენკრით |
| 100 |
| |
| ციტრუსით (მანდარინი, ფორთოხალი) |
| 100 |
| |
| საზამთროთი |
| 300 |
| |
| ნესვით |
| 200 |
| |
| ჩირით |
| 20 |
| |
| ხილი და კენრა სუბლიმაციური შრობის |
| 20 |
| |
| კომპოტი კონსერვის |
| 50 |
| |
| ხილისა და კენკრის ნატურალური წვენებით |
| 100 |
| |
| ხილისა და კენკრის კონცენტრირებული წვენებით (მშრალი ნაშთის არანაკლებ 50 %- იანი შემცველობით) |
| 20 |
| |
| ხილისა და კენკრის ექსტრაქტებით |
| 20 |
| |
| მურაბით, ხილფაფით, ჯემით |
| 10 |
| |
| კისელის კონცენტრატ ით |
| 17 |
| |
| ფხვნილოვანი კონცენტრატ ი სასმელისათვის |
| 30 |
| |
| პასტერიზებული ხილის კონსერვებით |
| 50 |
| |
| 19 | ხილისა და კენკრის ნატურალური წვენები შეიცვალოს: | 100 |
|
|
| ბოსტნეულის კონსერვებით, სასაუზმე |
| 50 |
| |
| ლიმონმჟავით |
| 0,5 |
| |
| და შაქრით |
| 15 |
| |
| ტომატის ან სხვა ბოსტნეულის წვენით |
| 300 |
| |
| ძროხის რძით |
| 100 |
| |
| წვენის მოსამზადებელი მშრალი კონცენტრატ ებით |
| 15 |
| |
| 20 | ხილის ჩირი შეიცვალოს: | 100 |
|
|
| გამაგრილებელი სასმელით |
| 200 |
| |
| შაქრით |
| 75 |
| |
| და ჩაით |
| 3 |
| |
| თხილიანი ჩირით ან ჩურჩხელით |
| 80 |
| |
| 21 | კისელის კონცენტრატ ი შეიცვალოს: | 100 |
|
|
| შაქრით |
| 50 |
| |
| და ჩაით |
| 2 |
| |
| 22 | ყავა ნატურალური შეიცვალოს: | 100 |
|
|
| ხსნადი ყავით |
| 40 |
| |
| ყავიანი სასმელის კონცენტრატ ით |
| 100 |
| |
| კაკაოს ფხვნილით |
| 100 |
| |
| I ხარისხის ბაიხის ჩაით |
| 25 |
| |
| 23 | ჩაი შავი, ბაიხის შეიცვალოს: | 100 |
|
|
| ხსნადი ჩაით |
| 80 |
| |
| ყავიანი სასმელის კონცენტრატი |
| 400 |
| |
| 24 | მდოგვის ფხვნილი შეიცვალოს: | 100 |
|
|
| მდოგვის საწებლით |
| 600 |
| |
| 25 | კარტოფილის სახამებელი შეიცვალოს: | 100 |
|
|
| კისელის კონცენტრატ ით |
| 100 |
| |
| კარტოფილის ფქვილით |
| 100 |
| |
| კარტოფილით* |
| 500 |
| |
| 26 | ძმარი ნატურალური შეიცვალოს: | 100 |
|
|
| ძმრის ესენციით |
| 5 |
| |
| *დასაშვებია პირდაპირი შეცვლა, დაუშვებელია შეცვლა განხორციელდეს პირიქით ან მრავალ საფეხურად; |
|
|
| |
| **რადგან სავაჭრო ქსელში რძის გაშვება მომხმარებლისთვის ხდება მისი მოცულობის და არა მასის მიხედვით, წინამდებარე ცხრილში 100სმ3 რძე პირობითად ჩათვლილია 100 გრ რძედ; |
|
|
| |
| ***ხილისა და კენკრის ნატურალური წვენების, ასევე კომპოტების შეცვლა კისელის კონცენტრატ ით დაუშვებელია. |
|
|
| |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №7–№01-1/ნ - ვებგერდი, 16.01.2012 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მარტის ერთობლივი ბრძანება №43–№01-15/ნ - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
დანართი №2
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა და 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და ადგენს მოთხოვნებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებისადმი.
2. დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ბრძანებებსა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 2. კონტროლი დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე
1. დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტი ან ექიმი.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;
ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან შესაბამისობის დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას.
3. საექიმო-სამედიცინო პუნქტის პერსონალი ვალდებულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას.
4. სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გამოვლენილ დარღვევათა საკუთარი ძალებით აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მოხსენებითი ბარათით მიმართოს დეპარტამენტის ადმინისტრაციას. მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს საექიმო-სამედიცინო პუნქტის ან ექიმის წერილი.
მუხლი 3. დაწესებულებაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების სანიტარიულ-ჰიგიენური უზრუნველყოფა
1. დაწესებულებაში მყოფ პირთა სათავსების არქიტექტურულ-ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა და აღჭურვა უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, პირადი ჰიგიენის დაცვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის შესაძლებლობას ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად, რაც გულისხმობს:
ა) ხარისხიანი, უსაფრთხო და საკმარისი სასმელი წყლით უზრუნველყოფას (არანაკლებ 2,5 ლიტრი ერთ პირზე დღეში);
ბ) პირადი ჰიგიენის წესების (ხელ-პირის დაბანა, პირის ღრუს ჰიგიენური დამუშავება, სხეულის დაბანა არანაკლებ კვირაში ერთხელ, საპარიკმახერო მომსახურება: პირის გაპარსვა, თმის შეჭრა, ფრჩხილის დაჭრა) შესრულებისათვის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალიზებულ ქსელთან მიერთებული, შესაბამისად აღჭურვილი სანიტარიულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურით და ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი) უზრუნველყოფას;
გ) საწოლითა და ლოგინით (ლეიბი, ბალიში, საბანი) უზრუნველყოფას;
დ) სუფთა თეთრეულით არანაკლებ კვირაში ერთხელ უზრუნველყოფას, აგრეთვე, სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლის მიწოდებასა და ცვლას დაბინძურების მიხედვით;
ე) მიკროკლიმატის ოპტიმალურ დაცვას სათავსებში (18-25 C0);
ვ) ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას, ვენტილაციას;
ზ) ნარჩენების შეგროვებისა და დროული გატანის უზრუნველყოფას;
თ) სათავსების ყოველდღიური დასუფთავების, ავეჯისა და ფანჯრების ყოველკვირეული წმენდის, პერიოდული სადენზიფექციო სამუშაოების ორგანიზებას;
ი) სათავსის აღჭურვას საერთო სარგებლობის ავეჯით (მაგიდა, სკამი, ტუმბო, კარადა და სხვ.);
კ) პერიოდული სამედიცინო შემოწმების, პროფილაქტიკური აცრების და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას.
2. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვანებს, ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა შეექმნათ შესაფერისი საყოფაცხოვრებო და კვების პირობები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
3. დაუშვებელია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის თმების მთლიანი გადაპარსვის იძულება, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ“, №87, 20.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 100060000.22.038.016047 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1340881-2/