საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სა რეგისტრაცი ო კოდი 200.012.004.416
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №250
2000 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მ. მაჭავარიანი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №611 - სსმ III, №84, 13.08.2001 წ., მუხ.618
2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 14 იანვრის ბრძანება №7- სსმ III, №4, 15.01.2002 წ., მუხ.37
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს, კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოების საქმიანობას და ახორციელებს მათ მეთოდურ უზრუნველყოფას.
2. საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს დეპარტამენტი ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკების, მსხვილ გადამხდელთა და ტერიტორიული საგადასახადო ინსპექციების ოპერატიული მართვის, მათი საქმიანობის კოორდინაციისა და მეთოდური ხელმღვანელობის მეშვეობით.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები, სტიმულირების ფონდების სპეციალური ანგარიშები ხაზინაში.
5. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ.თბილისი, პ.იაშვილის ქუჩა №4.
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
1. დეპარტამენტის ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე დეპარტამენტისა და მისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საგადასახადო კოდექსით, საგადასახადო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით.
2. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის;
ბ) ახდენს კადრების შერჩევასა და განაწილებას, ახორციელებს ღონისძიებებს კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) აანალიზებს და განაზოგადებს საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო ორგანოების გამოცდილებას.
3. დეპარტამენტი თავისი მოვალეობებს შესრულების მიზნით საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
4. დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს წინადადებებს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისა და საგადასახადო კოდექსში ცვლილებათა შეტანის შესახებ.
მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე ები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გამოსცემს ბრძანებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;
ე) თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული საგადასახადო ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წახალისებასა და დისციპლინურ ზემოქმედებას;
ვ) ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ხელფასის ფონდისა და საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში შეიმუშავებს და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და საგადასახადო ორგანოების საშტატო ნუსხას;
ზ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
თ) თავისი ბრძანებით ქმნის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას, რომლის შემადგენლობაში შედიან დეპარტამენტის თავმჯდომარე (კოლეგიის თავმჯდომარე), თავმჯდომარის მოადგილეები. კოლეგიის რიცხოვნობას, პერსონალურ შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს თავმჯდომარე;
ი) დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას საგადასახადო შემოსავლების მინისტრის დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
5. დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:
ა) თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ მიმართულებებს;
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფის საქმიანობას.
6. დეპარტამენტის მოსამსახურეთა მატერიალური სტიმულირება ხორციელდება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით და საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 14 იანვრის ბრძანება №7- სსმ III, №4, 15.01.2002 წ., მუხ.37
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საგადასახადო ინსპექციები;
ბ) მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია;
გ) საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციები.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) თავმჯდომარის აპარატი;
ბ) საგადასახადო შემოსავლების ანალიზის, გადამხდელთა მომსახურების და დაბეგვრის პოლიტიკის სამსახური;
გ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და აღრიცხვის სხვა ბლანკების მონიტორინგის სამმართველო;
დ) კომპიუტერული სიტემების სამმართველო;
ე) საფინანსო-სამეურნეო სამმართველო;
ვ) კადრების განყოფილება;
ზ) იურიდიული განყოფილება;
თ) საგადასახადო საჩივრების განყოფილება;
ი) საგადასახადო ინსპექციების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება.
3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დეპარტამენტის საშტატო ნუსხისა და სტრუქტურის გათვალისწინებით.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №611 - სსმ III, №84, 13.08.2001 წ., მუხ.618
მუხლი 5. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის
სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები:
1. თავმჯდომარის აპარატი:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;
ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის თათბირების ორგანიზაციას, თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს სხდომების მომზადებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
გ) აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებისა და დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების ორგანიზაციას და თავმჯდომარის ინფორმირებას გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ;
დ) უზრუნველყოფს თავმჯდომარის ურთიერთობას საზოგადოებასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ე) ახორციელებს თავმჯდომარის მითითების და ბრძანების შესრულების კოორდინაციას და მათი დროული და ეფექტური უზრუნველყოფის მიზნით.
2. საგადასახადო შემოსავლების ანალიზის, გადამხდელთა მომსახურებისა და დაბეგვრის პოლიტიკის სამსახური;
2.1 საგადასახადო შემოსავლების ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო:
ა) იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ანგარიშგების შედგენას გადასახადების სახეების და გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის დარგების მიხედვით;
ბ) შეიმუშავებს საპროგნოზო მაჩვენებლებს საგადასახადო ინსპექციებისათვის;
გ) აანალიზებს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიენებების, წარმოშობილი ზედმეტობებისა და წინასწარ გადახდილი გადასახადების წარმოქმნის ძირითად მიზეზებს და შეიმუშავებს მათი აღმოფხვრის მიმართულებებს;
დ) აანალიზებს წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმებს და და განსაზღვრავს საგადასახადო ინსპექციების მუშაობას საგადასახადო შემოსავლების საგეგმო პარამეტრების შესრულების, წარმოქმნილი ვადაგადაცილებული დავალიანებების შემცირებისა და სხვა მიმართულებით.
2.2. გადამხდელთა დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების სამმართველო:
ა) მონაწილეობს საგადასახადო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში, აანალიზებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტიანობას;
ა) შეიმუშავებს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და პროგრამებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადების ინსტრუქციის პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ დებულებებს;
ბ) შეიმუშავებს ურჩ გადამხდელთა გამოვლენის მეთოდებსა და პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მთავრობებს შორის შემოსავლებისა და ქონების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართ;
დ) შეიმუშავებს გადასახადის იძულებითი მეთოდებით ადმინისტრირების პროგრამებს.
2.3. გადამხდელთა მომსახურებისა და რეგისტრაციის სამმართველო:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს გადამხდელთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ;
ბ) შეიმუშავებს საგადასახადო დეკლარაციების შევსებისა და დამუშავების მეთოდებს;
გ) იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეთა მიერ შემოსავლების და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საგადასახადო ინსპექციებში წარდგენის მდგომარეობის შესახებ;
დ) შეიმუშავებს საგადასახადო ორგანოების მიერ გადამხდელთა მომსახურების მეთოდებს.
3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და აღრიცხვის სხვა ბლანკების მონიტორინგის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახდენს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და აღრიცხვის სხვა ბლანკების კომპიუტერულ დამუშავებას;
ბ) საგადასახადო ინსპექციებზე გაცემული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების რეესტრის წარმოებას და კონტროლს;
გ) ახდენს გაუქმებული ანგარიშ-ფაქტურების და აღრიცხვის სხვა ბლანკების კომის ი ური წესით განადგურების კონტროლს;
დ) ახდენს დღგ-ს ყოველთვიურ დეკლარაციებში ასახული იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნომრების შესაბამისობის კონტროლს, რომელთა მიხედვითაც მოხდენილია გადახდილი თანხების ჩათვლა.
4. საგადასახადო ინსპექციების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება:
ა) უზრუნყოფს საპროგნოზო დავალებების დაყვანას საგადასახადო ინსპექციებამდე;
ბ) იღებს ინფორმაციას საგეგმო პარამეტრების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) ახორციელებს საგადასახადო ინსპექციების მიერ მიღებული დავალებებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესრულების კონტროლს.
5. საგადასახადო საჩივრების განყოფილება:
ა) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ინსპექციებში შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის სამუშაოებს და უზრუნველყოფს მათ მეთოდური და ინფორმაციული მასალებით, სამართლებრივ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საჩივრების განხილვისას;
ბ) აანალიზებს გადამხდელთა შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის შედეგებს;
გ) განიხილავს საგადასახადო ინსპექციებში გადაწყვეტილებებზე და მათ თანამდებობის პირთა მოქმედებებზე (უმოქმედობაზე) გადასახადის გადამხდელთა შუამდგომლობას და აპელაციას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს, რომლის საფუძველზეც ხდება გადაწყვეტილების მიღება.
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტს სასამარლოში საქმეთა განხილვის დროს.
6. საფინანსო-სამეურნეო სამმართველო:
ა) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში ბუხჰალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სწორად წარმოების, ბიუჯეტიდან გამოყოფილი და სხვა სახსრების დანიშნულებისამებრ და ეკონომიკურად ხარჯვის ღონისძიებებს;
ბ) საგადასახადო ინსპექციებიდან იღებს, აანალიზებს და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში წარადგენს ნაერთ ანგარიშებს;
გ) ადგენს საგადასახადო ორგანოების ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს;
დ) ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
7. იურიდიული განყოფილება:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ მომზადებული მეთოდური მითითებების, ინსტრუქციებისა და სხვა ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ბ) ახორციელებს საგადასახადო ინსპექციების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად იცავს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებებს სასამართლოში.
8. კადრების განყოფილება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-განთავისუფლების შესახებ ბრძანებებს;
ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას, საპენსიო საბუთების გაფორმებას, წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
გ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) მონაწილეობს კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზებაში.
9. კომპიუტერული სისტემების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს ტერიტორიულ საგადასახადო ინსპექციებს საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით;
ბ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციების კომპიუტერული სისტემების ერთიანობასა და მონაცემთა ბაზების დაცვას;
გ) ახორციელებს სასწავლო მასალის მომზადებას და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას კომპიუტერებითა და ტელესაკომუნიკაციო სისტემათა სარგებლობის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №611 - სსმ III, №84, 13.08.2001 წ., მუხ.618
მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანა
1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.012.004.416

2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

გ) ახდენს გაუქმებული ანგარიშ-ფაქტურების და აღრიცხვის სხვა ბლანკების კომისიური წესით განადგურების კონტროლს;

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗

მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი🔗

მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია🔗

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა🔗
1. დეპარტამენტის დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საგადასახადო ინსპექციები;
ბ) მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია;
გ) საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციები.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) თავმჯდომარის აპარატი;
ბ) საგადასახადო შემოსავლების ანალიზის, გადამხდელთა მომსახურების და დაბეგვრის პოლიტიკის სამსახური;
გ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და აღრიცხვის სხვა ბლანკების მონიტორინგის სამმართველო;
დ) კომპიუტერული სიტემების სამმართველო;
ე) საფინანსო-სამეურნეო სამმართველო;
ვ) კადრების განყოფილება;
ზ) იურიდიული განყოფილება;
თ) საგადასახადო საჩივრების განყოფილება;
ი) საგადასახადო ინსპექციების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება.
ბ) საგადასახადო პოლიტიკის, გადამხდელთა დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების სამმართველო;
გ) ვადაგადაცილებულ დავალიანებათა წარმოშობის ანალიზისა და იძულებითი გადახდევინების მეთოდების სამმართველო;
დ) გადამხდელთა მომსახურებისა და რეგისტრაციის სამმართველო;
ე) აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;
ვ) კომპიუტერული სისტემების სამმართველო;
ზ) ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;
თ) იურიდიული განყოფილება;
ი) საჩივრების განხილვის განყოფილება;
კ) კადრების განყოფილება.
3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დეპარტამენტის საშტატო ნუსხისა და სტრუქტურის გათვალისწინებით.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №611 - სსმ III, №84, 13.08.2001 წ., მუხ.618
მუხლი 5. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის
მუხლი 5. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის🔗
სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები:
1. თავმჯდომარის აპარატი:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ღონისძიებათა გასატარებლად, ახორციელებს ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული საგადასახადო ინსპექციების საქმიანობის კოორდინაციის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის თათბირების ორგანიზაციას, თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს სხდომების მომზადებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
გ) აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებისა და დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების ორგანიზაციას და თავმჯდომარის ინფორმირებას გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ;
დ) უზრუნველყოფს თავმჯდომარის ურთიერთობას საზოგადოებასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ე) ახორციელებს თავმჯდომარის მითითების და ბრძანების შესრულების კოორდინაციას და მათი დროული და ეფექტური უზრუნველყოფის მიზნით.
2. საგადასახადო შემოსავლების ანალიზის, გადამხდელთა მომსახურებისა და დაბეგვრის პოლიტიკის სამსახური;
2.1 საგადასახადო შემოსავლების ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო:
ა) იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ანგარიშგების შედგენას გადასახადების სახეების და გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის დარგების მიხედვით;
ბ) შეიმუშავებს საპროგნოზო მაჩვენებლებს საგადასახადო ინსპექციებისათვის;
გ) აანალიზებს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიენებების, წარმოშობილი ზედმეტობებისა და წინასწარ გადახდილი გადასახადების წარმოქმნის ძირითად მიზეზებს და შეიმუშავებს მათი აღმოფხვრის მიმართულებებს;
დ) აანალიზებს წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმებს და და განსაზღვრავს საგადასახადო ინსპექციების მუშაობას საგადასახადო შემოსავლების საგეგმო პარამეტრების შესრულების, წარმოქმნილი ვადაგადაცილებული დავალიანებების შემცირებისა და სხვა მიმართულებით.
2.2. გადამხდელთა დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების სამმართველო:
ა) მონაწილეობს საგადასახადო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში, აანალიზებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტიანობას;
ა) შეიმუშავებს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და პროგრამებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადების ინსტრუქციის პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ დებულებებს;
ბ) შეიმუშავებს ურჩ გადამხდელთა გამოვლენის მეთოდებსა და პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მთავრობებს შორის შემოსავლებისა და ქონების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართ;
დ) შეიმუშავებს გადასახადის იძულებითი მეთოდებით ადმინისტრირების პროგრამებს.
2.3. გადამხდელთა მომსახურებისა და რეგისტრაციის სამმართველო:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს გადამხდელთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ;
ბ) შეიმუშავებს საგადასახადო დეკლარაციების შევსებისა და დამუშავების მეთოდებს;
გ) იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეთა მიერ შემოსავლების და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საგადასახადო ინსპექციებში წარდგენის მდგომარეობის შესახებ;
დ) შეიმუშავებს საგადასახადო ორგანოების მიერ გადამხდელთა მომსახურების მეთოდებს.
3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და აღრიცხვის სხვა ბლანკების მონიტორინგის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახდენს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და აღრიცხვის სხვა ბლანკების კომპიუტერულ დამუშავებას;
ბ) საგადასახადო ინსპექციებზე გაცემული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების რეესტრის წარმოებას და კონტროლს;
გ) ახდენს გაუქმებული ანგარიშ-ფაქტურების და აღრიცხვის სხვა ბლანკების კომისიური წესით განადგურების კონტროლს;
დ) ახდენს დღგ-ს ყოველთვიურ დეკლარაციებში ასახული იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნომრების შესაბამისობის კონტროლს, რომელთა მიხედვითაც მოხდენილია გადახდილი თანხების ჩათვლა.
4. საგადასახადო ინსპექციების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება:
ა) უზრუნყოფს საპროგნოზო დავალებების დაყვანას საგადასახადო ინსპექციებამდე;
ბ) იღებს ინფორმაციას საგეგმო პარამეტრების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) ახორციელებს საგადასახადო ინსპექციების მიერ მიღებული დავალებებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესრულების კონტროლს.
5. საგადასახადო საჩივრების განყოფილება:
ა) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ინსპექციებში შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის სამუშაოებს და უზრუნველყოფს მათ მეთოდური და ინფორმაციული მასალებით, სამართლებრივ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საჩივრების განხილვისას;
ბ) აანალიზებს გადამხდელთა შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის შედეგებს;
გ) განიხილავს საგადასახადო ინსპექციებში გადაწყვეტილებებზე და მათ თანამდებობის პირთა მოქმედებებზე (უმოქმედობაზე) გადასახადის გადამხდელთა შუამდგომლობას და აპელაციას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს, რომლის საფუძველზეც ხდება გადაწყვეტილების მიღება.
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტს სასამარლოში საქმეთა განხილვის დროს.
6. საფინანსო-სამეურნეო სამმართველო:
ა) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში ბუხჰალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სწორად წარმოების, ბიუჯეტიდან გამოყოფილი და სხვა სახსრების დანიშნულებისამებრ და ეკონომიკურად ხარჯვის ღონისძიებებს;
ბ) საგადასახადო ინსპექციებიდან იღებს, აანალიზებს და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში წარადგენს ნაერთ ანგარიშებს;
გ) ადგენს საგადასახადო ორგანოების ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს;
დ) ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
7. იურიდიული განყოფილება:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ მომზადებული მეთოდური მითითებების, ინსტრუქციებისა და სხვა ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ბ) ახორციელებს საგადასახადო ინსპექციების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად იცავს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებებს სასამართლოში.
8. კადრების განყოფილება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-განთავისუფლების შესახებ ბრძანებებს;
ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას, საპენსიო საბუთების გაფორმებას, წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
გ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) მონაწილეობს კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზებაში.
9. კომპიუტერული სისტემების სამმართველო:
დ) უზრუნველყოფს თავმჯდომარის ურთიერთობას საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ე) ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ვ) ახორციელებს დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
2. საგადასახადო პოლიტიკის, გადამხდელთა დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების სამმართველო:
ა) შეიმუშავებს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და პროგრამებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადების ინსტრუქციების პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ დებულებებს;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. მონაწილეობს საგადასახადო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში, აანალიზებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტიანობას;
გ) შეიმუშავებს ურჩ გადამხდელთა გამოვლენის მეთოდებსა და პროგრამებს;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს დასაბეგრი შემოსავლების აღრიცხვის სრულყოფის შესახებ, მათ შორის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებით;
ე) იკვლევს საგადასახადო პოლიტიკის ყველა სფეროს და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს. მონაწილეობს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტების მომზადებაში;
ვ) შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მთავრობებს შორის შემოსავლებისა და ქონების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართ;
ზ) აანალიზებს წარმოდგენილი ანგარიშების ფორმებს და განსაზღვრავს სახელმძღვანელოდ დაშვებული მეთოდებისა და ხერხების ეფექტიანად გამოყენების საკითხებს და საჭიროების შემთხვევაში პრაქტიკულ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს.
3. ვადაგადაცილებულ დავალიანებათა წარმოშობის ანალიზისა და იძულებითი გადახდევინების მეთოდების სამმართველო:
ა) აანალიზებს ვადაგადაცილებულ დავალიანებათა წარმოშობის მიზეზებს, შეიმუშავებს მათი იძულებითი წესით გადახდევინების მეთოდებსა და პროგრამებს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნისა და გაწეული ანალიზის საფუძველზე ვადაგადაცილებული დავალიანებების ამოსაღებად პრაქტიკულ დახმარებებს უწევს საგადასახადო ინსპექციებს.
4. გადამხდელთა მომსახურებისა და რეგისტრაციის სამმართველო:
ა) შეიმუშავებს დებულებებსა და პროგრამებს გადამხდელთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ;
ბ) შეიმუშავებს გადამხდელთა დახმარების პროგრამებს, დეკლარაციების შევსებისა და დამუშავების მეთოდებს;
გ) იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეთა მიერ შემოსავლების და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოებში წარდგენის მდგომარეობის შესახებ;
5. აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო:
ა) იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ;
ბ) ახორციელებს საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანას ტერიტორიულ საგადასახადო ინსპექციებამდე;
გ) უზრუნველყოფს ანგარიშგებების შედგენას საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ გადასახადის სახეების და გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის დარგების მიხედვით;
6. კომპიუტერული სისტემების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს ტერიტორიულ საგადასახადო ინსპექციებს საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით;
ბ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციების კომპიუტერული სისტემების ერთიანობასა და მონაცემთა ბაზების დაცვას;
გ) ახორციელებს სასწავლო მასალის მომზადებას და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას კომპიუტერებითა და ტელესაკომუნიკაციო სისტემათა სარგებლობის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №611 - სსმ III, №84, 13.08.2001 წ., მუხ.618
მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანა
ბ) უზრუნველყოფს ტერიტორიული საგადასახადო ინსპექციების კომპიუტერული სისტემების ერთიანობას და მონაცემთა დაცვას;
გ) ახორციელებს სასწავლო მასალის მომზადებას და პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებას კომპიუტერებისა და ტელესაკომუნიფიკაციო სისტემათა სარგებლობის შესახებ.
7. ფინანსებისა და ბუხჰალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო:
ა) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში ბუხჰალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სწორად წარმოების, ბიუჯეტიდან გამოყოფილი და სხვა სახსრების დანიშნულებისამებრ და ეკონომიურად ხარჯვის ღონისძიებებს;
ბ) საგადასახადო ინსპექციებიდან იღებს, აანალიზებს და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში წარადგენს ნაერთ ანგარიშებს;
გ) ადგენს საგადასახადო ორგანოების ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს.
8. იურიდიული განყოფილება:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის შესრულებისათვის მომზადებული მეთოდური მითითებების, ინსტრუქციებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს;
ბ) უზრუნველყოფს კანონიერების განუხრელ დაცვას, იღებს ზომებს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად;
გ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
დ) აწარმოებს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების სისტემატურ აღრიცხვას და კოდიფიკაციას;
ე) დადგენილი წესით იცავს საგადასახადო დეპარტამენტისა და მისი მუშაკების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს სასამართლოში.
9. საჩივრების განხილვის განყოფილება:
ა) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოებში შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის სამუშაოებს და უზრუნველყოფს მათ მეთოდური და ინფორმაციული მასალებით, სამართლებრივ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საგადასახადო საჩივრების განხილვისას;
ბ) აანალიზებს საგადასახადო დავის წარმოქმნის მიზეზებს, გადასახადის გადამხდელთა შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის შედეგებს;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტის გადაწყვეტილებებზე სასამართლოებში გადამხდელთა აპელაციის განხილვაში;
დ) განიხილავს საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებებზე და მათ თანამდებობის პირთა მოქმედებებზე (უმოქმედობაზე) გადასახადის გადამხდელთა შუამდგომლობას და აპელაციას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს, რომლის საფუძველზეც ხდება გადაწყვეტილების მიღება.
10. კადრების განყოფილება:
ა) კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, მოხელეთა პროფესიულ მომზადებას და გადამზადებას;
ბ) მონაწილეობს კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზებაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-განთავისუფლების შესახებ ბრძანებებს;
დ) უზრუნველყოფს პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას, საპენსიო საბუთების გაფორმებას, წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
ე) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას.
მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანა
1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით.
2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №250, 04.09.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000200.01(2).004.000416 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.01.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1343520-2/